ეძღვნება ვინმეს, ვინც ნინოს ფილმის ცქერა ჩაუმწარა 😉
ადამიანი თავადაა მისი სხეულის ბატონ-პატრონი. რასაც უნდა ჩაიცვამს, როგორც უნდა ისე ივლის. უნდა გასუქდება, უნდა გახდება. უნდა ივარჯიშებს, უნდა – არა. არვის საქმე არაა… მაგრამ არის ერთი რამ, რაც გარშემომყოფთ უქმნის დისკომფორტს – ოფლი. და დისკომფორტი ეს ძალიან რბილადაა ნათქვამი. აი, ამ ოფლზე კიდევ სუნამოს რომ დაიპკურებენ ხოლმე – აქაოდა “გადაფარავსო” ეს ხომ საერთოდ სასწაულია. 🙂 თუ სასწაულის მოლოდინი. მაგრამ სასწაული არ მოხდება. ამიტომ სუნამოს პკურებას სჯობს ანტიპერსპირანტი.
რა ბანალურ რამეზე წერო, მეტყვით. მაგრამ ბანალური თუა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცოტა უფრო გაძლებადი გარემო იქნება ხოლმე. არადა, სამწუხაროდ, არაა ასე.
მოკლედ, ვისაც როგორ გენებოთ და მე ჩემსას დავწერ.
1. შეარჩიეთ ანტიპერსპირანტი. ყველაზე ეფექტურია, თუ მარკირებულია Clinical Strength.
2. ანტიპერსპირანტი გამოიყენეთ ღამე, დაძინებამდე და არა დილით, სახლიდან გასვლის წინ. მიუხედვად იმისა, თუ რა აწერია ზედ – 24 საათი მოქმედების, 36 საათი მოქმედების, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ეფექტურია… ანტიპერსპირანტს სჭირდება დრო, რომ მოქმედება დაიწყოს. თუკი დილით, სახლიდან გასვლისას გამოიყენებთ – მას ეს დრო, უბრალოდ, არ ექნება. იდეალურია, თუ გამოიყენებთ ახალნააბაზანევ, ახალნაშხაპევ მაგრამ კარგად გამშრალებულ კანზე. თუ დილით დაბანის მოყვარული ხართ, არც ესაა პრობლემა – ღამით წასმული ანტიპერსპირანტი უკვე საკმაოდ გამჯდარი იქნება კანზე და დილით დაბანისას არ ჩამოირეცხება.
3. ანტიპერსპირანტის ტიპს (მშრალი, თხევადი, სფრეი) მნიშვნელობა არ აქვს. ყველა თანაბრად ეფექტურია.
4. ყველა ანტიპერსპირანტი ტოვებს სამოსზე ლაქებს. განსხვავება ძვირ და იაფ ანტიპერსპირანტს შორის ისაა, რომ ძვირი ძვირიან ლაქებს ტოვებს და იაფი – იაფიანს. 🙂 თუმცა კარგი ხარისხისა და ე.წ. “უჩინარი” (Invisible, No Spots, No Stain) ტიპის ანტიპერსპირანტი გაცილებით ნაკლებ ლაქებს ტოვებს ქსოვილზე, ვიდრე ის ანტიპერსპირანტი, რომელიც შესაბამისი მარკირების გარეშეა.
ჩემი სუბიექტური დაკვირვებაა მხოლოდ, რომ თხევადი (ბურთულიანი) ანტიპერსპირანტი ნაკლებად დამლაქავებელია, ვიდრე მშრალი ტიპის.
ასევე, არ ვიცი, რამდენად სიმართლეა, მაგრამ წამიკითხავს, რომ “უჩინარი” ანტიპერსპირანტები ნაკლებად ეფექტურია ოფლის წინააღმდეგ. ეფექტურია, მაგრამ – ნაკლებად. შეიძლება ბევრისთვის ეს ოფლთან არბრძოლის “გაპრავებად” გამოდგეს, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვდა, აღმენიშნა. 🙂 ბოლო-ბოლო თუ “საგარეო” მაისურს შიგნით “საშინაო” მაისურს ჩაიცვამთ – ლაქების დიდი წილი მასზე მოვა. ასე რომ კომპრომისი საკუთარი გარდერობის კეთილდღეობასა და გარშემომყოფთა კომფორტს შორის ყოველთვის მოიძებნება. 🙂
5. ხელოვნური ქსოვილი ხელს უწყობს ოფლის გამოყოფას, ვინაიდან ე.წ. სათბურ ეფექტს ქმნის, ბუნებრივი ქსოვილი კი (ბამბა, შალი თუ ტყავი) სუნთქავს და მასთან ერთად სუნთქავს კანიც – ასეთ დროს სხეულიც ნაკლებად იღვრება ოფლად.
6. ოფლის მასტიმულირებელია ყველა ტიპის ცხარე (წიწაკიანი) და კოფეინის შემცველი საჭმელი. და, ცხადია, სასმელიც (მათ შორის ასე მოდური ენერჯაიზერები). ეს ისე – ცნობისთვის, თორემ არ მგონია, ვინმემ აჯიკაზე ან ყავაზე თქვას უარი.
მე – ვერ ვამბობ.
7. ადამიანი სიგრილეშიც ოფლიანობს. 🙂 რაკი არ ცხელა და მზე არ აჭერს, სულაც არ ნიშნავს, რომ ანტიპერსპირანტი უჯრაში ჩავდოთ და გაზაფხულამდე გადავინახოთ.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
პოსტში სიტყვა ანტიპერსპირანტი გამოყენებულია 13-ჯერ.თავად ანტიპერსპირანტი კი – ერთხელ. 🙂
P.P.S.
ყველაზე კარგი სპრეია. ბურთულიანს და მშრალს ყველგან ვერ წაისვამ 😉
LikeLike
ჩამიმწარა კი არა მაგას ქვია ჩამიმყრალა 🙂
LikeLike
ჩამიმწარა არ ერქვა მაგას, ჩამიმყრალა 😦 )))
LikeLike
ორჯერ რატომ დაწერე? მეტი ეფექტისთვის? :))
LikeLike
მეგონა დაიკარგა კომენტარი. ბრაუზერი დამეხურა შემთხვევით. 🙂
შენ კიდევ ხან სულ არ აქვეყნებ და ესენი ორივე გამოაქვეყნე?
LikeLike
ყოველი შენი სიტყვა ჩემთვის ოქროს ფასია ხომ იცი 🙂 აბა როგორ წავშლიდი.
LikeLike
ყავაზე ვამბობ უარს, აი ჩაიზე – ვერ 😦
საინტერესოა, მე არ ვიცოდი თუ დაძინებამდე უნდა გამომეყენებინა. ყოველთვის დილას ვიყენებ, გასვლამდე ერთი საათით ადრე. თურმე ესეც არ არის საკმარისი 😦
LikeLike
დრო რომ ჭირდება არ ვიცოდი 🙂 ეს ქლინიქალ სტრენგსი არ მინახავს, მაგრამ მყოფნის
LikeLike
ჰო ეგრე ყოფილა. კანზე უნდა დაჯდეს თურმე და დრო უნდა. Men’s Health-ში წავიკითხე ერთხელ და მეც გამიკვირდა. 🙂
LikeLike
ერთი კითხვა. ვინც იღლიას იპარსავს და ვინც არა, ეფექტს აუმჯობესებს თუ არა? ანუ ბეწვი უფრო მეტ პრობლემას ქმნის თუ არ აქვს მნიშვნელობა.
LikeLike
ხეზ. 🙂 მაგრამ იდეაში უკეთესად უნდა “გადაფაროს” კანი ალბათ. ანტიპერპირანტის მოქმედების მექანიზმი მარტივად ხომ ისაა, რომ კანის ფორებს “ახშობს”.
ახლა იტყვიან – მაგიტომაც მავნებელიაო :)) კიდევ ერთი პოპულარული არგუმენტი მისი გამოყენების საწინააღმდეგოდ.
LikeLike
რომელ ბრენდს გაუწევ რეკომენდაციას?
LikeLike
სუპერმარკეტში რაცაა იქედან ნივეაზე გადავედი.
ისეკი ვიშის და ბიოთერმს. ბიოთერმს უჩინარები აქვს და ვიში რაც შემხვედრია ჩვეულებრივებია, მაგრამ კარგია ძაან.
თუმცა, ეგენი აქ რა ფასიცაა მაგ ფასად ორი ცალი მოგივა თუ ამაზონიდან გამოიწერ. 🙂
თუმცა ახლა ლარის ამბავში შედარებით გათანაბრდა ეგ სხვაობა.
LikeLiked by 1 person
მადლობა 😉
LikeLiked by 1 person
საინტერესოა… აი, თურმე რატომ არის 24-48 საათის მოქმედების ანტი-პერსპირანტები. მე მეგონა დაბანისას ირეცხებოდა და არ მესმოდა რა აზრი ქონდა ასეთი ხანგრძლივ მოქმედებას. თურმე ღამე უნდა წაისვა.
დავგულე კიდეც გადასამოწმებლად 🙂
ღამე თუ წაისვამ ალბათ ლაქებსაც ნაკლებად დატოვებს?
LikeLike
ნწუ. 48 საათიან ანტიპერსპირანტი ქართველების მოგონილია :)) IYKWIM.
რავი, გამშრალი გამშრალია… საერთოდ რა შემადგენელი კომპონენტია, რაც ტოვებს მაგ ლაქებს არ ვიცი. მაგრამ ღამე წასმულზე და დილით დაბანილზე ალბათ ნაკლებ ლაქებს ტოვებს. მაგრამ მე რაც ვაკვირდები რაღაც დონეზე ლაქებს მაინც ტოვებს. ეს ისე, ზერელე დაკვირვებით.
მაგრამ ეგ უკვე სამეცნიერო ექსპერიმეტი უნდა ჩაატარო და ზუსტად მაშინ ნახავ. 🙂 მე ბურთულიან “უჩინარზე” რაც გადავედი პრინციპში ნორმალურია. ნივეაზე.
LikeLike
ჩემი რომ არ ტოვებს ლაქებს, ჩემი ბრალია?:)
აქ კიდევ ერთი კომპონენტია გასათვალისწინებელი, არ უნდა შეიცავდეს ალუმინს, რაც თავის მხრივ კიბოს მაპროვოცირებელია. ნუ, ქალები მეტი რისკის ქვეშ არიან ამ მხრივ. ღამით კი, ჩემი მოკრძალებული აზრით, ჯობია მის გარეშე, რომ კანმა ისუნთქოს თავისუფლად თუნდაც მხოლოდ ღამის საათებში:)
LikeLike
ამგვარ კომენტარს ველოდი. მაგრამ შენ თუ დაწერდი, არ მეგონა 🙂
The National Institute of Health’s (NIH) National Cancer Institute (NCI) currently notes that no conclusive evidence has yet been found between the function or ingredients of anti-perspirants/deodorants and breast cancer.
არის სულ ორი ეფექტური ბლოკირატორი – ალუმინი და, მეორე თუ არ ვცდები მგონი, ცინკია. ალუმინია ყველაზე ეფექტური მის გარეშე ანტიპერსპირანტის ეფექტი არ აქვს და ეგაა.
LikeLike
გვატყუებენ? მე კიდევ განსაკუთრებულად ვეძებ ხოლმე მაგ აღნიშვნას. და მთელი ინდუსტრიაა აგებული მაგ მოთხოვნაზე უკვე. თუმცა ანტიპერსპირანტის ეფექტი ნამდვილად აქვს (ან ჩემს კანთან კარგად “თანამშრომლობს”:))). მგონი სამი წელია, მისი ერთგული ვარ 🙂
LikeLike
არ გატყუებენ. 🙂 ექიმები ამბობენ არ დასტურდებაო. თორემ ეგრე ყავა ინფარქტს იწვევდა ვითომ და გმო კიდევ ათას უბედურებას, არადა არც ეგ დასტურდება.
ძაან ცოტაა ალუმინის გარეშე მე როგორც ვიცი. ყოველ შემთხვევაში მე იშვიათად შემხვედრია. იაფებიდან დაწყებული და ბიოთერმით დამთავრებული, ყველა შეიცავს ალუმინს ამა თუ იმ ფორმით. ზოგს ალუმინის მარილი აწერია ზოგს სხვა.
აბა თუ არ დაახშო, როგორ იმოქმედებს. ღამე წასმაც ეგაა. რამდენიმე საათი უნდა თურმე რომ მაქსიმალურად დაჯდეს ზედ. თუ აქტიურ ინგრედიენტებს არ შეიცავს, და დაცდა არ უნდა, მაშინ ალბათ სულ ერთია როდის წაისვამ.
ულტრასენსითივებიც არის. ვისაც ალერგია აქვს და უღიზიანდება ალუმინზე. ასეც ხდება. ნუ ესენი სავარაუდოდ რაღაც სხვა ნაკლებაქტიურ ინგრედიენტს შეიცავს.
.
LikeLike
სხვა ნიშანიცაა – ალუმინშემცველი ანტიპერსპირანტები იყიდება ამერიკაში.
ახლა თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების მაგალითზე წარმოიდგინე, რა მოხდებოდა, კიბოს რომ იწვევდეს.
იქ, თამბაქოს ყუთზე აწერია კიბოს იწვევსო, აფრთხილებენ. და მაინც უჩივიან კიბო გამიჩნდაო. და სასამართლო ამბობს – საკმარისად დიდი ასოებით არ ეწერაო და მილიარდიან კომპენსაციებს უსჯიან.
ახლა წარმოიდგინე ამათ რა მოუვათ რამე დადასტურება რომ იყოს 🙂 იურისტები დაილია თუ მომჩივნები არ გამოჩნდებიან. ყველა კოსმეტოლოგიური კომპანია გაკოტრდება იმდენი სარჩელი წავა ეგრევე 🙂
LikeLike
რა ვიცი, მაინც “სიფრთხლეს თავი არ სტკივა” პრინციპით ასე მირჩევნია, თან ივარგა:) პირდაპირ სწორედ ამიტომაც არ ადასტურებენ, რომ ამდენი კომპანია ჩამოიქცევა და ერიდებიან. არჩევანი მომხმარებელზეა. ამას აწერია, რომ არ შეიცავს პარაბენებს, ალკოჰოლს და ალუმინის მარილებს. შეიძლება რაიმე შემცვლელის ხარჯზე:)
LikeLike
თუ ივარგა არც უნდა გამოცვალო.
ნწუ. ეგრე არ მუშაობს თავისუფალი ბაზარი. მაგ პრინციპით რეგულირებადი და დახშული სისტემები მუშაობს. 🙂 თუმცა ეგ ცალკე და ვრცელი თემაა. თან ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თემაა ჩემი. კომენტარი არ მეყოფა. 🙂
ადრე სტატიაც კი მაქვს მაგაზე დაწერილი ტაბულაში. 😉
LikeLike
ეწერება რასაც შეიცავს. აქტიური ელემენტის არდაწერა ისჯება.
მაგრამ მარტივად ასეა – თუ მარკირებულია, როგორც ანტიპერსპირანტი, მაშინ რაღაცა დოზით დამხშობ ქიმიას შეიცავს. თუ დეოა, ე.ი. არ შეიცავს.
ანტიპერსპირანტი მხოლოდ ისაა, რომელიც ფორებს ახშობს. სხვას ვერ დააწერენ.
ჩვენი რძის მსგავსი რძისა არ იყოს 🙂
Unfortunately, there aren’t any options that are as well-proven as aluminum salts and the FDA’s list of antiperspirant ingredients doesn’t contain anything else.
LikeLike
დეოდორანტია, ბოდიში:) ეს ქართველები კიდევ ქართულენოვან სტიკერს პირდაპირ შემადგენლობაზე რომ აწებებენ, არ ჩანს ტექსტი, რომ ავაცალო, აიყოლებს ფრანგულსაც. დავგუგლო უნდა.
LikeLike
დეო კიბატონო. :)))
არ არს რასაც ნათელი არ მოეფინების.
LikeLike
დაწვრილებით არ ვარ ჩახედული თავისუფალი ბაზრის წესებში, რიგითი მომხმარებლის შეხედულება მაქვს:))
LikeLike
ქეთი რომელს ხმარობ თუ საიდუმლო არაა? მეც ძებნაში ვარბდა ეფექტურ უალუმინოს ვერ მივაგენი ჯერ
LikeLike
დეოო და დეო არც უნდა შეცავდეს ალუმინს.
უბრალოდ ანტიპერსპირანტი არაა.
LikeLike
იყოს დეო. კარგი რომელია, ეგ მაინტერესებს 🙂
LikeLike
მოვა და გაამხელს. იმედია 🙂
LikeLiked by 1 person
OE–ს, ფრანგულია, აფთიაქებში აქვთ 🙂
ოღონდ დეოდორანტია, ანტიპერსპირანტი არა
LikeLike
ეს არის: http://www.oe-france.fr/les-deodorants-oe
LikeLike
LikeLike
ა ვიცი ეგ. მე არ მომეწონა /მომიხდა 😦 ეხლა მაქვს სებამედი და უკეთესია, მაგრამ არც ეგაა იდეალური 😦
LikeLike
ანტიპერსპირანტში ძირითადად გამოიყენება ალუმინის ან თუთის მარილები.
სპრეის ტიპის ანტიპერსპირანტები უფრო ეფექტურია, ვიდრე მშრალი და ბურთულიანი ტიპის.
ამტიპერსპირანტის გამოყენება სასურველია ღამით, საქმე იმაშია, რომ ძილის დროს საოფლე ჯირკვლები არააქტურია და ანტიპერსპირანტის შეთვისება იოლად ხდება. ასეთ დროს კანის გაღიზიანების შანსი გაცილებით მცირდება, ვიდრე დღისით გამოყენებისას, როდესაც ოფლდენა ძლიერდება და ანტიპერსპირანტის შემცველი მარილები ოფლთან რესქციაში შედის, რამაც შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.
LikeLiked by 1 person
თუთის მარილი გემრიელიც იქნება :))
LikeLike
როგორი აქტუალური პოსტია :))
“ვიშის”, “ბიოთერმის” ანტიპერსპირანტები ცუდი არაა ნამდვილად. უბრალოდ “ვიშს” ადრე სჭირდება ხოლმე გადაგდება. “ესტე ლაუდერს” აქვს ძალიან კარგი, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც მე საერთოდ პარფიუმგამოცლილს ვანიჭებ უპირატესობას, მოვიხმარ ამჯერად “კლინიკს”, რომელიც მართლა გადასარევია.
ადრე მქონდა ჩვევაში, იმ სუნამოს სტიკს ვყიდულობდი, რომელიც მქონდა, ერთი და იგივე პარფიუმის ამბავში, მაგრამ ვიტანჯებოდი ძალიან, ძლივს ვშოულობდი, თან ჩვევასაც ვერ ვღალატობდი და მოკლედ ვიყავი ერთ გაჭირვებაში. ბოლოს უარი ვთქვი და გადავედი საერთოდ უსუნო, უპარფიუმო ანტიპერსპირანტებზე.
გუშინ ფრესკოს სალაროსთან, ჩემს წინ ერთი კაცი ისეთ სურნელებას აფრქვევდა, კინაღამ იქვე ჩავიკეცე. ამ პატრიარქს ყველა შორისდებულში უსმენენ და მაინცდამაინც ის ფრაზა გაუტარეს, ყოველ დღე ახალი ტანსაცმელი ჩაიცვითო რომ ურჩია ერს, შეწუხდა ეტყობა ისიც, საყვარელი.
მოკლედ, დაუბანლობა ბოროტებაა და იმ დაუბანელი ტანით ხალხში გასვლა კიდე უფრო დიდი ბოროტებაო, ლორდის ბაბუა ნიკოფორეს უთქვამს.
LikeLike
კლინიკი არ მიცდია. უნდა ვნახო ერთი.
თუმცა ბიოთერმი მომწონს. თან ამაზონიდან ვიწერ 🙂 მართლა გაცილებით იაფი გამომდის, ვიდრე აქ იყიდება 🙂
რა თქმა უნდა უარომატო ჯობია. აბა ეგრე სერიებად ყიდვას ვერ გავუძლებ ამ კრიზისში 🙂 რამდენი პარფიუმიცაა იმდენი ანტიპერსპირანტი და კიდევ ავთერშეივი რომ მოვაყოლო ვერ გავფრინდები ეგრე. უფრო ზუსტად კი გავფრინდები. 🙂
თუმცა, მას შემდეგ რაც ეს ღამე წასმის მეთოდი აღმივაჩინე, ნაკლები პრობლემაა. დილამდე არომატი პრაქტიკულად ქრება, მითუფრო წყალს თუ გადაივლებ. სუნი გაქრება და ალუმინი რჩება 🙂
LikeLike