12 სასამართლო კინო-პროცესი

ყველაზე გენიალური ფილმი, რომელიც კი სასამართლო პროცესზე გადაუღიათ “12 განრისხებული მამაკაცია” (12 Angry Men, 1957). არ მგონია, ბევრი შემეკამათოს. სიდნი ლიუმეთის კინოშედევრი მისი კინოდებიუტია. ფილმში რამდენი მსახიობიცაა – იმდენი ვარსკვლავია ჰენრი ფონდას მეთაურობით. ეს არის ფილმი… სკოლაში იყო ხოლმე (ჩემ დროს) ასეთი საკონტროლო წერა – “თემი და პიროვნება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში”. “12 განრისხებული მამაკაცი” ეს არის სიდნი ლიუმეთის თვალით დანახული თემი და პიროვნება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მაგალითზე.

12 Angry Menროდესაც TOP-ამდენი-TOP-იმდენი რეიტინგებს ადგენენ ხოლმე, ყოველთვის ვამბობ – საუკეთესოს, ყველაზე საყვარლის, TOP-ფავორიტის დასახელება მეიოლება. ყოველთვის მყავს ასეთი. აი, მე-2, მე-3 და ა.შ. ჩამოთვლა უფრო მიჭირს ხოლმე. ამ ადგილებზე მუდამ დიდი კონკურენციაა.

ახლაც, პირველი ფილმისგან განსხვავებით, მეორის ამორჩევა გამიჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც “ბრალდების მოწმის” (Witness for the Prosecution, 1957) სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი. ერთი რომ კარგი დეტექტივია – აგათა ქრისთის, მეორე რომ მარლენ დიტრიხი თამაშობს ზეგენიალურად. ფილმის რეჟისორია ბილი უაილდერი.Witness for the Prosecutionსთენლი ქრემერის “ნიურნბერგის პროცესი” (Judgment at Nuremberg, 1961), გაგიკვირდებათ და ნიურნბერგის პროცესზეა. ფილმი, რომელშიც სფენსერ თრეისი, ბერთ ლანქასთერი, კვლავ მარლენ დიტრიხი, ჯუდი გარლანდი და მაქსიმილიან შელი მონაწილეობენ – როგორ შეიძლება უინტერესო გამოსულიყო?

მოიმკი ქარიშხალს” (Inherit the Wind, 1960) – სთენლი ქრემერის კიდევ ერთი ფილმია და სახელგანთქმულ “მაიმუნის პროცესზე” მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ რეალური ამბავი ცოტა სახეცვლილია, ძალიან კარგი ფილმია, სფენსერ თრეისისა და ფრედრიქ მარჩის დუელი კი – გენიალური.

სინდისი ნებას არ მომცემს “მოკალი ჯაფარა” (To Kill a Mockingbird, 1962) ძალიან უკან გადავწიო ამ ჩამონათვალში. ჰარფერ ლის კლასიკური, აუცილებლად წასაკითხი ნაწარმოების რობერთ მულიგენისეული ეკრანიზაცია გრეგორი ფექით მთავარ როლში.

To Kill a Mockingbird

რობ რაინერის “რამდენიმე კარგი კაცი” (A Few Good Men, 1992) კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ფილმია, სადაც სიმართლეს სასამართლო პროცესზე უნდა აეხილოს ფარდა. ელიტარული სამხედრო ნაწილი, აშშ სამხედრო ბაზა კუბაზე, სადაც თავისი წესები მოქმედებს და ეს წესები ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება. ჯექ ნიქოლსონს უხეირო როლები, ალბათ, არც აქვს, მაგრამ ეს როლი ერთ-ერთი საუკეთესოა.

ბრძოლის წესები” (Rules of Engagement, 2000) უილიამ ფრიდქინის ფილმია, სადაც სემიუელ ელ ჯექსონი და თომი ლი ჯონსი ბრალდებისა და დაცვის მხარეს წარმოადგენენ, ერთ-ერთ მოწმეს კი ბენ ქინგსლი თამაშობს. იემენში აშშ საელჩო საპროტესტო გამოსვლების ეპიცენტრში ხვდება. ოფიცერი, ვისაც საელჩოს დაცვა ევალება, ცეცხლის გახსნის ბრძანებას გასცემს, მომიტინგეთა შორის მსხვერპლია და ოფიცერს ასამართლებენ. შესანიშნავი ფილმია, არაჩვეულებრივი მსახიობებით. და ბევრი რამ ჩვენთვისაც ძალიან აქტუალური მეჩვენება.

Rules of Engagement

მკვლელობის დრო” (A Time to Kill, 1996) ჯონ გრიშემის ნაწარმოების ჯოელ შუმაქერისეული ეკრანიზაციაა. სემიუელ ელ ჯექსონი პირდაპირ სასამართლო პროცესის დროს კლავს განსასჯელს, ვინც მისი შვილი გააუპატიურა. ერთ სასამართლო სხდომას ცვლის მეორე, სადაც ელ ჯექსონს იცავს მეთიუ მექონაჰი. სხვა როლებში იხილავთ სანდრა ბულექს, ქევინს სფეისის, მამა-შვილ საზერლენდებს, ეშლი ჯადს… კარგი ფილმია.

კეთილისმყოფელი” (The Rainmaker, 1997) ფრენსის ფორდ ქოფოლამ გადაიღო იმავე ჯონ გრიშემის ნაწარმოების მიხედვით. მეთ დეიმონი ლეიკემიით დაავადებული ახალგაზრდის სარჩელს წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ. სხვა როლებშიც ცნობილი მსახიობები არიან – დენი გლოვერი მოსამართლეა, მიქი რურქი, ჯონ ვოითი და დენი დე ვითო – ადვოკატები.

გაქცეული სამსჯავრო”  (Runaway Jury, 2003) – გრიშემის ბენეფისი გამომდის, მაგრამ ესეც მისი რომანია. გერი ფლედერმა გადაიღო და იარაღის მწარმოებელი კომპანიის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე მოგვითხრობს. ჯინ ჰექმანი და დასთინ ჰოფმანი მხარეებს წარმოადგენენ სასამართლოში და მათი დუელის ნახვა ერთ რამედა ღირს.

Runaway Jury

წითელი კუთხე” (Red Corner, 1997) – ჯონ ევნეთის ფილმში რიჩარდ გირი ჩინეთში ჩადის მომგებიანი ხელშეკრულების გასაფორმებლად და ცრუ ბრალდებით ციხეში ხვდება. ამ ფილმს ხშირად აკრიტიკებენ (კლიშეებიო, გაცვეთილი ხერხებიო, დამაჯერებლობა აკლიაო…) არადა მშვენიერი დეტექტური ისტორიაა და სამართლო პროცესიც კარგადაა ნაჩვენები.

მართინ ბრესთის “ქალის სურნელი” (Scent of a Woman, 1992) კარგი ფილმია, მაგრამ ნახევარიც არ იქნებოდა, რომ არა ალ პაჩინო. მასაც, ნიქოლსონისა არ იყოს, ცუდად ნათამაშები როლი არ აქვს. ნიქოლსონისა არ იყოს, ისიც სამხედროს თამაშობს – პოლკოვნიკს. ამ ფილმში, კაცმა რომ თქვას, სასამართლო პროცესი კიარა, სადისციპლინო კომისიის სხდომაა… მაგრამ ვერ გამოვტოვებდი.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

პოსტის იდეა ეკუთვნის ნიკას. მადლობა!

Advertisements

4 thoughts on “12 სასამართლო კინო-პროცესი

  1. რამდენიმე კარგი კაცი არ მომწონს. იმჰო ყალბია

    ჩემი საყვარელი ფილმი სასამრთლოზე არის კომედია—ჩემი ბიძაშვილი ვინი ჯო პეშია მთავარ როლში

    ამხელა სიიდან სულ 3.5 კინო მაქვს ნანახი 12 განრისხებული მამაკაცი, გაქცეული მოწმე, რამდენიმე კარგი ბიჭი და სანახევროს ქალის სურნელი. ბრალების მოწმეს რაც შეეხება , მგონი აგატა კრისტის პატარა მოთხობითა ინსპირირებული და ეგ მაქვს წაკითხული.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s