ტოპ-მოდელი რკინის ფარდის მიღმა

Regina-Zbarsky -11მას არაფერი აკლდა: გარეგნობა. ტემპერამენტი. სახელი და გვარიც კი ისეთი ჰქონდა, ფსევდონიმი რომ არ სჭირდებოდა – რეგინა ზბარსკაია… ერთი ეგაა – საბჭოთა კავშირში დაიბადა. ვოლოგდაში. როგორც ბევრი გოგო, ოცნებობდა კინომსახიობობაზე. 17 წლისამ მშობლიური ქალაქი მიატოვა და მოსკოვში გადაბარგდა. გამოცდები ჩააბარა ვგიკ-ში (კინომატოგრაფიის ინსტიტუტში), თუმცა, სამსახიობოზე პატრონის გარეშე ვერ გაქაჩა და ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა (დღეს საპროდიუსეროა, მაგრამ მაშინ ასეთი სიტყვაც არ იცოდნენ)… რომ დაამთავრებდა, ტექნიკური პერსონალის დიპლომი ექნებოდა, მაგრამ რეგინამ კინოეკრანზე მოხვედრა უკანა კარით გადაწყვიტა. ლექციებზე ხშირად იმ მოდურ ადგილებში დადიოდა, სადაც იმჟამინდელი სახელოვნებო ბომონდი იყრიდა თავს. ასე გაიცნო ცნობილი მხატვარი და მაჟორი (ასე უწოდებდნენ საბჭოური ელიტის წარმომადგენელთა შვილებს) ლევ ზბარსკი და მოგვიანებით ცოლადაც გაჰყვა. ზბარსკიმ მას მხატვრებისა და მოდელიორების წრისკენ შეუღო კარი. პირველი, ვინც რეგინა თავის ჩვენებებში მოდელად გამოიყენა ვერა არალოვა იყო. თუმცა საბჭოთა კავშირში მაშინ სიტყვა მოდელი არც არსებობდა – იყო სიტყვა მანეკენი (“მანეკენშიცა”)… მოდის ჩვენებებიც არ იყო იმგვარი, რასაც დღეს მოდის ჩვენებას ვუძახით. მაგრამ  მოდა იყო. მოდელიორებიც იყვნენ. და კლიენტურაც ჰყავდათ – წითელი ელიტა მოდის ტენდენციებს არ აკლდებოდა. კლიენტთაგან უმნიშვნელოვანესი – პოლიტბიუროს წარმომადგენელთა ცოლები და, უფრო ხშირად, შვილები იყვნენ. მოდელიორთაგან პირველი კი – ვიაჩესლავ ზაიცევი. სწორედ ზაიცევის მოდელი გახდა რეგინა ზბარსკაია (ამის ზევით რკინის ფარდის აქეთა მხარეს მოდის სამყაროში საფეხური აღარ არსებობდა – ზაიცევი იყო საბჭოთა მოდის ივ სენ ლორანიცა და კოკო შანელიც). the cold war first ladies Jackie and Nina

ამბობენ, რომ მოდელიორის ხელოვნება საბჭოთა კავშირში განსაკუთრებით მის მერე დაფასდა, რაც საბჭოთა პირველი ლედი, ხრუშჩოვის ცოლი ნინა პეტროვნა ფაბრიკა ბოლშევიკის ბამბაზიის ხალათით გამოჩნდა ამერიკელი ვიზავის გვერდით. კონტრასტი იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ნიკიტა ხრუშჩოვიც კი მიხვდა… (ამ კონტრასტს მხოლოდ სამოსის სწორად შერჩევა ვერ უშველიდა, ცხადია, მაგრამ – მაინც)

ზბარსკაიას ფოტოები გამოჩნდა ჟურნალში “მოდელი სეზონა” (“სეზონის მოდელები” – ეს საბჭოთა კავშირში იგივე იყო, რაც Vogue და ELLE ერთად).

1961 წელს პარიზმა საბჭოთა მოდის ჩვენებებს უმასპინძლა. “ამ ქალის მამამთილმა ლენინი გაყინა, მან კი პარიზის გულები გაალღვო” – წერდნენ რეგინაზე (ლევ ზბარსკის მამა, საბჭოთა ბიოქიმიკოსი და ლენინის მუმიფიკატორი იყო).  ჟურნალმა Paris Match-მა კი “კრემლის ყველაზე ლამაზი იარაღი” უწოდა… საბჭოთა სოფი ლორენსაც უწოდებდნენ – თითქოს, პიერ კარდენმა შეადარაო პირველმა, როდესაც 1963 წელს ჩაბრძანდა მოსკოვში ჟულიეტ გრეკოს, ივ მონტანსა და სიმონა სენიორესთან ერთად (პირადად მე დიდ მსგავსებას ვერ ვხედავ, თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს). რეგინა ძალიან “არასაბჭოთა” იყო. ალბათ, ამას გულისხმობდნენ. არასაბჭოთა და ძალიან განსხვავებული. თავისუფლად და ტოლსწორად ეჭირა თავი მსოფლიო ვარსკვლავებთან და, როგორც იგონებენ, ინგლისურად და ფრანგულადაც თავისუფლად საუბრობდა.

Regina Zbarsky 2Regina-ZbarskyRegina Zbarsky 3Regina Zbarsky 7Regina Zbarsky 8Regina Zbarsky 1Regina Zbarsky 6Regina Zbarsky & Zaicev

როდესაც 1967 წელს მოსკოვში მოდის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა (კი, ასეთებიც ტარდებოდა, თურმე), ამ ფესტივალზე თავისი კოლექცია თვით კოკო შანელმა ჩამოიტანა, მაგრამ ფესტივალის ვარსკვლავი კვლავ რეგინა გახდა. ის ნამდვილი ტოპ-მოდელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა ჯერ არ იცოდნენ. და სწორედ ამ დროს, დიდების ზენიტში მყოფი… დაორსულდა. ქალს სურდა შვილის გაჩენა, მაგრამ ქმარმა (ეშმაკმა უწყის – რატომ) განუცხადა: ან მე – ან ბავშვი. ამბობენ, რომ ზბარსკი ემიგრაციაზე ფიქრობდა და ამიტომ არ სურდა შვილი. იმასაც ამბობენ, რომ იმხანად მას უკვე ჰყავდა საყვარელი და ცოლის მიტოვებას აპირებდა… ასეა თუ ისე, რეგინამ აბორტი გაიკეთა, რასაც მოჰყვა მძიმე დეპრესია და ძლიერმოქმედი ტრანკვილიზატორები. მედიკამენტებმა მისი ორგანიზმი გამოფიტა და თანდათანობით მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო, ქმარმა კი იხელთა დრო და მიატოვა.

რეგინა ზბარსკაიას ბედს რომ მიჰყვები, ძალიან ჰგავს 90-იანების ცნობილი ჰოლანდიელი სუპერ-მოდელის, კარენ მიულდერის ამბავს.

რეგინამ თავის მოკვლა სცადა, მაგრამ გადაარჩინეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. მკურნალობის შემდეგ პოდიუმზე დაბრუნება სცადა – უშედეგოდ. მოდის სახლში დამლაგებლადღა შეძლო მუშაობის დაწყება… თუმცა თავად ზაიცევი იგონებს, რომ რეგინა მანეკენად აიყვანა (ამჯერად ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – ჩვენებებზე არ უშვებდნენ, მაგრამ კაბის შექმნისას იყენებდნენ, როგორც დამხმარე მოდელს)… ცხადია, ყოფილი ტოპ-მოდელისთვის ეს საკმარისი არ იყო, მაგრამ კარი მოდის სამყაროში მისთვის დაკეტილი აღმოჩნდა. ყველაფერმა ამან მის გამოჯანმრთელებას ვერანაირად შეუწყო ხელი. მისი სულიერი მდგომარეობა სულ უფრო დამძიმდა და დეპრესიის შემოტევების დროს რამდენჯერმე კვლავ სცადა თვითმკვლელობა. სულ ბოლო და წარმატებული მცდელობა 1987 წლით თარიღდება… თუკი სიტყვა “წარმატებული” აქ უადგილო არაა. ამ დროს 51 წლის იყო და მოსკოვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია “ამერიკის ხმამ” გადმოსცა. საბჭოთა კავშირში კი რეგინა ზბარსკაიას სიკვდილი ბევრს არც ვინმეს გაუგია და არც არვის გახსენებია. ვინც გაიგო, არც მას უნაღვლია დიდად.

საბჭოთა კავშირის ერთ დროს პირველი მოდელის სხეული კრემატორიუმში დაწვეს, ფერფლს კი პატრონი არ გამოუჩნდა და სად მიაბნიეს არვინ უწყის.

საფლავი არ არსებობს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

14 thoughts on “ტოპ-მოდელი რკინის ფარდის მიღმა”

  1. რეგინა ზბარსკაიაზე დოკუმენტური ფილმი მაქვს ნანახი კანევსკის სერიიდან. თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიაა და კიდევ მაგისი მეგობარიც მოკლეს მაგ დროს. თუმცა ეხლა სიმართლის დადგენა უკვე შეუძლებელია.

    Like

    1. როგორც გითხარი, ჩემი პოსტის ვერსია უფრო სანდოა 🙂
      კანევსკის ფილმები საინტერესოა, მაგრამ ხშირად ფაქტებით ჟონგლიორობენ 🙂 რომ ინტრიგა იყოს.
      მე რაც წავიკითხე, საეჭვოა რომ მოეკლა ვინმეს ან თვითმკვლელობამდე მიეყვანათ. ისე აეწყო ცხოვრება, რომ დეპრესიაში იყო და მოიკლა თავი.

      Like

      1. Следствие вели с Леонидом Каневским. დეტექტური სერიალია, დოკუმენტური. ერთი სერია იყო რეგინა ზბარსკაიას სიკვდილის გამოძიება.

        Like

  2. რა ნაღვლიანი პოსტია 😦 მოვიწყინე ახლა..
    დამპალი ქმარი. მაგისი ბრალია, ამიტომაც ვამტკიცებ ყოველთვის, რომ ყველა კაცი ჯანდაბაში გასაშვებია, როცა ქალის დედობრივ იდილიას არღვევს. მე რომ რეგინას ხნისა ვყოფილიყავი, აუცილებლად ვურჩევდი, რომ არ მოესმინა იმ დეგენერატისთვის, გაეჩინა შვილი და გადარჩებოდა 😦 ეჰ..
    მოკლედ, შემეცოდა ძალიან. არადა ძალიან ლამაზი ყოფილა. მეც მივამსგავსე სოფის, ზუსტად მისნაირი ტუჩები აქვს, აბა დააკვირდი 🙂

    Like

    1. მაინც ქალი წყვეტს მაგ საკითხს. მოუსმინა არ მოუსმინა მაინც თავად გადაწყვიტა ბოლოს.

      ისე, ზბარსკიმ მარიანა ვერტინსკაიას გამო მიატოვა.

      Like

      1. კი, ეგრეა. ალბათ მიხვდა მერე რომ დიდი შეცდომა დაუშვა. სინანული ყველა სასჯელზე მძიმეა. მაგან დაახრჩო და წაუჭირა ყელში, მერე დეპრესია და ა.შ. ყველა შემთხვევაში ძალიან უბედური ქალი ყოფილა და მეცოდება.

        Liked by 1 person

  3. ახლა დავაკვირდი, ჯეკი როგორ იწევა განზე ბამბაზიისხალათისგან :)))) რა საყვარელია ❤
    მოდი და ამის მერე, შედექი მაღალი მატერიების პარნასზე და ამტკიცე, რომ სისადავე და უბრალოება სჯობს სნობიზმსა და ბევრი ფულითა გემოვნებით შექმნილ ვიზუალს.
    ნუ ეს კონკრეტული შემთხვევა რა თქმა უნდა ჩემი წინა წინადადების აზრს გაცილებით აჭარბებს და სხვა დამატებით მოსაზრებებსაც ავითარებს, მაგრამ ბევრს აღარ ვილაპარაკებ 🙂

    Like

    1. გემოვნებაა თავიდათავი იმჰო. თუ გემოვნება გაქვს ოლდ ნევიშიც შეარჩევ რამეს და დიორებზე ნაკლებად არ მოიხდენ. 🙂

      დანარჩენი რავი. სადაც კაია და ზოგჯერ არასადაც კაია. გააჩნია გარეგნობასა და სტილს და ვითარებას. ვის როდის რა უხდება. მაგრამ ზოგადად ლამაზ ქალს უხდება მყვირალა რამეები. ათასფერადი, ჭრელჭრელი და ეგრევე რომ ჩანს ისეთი. ძაან უბრალოება არ ვარგა როცა მყვირალა გარეგნობა გაქვს. 🙂 აი ის დ&გ ჭრელი, ყვავილებიანი კაბები ან ბიზანტიური ფრესკები რომ იყო.
      თუმცა შანელის კლასიკური მოკლე შავი კაბაც არვის გაუუქმებია ჯერ. 🙂

      სნობიზმი რავი. მე ვარ ხოლმე ზოგჯერ სნობი ამიტომ ახლა საკუთარ თავს ხომ არ გავაკრიტიკებ 🙂 მთავარია ხალხ ნერვებს არ უშლიდე შენი სნობიზმით. ნამეტნავად 🙂

      Like

    1. ინდიგო დენიმი? 🙂
      არა არ ვიცი. ნაბეჭდი თუ ელექტრონული?
      ნაბეჭდს მე არ ვკითხულობ, ხოიცი :))

      ამ პოსტის ამბავში სხვა საინტერესო ამბებიც ვნახე საბჭოთა მოდელებზე. შეიძლება დავწერო ერთხელაც.
      როგორც დიზრაელი ამბობდა, როცა კარგი პოსტის წაკითხვა მინდა, ვჯდები კომპიუტერთან და ვწერო 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: