შაბათის პოსტი
მამაჩემის ბავშვობა მეორე მსოფლიო ომის წლებს დაემთხვა. გაჭირვებისა და დეფიციტის წლები იყო. ალბათ ისეთი, როგორც ჩვენი 90-იანები.
41-ში ამერიკამ მოკავშირე ქვეყნების დახმარება დაიწყო. ლენდ-ლიზის გეგმით. იარაღისა და სხვა სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების საქონლის გარდა, ლენდ-ლიზით საბჭოთა კავშირი მარაგდებოდა სურსათითაც. ამერიკულ “პაიოკში”, როგორც მაშინ უძახდნენ, შოკოლადის ფილაც იდო ხოლმე. ერთი ასეთი ფილა ერგო მამაჩემსაც. პატარა ფილა იყო. მამაჩემიც პატარა იყო. ასე 4-5 წლისა.
რომ შეჭამა. ნამცეცებიც რომ მოაგროვა. შემდეგ, თურმე, ქაღალდი დაკეცა და შეინახა. მერე აიღებდა ხოლმე ხანდახან, გაშლიდა და დაყნოსავდა. შოკოლადის გემო როდესაც მოენატრებოდა ხოლმე.
გაჭირვებისა და დეფიციტის წლები იყო. ალბათ ისეთი, როგორც ჩვენი 90-იანები.
არ ვიცი ეს ამბავი ახლა რატომ გამახსენდა.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___