Must read. Must Have!
ზაფხული კარს მოგვადგა. ალბათ უკვე ჩემოდანს ალაგებ (ფიქრებში) და ზღვის ტალღების ხმაც ჩაგესმის. მაგრამ ჯერ მოდი, შენს გარდერობს გადახედე. თუკი იქ სამკუთხედი არ გაქვს, არც პლიაჟზე ყოფილხარ გამოსაჩენი… ასე ფიქრობენ ქენდის სვანაფული, ქენდალ ჯენერი, ქაილი ჯენერი, მაილი საირუსი, მელისა ჯორჯი, ბიიონსე… და ბევრიც კიდევ სხვა…
Triangl – ბიკინის მწარმოებელი ავსტრალიური ბრენდია. ბიზნესი, რომელიც მეგობრებში აგროვილი რამდენიმე ათასი დოლარით დაიწყო და დღეს ათეულ მილიონიანი ბრუნვა აქვს. დაიბადა მწვანე კონტინენტიდან შორს – ჰონგ კონგში, სადაც ორი ახალგაზრდა ავსტრალიელი 2012 წლის საშობაო შვებულებას ატარებდა. ერთობ ბანალურად: ერინმა (Erin Deering) თავის ბოიფრენდს, ქრეიგს შესჩივლა, რა არის, ერთი კარგი ბიკინი ვერ მიყიდია, ყველა ერთმანეთს გავსო. მომბეზრდაო. ქრეიგმა (Craig Ellis) უპასუხა – კარგი ბიკინი როგორია, აბა დახატეო. დაჯდა ერინიც და დახატა. ქრეიგს მოეწონა, ამ საქმიდან კი გამოვა რამეო, ასე თქვა. მერე მეგობრებს ჩამოურეკეს. ერთი-მეორე. თავიანთი შავდღისთვის გადანახული ფულიც დაამატეს და კი ააგროვეს 25’000. წყვილი სამშობლოში დაბრუნდა და წარმოებაც გამართა…
Triangl – ესაა ბიკინი მინიმალისტური დიზაინით. სწორედ ამ მინიმალიზმშია მისი ხიბლიც. “სამკუხედის” გეომეტრია ქალის სხეულის სილამაზეს საუკეთესოდ წარმოაჩენს (ნაკლს კი, თუ ასეთიც არის – ნიღბავს). მინიმალისტურია მისი შეფუთვაც. ფერები – მკვეთრი და ხალისიანი. ნაჭრად ნეოპრენს იყენებენ. ხელოვნური მასალაა – სპორტული ტანსაცმლის წარმოებაში ხმარობენ. არ სველდება და ჰაერ და წყალმედეგობით გამოირჩევა. მაგრამ ბიკინის შემთხვევაში სხვა მისი თვისება უფრო ფასობს – ელასტიურობა და სიმტკიცე. როგორც ერინი ამბობს (და ქრეიგიც ეთანხმება) ნეოპრენის Triangl-ბიკინიში პატარა მკერდი უფრო დიდი მოჩანს და დიდი უკანალი – უფრო პატარა. თუ – როგორცაა. შეფამფალებულ ძუძუსა და ტაკუნებზე აღარაფერს ვამბობ – ნეოპრენი საუკეთესო მომჭერ-ამჭიმველია.
მაგრამ ეს ვიზუალური მხარეა და ტექნიკური. მარკეტინგის მხრივ კი Triangl ესაა ბიზნესი, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით ამოიქოქა. ინსთაგრამზე, თვითერზე, ფეისბუქსა და თამბლერზე განთავსებულმა ფოტოებმა, ისეთმა სერვისებმა, როგორიცაა Pinterest და WeHeartIt აქცია Triangl ყველაზე ცნობად საცურაო კოსტიუმად მსოფლიოში. 2,5 წელიწადში ავსტრალიელებმა ერინმა და ქრეიგმა დემოკრატიით ვერა და თავიანთი ბიკინით მართლაც გააოცეს ევროპაცა და მსოფლიოც. აი, ასე უნდა დაპირებების შესრულება.
Triangl საცურაო კოსტიუმებში იგივეა რაც Levi’s 501 ჯინსებში – მოსწონს და აცვია ყველას მიუხედავად სტატუსისა, განათლებისა, რწმენისა და მსოფლმხედველობისა.
მოკლედ, რა გავაგრძელო და ჩაეწერეთ “თრიანგლისტრებში”:
1. შეიძინეთ Triangl ონლაინ (ეს არის ერთადერთი მაღაზია, სადაც ორიგინალი Triangl იყიდება);
2. გადაიღეთ სელფი;
3. განათავსეთ მათ ინსთაგრამზე
(ან – საკუთარზე).
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
გეომეტრიულის გარდა Triangl სხვა დიზაინის ბიკინისაც კერავს.
ტრიანგლი ყველას არ აცვია. ყველას აცვია ოლდნევი, ბერშკა და H&M სადაც ბიკინი 15 დოლარი ღირს, ტრიანგლი კი 100. 🙂
LikeLike
ვაიმე რა აქტუალური პოსტია. გუშინ დავდიოდი ზუსტად საცურაო კოსტიუმის საყიდლად და რა თქმა უნდა, ვერ ვიყიდე.
ძალიან მაგარი ბრენდია, მაგრამ ჩემთვის სრულიად მიუწვდომელი, აქ არ არის, ონლაინ ყიდვით კი შანსი არაა გამოვწერო და მომერგოს, ის კი არა სხეულზე მოზომებითაც ძლივს ვირგებ ხოლმე. ასე რომ მოვიწყინე ახლა მე ძალიან 😦 საქმეა ესა?!
LikeLike
კიმარა მაილი საირუსმა როგორ მოირგო? 🙂
LikeLike
კაი ახლა, მაილის სტანდარტული სხეულის ზომები აქვს. თანაც მივიდოდა და აარჩევდა ეგ.
LikeLike
მაილი სიტყვაზე ვთქვი.
ბიონსე იყოს აჰა
LikeLike
თავად ფაუნდერები. 🙂
LikeLiked by 2 people
იმედი მაქვს, ბიკინის მომგონი სამოთხეში მოხვდება. 🙂 იმსახურებს და ალალია
LikeLiked by 2 people
ახლა მოდის პიკშია, მაგრამ ძალიან ერთფეროვანია და დიდხანს ვერ იქნება მოდაში. მოდა ჭირვეულია და სულ განახლება უნდა. ეს გეომეტრია ამოწურავს თავს და მერე რას იზამენ?
კი არაფერს ვერჩი, მომწონს ვიზუალი. მაგრამ სხვაზე თუ ამბობდა, ერთმანეთს გავსო, მაგათი ყველა მოდელიც ერთმანეთს გავს.
LikeLike
რამეს მოიგონებენ შენ ნუ ღელავ 🙂
ისე კი ძალიან ეფექტურია. ლაივში არ მინახავს სამწუხაროდ 😦 მაგრამ ფოტოებზე ძაან უხდებათ.
LikeLiked by 1 person
ძალიან ეფექტურია, ფერები ისეთი, გარუჯულ კანს ზედ რომ აკვდება /თუ პირიქით:)
LikeLike