სამნი ერთ საწოლში… რომ აღარაფერი ვთქვათ ბონაპარტზე

mission-accomplishedიცით თუ არა, რა არის შვედური ოჯახი? ცოდნით არა მგონია და გაგონილი კი გექნებათ. ეს ტერმინი ჩვენში 70-იანებში გამოჩნდა და ისეთ ოჯახურ იდილიას ნიშნავდა, როდესაც ერთი მამაკაცი და ორი ქალი მშვიდად, ეჭვიანობისა და სკანდალების გარეშე იყოფდა საწოლს, სამზარეულოსა და ზალას. ბავშვებსაც ერთად ზრდიდა. სტუმრადაც ერთად დადიდოდა. ოჯახი იყო ასეთი. შვედური. ერთი მამაკაცი და ორი ქალი. პირიქითაც ხდებოდა, ალბათ, მაგრამ ამაზე არ ამბობდნენ. იმიტომ რომ ლესბიანკებსარაუშავრთ… თუმცა, “შვედური ოჯახი” სულაც არ გულისხმობდა ჰომოსექსუალურ კავშირს. უფრო – რიგის დაცვას.Smile

დღეს უკვე ძნელია იმის თქმა, ვინ მოიგონა პირველად ეს სიტყვათწყობა “შვედური ოჯახი”. რატომ – შვედური? და არა, ვთქვათ – ფრანგული. ან ინგლისური?

  • შვედეთი “სოციალისტური” ქვეყანა იყო.
  • მემარცხენე შვედი სტუდენტები და არასტუდენტები ცხოვრობდნენ (ხშირად) კომუნებში.
  • სექსუალური განათლება შვედურ სკოლებში აუცილებელ საგნად ჯერკიდევ 50-იანებიდან გაჩნდა.
  • შვედები სვამენ ბევრ არაყს.
  • შვედეთში ბნელი და ცივი ღამეები იცის.
  • შვედები პრაგმატული და არაემოციური ხალხია და ეჭვიანობით არ იტანჯავდნენ თავს.
  • “აბბა” ორი ქალი და ორი კაცისგან შედგებოდა, რომელთაგან ვინ ვის ხმაში მღეროდა, გაუგებარი იყო.

რომელიმე ეს მიზეზია უეჭველი. ან რომელიმე – სხვა. ჰოდა, მიეწეპათ შვედებს იარლიყი.

არადა, სულ ტყუილად. სინამდვილეში, “შვედური ოჯახი” შვედებში სულაც არ ყოფილა იმაზე მეტად გავრცელებული რაც – სხვებში. ისინიც ისე ეჭვიანობდნენ და ეჭვიანობენ, როგორც სხვა ხალხები. მათშიც ისევე მიუღებელია ღალატი, როგორც სხვაგან. მათშიც ფასობს ერთგულება. და ბევრი “შვედური ოჯახი”, რომელიც მატიანემ შემოგვინახა, სულაც არ ყოფილა შვედური.

სამი საუკუნის წინ, მე-18 საუკუნის ბოლოს, როდესაც ესპანეთის ტახტის მემკვიდრე დონ კარლოსი (შექსპირის დონ კარლოსი არა – სხვა დონ კარლოსია) ჯერ ისევ უფლისწულად დაიარებოდა და ტახტის დასაჭერად ემზდებოდა, მისმა მეუღლემ მარია ლუიზამ თვალი მოკრა და გულში ჩაუვარდა ერთი უბრალო გვარდიელი მანუელ გოდოი. ამბობენ, რომ მარია ლუიზა მაინცადამაინც დიდი ერთგულებით იქამდეც არ გამოირჩეოდა და დონ კარლოსმა იფიქრა, ეს საყვარელი რომ ჩამოვაშორო, სხვას ვინმეს გაიჩენს, ისევ ისა სჯობია, გვერდით მყავდეს, თან კარგი ყმაწვილი ჩანსო… ასე ცივსისხლიან-პრაგმატულ-“შვედურად” გადაწყვიტეს სისხლმჩქეფარე ესპანელებმა: კარლოსი ტახტზე ავიდა, მარია ლუიზა დედოფალი გახდა, გოდოი კი – პირველი მინისტრი. და ცხოვრობდნენ სიამ-ტკბილობით, სანამ ოჯახური იდილია ნაპოლეონმა არ დაურღვია – ესპანეთში შეიჭრა, კარლოს მეოთხე ტახტიდან ჩამოაგდო და საფრანგეთში გაასახლა, მეფედ კი ჟოზეფ ბონაპარტი გამოაცხადა. ასე დამთავრდა “შვედური ოჯახის” ექსპერიმენტი ესპანეთში. თუმცა, თავად სამეულის გრძნობებს ძალაუფლების დაკარგვამ ვერაფერი დააკლო – კვლავ ძველებურად, ერთად განაგრძობდნენ ცხოვრებას ახლა უკვე პოლიტიკურ ემიგრაციაში, პარიზში.Manuel Godoy presenta la Paz a Carlos IV

რაც შეეხება “შვედურ მაგიდას” – ის მართლაც შვედებმა გამოიგონეს. Smile

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Advertisements

2 thoughts on “სამნი ერთ საწოლში… რომ აღარაფერი ვთქვათ ბონაპარტზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s