ნიანგის არომატი

“მიფრინავდა ორი ნიანგი: ერთი – წითელი, მეორე – მარჯვნივ” – გამოცანა იყო ასეთი. სინამდვილეში ნიანგები იყო 5: წითელი, ლურჯი, მწვანე, შავი და თეთრი. წელს კიდევ მე-6 შეემატათ – ყვითელი.

L. 12.12 Rougeწითელი ნიანგი – ტრადიციული წითელი პარფიუმი, დამახასიათებელი “წითელი” არომატით: ტროპიკული ციტრუსი, წითელი ჩაი. დამატებული აქვს კარდამონი. მამაკაცებს (ყოველ შემთხვევაში საქართველოში) ასეთი არომატი ნაკლებად მოსწონთ – ზედმეტად “ციტრუსოვანია” და ცხარე ( Spicy – ეს როგორ ვთარგმნო არ ვიცი – სანელებელი რომ დავწერო, არასწორი იქნება, ვერც ცხარე უხდებოდეს მაინცადამაინც… პიკანტურს ვიტყოდი, ქალის პარფიუმზე რომ იყოს საუბარი Smile). ეს ფრანგებმაც იციან, ამიტომ, მგონი, ყველა არომატი ერთი ტონით დაბლაა დაწეული, რომ ისე მძაფრად არ დაჯდეს კანზე. Smile მაგრამ ჩვენებურებისთვის მაინც საკმარისად მძაფრია.

დასახელება: Lacoste L. 12.12 Rouge

კატეგორია: Woody–Spicy

ვერდიქტი: ცუდი არაა.

L. 12.12 Bleuლურჯი ნიანგი – ზღვის მაგრილებელი არომატი, . ოდნავ მძაფრია ტესტერზე, მაგრამ არც იმდენად, რომ ეს სიმძაფრე შეინარჩუნოს კანზე. ზაფხულში, სადმე პლიაჟზე და ბუნგალოში მშვენიერია. კარგად იგრძნობა ციტრუსი, რომელიც იმდენად ძლიერია რომ თავიდან სხვა არომატებს კლავს. მაგრამ თანდათანობით სხვებიც იშლება. ოდნავ ტყის სურნელიც დაჰკრავს. მე იმდენად ძაღლის ყნოსვა არ მაქვს, ყველა მცენარეს ვცნობდე, მაგრამ თავად ლურჯის შემქმნელები ამბობენ, რომ მენთოლი, სალბი და გვიმრა არის დამატებული. ყველაზე ზუსტი შეფასება არის: გრილი და სპორტული.

დასახელება: Lacoste L. 12.12 Bleu

კატეგორია: Sporty-Fruits

ვერდიქტი: კარგი არომატია. ძალიან ორიგინალური ვერ არის, მაგრამ ზოგჯერ ესეც პლიუსია.

L. 12.12 Vertმწვანე ნიანგი –  თავისთავად ის ბუკეტი, რომელსაც გვპირდებიან საინტერესოდ ჩანს: გრეიფრუტი – ნესვი – ლეღვი, მაგრამ ძალიან იგრძნობა ლავანდა, რის გამოც ქალის შამპუნის ასოციაციას ტოვებს. Smile 

დასახელება: Lacoste L. 12.12 Vert

კატეგორია: Citrus-Fruits

ვერდიქტი: ძალიან ეკლექტურია და “ლეღვური”. Smile პირველივე რეაქცია ეს მქონდა – ძალიან მძაფრია და საპნის არომატი აქვს. Smile 

L. 12.12 Blancთეთრი ნიანგი – ძალიან კარგი გრილი, სპორტული პარფიუმია.  ტყის არომატი იგრძნობა თავიდანვე. არომატი აგებულია ციტრუსზე და კედარზე, კიდევ ტროპიკული მცენარეებიც აქვს დამატებული, რასაც ახლა მე ვერ ვცნობ და ისე იალანგ-იალანგიაო ამბობენ. ოდნავ ჰგავს კაროლინა ერერას ძალიან სასიამოვნო CH Sport-ს, მაგრამ უფრო მრავალფეროვანია და დიდხანს რჩება კანზე. 

დასახელება: Lacoste L. 12.12 Blanc

კატეგორია: Woody-Spicy

ვერდიქტი: მშვენიერი არომატია. ისეთია, სასაჩუქრედაც რომ გამოდგება – წაუგებელი ვარიანტია, იმიტომ რომ მამაკაცების 99% უნდა მოეწონოს.

And Oscar goes to…

L. 12.12 Noirშავი ნიანგი – როდესაც პირველად ვნახე სრულად ნიანგების სერია, სწორედ ეს მომეწონა ყველაზე მეტად. არომატი აგებულია ორ უგემრიელეს რამეზე – შავ შოკოლადსა და საზამთროზე. უჩვეულო კომბინაციაა, მაგრამ შედეგი მშვენიერი გამოვიდა (ისე საზამთრო რომ შემოვა, უნდა ვნახო ერთი, შოკოლადს მივატანო, ეგებ, გემოთიც ისევე გემრიელი ტანდემი გამოდგეს, რაც არომატშიაSmile). ლავანდა აქაც არის გამოყენებული, მაგრამ არ იგრძნობა მძაფრად. Smile თუმცა, ობიექტურობისა გამო უნდა ვთქვა, რომ ის საზამთრო-შოკოლადი ზედა ნოტებია და დიდხანს არ მიგყვება. :/ 

დასახელება: Lacoste L. 12.12 Noir

კატეგორია: Woody-Oriental

ვერდიქტი: საუკეთესოა ამ სერიაში და ყველაზე განსხვავებულია, თუმცა, ეს ყოველთვის და ყველასთვის მოსაწონი არაა. Smile თეთრი უფრო უნივერსალურად კარგია, შავი – აი, ვის რა თვალზედ შახვდება.

სერია ახლახან შეივსო ყვითელი ნიანგით (Lacoste L. 12.12 Jaune), რომელიც ჯერ არ ვიცი, როგორია.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ასევე: მყრალი პოსტი

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

4 thoughts on “ნიანგის არომატი”

  1. შავი არის სუპერ. ბოლო სუნამო ჩემი ძვირფასი მეუღლის მიერ ნაყიდი – ეგაა, ჩემს რჩევას მიჰყვა და არც წააგო :)) პრინციპში თვითონაც ძაან მოეწონა.
    ლაკოსტას ქალის სუნამოებიც აი ძაან, ძალიან ❤ ისე კი კარგა ხანია დავივიწყე.. რაც ლედი მილიონი გამოვიდა, ჩემი გული და სული იმან მიისაკუთრა 🙂

    Liked by 1 person

  2. მაგრამ ცოტა აქვთ. 5 წელიწადში 1 სუნამოს უშვებენ :)))
    ეს L12.12 პოლოს იუბილესადმი მიძღვნილი სერიაა და მეტ-ნაკლებად სტაბილურად უმატებენ ახალ-ახალ ფერად არომატებს. რა ფერის პოლიც აქვთ იდეაში იმდენი გამოვა 🙂

    Like

    1. კაია თუ აქვთ.
      მე ლუტეციის კლიენტი ვარ (ასე მოიტანა ცხოვრებამ) და მაგათ ლაკოსტი არ შემოაქვთ. ადრე გამოვიწერე. და ახლახანს მაჩუქეს. 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: