La dolce vita

Nutellaამბობენ, რომ 1950 წლის ზაფხული იტალიაში ძალიან ცხელი იყო. იმდენად ცხელი, რომ ერთ საკონდიტროში გაგრილების სიტემამ ვერაფერი გაახერხა და როდესაც კონდიტერი დილით საწყობში შევიდა,  შოკოლადის მთელი მარაგი დამდნარი დახვდა. სხვას, ალბათ, გული გაუსკდებოდა, ამან კი კოვზი მოიმარჯვა და… ასე დაიბადა “ნუტელა”.

ზოგი ჭირი მარგებელიაო – ვიტყოდი, მაგრამ ეს ამბავი მხოლოდ ლეგენდაა. სინამდვილეში “ნუტელას” ნამდვილი გამომგონებლები არიან ბავშვები და არა ზაფხულის ხვატი და გაფუჭებული კონდიციონერი. საქმე ისაა, რომ პირველი “ნუტელა” მდნარი პასტა კიარა, მყარი ფილა იყო, რომელსაც დედები ძეხვის ნაჭერივით პურს ზედ დაათლიდნენ და საუზმეც მზად იყო. მაგრამ, როგორც კატა მატროსკინი ამბობდა, ბუტერბროდი მაშინაა კარგი, როცა პური თხელია და ძეხვის ნაჭერი კი ბარაქიანი. ასე იყო “ნუტელაც”. ბევრი ”ნუტელა” და ცოტა პური უფრო გემრიელი იყო, ყველაზე გემრიელი კი – “ნუტელა” პურის გარეშე. Smile  პიეტრო ფერერო (Pietro Ferrero) ბავშვების გემოვნებას ენდო, 1951 წლის ერთ გემრიელ დღეს მყარი შოკოლადის ბრიკეტები გადაადნო და კრემის სახით გამოიტანა გასაყიდად. “ნუტელას” დაბადების ნამდვილი ამბავი სწორედ ასეთია. მართალია, მაშინ ჯერკიდევ Supercrema Giandujot ერქვა, მაგრამ მაინც სწორედ ის “ნუტელა” იყო, ასე რომ გვიყვარს ყველას. სახელი Nutella კი პიეტრო ფერეროს ვაჟმა, მიკელემ მოიგონა. ფერეროს სუპერკრემი უკვე “ნუტელას” ბრენდით 1964 წლის 20 აპრილს ჩამოასხეს ქილებში, მისი დიდება იტალიას შორს გასცდა და სულ მალე მსოფლიო დაიპყრო.

  • ბავშვების გარდა, “ნუტელა” სხვა ამბავსაც უნდა უმადლოდეს. ტრაგიკულ ამბავს – მეორე მსოფლიო ომს და დუხჭირ ცხოვრებას. შოკოლადის პასტის ფასი (სადაც კაკაოს შემადგენლობა 20% არ აღემატებოდა) იმხანად 6-ჯერ იაფი იყო ნამდვილი შოკოლადის ფილაზე. ასე რომ, იტალიელებს სრული უფლება ჰქონდათ, ეთქვათ – მადლობა პაპა ფერეროს ჩვენი ტკბილი ბავშვობისთვისო.

Pasta Gianduja-1946Supercrema-Ferrero

“ნუტელას” ბევრი მიმბაძველი ჰყავს. შოკოლადის პასტას ვინ აღარ აწარმოებს, ბევრი სახეობა გამისინჯავს, მაგრამ “ნუტელასავით” გემრიელი ერთიც არაა. იტალიელი რომ ვიყო, ვიტყოდი – ბავშვობის გემო დაჰკრავს-მეთქი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემს ბავშვობაში “ნუტელა” არ იყიდებოდა. :/ (სამაგიეროდ იყიდებოდა შოკოლადიანი “სგუშჩონკა” Smile მაგრამ ამაზე – სხვა დროს).

2014 წლის 14 მაისს იტალიის ფოსტამ ამ ნუგბარის პატივსაცემად საფოსტო მარკაც კი გამოუშვა. პიემონტის ქალაქ ალბაში კი (იქ მდებარეობს “ფერეროს” პირველი ქარხანა) “ნუტელას” დღეს აღნიშნავენ – 17 მაისს. “ნუტელას” მსოფლიო დღეც არის დაწესებული 5 თებერვალს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

მიკელე ფერერო სულ ახლახანს, 14 თებერვალს გარდაიცვალა. ღმერთმა დაატკბოს მისი სული.Michele Ferrero

ასევე:

სუსნია მარშლის კოკლოზინი

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

8 thoughts on “La dolce vita”

    1. ჯერ ერთი ქილა კიარა, ჭიქა იყო. პატარა. მეორეც ნახევარი შემომეჭამა ისიც მშიერზე და სხვა არაფერი იყო. 🙂
      მესამეც რაა ამაში უცნაური? კულინარიაში ყველაზე მაგარი გამოგონებების პოსტი თუ დაიწერა, ნუტელა იქ აუცილებლად მოხვდება. :))

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: