ასჯერ მოსმენილს – ერთხელ ნანახიო. ამბობენ.
ამიტომაა, ალბათ, რომ მუსიკალური კლიპის გადაღებას მუსიკოსები უდიდეს რეჟისორებსა და ხელოვანებს ანდობენ ხოლმე. აქ ისეთ სახელებს გადაეყრებით, ისეთი ადამიანების ნამუშევარს ნახავთ, რომ – თქვენი მოსაწონი. თუმცა, ხშირად კლიპი მოგვწონს, ავტორი კი, სამწუხაროდ, არ ვიცით. მუსიკა მიირთვი ბატონო, რეჟისორს რას კითხულობო…
ახლა მოვიკითხავ.
Grace Jones – I’ve Seen That Face Before (Libertango), 1981
Directed by Jean-Paul Goude
(აი, ჯენელ მონეის კლიპი Cold War ვისი ინსპირაციაა).
გრეის ჯოუნსზე პოსტი დაწერილი მაქვს, მაგრამ დადრაფტულია ჯერ. მალე გამოვაქვეყნებ. იმიტომ რომ (არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ) განსაცვიფრებელი და აღმაფრთოვანებელი ქალია.
კლიპის რეჟისორი ჟან-პოლ გუდი კი ფრანგი დიზაინერი, ილუსტრატორი, რეჟისორი, ქორეოგრაფი და სცენარისტია. ჟურნალ Esquire-ის სამხატვრო დირექტორი იყო წლების განმავლობაში.
Duran Duran – Girls on Film, 1981
Directed by Godley & Creme (Kevin Godley and Lol Creme)
დურან დურანის კლიპი იმაზე, თუ როგორი ფილმები უყვართ მამაკაცებს. ორმა როკ-მუსიკოსმა გადაიღო და ეს მათი, პრაქტიკულად, სარეჟისორო დებიუტია, ამიტომ ცოტა გულუბრყვილო ნამუშევარი გამოუვიდათ, მაგიერ – ძალიან გულწრფელი. 🙂
აქ კი კლიპის არადაცენზურებული სრული ვარიანტია.
Michael Jackson – Thriller, 1983
Directed by John Landis
მისი მუსიკა შეიძლება მოგწონდეს ან – არ, მაგრამ ჯექსონის კლიპები ერთიმეორეზე შედევრულია. გადაჭარბების გარეშე. ან როგორ არ იქნება, როდესაც სულ ნარჩევი ხალხის გადაღებულია.
აგერ ჯონ ლენდისი – სხვა მისი ფილმები რომ არ ჩამოვთვალო, მარტო “ძმები ბლიუზები” კმარა.
Peter Gabriel – Sledgehammer, 1985
Directed by Stephen R. Johnson
გებრიელი მაინცდამაინც არ მიყვარს. კიბატონო, ფიგურაა, ეპოქაა და რაც გინდათ ის იყოს, მაგრამ – არ ვუსმენ, თუმცა, ეს კლიპი ნამდვილად ძალიან კარგია. ანიმაცია – ფითერ ლორდს ეკუთვნის. ეს სახელი და გვარი დაიმახსოვრეთ, ამ პოსტში კიდევ გამოგვადგება. 🙂
Nina Simone – My Baby Just Cares for Me, 1987
Directed by Peter Lord
არაჩვეულებრივი ანიმაცია ნინა სიმოუნის გენიალურ შესრულებაზე. ფილმის რეჟისორი ზემოთ ნახსენები ფითერ ლორდია. ფრიად დამსახურებული ადამიანი, ოსკაროსანი, ანიმაციის დიდი ნოვატორი და ბრიტანეთის იმპერიის რაინდი.
Madonna – Like a Prayer, 1989
Directed by Mary Lambert
ამ კლიპმა იქაურ მემეკელებს შორის დიდი აურზაური გამოიწვია. მომღერალს ერთი სულიწმინდის გმობაში არ დასდეს ბრალი, თორემ სხვა – ყველაფერში. PepsiCo-ს რეპუტაციის შელახვისა და ბაზრის დაკარგვისა შეეშინდა და მადონასთან სარეკლამო კონტრაქტი გაწყვიტა… კომპანიის შიში მთლად უსაფუძვლო არ ყოფილა, რაკი რელიგიურმა ფანატიკოსებმა მთელი კამპანია გააჩაღეს PepsiCo-სა და მისი პარტნიორი რესტორნისა თუ სწრაფი კვების ობიექტის ბოიკოტირებისთვის… აი, ასეთი ამბები იყო.
მნიშვნელობა არ აქვს, რა ჟანრს უსმენ, მადონა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანია, ვინც კი სცენაზე მდგარა. სრულიად გენიალური ქალი.
Madona – Vogue, 1990
Directed by David Fincher
George Michael – Freedom! ’90, 1990
Directed by David Fincher
ორი კლიპი გენიალური დეივიდ ფინჩერისგან. რეჟისორი, ვინც ცუდი ფილმის გადაღება არ იცის, ვინც საუკეთესო ფსიქოლოგიური თრილერებითაა ცნობილი, როგორც თევზი წყალში გრძნობს თავს გლამურისა და ფეშენის სამყაროშიც.
Chris Isaak – Wicked Game, 1991
Directed by Herb Ritts
თუკი ამ ბლოგს კითხულობ, ჰერბ რიცი ვინ არის ჩემგან შეხსენებაც არ გჭირდება. შავ-თეთრი კადრების სიყვარული რიცს ფოტოგრაფიიდან ვიდეოებშიც გადმოყვა. ისევე როგორც – მოდელები. აქ – ჰელენა კრისტენსენია.
Michael Jackson – Black or White, 1991
Directed by John Landis
ლენდისისა და ჯექსონის კიდევ ერთი შესანიშნავი ნამუშევარი.
R.E.M. – Losing My Religion, 1991
Directed by Tarsem
კლიპის რეჟისორია ლივაისის ლეგენდარული სარეკლამო კლიპების ავტორი – ინდოელი ტარსემ სინგჰი. მისივე გადაღებულია ძალიან კარგი ფსიქოლოგიური თრილერი “გალია”, ასევე ფილმები “ვარდნა” და “უკვდავნი”. და სულ ცინცხალი “თავ/დაკარგული” (Self/less)
Michael Jackson – In the Closet, 1992
Directed by Herb Ritts
რიცის მიერ გადაღებული პორტრეტები ჟანრის კლასიკად ითვლება, მის ფოტოობიექტივში მოდელები იყვნენ ისეთი ლამაზები, როგორც – არასდროს. ამიტომ, არც ის მიკვირს, რომ ისედაც ულამაზესი ნაომი ამ კლიპში არის სრულიად გულისშემძვრელი.
Michael Jackson – Remember the Time, 1992
Directed by John Singleton
არაჩვეულებრივი კლიპია თანაც იმანით მთავარ როლში. სხვა რა ვთქვა – უყურე და დატკბი… აკი ვამბობდი, ჯექსონს რამდენი კლიპიც აქვს, ლამის, იმდენი შედევრია.
Nirvana – Heart Shaped Box, 1993
Directed by Anton Corbijn
ესეც ქობეინის ზმანებები. კლიპი ჰოლანდიელმა ანტონ კორბეინმა გადაიღო, მუსიკოსის თითქმის მოგვარემ. 🙂 ცნობილი ფოტოგრაფი და რეჟისორია. მისი ფილმები ნანახი გექნებათ. ახლავე გაგახსენებთ – “ამერიკელი”, “ყველაზე საშიში ძებნილი” (A Most Wanted Man).
მუსიკალური კლიპებიდან “ჯოი დივიჟენის” ზმანებებიც აქვს 1988 წელს გადაღებული. პოსტში აღარ დამიმატებია.
Aerosmith – Crazy, 1994
Directed by Marty Callner
ორი ლამაზი გოგო…. არა. ასე – არა.
ერთი ლამაზი გოგო და ერთი ძალიან-ძალიან-ძალიან ლამაზი გოგო.
ლივ თაილერი, ყოველთვის ძლიან ლამაზი იყო. აქამდეც ძალიან ლამაზი იყო. ახლაც ძალიან ლამაზია, მაგრამ როგორიც ამ კლიპშია, არასდროს ყოფილა. ძალიან ბუნებრივია, ძალიან ლაითი. შემდეგ დაესივნენ სამსახიობო ოსტატობის პედაგოგები, თეორეტიკოსები, პრაქტიკოსები… დაამძიმეს გოგო ცოდნით. 🙂
Hole – Doll Parts, 1994
Directed by Samuel Bayer
ახლა, ეგებ, ქობეინის ფანების რისხვაც დავიმსახურო, მაგრამ არც სიმღერას დაეწუნება რამე და კლიპს ხომ – მითუმეტეს. “ნამდვილი დეტექტივის” პირველ სეზონს მაგონებს. 🙂
სემიუელ ბაიერი თავის საქმეში ჭიპმოჭრილი კაცია. “გრინ დეი” ბევრს გეყვარებთ. მათი კლიპები სწორედ მისი გადაღებულია. და არამარტო “გრინ დეისი”. მაგალითად…
The Cranberries – Zombie, 1994
Directed by Samuel Bayer
რა გოგო იყო დოლორესი! გადარეული, მემაბოხე, ნონ-კონფორმისტი… ახლაც კარგია, მაგრამ (დაჭკვიანდაო არ ვიცი და) კი დაგლამურდა ნამეტნავად. 🙂 ის, მაშინდელი – ხან ამფრად ხან იმფრად შეღებილი თმით, ფეხშიშველა რომ დარბოდა სცენაზე, ის უფრო მიყვარდა… ხმა კი… ხმა აქვს – ჟრუანტელი დაგივლის კაცს. როკის საუკეთესო ქალი-ვოკალისტია, იმჰო (ბლიუზსა და ჯაზს არ ვთვლი – იქ სხვა დედოფლები არიან).
Björk – It’s Oh So Quiet, 1995
Directed by Spike Jonze
ბიორკის “შერბურის ქოლგები”. 🙂
ვიცი ახლა როგორ ვრისკავ – ბიორკს დიდად არ ვუსმენ, მაგრამ ეს კლიპი სფაიქ ჯოუნზის გადაღებულია. სფაიქ ჯოუნზი ვინაა კი გეცოდინებათ – თუ “იყო ჯონ მალქოვიჩი არ გინახავთ” (სასწრაფოდ ნახეთ!), “ის” (Her) ხომ ნამდვილად გექნებათ ნანახი. ამ შესანიშნავ ფილმებთან ერთად უამრავი არაჩვეულებრივი მუსიკალური კლიპიც აქვს გადაღებული.
Radiohead – Street Spirit (Fade Out), 1996
Directed by Jonathan Glazer
არაჩვეულებრივი, მინიმალისტური და მომნუსხველი შავ-თეთრი კლიპი. ძალიან მომწონს.
ჯონათან გლეიზერი ცნობილი სარეკლამო რეჟისორია. ბევრი ძალიან კარგი სარეკლამო კლიპი აქვს გადაღებული. მუსიკალური კლიპები – უფრო ცოტა, მაგრამ თითქმის ყველა – წარმატებული. შეიძლება, მისი მხატვრული ფილმებიც გინახავთ: “სექსუალური ცხოველი”, “დაბადება”, “კანქვეშ” (Under the Skin – იოჰანსონით მთავარ როლში).
The Smashing Pumpkin – Tonight, Tonight, 1996
Directed by Jonathan Dayton and Valerie Faris
ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური კლიპია. ნებისმიერ ტოპ-სიაში შეაქვთ. კინოკლასიკითაა შთაგონებული – ჟორჟ მელიესის Le Voyage dans la Lune-ით (“მოგზაურობა მთვარეზე”).
Space Monkeys – Sugar Cane, 1997
Directed by David LaChapelle
კიდევ ერთი ცნობილი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული კლიპი. ვისაც ლე შაფელის ფოტოები უნახავს, ამ კლიპში ბევრ ნაცნობ კადრს აღმოაჩენს.
Prodigy – Smack My Bitch Up, 1997
Directed by Jonas Akerlund
ამ კლიპს უფრო სწრაფად შლიან, ვიდრე ატვირთვას მოასწრებ. 🙂 არადა, ძალიან მაგარი გადაღებულია.
იუნას ოკერლუნდი შვედი რეჟისორია, ინტელექტუალი, მხატვრობისა და სინემატოგრაფის ისტორიის მცოდნე. უყვარს წარსულის ნამუშევრებისა თუ ავტორების ციტირება. კლასიკოსებთან შეხუმრება… თუმცა, კლიპების ჟანრში უკვე თავადაც კლასიკოსია, კაცმა რომ თქვას.
Pulp – This Is Hardcore, 1998
Directed by Doug Nichol
ჰოლივუდური კლიპი, უამრავი კონოციტატით. მიყვარს ასეთები. დაგ ნიქოლი აღიარებული მეტრია საუკეთესო მუსიკალური და სარეკლამო კლიპების გადაღების საქმეში.
Britney Spears – …Baby One More Time, 1998
Directed by Nigel Dick
ახლა მეტყვით, ბიორკს არა და ბრითნი სფირსს უსმენო? მოსმენისა რა ვთქვა და ეს კლიპი რომ გამოჩნდა, აფეთქდა, როგორც ნამდვილი ბომბი. ბრითნი სფირსის დებიუტი იყო. ახლა რომაა კარგად (ჩაკურატ…) ჩამრგვალებული, ასე კი არ იყო ყოველთვის. მშვენიერი გოგო იყო.
აგერ, ნაიჯელ დიქსაც მოეწონა. 🙂 არადა, მანამდე პოპს არ ეკარებოდა. სულ როკი და როკი – ბლექ საბათს, დეფ ლეფარდსა და განზ ენდ როუზისს აკლიპებდა.
Blur – Coffee & TV, 1999
Directed by Hammer & Tongs (Garth Jennings and Nick Goldsmith)
ძალიან ცნობილი და ოდნავ სევდანარევი იუმორით შეზავებული კლიპია.
Björk – All Is Full of Love, 1999
Directed by Chris Cunningham
ბიორკის ფუტურისტული კლიპი.
Radiohead – Knives Out, 2001
Directed by Michel Gondry
პარალელური რეალობა, სინამდვილესა და ზმანებას შორის წაშლილი ზღვარი – კლასიკური გონდრი.
ფილმის “ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება” სცენარისტი, რეჟისორი ფილმებისა “მწვანე კრაზანა” და Mood Indigo – ეს არის მიშელ გონდრი. ხოლო სრულიად გენიალურ სარეკლამო კლიპებს ვინ მოთვლის, იმდენი აქვს.
გადაიღე, კაცო, “უბიკი”! გადაიღე, დროზე!
Gorillaz – Clint Eastwood, 2001
Directed by Jamie Hewlett and Pete Candeland
ერთ-ერთი საუკეთესო ანიმაციური მუსიკალური კლიპი, რაც მინახავს.
The Chemical Brothers – Star Guitar, 2002
Directed by Michel Gondry
აბა რა ვთქვა? გონდრიმ აიღო ძველი, გაცვეთილი კინემატოგრაფიული კლიშე – ხედი მოძრავი მატარებლის ვაგონის ფანჯრიდან და იდეალურად მოარგო კომპოზიციის რიტმს.
Beyonce & Shakira – Beautiful Liar, 2007
Directed by Jake Nava
აბა ეს რა კლიპიაო, თუ მეტყვით… ნახეთ, რა ბელი-დენსს უბერავენ. ❤
Caro Emerald – A Night Like This, 2009
Directed by Billy Pols
არაჩვეულებრივი სიმღერა, ლამაზი, ლაითი კლიპი და კარგი განწყობა.
ვისაც ვარდისფერკაბიანი გოგო მოგეწონათ, გეტყვით, რომ ავსტრალიელი მოდელი ჯემა სანდერსონია, ხოლო ვისაც, ჩემი არ იყოსდა – მოტოციკლიანი ქერა… არ ვიცი, ვინაა.
Lady Gaga & Beyoncé – Telephone, 2010
Directed by Jonas Akerlund
მშვენიერი პოპ-არტ კლიპია.
კიდევ ორი კლიპი, რომელიც აქ უნდა მოხვედრილიყო – A-Ha – Take On Me (Directed by Steve Barron) და Enigma – Sadeness (Part I) (Directed by Michel Guimbard) , სულ ახლახან ვახსენე სხვა პოსტში და აღარ გამიმეორებია.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
და ვისაც ჩემი სია არ მოგწონთ, აგერ:
ბრიტნი სპირსი, შაკირა და ჯანდაბა შენ!
LikeLike
რა იყო? ისევ საცობში დგახარ? )))))
LikeLike
ჰო ვარაზისხევში :))
ლივ ტაილერი კი ახლაც ლამაზია. მანდ თინეიჯერია მაგ კლიპში და ახლა 40 წლისაა რას ადარებ? ლაითი და მომინდომე კიდე 🙂
LikeLike
მერე მოუსმინე მუსიკას რას ჩხუბობ.
საერთოდ რა გჭირს? 🙂 დიეტაზე ხარ მშიერი და გაავებული თუ რა გინდა. რილექს.
ლარის კურსს გახედე, გულს გადააყოლებ 🙂
LikeLike
კლიპი რომ მოსწონს, ავტორს კი არ კითხულობს ეგ ადამიანი მე ვარ 🙂
ამდენი დიდი რეჟისორი თუ იღებდა მუსიკალურ კლიპებს არც ეგ ვიცოდი.
LikeLiked by 1 person
ფინჩერზე მართლა ვერ წარმოვიდგინე!
LikeLiked by 1 person
ჩემთვისაც აღმოჩენა იყო 🙂
LikeLike
ბიორკის კლიპებზე საერთოდ ცალკე პოსტის დაწერა შეიძლება, თითქმის ყველა კინოს რეჟისორი ჰყავს.
ლედი გაგამ კი თანამედროვე პოპ კლიპი სხვა სიმაღლეზე აიყვანა “ბედ რომენსიდან” მოყოლებული.
LikeLiked by 1 person
Aerosmith – Crazy-ს ცქერა მიყვარდა მაგ გოგოების გამო:))
LikeLiked by 1 person