ჩამოლაბორანტებული კოსტიუმი

როგორ ჩამოვალაბორანტოთ კოსტიუმი – ამ თემაზე დაწერილი პოსტი ერთ-ერთი პირველი იყო ბლოგზე. შორეულ 2009 წელს. 🙂 ახლახან DMarge Magazine-ის რედაქტორის სვეტში მსგავს სტატიას გადავაწყდი და ბარემ იმ პოსტის ერთგვარ გაგრძელებას დავწერ. ცოტა ძველს გავიხსენებ და ცოტა ახალსაც დავუმატებ DMarge-იდან.

კოსტიუმი, ტრადიციულად, ფორმალურ ტანსაცმლად მიიჩნევა. ბევრი ოფისშიც აღარ იცვამს, თუკი რამე ძალიან ოფიციალური შეხვედრა არ აქვს დაგეგმილი და პიჯაკს ანიჭებს უპირატესობას. ფიქრობს, რომ კოსტიუმი ისეთი რამაა, ამგვარი იშვიათი შეხვედრების თუ საღამოს მიღებების დროს რომ ჩაიცვამ მხოლოდ. კიდევ ქორწილში და გასვენებაში. სხვა დროს გარდერობშია მოწყენილად. რა დაგიმალოთ და მეც ასე ვფიქრობდი.

მაგრამ 21-ე საუკუნემ ბევრი სიახლე მოიტანა. ფორმალური ჩაცმის სტილის გახალისება (როგორც იმ ძველ პოსტში დავწერე – ჩამოლაბორანტება), შეიძლება ისე, რომ კოსტიუმზე უარი არ ვთქვათ.

პირველი, ყველაზე იოლი და პოპულარული გზა კოსტიუმისა და ნაქსოვი სამოსის (სვიტერი, კარდიგანი) შეხამებაა.

Suits-with-knitwear

ჰალსტუხის ჩანაცვლება ფერადი შარფით – კიდევ ერთი პოპულარული მეთოდია.

Suits-with-scarf

ფორმალური კოსტიუმი და არაფორმალური (casual) პერანგი – ჯინსის, ფერადი, კუბოკრული, პრინტებით…

Suits-with-casual-shirts

მიუხედავად იმისა, რას ამბობდნენ 20-ოდ წლის წინ, 21-ე საუკუნეში კოსტიუმი ჰგუობს პოლოსა და T-shirt-ს.

Suits-with-poloSuits-with-t-shirts

კიდევ ერთი, ძველთაძველი, საუკუნის წინ დამკვიდრებული წესია, რომ კოსტიუმი ითხოვს ჰალსტუხს და ქამარს. დღეს (ზემოთაც ვნახეთ) – უჰალსტუხოდ შეიძლება და შეიძლება უქამროდაც, თუმცა უქამრობას სჯობს, იმჰო, გამოიყენოთ ისეთი ქამარი, რომელიც გაახალისებს კოსტიუმს.

belt-suit

ყველაზე შეუვალი კანონი, ალბათ, ის იყო, რომ ბათინკი მეტისმეტად casual-ია და კოსტიუმთან იცვამდნენ ფორმალური სტილის ფეხსაცმელს… მაგრამ დღეს ეს წესიც დაინგრა კართაგენივით.

Suits-with-boots

ჩემი ლურჯი ფერის “ქლარქსის” desert boot მშვენივრად უხდება ჩემს კოსტიუმს. Smile

და თუ ბათინკი მოსული პონტია, სპორტულმა ფეხსაცმელმა (კედები, ბოტასები, boat shoes…) რაღა დააშავა?

Suits-with-sneakers

დაბოლოს, წლიდან-წლამდე სხვადასხვა ჟურნალის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე – რა სურთ ქალებს, რომ ეცვას მამაკაცს, ქალების პასუხი უცვლელია: კოსტიუმი (ის პოპულარობით ჯინსის შარვალსაც კი უსწრებს) და მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კოსტიუმს როცა ეხება საქმე, დეივიდ ბექჰემია სტილის დამდგენი. Beckham-suits

ქალები მეტისმეტად კონსერვატორები არიან – დავუნგრიოთ მათ სტერეოტიპები!

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

5 thoughts on “ჩამოლაბორანტებული კოსტიუმი”

  1. ძალიან მომწონს ჩამოლაბორანტებული კოსტიუმი, ნებისმიერი გზით, ოღონდ არა სპორტული ფეხსაცმლის საშუალებით 🙂

    Liked by 1 person

  2. კოსტუმი და კარგად შერჩეული პიჯაკიც ძალიან უხდება მამაკაცს.
    სხვადასხვა არაფორმალური სტილიც მომწონს, მაგრამ მაინც ბექჰემის კლასიკური სტილისკენ ვიხრები. 🙂

    Liked by 1 person

  3. ვეთანხმები ქალების მასას, რა თქმა უნდა კოსტიუმი 🙂 არაფერი ისე არ შვენის კაცს, როგორც კარგად შერჩეული და მორგებული კოსტიუმი. და უნდა შარფი შემოიგდოს, უნდა ჰალსტუხი და ბაფთა დაიკოსოს, გინდა ჯინსთან ჩაიცვას, ბათინკთან თუ კუბოკრულ პერანგთან, სულ ერთია, მთავარია გემოვნებიანი ნაკრები გაკეთდეს.
    ისე კი კეტებს მაინც მოვერიდებოდი მაგათ ადგილას.. ჯერ არ მინახავს კეტებთან გემრიელად კოჰაბიტირებული კოსტიუმი. თუ ოდესმე ვნახავ, თითსაც მოვკაკვავ კეტებთან

    Liked by 1 person

  4. ერთ ამერიკულ ბანკში, სადაც სტაჟირებაზე ვიყავი ვპ ეცვა ეგრე – კოსტიუმი, ჰალსტუხით და მთელი ამბებით და ბოტასები. მაშინ ძალიან გამიიკვირდა. მომეჩვენა რომ უაზროდ გამოიყურებოდა ეგკიარა სასაცილოდაც.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: