რაც შემდეგ მოხდა, ნამდვილად გაგაოცებთ! 🙂
ან, ეგებ, არც გაგაოცოთ.
აშშ-ს “ბრენდული” სასტუმროს ნომრის თანამშრომელი ნომერს ალაგებს და თან შიგადაშიგ სტუმრის ნივთებში იქექება. თუ სტუმრის ნივთებში იქექება და შიგადაშიგ ნომერსაც ალაგებს. ვინ რა თვალით შეხედავს. ასეც და ისეც ეთიკის ნორმებსაც არღვევს და კანონსაც (თუმცა, მოპარვით არაფერს იპარავს).
ვიდეო თავად ამ ნივთების პატრონმა გადაიღო – სანამ ნომრიდან გავიდოდა, ნოუთბუქის კამერა დატოვა ჩართული. როგორც ამბობს, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ცნობისმოყვარეობას ატანილი სასტუმროს პერსონალი მისი ნივთების მიმართ იმაზე მეტ ინტერესს იჩენს, ვიდრე საქმეს (ოთახის დასუფთავებას) სჭირდება. ამ სასტუმროშიც. სხვა სასტუმროშიც. შტატებშიც და სხვა ქვეყნებშიც. მისთვის საბედნიეროდ (ჯერ) არაფერი დაუკარგავს.
ქურდობის შემთხვევები სასტუმროებში მართლაც არ არის ხშირი, მაგრამ სანამ სასტუმროს ნომერს დატოვებთ და ახალი შთაბეჭდილებების საძიებლად უცხო ქალაქში გაიჭრებით, უსაფრთხოების სპეციალისტები რამდენიმე რჩევის გათვალისწინებას მაინც გვირჩევენ:
1. სანამ სადმე გაემგზავრებით, შეიძინეთ ტურისტული ნაკრები პატარა, მაგრამ სანდო ბოქლომებით, ნოუთბუქისთვის კი სპეციალური საკეტი (რა თქმა უნდა, საუკეთესოა Kensington Lock)
2. ყველაფერი ფასეული, რასაც თან არ/ვერ ატარებთ, მოათავსეთ სასტუმროს ნომრის სეიფში.
3. რაც სეიფში არ ეტევა და გსურთ უსაფრთხოდ შეგენახოთ ან უცხო თვალს მოარიდოთ, ჩაკეტეთ ჩემოდანში/ჩანთაში.
4. ნომრიდან გასვლისას კარის სახელურზე ჩამოკიდეთ სპეციალური “ნუ შემაწუხებთ” ნიშანი “Do not disturb”.
5. რჩეული პარანოიკებისთვის 🙂 კომპანია Doberman-ს არაჩვეულებრივი მოწყობილობები აქვს, რომელსაც ჩანთას, ჩემოდანს ან რასაც გნებავთ შეაბამთ და თუკი ვინმე წაეტანება, იყვირებს და ქვეყანას შეყრის (სასტუმროს ამბავში არ ვიცი და აეროპორტებში ჩანთების ქურდობის საწინააღმდეგოდ მართლა კარგი რამეა).
და ყველაზე მნიშვნელოვანი – ნუ დატოვებთ ნივთებს სასტუმროს ნომერში გაშლილ-განფენილს. დამლაგებელიც ჩვეულებრივი ადამიანია ყველა ადამიანური სისუსტით – ნუ ცდით და აცდუნებთ მის ცნობისმოყვარეობას!
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
დროული პოსტი იყო (ჩემთვის). გავითვალისწინებ 🙂
LikeLike
:))) დამლაგებელიც ასეთი უნდა!
მაგრამ ნომრის სტუმარი ქალი რომ ყოფილიყო, უფრო კარგად გაერთობოდა. 🙂
LikeLike
ქალები რომ სტუმრობენ იმ ნომრებსაც ალაგებს, ნუ ღელავ 🙂
LikeLike
რას ყრიდა ყველაფერს ზემოდან 🙂 კარადა არ დგას?
LikeLike
სპეციალურად დატოვა კამერა ჩართული? ვუაერისტია? :))
LikeLike
საბერძნეთში სასტუმროდან ნივთების დაკარგვის შემთხვევები ხშირია. თან სასტუმროს პერსონალი პასუხს არ აგებს ოთახში დატოვებულ ნივთებზე თუ სეიფში არ ჩაკეტე. ამ გოგოს ქე მაინც არაფერი მოუპარავს. თუმცა სამსახურიდან გააგდებდნენ ალბათ. დამსახურებულად, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ძალიან მძიმე სამუშაოა, თან ათასი თავხედი კლიენტი გხვდება და ანაზღაურება კი ძალიან მცირეა.
LikeLike
@dato
ეგ ტიპი, ვიდეო ვინც გადაიღო ბლოგერია და მაგ თემებს იკვლევს.
@ნიკა
შეიძლება ვუაერისტიც იყოს ერთი მეორეს არ გამორიცხავს 🙂
LikeLike
ზოშჩენკოს მოთხრობის სუჟეტია 🙂 На живца წაკითხული გექნება.
LikeLiked by 1 person
ზუსტად ეგაა. 🙂 არ ვახსენე, ვიცოდი რომ პოსტის მკითხველთაგან გაახსენდებოდა ვინმეს 🙂
LikeLike
აუი, როგორ ვერ ვიტან ეგეთ რამეებს 😦
კიდე მსუბუქად მოქცეულა, რომ არ მოუპარია. მაგრამ რა სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ვიღაც შენს ნივთებში იქექება, შენს ნივთებს ჰკიდებს ხელს და რავიცი მე.. ასე მგონია ჩემს სულში იქექება დაუკითხავად.
LikeLike
მოპარვა კიდევ სხვა ლეველია. წესიერი გოგოა, უბრალოდ ცნობისმოყვარე. 🙂
LikeLike