ისინი, ვინც (ვერ) მოვიშინაურეთ

ერთმა ძალიან კარგმა კაცმა და შესანიშნავმა მწერალმა თქვა – “პასუხს ვაგებთ მათზე, ვინც მოვიშინაურეთო”. და ვინც არ მოგვიშინაურებია იმათზეც ვაგებთ პასუხს. იმიტომ რომ ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელმაც გარემოსთან მშვიდობა ვერ ნახა. ჩვენ ერთადერთნი ვართ, ვისაც ბუნების განადგურება შეგვიძლია, რასაც წარმატებით ვახერხებთ.

თან გადადნობილ ზარებზეც ვფიქრობთ…

ბევრმა მოაწერა ხელი ზოოპარკის დახურვის და გადარჩენილი ცხოველების გაჩუქების პეტიციას. მეც მიმიწვიეს, მაგრამ არ მომიწერია ხელი. მანამ, სანამ დახურვის და გაუქმების ალტერნატივა არის.

ეს არის თბილისის ახალი ზოოპარკის პროექტი. აგერ – ლინკიც.

პროექტი რამდენიმე წლის წინ მოამზადა ბრიტანულმა კომპანიამ Proctor and Matthews. მათ რამდენიმე ზოოლოგიური პარკი აქვთ დაპროექტებული, მათ შორისაა ლომების საფარი-პარკი ინგლისში.

ცხადია, რომ ძალიან ძვირი დაჯდება ამის აშენება (ნახევარი მილიარდი ევრო მაქსიმალური თანხაა, რასაც ასახელებდნენ, როცა ზოოპარკის გადატანის იდეა გაჩნდა), ცხადია, რომ ახლა მეტყვით, რა დროს ეგაა, როცა ამდენი მსხვერპლია და ნგრევა.

მაგრამ აქ ჩანს, როგორი უნდა იყოს მიდგომა ცხოველების და ზოოპარკის მიმართ. როგორი უნდა იყოს სტანდარტი.

თუ საზოგადოებას გვაქვს ამ სტანდარტის დაცვის ტრაკი და სურვილი, ზოოპარკიც შეიძლება გვქონდეს, თუ არ გვაქვს, მაშინ მართლაც დასახურია. ლომის ნახვას Animal Planet-ზეც შევძლებთ.

უფრო იაფი პროექტის გაკეთებაც შესაძლებელია, ალბათ. ან – ნაწილ-ნაწილ აშენება. მაგრამ სტანდარტი უნდა იყოს მაღალი.

იმიტომ რომ ანტუან დე სენტ ეკზიუპერიმ, აი იმ კაცმა, ზემოთაც რომ ვახსენე, ასე თქვა – ადამიანებმა ჩიტივით ცაში ფრენა და თევზივით წყალში ცურვა უკვე ვისწავლეთ, ახლა, მთავარია, მიწაზე ადამიანივით ცხოვრება ვისწავლოთო.

დაბოლოს, თბილისის ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდის ანგარიში:

FOR GEL TRANSFERS:
JSC “TBC Bank”, Saburtalo Branch
BANK CODE – TBCBGE 22
NAME OF BENEFICIARY – TBILISIS ZOOPARKIS DAKHMAREBIS SAKVELMOKMEDO FONDI
BEN’ S ACCOUNT – GE91TB7898336080100004

FOR USD TRANSFER:
BENEFICIARY’S BANK: HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22
JSC “TBC Bank”, Saburtalo Branch
SWIFT: TBCBGE22838
NAME OF BENEFICIARY: TBILISIS ZOOPARKIS DAKHMAREBIS SAKVELMOKMEDO FONDI
BEN’S Account: GE11 TB78 9833 6180 1000 05

FOR EUR TRANSFER:
BENEFICIARY’S BANK: HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22
JSC “TBC Bank”, Saburtalo Branch
SWIFT: TBCBGE22838
NAME OF BENEFICIARY: TBILISIS ZOOPARKIS DAKHMAREBIS SAKVELMOKMEDO FONDI
BEN’S Account: GE81 TB78 9833 6180 1000 06

Belar The Hippo

ნახატის ავტორია Knö Pkenstein

P.S.

ამ ბლოგს პოლიტიზაციას ვარიდებ ხოლმე, ამიტომ მოკლედ ვიტყვი – ხელისუფლების წარმომადგენელთა, მათი ახლობლებისა და ხელის ექსპერტების მხრიდან თბილისის ზოოპარკზე ხელის შეხოცვა არის უნამუსობა და არ გამოვა! ყველამ საკუთარ პასუხისმგებლობაზე იფიქრეთ და უფლებამოსილება, რაც ბედნიერმა ერმა გადმოგეცით არჩევნების დროს, გამოიყენეთ საქმის საკეთებლად.

ზურაბ გურიელიძეს პირადად არც ვიცნობ, მაგრამ იმას კი ვხედავ, რომ ასეთი კარგი, დაუზარელი, საქმის მცოდნე და მოყვარული კაცი ცოტაა. ნებისმიერი ქვეყნის ზოოპარკი ინატრებდა ასეთ ხელმძღვანელს.

Advertisements