დღეგრძელობა – ბრაზილიური სისტემით

პოლ, არ დაბერდე! – თავისი ცნობილი სიგნიჩით მოუწოდებდა ფორუმელი ტემპერა ექს-ბითლზს.

სამწუხაროდ, დროის შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ კარგი ფიზიკური ფორმისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება შეიძლება – ამბობს რიო დე ჟანეიროს სპორტული მედიცინის კლინიკის – Clínica de Medicina do Exercício-ს ექიმი კლაუდიო ჟილ არაუჟო. არსებობს მარტივი ტესტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, განსაზღვროთ, რამდენად ოპტიმალურ ფორმაში ხართ, საკმარისად ტვირთავთ ორგანიზმს, თუ ზარმაცობთ, სწორად ვარჯიშობთ (თუ, რა თქმა უნდა, ვარჯიშობთ Winking smile) – თუ დროსა და ფულს ფლანგავთ და ტყუილად იდენთ ოფლს… ამ ტესტს ჰქვია ჩაჯდომა-ადგომის ტესტი (Sitting Rising Test) და აგერ, ასე გამოიყურება:

დოქტორი არაუჟო ამბობს, რომ კარგი ფიზიკური ფორმა არ არის მხოლოდ ძალა და გამძლეობა, დიდი მნიშვნელობა აქვს ბალანსს – წონასწორობის შენარჩუნების უნარს. ასაკის (და წონის) მატებასთან ერთად ადამიანის სხეული ჩვეულ მოქნილობას კარგავს და ეს კი ნაადრევი სიკვდილის შანსებს ერთიორად ზრდის.

დოქტორ არაუჟოს ამერიკელი კოლეგა, Saint Louis University Hospital-ის კარდიოლოგიური განყოფილების დირექტორი დოქტორი მაიქლ ლიმი აცხადებს, რომ ამ, ერთი შეხედვით მარტივი, Sitting Rising Test-ის გამოყენებით ე.წ. კარდიოლოგიური სტრესის რისკის დადგენა შეიძლება: თუკი ტესტისას 8 ქულას მაინც ვერ მოაგროვებთ, დოქტორი ლიმი გირჩევთ, სასწრაფოდ მიაშუროთ სავარჯიშო დარბაზს, თუ არ გსურთ მომავალში მისი (ან მისი კოლეგების) პაციენტი აღმოჩნდეთ.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

How long will you live? Try the Sitting Rising Test

ასევე:

კოდური სიტყვა – მეტაბოლიზმი

Advertisements

7 thoughts on “დღეგრძელობა – ბრაზილიური სისტემით

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s