დედაკაცი შარვალში

სძაგს უფალსა.


Drag King – ასე ეძახიან ქალს, რომელიც მამაკაცურად იცვამს და/ან მამაკაცური ქცევის მანერები აქვს. ეს სიტყვათშეთანხმება 70-იანი წლებიდან მოდის, თუმცა ასეთი ქალები ტერმინის გამოჩენამდეც იყვნენ. Drag King-ზე გაცილებით ძველი სიტყვაა Tomboy, რაც ქალაბიჭად შეიძლება ვთარგმნოთ და მნიშვნელობაც ეგ აქვს. ოღონდ, ქალაბიჭა-Tomboy პატარა ასაკს გულისხმობს და ბავშვობაში კი მეტი თავისუფლება იყო ყოველთვის და ასეთ “ცელქობას” ნაკლებ ეჭვისთვალით უცქეროდნენ – გაიზრდება-გადაივლისო. Drag King-ს კი დედაკაცად ვთარგმნიდი, მაგრამ ილია ჭავჭავაძეს ეწყინება… ამიტომ დამრჩეს ისევ უთარგმნელად.

ასე იყო თუ ისე იყო, როგორც კი ნაჭერი ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლად გადათარგდა, გამოჩნდნენ ქალები, რომლებიც თავიანთ ტანსაცმელში ვერ ეტეოდნენ. ვისთვის ეს იყო პროტესტი, სხვისთვის – მოთხოვნილება, ზოგისთვის – თამაში. მამაკაცის ტანსაცმელი ეცვათ როგორც ლესბოსელებს, ტრანსგენდერებს, რომლებიც იმხანად (და ზოგან – დღესაც) მარგინალებად მიიჩნეოდნენ, ასევე პატიოსან მეოჯახე ჰეტეროსექსუალ ქალბატონებს… მაია წყნეთელსა და ჟანა დარკს არც ვახსენებ, თორემ პოსტი სულ სხვაგან გადაუხვევს და სადღაც გადიჩეხება. 🙂

დღეს მოდის ინდუსტრია Drag King-ფენომენს არაჩვეულებრივად იყენებს სარეკლამო კამპანიებსა და ჩვენებებში და რაც მეტად ქალურია ქალი, მით უფრო ლამაზად გამოიყურება მამაკაცის ტანსაცმელში… პირველი, ვინც გამახსენდა არის არა მოდელი, არამედ მსახიობი. თქვენც გაიხსენეთ ქიმ ბეისინჯერის ცნობილი სცენა 9 1/2-დან.Kim Basinger

აქ ყველაფერი აგებულია კონტრასტზე და კონტრასტი, როცა კარგად იყენებ, არაჩვეულებრივი რამაა.

***

ფეშენ ინდუსტრიის საყვარელი Drag King, უდავოდ, ლინდა ევანჯელისთაა. მე-20 საუკუნის 80-90-იანები ულამაზესი მოდელების ეპოქა იყო და ლინდა მათ შორის იყო ნამდვილი მარგალიტი.

Uli-Lynne-Cindy-Linda-Vogue.it

Uli Stein Meier, Lynne Koester, Cindy Crawford, Linda Evangelista for Vogue Italy. 1989.
Photo: Peter Lindbergh

Linda-Vogue.frLinda-DKNY

Linda Evangelista for Vogue Paris. 1993.
Photo: Steven Meisel

Linda Evangelista for Donna Karan. 1994.
Photo: Steven Meisel

Linda-Christy-Naomi-Vogue.frLinda Evangelista

Linda Evangelista, Christy Turlington, Naomi Campball for Vogue Paris. 1991.
Photo: Peter Lindbergh

Linda Evangelista for Harpers Bazaar. 1996.
Photo: David Sims

***

კარენ მიულდერი – ეს მოდელი დღეს ბევრს აღარ ახსოვს, თუმცა ისიც სუპერ-მოდელების იმ ოქროს ეპოქიდანაა. ლინდას, სინდის და ნაომის გვერდით გამოდიოდა პოდიუმზე, მაგრამ ნარკოტიკებმა და უიღბლო სიყვარულმა (ჰო, დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ასე იყო) კარიერა დაუნგრია. დაუნგრია რა – თავად დაინგრია. მოკლედ, პოდიუმის გიო ქინქლაძეა IYKWIM. Smile

რამდენჯერმე თავის მოკვლა სცადა და ძლივს გადაარჩინეს. დღეს ის Suicide Queen არის Sad smile მაგრამ იყო დრო, Drag Kng იყო.

Karen Mulder-Vogue.uk

Karen Mulder for Vogue UK. 1991.
Photo: Peter Lindbergh

***

ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის ფოტოსესია კოსტიუმში. ის თვით პირველ ქართველ ოსკაროსან მსახიობს მოსწონს და სხვა კომენტარიც კი ზედმეტია.

Charlize-TheronCharlize Theron

Charlize Theron. 2004.
Photos: Randall Slavin

***

ქეით მოსი ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა მოდის ისტორიაში. პირველ რიგში მოსის დამსახურებაა, რომ 80-90-იანების სუპერ-მოდელების ეპოქა დასრულდა და პოდიუმი დაიჭირეს გამხდარმა და ძალიან გამხდარმა და კიდევ იმათზე უფრო გამხდარმა მოდელებმა. თითქმის ანდროგინებმა. Smile

Kate Moss-Vogue.it

Kate Moss for Vogue Italy. 2015.
Photo: Peter Lindbergh

მე ლინდას ეპოქის მოდელები უფრო მომწონდა, თუმცა, გემოვნებაზე არვის ვედავები.

***

მოსზე გაცილებით ადრე მოდის ინდუსტრია შემოატრიალა თვიგიმ. შემოატრიალა კიარადა დახაზა და გადახაზა მისი ტენდენციები, ისტორია, ვექტორი და ჯანდაბა. მოკლედ რომ ვთქვა, თვიგი იყო არამხოლოდ მოდელი, არამედ მუზაც, შთაგონების წყაროც, დიზაინერიც, სტილის დამამკვიდრებელიც და შანელი, ივ სენ ლორანი და დიორი ერთად.

Twiggy

ეს ყველაფერი, სულაც არ ნიშნავს, რომ მისი გარეგნობა მომწონს. უბრალოდ რეალობა რაცაა, იმას აღვნიშნავ. Smile

***

ჟურნალ Esquire-ის ლეგენდარული ქავერ-ფოტო – იტალიელი მსახიობი, მშვენიერი ვირნა ლიზი “ინტიმურ” მომენტში. Smile

Virna Lisi

Virna Lisi for Esquire Cover. 1965.
Photo: Jean-Paul Goude, Idea and design: George Lois

ეს იმდენად ცნობილი და ცნობადი ფოტოა, რომ რამდენიმე წლის წინ ჟურნალმა ხელახლა გაიმეორა უკვე ჯესიქა სიმფსონისა და მარია დინულესკუს მონაწილეობით. მაგრამ ეგ, თუ გაინტერესებთ, თავად დაგუგლეთ. Smile

***

ავსტრალიელი მოდელი ლარა ბინგლი.

Lara Bingl

Lara Bingl for Oyster Magazine 1991. Suit by Hermes.
Photo: Stephen Ward

***

ლიტველი მოდელი, რომელსაც ისეთი გვარი აქვს ენას წაიტეხ კაცი. Smile ფოტოსესია ჟურნალ GQ-თვის.

Edita Vilkeviciute

Edita Vilkeviciute for GQ. 2012.
Photo: William Yan

***

იტალიელი მოდელი და მსახიობი მარგარეტ მადე დოლჩესთვის და გაბანასთვის.

Margareth MadeMargareth-Made

Margareth Madè for Dolce & Gabanna. 2010.
Photo: Christopher Morris

  • ამ ფოტოსესიის ავტორი – მორისი ძალიან ცნობილი ფოტოგრაფია და ყველაზე უცნაური მის შემოქმედებაში ისაა, რომ მოდის ფოტოგრაფობას ათავსებს ომის ჟურნალისტიკასთან. ბევრი ცხელი წერტილი აქვს მოვლილი, ბალკანეთი, ავღანეთი, სომალი… ჩეჩნეთიც. ასე აზავებს ერთმანეთს სიკვდილსა და სიცოცხლეს. სისასტიკესა და მშვენიერებას.

***

ალფრედ ჰიჩქოქის მუზ-ანგელოზებიდან, იმჰო, ყველაზე ლამაზი – ინგრიდ ბერგმანი. კადრი მაესტროს 1946 წლის ფილმიდან “ნოტარიუსი”

Ingrid Bergman

***

მარლენ დიტრიხის გარეშე ეს თემა აბა როგორ ჩაივლის. მას ხშირად ეცვა მამაკაცის სამოსი. სცენაზეც, ეკრანზეც და ქუჩაშიც.

Marlene Dietrich

Marlene Dietrich. Hollywood street. 1933

Marlene Dietrich-TuxMarlene Dietrich-Cafe de Paris

Marlene Dietrich in “Morocco”. 1930
Marlene Dietrich at the “Cafe de Paris”. 1954

***

ფრანგული კინოსა და სცენის ორი მშვენება: ბიბი (რომელზეც ამასწინებზე დავწერე პოსტი) და ფრანსუაზ არდი (რომელზეც ასევე მაქვს პოსტი).

BBBBBrigitte Bardot in YSL suit. Rome. 1961.

Francoise Hardy and MotorcycleFrancoise Hardy streetstyle

***

კიდევ ერთი ქალი, ვისაც არაჩვეულებრივად უხდება ივ სენ ლორანისეული კოსტიუმები ანჯელინა ჯოლია. გათხოვდა, დაცილდა, ხელახლა გათხოვდა, ხან ალკოჰოლდამოკიდებული იყო, ხან – ნარკოტიკდამოკიდებული, ხან ლესბოსელი, ხან – ჰეტეროსექსუალი, მამას ეჩხუბა, შეურიგდა, ისევ ეჩხუბა ისევ შეურიგდა, მთელი სხეული ჩამოიტატუა, იავადმყოფა, გახდა, გასუქდა, ისევ გახდა, ბოლოს ისევ დაუბრუნდა ნორმალურ წონას… არაფერი ცვლის – მაინც (ბოდიში, შარლიზ!) ყველაზე ლამაზია ჰოლივუდში. Smile

Angelina  JolieAngelina Jolie in YSL Le Smoking. 2014 BAFTA Awards.


Angelina-JolieAngelina Jolie

Angelina Jolie for YSL. Elle. 2014.
Photo: Hedi Slimane

***

ივ სენ ლორანი ღმერთი არაა, მაგრამ წმინდანი ხოა და უნდა სამობით იყოს, ამიტომ კვლავ ლეგენდარული Le Smoking ამჯერად დანიელი ფრეიას ტანზე.

Freja-YSLFreja for YSL

Freja Beha Erichsen for YSL. 2013.
Photo: Hedi Slimane

ანჯელინას უფრო უხდება თუ ფრეიას – თავად გადაწყვიტეთ. Smile

  • ივ სენ ლორანი იმდენი სიახლის ავტორია მოდაში, რომ სამი ბლოგი ვერ დაიტევს. პლუს ის იყო სრულიად გენიალური ინტერპრეტატორი – აიღებდა სხვის იდეას და ისეთნაირად შეკაზმვ-შეალამაზებდა, რომ თავად ავტორსაც უკვირდა, ეს რა კარგი რამე ყოფილაო… სენ ლორანის კოსტიუმები ქალისთვის არის ძალიან ფემინური და ფაქიზი და ყველაზე ცნობილი, რა თქმა უნდა, ესაა ე.წ. Le Smoking, რომელიც დიზაინერმა 1966 წელს წარუდგინა პუბლიკას.

***

რიანა. სტილი და ფერები, აშკარად, იმანის გავლენაა, მაგრამ ამასაც ძალიან უხდება. წითელი თმაც, შოკოლადისფერი კანიც და თეთრი კოსტიუმიც.

Rihanna

***

მილა… მილას რამდენიმე ფოტო-სესია აქვს მამაკაცის ტანსაცმელში. ზოგი ძალიან “ბიჭურია” და მაინცდამაინც ვერ მომწონს, მაგრამ აქ თვალსვერმოწყვეტ, ისეთი ლამაზია.

Milla Jovovic

Milla Jovovich. Vogue Germany. 2011
Photo: Francesco Carrozzini

***

დაბოლოს მაკა. სწორედ ის მაკა.

ფოტოების ამ სერიას, მახსოვს, ერთი მითქმა-მოთქმა მოჰყვა – როგორ შეიძლება ქალს ჩოხა ეცვას, ტრადიციების შებღალვაა და ქვეყანა თავზე დაგვენგრევაო (ვითომ მაგის გარეშე არ გვენგრეოდეს Smile ). ჩოხას თუ იცვამთ, ჯანდაბას, ქამარს მაინც ნუ შემოიკრავთო. ქამარსაც თუ შემოიკრავთ, კარგი, მაგრამ სამასრეები მაინც მოხსენითო. სამასრეებს არ იხსნით, ნუ იხსნით, მაგრამ ხოჯევანქზე ყომარს მაინც ნუ გააგორებთო…

Maka AsatianiMaka-Asatiani

ჩოხასაც ჩაიცვამს და ყომარსაც გააგორებს. სამი ფენა ღაბაბი და ოთხი ფენა ღიპი რომ აქვთ იმ მამაკაცებზე მეტად შვენის და მიტომ… ტანსაცმელი,ზოგადად, მოხდენითაა და არა წეს-წყობილებით. Smile

ასე მაქვს გაგონილი, რომ ადრე ყველაზე ლამაზ ქართველ ქალად მიიჩნევდნენ ნატო ვაჩნაძეს. არ ვიცი, რატომ. ეკრანიდან ასე არ ჩანს და პირადად მეკიარა მამაჩემიც ძლივს მოესწრო. მე რომ მოვესწარი იმათგან ეს არაოფიციალური ტიტული ლიკა ქავჟარაძეს ჰქონდა. ჩემი გემოვნებით კი ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი მაკა ასათიანია.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

ამ პოსტს დიდი ხანია ვწერ. Smile ამას იმიტომ ვამბობ, რომ “ეს გამოგრჩა ის გამოგრჩა” ადამიანები დავამშვიდო. ძალიან ბევრი ფოტო ვნახე. ოდრი ჰეფბერნის და პენელოპა კრუზის ფოტოების ჩათვლით. ზოგი თამბლერზე მაქვს და კიდევ შემოვდებ ხოლმე. ამ პოსტისთვის კი რაც შევარჩიე – ესენია.

P.P.S.

ცოტა ჭკუამდე მიყვანა კი დააკლდა პოსტს – ჯერ არ ვაპირებდი გამოქვეყნებას, მაგრამ გამოაქვეყნე მალეო და თუ რამ გაუმართავია, ჩემი ბრალი არაა – დამაჩქარეს. Smile

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

22 thoughts on “დედაკაცი შარვალში”

  1. კაია კაი 🙂 ვისიამოვნე ძალიან 🙂 შენც კი იცი რომ ეს ჩემი საყვარელი თემაა და საყვარელი სტილი.
    ნელ-ნელა ვიმარაგებ Drag King-ად გადასაქცევ ამუნიციას, მაგალითად უკვე სამი ბაფთა მაქვს, ე.წ. “ბაბოჩკა”, და კიდევ აჭიმი თუ რაც ქვია “პადწიაშკებს” :))) მოკლედ, უმაგრესი თემაა. რომელი გამოვარჩიო ამ ქალებისგან აზრზე არ ვარ, იმდენად იდეალური ტიპები აიღე, ნუ მაკას და ჩოხის გარეშე რომ ეს პოსტი ვერ გამოვიდოდა, ეგეც თავისთავად ცხადია. ისე გითხრა კიდევ ჩოხა ვის უხდება ძალიან? 🙂 ნინო ანანიაშვილს ❤ ძაან უხდება..
    მოკლედ, მადლობა ავტორს 🙂

    Liked by 1 person

      1. კი კაიცსთვისაც არაა იოლი შესარჩევი 🙂 კოსტიუმი ძალიან კლიაუზნი რამეა ზოგადად. და ცოტა ზედმეტი წონა ვისაც აქვს ან დაბალია ან რავი – ეგეთ კაცზე ძაან სასაცილოა :)) ასე რომ უნდა შეიკეროს.

        Like

  2. Drag Kings you love? 🙂

    ანჯელინა ძალიან ლამაზია. ძველი თაობის დიზაინერებიდან კი სენ ლორანს და დიორს ყველაზე კარგად ესმოდათ თუ რა შწირდება ქალს. 🙂

    Liked by 1 person

  3. ისე ფეხზე მდგარ მაკას არ უხდება ჩოხა. ენჯი სასწაულია. თან იშვიათი ტიპია ყველა ტანსაცმელში მაგარია. სხვებიდან ისევ არდი მომეწონა და მილა იოვოვიჩი და ფრეია სინდი და ლინდა :დ დანარჩენი არ ვარგა

    რიანა რას გავს

    Liked by 1 person

  4. ისე, რაც ვნახე ფოტოები ამ პოსტისთვის, რაც პოსტში მოხვდა და ვერ მოხვდა და თამბლერზეც დავდებ მერე სხვებს, აი ყველას გათვალისწინებით – ყველაზე ძალიან კოსტიუმები უხდება ანჯელინას, ბრიჯიტს და შარლიზს.

    Like

  5. სიმართლე რომ გითხრა, ანჯელინაზე ყველაზე ნაკლებად მომწონს აქ ჩამოთვლილ ქალღმერთთაგან, და რატომ, იმიტომ რომ იმდენად ქალური და ნაზია და ვერ იხდენს, ვერც ვერასდროს მოიხდენს ისე, როგორც ვთქვათ ელი სააბის ჰაეროვან კაბას ❤ ამ სტილს ხასიათში შეყვანა სჭირდება, თუ არადა კაპიკია ამ იდეალური კოსტიუმების ფასი. აი შარლიზი, ბრიჯიტი, ლინდა მაგრები მაგიტომ არიან რომ ზუსტად ირგებენ. ნაზი მზერა და წინ სათუთად გამოწეული ფეხი რავიცი, ვერ რა :)))) თორემ კი მოგეხსენება ჩემი დამოკიდებულება ენჯის მიმართ, ბოღმა არ მალაპარაკებს დედას გეფიცები :)))

    Like

  6. მეც შევაფასებ თუ შეიძლება. 🙂
    რა ფოტოებიც აქ გაქვს, მაგათგან ყველაზე ლამაზი არის შარლიზი. კაბაში არაა ეგეთი ლამაზი, რაც აქ. ფოტოებიც, ვარცხნილობაც და იმიჯიც იდეალურად მორგებულია.

    ბარდოს რაც აცვია ქვედა ფოტოზე, მამაკაცის კოსტუმი არაა – ქალის კოსტუმია.

    ლინდასაც ალბათ ქალის პიჯაკი აცვია. კარგად არ ჩანს, მაგრამ სტილით არ მგონია კაცის პიჯაკი იყოს.

    Like

    1. ახლა პერსონალიების განხილვადან კიდევ მეორე პოსტი გამოვა 🙂

      ლე სმოკინგიც ქალისაა. აბა მამამისის კოსტიუმი არავის აცვია 🙂 თუმცა ზოგი ისეთია მაგასაც მოიხდენს.

      და საერთოდ, რეკლამის ამბავში კიარა, მაგრამ ჩემი თამბლერი ნახეთ ხოლმე. წერით იქ არაფერს ვწერ, მარა კაი ფოტოები კი მაქვს ბლომად. თემატური. 😉

      ლინკი არის მიპინული ბლოგზე და ვისაც უნდა, კი მიაგნებთ. 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: