How-To: მოდი, ვნახოთ ჯინსი…

არ მეგულება ადამიანი, ვისაც ერთი ჯინსის შარვალი მაინც არ მოეძებნება გარდერობში. ჯინსის არჩევას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება, მაგრამ აქაც არის ნიუანსები, განსაკუთრებით – თუ ონლაინ ყიდულობთ.

მოდი, ვნახოთ.

ზომა-წონა.

გარეცხვის შემდეგ ჯინსის მატერია შედგება ხოლმე, ანუ – ვიწროვდება. ამიტომ თუ შარვალი მარკირებულია, როგორც Shrink-to Fit, ის ზომით დიდი უნდა იყიდოთ, თორემ გარეცხვის შემდეგ შიგ წვალებით ჩაკვეხება მოგიხდებათ.  ზოგადი წესი ასეთია:

27″-36″ ზომა 1 ინჩით ვიწროვდება, 38″-40″ ზომა კი – 2-ით. მაგალითად, ჩემი ზომაა 33×32-ზე, და Shrink-to-Fit ჯინსს ვყიდულობ 34×32 ზომას (სიგრძე გარეცხვის შემდეგ არ აკლდება Winking smile).

თუ ჯინსის შარვალი მარკირებულია, როგორც Preshrunk – ე.ი. მწარმოებლის მიერაა წინდაწინ და სანგებოდ გარეცხილი იმ მიზნით, რომ ზომა-ზომაში წავიდეს და მყიდველის სარეცხ მანქანაში არ მოიკლოს.

ტიპი/ფერი.

ჯინსის მატერია სქელი რომაა და გამძლე კი ვიცით, მაგრამ სისქეცაა და სისქეც. თუ მწარმოებელს მითითებული აქვს, Heavyweight Denim, ე.ი. კლასიკასთან გაქვთ საქმე – სწორედ ისეთ შარვალთან, რომლსაც 150 წლის წინ კერავდა ლოებ შტრაუსი ოქროს მომპოვებლებისთვის. Levi’s 501 Heavyweight Denim იწონის საშუალოდ 354 გრამს.  Midweight Denim, შედარებისთვის, 20 გრამით უფრო მჩატეა.

ფერი, როგორც იტყვიან, თვალწინაა, იყიდე, რომელიც თვალში მოგივა, მაგრამ მცირე ნიუანსები აქაცაა. Rinse აღნიშნავს, რომ შარვალი მხოლოდ გავლებულია წყალში და სრულად აქვს შენარჩუნებული ინდიგოს ფერი. ასეთი ჯინსის სამოსი ჯინსთა შორის ყველაზე მუქია. კლასიკის კლასიკაა. ასეთ ჯინსს “ჯინსის ფერს” ვუძახი. Smile თავიდან ყველა ჯინსი სწორედ ასეთი, “ჯინსის ფერი” იყო. ღია ფერის ჯინსის შარვლები 80-იანების მოდაა, ჩვენთან კი უფრო გვიან შემოვიდა. და გაჩნდა ეს ტერმინიც – “ჯინსის ფერის” ჯინსი და ღია ფერის ჯინსი. Smile

Rinse ჯინსი საფერავივითაა – ყველა სხვა ტანსაცმელს შეღებავს, თუკი ერთად გარეცხავთ – ინტენსიურად გასდის რეცხვისას ფერი. მისი პლიუსი ისაა, რომ გემრიელად და მხოლოდ თქვენ რომ გეკადრებათ, კიარადა იმსახურებთ, ისე შემოგეხეხებათ ტანზე. სამ სხვადასხვა ადამიანზე სამნაირად გაიხეხება. მოკლედ, უნიკალურ და განუმეორებელ იერს მიიღებს… მხოლოდ ეგაა, ლოდინი მოგიწევთ დიდხანს. Smile 

  • არის კიდევ ერთი “ჯინსის ფერის”  ჯინსი – Galindo. ონლაინ ყიდვისას ეკრანზე ყოველთვის იოლი არაა გაარჩიო, რომელია უფრო მუქი ლურჯი – ეს თუ Rinse. ჰოდა, ჭეშმარიტად გეუბნებით მე – Rinse არის ყველაზე მუქი ლურჯი ჯინსი. Galindo არის ერთი (თუ ნახევარი) ტონით დაბლა.

Stonewashed ჯინსი მწარმოებლის მიერ გარეცხილია ქვებთან ერთად. ასეთი ჯინსის სამოსი 70-იანებში შემოვიდა მოდაში. ქვების ზომიდან და რეცხვის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, Stonewashed ჯინსი გახეხვის სხვადასხვა დონესა და ფერს იძენს, ამასთან, რბილდება და ნაკლებ უხეში ხდება. მე პირადად სწორედ ასეთი ჯინსი მიყვარს ყველაზე მეტად. ჩემი არჩევანია – Dark Stonewash. ის უფრო ღია ფერისაა, ვიდრე Rinse და Galindo, მაგრამ მაინც ახლოსაა კლასიკური დენიმის ფერთან. თან, ისეთი უხეშიც არაა – დარბილებულია და ოდნავ გახეხილი. მხოლოდ ოდნავ – რაც საშუალებას მაძლევს, ჯინსი ჩემს გემოზე და ბუნებრივად შემოვიხეხო. Smile

Damagedstone ქვებთან ერთად ყველაზე ინტენსიური რეცხვაა. იქამდე, სანამ ქსოვილი არ დაიხვრიტება. Light Damaged-იდან Heavy Damaged-მდე.

Acid-washed ქიმიურად დამუშავებული ჯინსია.  გამოხარშული – როგორც ვუძახით ხოლმე. თავდაპირველად პემზასა და ზღვის ქვიშასთან ერთად ხარშავდნენ. ზემოთაც დავწერე, ეს 80-იანებისა მოდაა, ჩვენთან კი 90-იანებში გახდა პოპულარული. მაშინ ბევრმა, ახლის ყიდვას, ძველი, კლასიკური ფერის ჯინსის სახლში გამოხარშვა ამჯობინა. დიდ ვედროში. გაზზე. მათეთრებელთან ერთად. გაზეთებში რეცეპტებსაც კი ბეჭდავდნენ. Smile გამოგიტყდებით და სწორედ ასე გამოვხარშე ჯინსის ქურთუკი.

Acid-washed ჯინსი რბილდება და ღიავდება – არათანაბრად, მაგრამ გახეხვის ეფექტის გარეშე. გახეხვას აქ წერტილოვანი “დალაქავება” ცვლის. დღეს კლასიკური Acid-washed არც შემხვედრია, უფრო პოპულარულია მისი სახესხვაობა – ქიმიურად დამუშავებული, თითქმის გაუფერულებული ჯინსი.

ცხადია, ქვების, პემზისა და ქიმიის კომბინირებაც შესაძლებელია.

თარგი (სილუეტი)

ამ თემაზე ადრე დავწერე პოსტი (How-to: ვყიდულობთ შარვალს). ჯინსებზე არაა, მაგრამ ძირითადი პრინციპი უცვლელია.

უბე

თუ საგანგებოდ არ არის მითითებული Button Fly, ე.ი. უბე იკვრება ზიპერით (ელვა-შესაკრავით). დღეს სწორედ ელვაა მეინსთრიმი, თუმცა პირადად მე 501-ის ერთგული ვარ. 501 კი მხოლოდ ღილებზე იკვრება, სწორედ ისე, როგორც 150 წლის წინ. ამაზედ ვდგავარ და სხვაგვარად არ შემიძლია, როგორც იტყოდა მარტინ ლიუთერი.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ასევე:

ჯინსები და თანამედროვე დრეს-კოდი

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

10 thoughts on “How-To: მოდი, ვნახოთ ჯინსი…”

    1. მექსიკა.
      Made in USA კოლექციებიც არის, მაგრამ ორჯერ ძვირია. და აღნიშნულია საგანგებოდ.
      თუ მითითებული არაა, მექსიკაა როგორც წესი.

      Like

  1. ძველი ჯინსისთვის მეორე სიცოცხლის მიცემა ახლაც აქტუალურია და ინტერნეტში ბეჭდავენ რეცეპტებს 🙂

    Like

    1. ჯინსი იმ იშვიათ ტანსაცმელს შორისაა, რომელიც არ ძველდება. პირიქით, ასაკში ლამაზდება კიდეც.
      ვისკია, ფაქტიურად 🙂

      Like

  2. “დღეს კლასიკური Acid-washed არც შემხვედრია”

    უფრო ყურადღებით დააკვირდი 🙂 ბევრს აცვია. Acid-wash.
    ბანძია და ძველმოდური, მაგრამ აცვიათ. განსაკუთრებით საშინელებაა შავი ფერის დაწინწკლული. 🙂

    Like

    1. ეგ რანგლერია. მე რანგლერის მცოდნედ არ გამოვდგები, მაგრამ Cowboy Cut მუხლსქვემოთ ფართოვდება, რომ კოვბოურ ჩექმებზე ჩაიცვა. ანუ – ზემოთ უფრო ვიწროა, და ქვემოთ ტოტები ფართო.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: