შაბათის პოსტი
ერთხელ გამიმართლა და სტაჟირებაზე ამერიკაში გავემგზავრე. საინვესტიციო კომპანია, სადაც მოვხვდი, ვაშინგტონში მდებარეობდა, მე კი ქალაქგარეთ ვცხოვრობდი. ჩვენებურად – წყნეთში, თუმცა ქალაქიდან გაცილებით შორს, ვიდრე ჩვენი წყნეთია. ჯერ მეტრომდე უნდა მემგზავრა. შემდეგ მეტროთი – ვაშინგტონამდე. იქედან ავტობუსით – სამსახურამდე.
ჩავდივარ ერთ დილასაც მეტროში და ვხედავ – ესკალატორია გაფუჭებული. არ მოძრაობს. ამომავალი მუშაობს და ჩამავალი კი გაჭედილია. კაი-თქო, ვიფიქრე – ამერიკაა, დაფაცურდებიან ახლა და ათ წუთში გამართავენ. არ დავლოდებივარ – ჩავედი ფეხით.
ვბრუნდები საღამოს უკან და იმ ჩამავალ ესკალატორს ისევ ძვრა არ აქვს.
სულო ცოდვილო და გამეხარდა… სადღაც გულის კუნჭულში. მეთქი ამათაც ემართებათ, თურმე, ასეთი რამეები – მთელი დღეა ესკალატორი გაფუჭებულია და ვერ მოაბეს თავი, რომ შეაკეთონ. აბა, ჩვენც გვეშველება ქართველებს-თქო, იმედი მომეცა… და გამეხარდა.
მეტი არაა თქვენი მტერი.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___