გრძელი ფეხები – მოკლე ღამეები

Long Legs And Short Nights – ასეთი იყო ამერიკული ავიაკომპანია PSA-ს (Pacific Southwest Airlines) მომსახურების კონცეფცია. გრძელი ფეხები – იმიტომ, რომ ისინი თავიანთ ავიაგამყოლებს (სტიუარდესებს რომ ვუძახით) ამ ნიშნით არჩევდნენ, მოკლე ღამეები კი იმიტომ, რომ ამ ავიაკომპანიის თვითმფრინავები რეისს გვიან საღამოს ასრულებდნენ, არასდროს აგვიანებდნენ და… გრძელი ფეხების გარემოცვაში დრო როგორ გადის, ვერც გრძნობ.

PSA Flight Attendants 4PSA Flight Attendants 2PSA Flight Attendants 5PSA Flight Attendants 7PSA Flight Attendants 9PSA Flight AttendantsPSA Flight Attendants 10

სექსისტური ლოზუნგია? ალბათ. სწორედ ამიტომ, PSA ფემინისტთა რისხვის საგანი არაერთხელ გამხდარა, მაგრამ რას დაეძებდა. ერთი რომ 60-70-აინები, ზოგადად, უფრო “სექსისტური” იყო ვიდრე ახლანდელი დრო. მეორეც, ავიაკომპანიამ თავისი განუმეორებელი, ყველასაგან გამორჩეული სტილი შექნა როგორც მომსახურების სტანდარტის, ასევე სტიუარდესების უნიფორმის მხრივ.

მოგვიანებით Pacific Southwest Airlines-ს ამ კუთხით ბევრს დაესესხა სხვა ამერიკული ავიაკომპანია Southwest Airlines-ი.

SA Flight Attendants 8SA Flight AttendantsSA Flight Attendants 1SA Flight Attendants 3

ავიაგამყოლები, Pacific Southwest-ისა იქნება თუ Southwest-ისა, ყოველთვის იყო და არის მამაკაცთა განსაკუთრებული ვნების საგანი, მათი ფორმა კი უნიფორმ-ფეტიშის პირველ სამეულშია მედდისა და პოლიციელის ფორმის გვერდით. გამოცდილი მგზავრი ავიახაზებს არამხოლოდ მათი ლოგოთი და ფერებით ცნობს, არამედ – სტიუარდესების ფორმითაც. რა გასაკვირია, რომ კომპანიები თანამშრომლების უნიფორმას ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ და სულმუდამ ცდილობენ, რომელიმე ცნობილი დიზაინერი მიიწვიონ ამ საქმისთვის.

Pierre Balmain – Singapore Airlines.

Christian Lacroix – Air France, China Eastern.

Yves Saint Laurent – Qantas.

Christian Dior – Union de Transports Aériens.

Banana Republic – Virgin America.

Gianfranco Ferre – Korean Air.

Prada – Monarch Airways.

Pierre Cardin – Olympic Airlines.

Nina Ricci – Air France Concorde.

Vivienne Westwood – Virgin Atlantic.

Ettore Bilotta – Etihad Airways.

მხოლოდ რამდენიმე მაგალითია…

ყველა წარმატებული არ ყოფილა. ლაკრუას თანამშრომლობა ეარ ფრანსთან სანიმუშოა. სტანდარტი, რომლისკენაც ბევრი ისწრაფვის. მისეული უნიფორმა აგერ უკვე დეკადაა ამ ავიაკომპანიის ავიაგამყოლებსა და მფრინავებს ამშვენებთ.AF Flight Attendants

უბერებელი კლასიკაა სინგაპურის ავიახაზების პიერ ბალმესეული უნიფორმაც, რომელიც 40 წელია არ ბერდება და ყავლი არ გასდის. ივ სენ ლორანმა კი, ბევრის აღიარებით, ამ საქმეში ფიასკო განიცადა.

და მაინც, მამაკაცებისთვის რომ ეკითხათ, დარწმუნებული ვარ ისევ იმ  Pacific Southwest Airlines-ის თვითმფრინავით ფრენა ერჩივნათ.

მაგრამ – სადღაა… PSA-მ ჯერ US Airways დააფუძნა დღეს კი უკვე American Airlines-ია. Southwest Airlines დაფრინავს, მაგრამ სულ სხვა უნიფორმით. No more long legs, no more short nights. Smile

  • ბევრმა არ იცის, მაგრამ სტიუარდესობა და სტიუარდობა სულაც არაა იოლი საქმე. იმას რომ თავი ვანებოთ, თუ რამდენად დამღლელია და როგორ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს, ავიაგამყოლს ფრენის დროს ათასგვარ იდიოტურ შეკითხვაზე უწევს გონიერი პასუხის გაცემა, ამასთან – მუდამ ღიმილიანად ყოფნაც. მსოფლიოში პირველი ავიაგამყოლი ამერიკელი ელენ ჩერჩი იყო. პირველი რეისი, რომელსაც ის გაჰყვა კომპანია Boeing Air Transport-მა შეასრულა 1930 წლის 15 მაისს ოუქლენდიდან ჩიქაგომდე. ელენი პროფესიონალი მედდა და სერტიფიცირებული მფრინავი იყო, ასე რომ პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც შეეძლო და თვითმფრინავის მართვაც.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

PSA L-1011-N10114 Jet

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

9 thoughts on “გრძელი ფეხები – მოკლე ღამეები”

  1. სექსისტურია, კი, ქალმა მგზავრებმა რა ქნან, ათლეტური სტიუარდები მოითხოვონ თუ თვითგვემას მიეცნენ?:))
    ლამაზი გოგოები ჰყავთ, ფორმებიც კარგია, მაგრამ ეს ფრანგულშარმიანი ლაკრუას ფორმაში ჩაცმული გოგო მომეწონა ძალიან და ბოლო ფოტოზე – რკინის ღიმილი:)

    Liked by 1 person

    1. მქონია ბედნიერება ეგ ფორმა მენახა ლაივში 🙂
      თუმცა ეგეთი ლამაზი გოგონები არ ყავთ. ეგ მხოლოდ ფილმებშია და რეკლამაში 🙂 სკანდინავიურ ავიახაზებსაც არ ყავს ისეთი ლამაზი სტუარდესები, რაც იქ უბრალოდ ქუჩაში დადიან.
      ან მე არ მიმართლებს.

      Like

  2. 🙂 მაგარი იუნიფორმაა, მაგრამ ნუ მაინც გადასაგდები იყო, მეტისმეტად ვულგარულია ვიწრო დერეფანში მორონინე გრძელფეხება ქალისთვის. ერთიც ვნახოთ და რომელიმე მოუთმენელმა ქართველმა მგზავრმა გავაზე ხელი წაატანოს?..
    ისე, ბევრჯერ მიფიქრია, რომ დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი სტიუარდესა, ოჯახი რომ არ მყავდეს. ფრენაზე ვგიჟდები, მოგზაურობაზე თავისთავად და ხალხისთვის დახმარების გაწევაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მოკლედ, საჩემო პროფესიაა, დაახლოებით 5 წლის ვადით.

    Liked by 1 person

    1. დღეს ჩანს ვულგარული. მაშინ ეგეთი ეპოქა იყო. კურეჟმა შემოიტანა მოდაში მოკლე კაბაზე მაღალყელიანი ჩექმები.

      Like

  3. მართლა რთული პროფესიაა და თან ძალზე უმადური. ხშირად ადამიანები ისე იქცევიან თვითმფრინავში, როგორც დედამიწაზე არასოდეს მოიქცევიან. და მათი უკულტურობის პირველი მსხვერპლი ავიაგამყოლია.

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: