ვისთვისაც ფასთ-ფუდი გემრიელი არაა და არც მიირთმევს, მშვიდად დახურეთ ეს პოსტი – არაფერი იქნება აქ საინტერესო. სხვებმა კი შეადგინეთ მენიუ და მოიმარჯვეთ კალკულატორი.
1. “მაქდონალდსის” ბიგ მაქი, იმჰო, ყველაზე მაგარი გამოგონება ფასთ-ფუდში. მასში 550 კალორიაა.
2. Subway მეორე ქსელია, რომელიც ძალიან მიყვარს. მისი სენდვიჩი ლორით შეიცავს 740 კალორიას (დიდი ზომის ულუფა იგულისხმება – 30 სმ).
3. “ბურგერ ქინგის” Quad Stacker-თან (ოთხსართულიანი ბურგერია ) ერთად 820 კალორიას მიირთმევთ.
4. “დანქინ დონათსის” ერთი (არასამარხვო ) დონათი 260 კალორიას შეიცავს.
5. KFC-ის ქათმის ბარკლების ულუფაში 120 კალორიაა.
6. Dairy Queen ამერიკული ქსელია, რომლის მენიუშიც არის შოკოლადის ნამცხვარი Oreo. ერთ ულუფაში 550 კალორიაა (DQ საქართველოში არ შემოსულა, მაგრამ Oreo-ს თბილისის სუპერმარკეტებში კი ნახავთ).
7. Cinnabon-იც არ არის საქართველოში. ეს ამერიკული ტკბილეულის ქსელია, რომლის კლასიკურ რულეტში 880 კალორიაა.
8. ტეხასურ-მექსიკური სწრაფი კვების რესტორნები Taco Bell ერთ დღესაც (იმედი მაქვს) შემოვა საქართველოში. მისი ტაკო სულ რაღაც 170 კალორიანია (ის ტაკო არაა, თქვენ რომ იფიქრეთ).
9. “ვენდისის” შოკოლადის სასმელი (Chocolate Frosty) დიდ ჭიქაში 600-კალორიას იწონის.
10. ამერიკული Cheesecake Factory, ბუნებრივია, ჩისქეიქებს გვთავაზობს. ერთ ნაჭერ შოკოლადიან და არაქისის კრემიან ჩისქეიქში… 1’500 უგემრიელესი კალორიაა.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
კარგია, რომ ფასთ-ფუდის კლიენტი არ ვარ 😉
LikeLike
პიცის ხომ ხარ? 🙂 დომინოს პიცა იხსნება მალე.
LikeLike
პიცის კიიი. მალე ჩამოვალ და ვეწვიოთ. 🙂
მაგრამ ფასთ-ფუდის პიცას კარგი პიცერიის პიცა ჯობია.
LikeLike
რომელიც ჯობია ის იყოს. შენთან ერთად მზად ვარ შიმშილობაშიც ჩავერთო :)))
LikeLike
მარტო ბიგმაკი მაქვს ნაჭამი 🙂 ორმაგი ჩიზბურგერი ჯობია!
LikeLike
ეგ დაბალკალორიული დიეტის დროს
LikeLike
1500 kalorianra chisqeiqia egeti? deda cudad var
LikeLike