როცა წარსული რჩება ზმანებად

ნაომის ანჩხლი ზნე მის მშვენიერ გარეგნობაზე ნაკლებ არაა ცნობილი. თუ მისი ნახვა გინდა – ან პოდიუმზე იქნება ან – სასამართლოში. მისგან ნაცემ-ნაგვემთა სია კი ათეულ ადამიანს ითვლის. ასისტენტები და დამლაგებლები, ფოტოგრაფები და პოლიციელები, კოლეგები და სტილისტები… “ბრითიშ ეიერვეიზმა” პერსონა ნონ გრატადაც კი გამოაცხადა და კომპანიის ავიარეისებიდან მოკვეთა. ნაომის კი არაფერი ანაღვლებდა და ამ მაისურით დაბრძანდებოდა ქუჩებში.Naomi Hit Me

(წარწერა: “ნაომიმ მრეკა და მე კი მეამა”)

მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. მოდელმა ფერი იცვალა. ანონიმ ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობის კურსიც გაიარა და ფსიქოლოგსაც მიმართა დახმარებისთვის.

ფოტოსესიაში, რომელიც ჟურნალ Interview Mag-ის 2010 ოქტომბრის ნომრისთვის გადაიღო ფოტოგრაფთა ტანდემმა Mert & Marcus, ნაომი ბობოქარ წარსულს ემშვიდობება.

Naomi Campbell-Intmag 1Naomi Campbell-Intmag 4Naomi Campbell-Intmag 2Naomi Campbell-Intmag 3Naomi Campbell-Intmag 5Naomi Campbell-Intmag 6

ამ ფოტოსესიამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია – BDSM თამატიკამ და ნაომიმ დომინას როლში, ბევრს მოდელის ის ძველი გამოხტომები გაახსენა. თითქოს (მაისურისა არ იყოს) ნაომი კაიფობს ამ ყველაფრით. თუკი თვითირონიაა – ვერც ეს ირონია დაუფასეს, დაცინვად ეჩვენათ… მაგრამ სვირინგი მამაკაცის სხეულზე მაისურისგან განსხვავებულია – “დაე წარსული დარჩეს ზმანებად”. ეს წერია რუსულად…

2009 წლის შემდეგ მართლაც არვინ უცემია. Smile

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

9 thoughts on “როცა წარსული რჩება ზმანებად”

  1. ძაან მაგარია 🙂 ფოტოსესიია სუპერ. რა ლამაზია ეს ქალი. ოდესმე დაბერდება ნეტავ?..
    მეც არ გამოვრიცხავ, რომ ირონიული ფოტოსესია იყოს, ამ ქალის ბუნებიდან გამომდინარე ეს უფრო ლოგიკურია, ვიდრე ის, რომ გამოსწორდეს. თუმცა გამიხარდება, მტყუანი თუ აღმოვჩნები. იმდენად მაგარი ტიპია, რომ იდეალურ ნიშნულამდე ეს თავისი ავი ხასიათი აშორებდა. მე პირადად ასეთიც მომწონს შორიდან, მარა მეეჭვება იმ ნაცემ-ნაბეგვთაგან რომელიმეს ჩემსავით მოსწონდეს. თანაც რა ვქნა და ქალს (მით უფრო ლამაზს) მაინც არ შეშვენის ესოდენი ალქაჯური ტემპერამენტი.
    კაია, დაწყნარდეს ცოტა, თორემ კანი დაუნაოჭდება, ველურს მაგას ❤

    Like

      1. შეიძლება ეგეც იყოს.
        ისე, კარგ ფორმაშია, რო შეხედავ, მაგრამ შეიძლება სააკაშვილის ფასადებივით პონტია 🙂

        Like

  2. ისე, საკაიფო სესიაა. ირონია საკუტარ ნაკლზე ყოველთვის დასაფასებელია. მითუმეტეს თუ უკვე დაძლიე და მარცხენა ჰუკის გაფუჭების ბრალი არაა

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: