პოსტი Sex Sells საინტერესო გამოდგა. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე სექსმა არამხოლოდ ბრენდის გაყიდვები გაზარდა, პოსტის ნახვებიც. მოდი, გავაგრძელოთ. (მითუფრო რომ თემატური ფილმის პრემიერამაც მოგვისწრო).
ამჯერად უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვი, არა Sex Sells, არამედ Fetish Sells. ლამაზი ნივთების სიყვარულიც ხომ ერთგვარი ფეტიშია, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ სარეკლამო კამპანიებში სხვადასხვა ადამიანურ ფეტიშებს თავისი საპატიო ადგილი უჭირავთ ცენზორებისა და ფემინისტების შემოტევის მიუხედავად.
ჯონი ფარახი (Johnny Farah) ტყავის ნაწარმის ლიბანელი დიზაინერია. გამორჩეული თვალი და ფანტაზია აქვს, რაც ამ სარეკლამო პოსტერიდანაც ჩანს. 🙂
Relish ქალის ტანსაცმლის იტალიური ბრენდია. უნიფორმ-ფეტიში ფეტიშებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, რასაც კომპანია თავის სარეკლამო კამპანიაშიც იყენებს.
Lynx იგივე ბრენდია, რაც Axe (გააჩნია, მსოფლიოს რომელ კუთხეში იყიდება. საქართველოში სწორედ Axe-ს ლოგოთი შემოდის), მისი რეკლამები კარგადაა ცნობილი ვნებიანი ეროტიზმით. მათ შორის ამგვარითაც:
Model: Jennifer Metcalfe
ამერიკელი ბრაიან ართვუდი (Brian Atwood) ქალის ფეხსაცმელისა და აქსესუარების ამერიკელი დიზაინერია. პოსტერზე გამოსახულ მამაკაცებს, ძნელია, არ გაუგო, როცა ართვუდის ფეხსაცმელი ქენდისს აცვია.
Model: Candice Swanepoul
Calvin Klein Jeans – ამ დიზაინერს წარდგენა არ სჭირდება და მის ეროტიულ, ვნებიან და, ზოგჯერ, პროვოკაციულ სარეკლამო კამპანიებსაც უკვე მივეჩვიეთ.
Model: Lara Stone
ავტომობილი Figo კორპორაცია Ford-მა ინდოეთის ბაზრისთვის შექმნა. მაგრამ ეს რეკლამა “ვირუსულია”. Ford India-მ მასზე უარი განაცხადა, თუმცა პოსტერი გავრცელდა, მისი ავტორიც ცნობილია – სარეკლამო სააგენტო Blue Oval, რომელთანაც Ford India მართლაც თანამშრომლობდა.
(საჭესთან ნამდვილად ბერლუსკონია, თვალი არ გატყუებთ)
Joe’s Jeans თითქოს – არაფერი. ორი ლამაზი გოგო ტუალეტში (ქალები რომ წყვილად დადიან ტუალეტში, არ ახალია. ესეც თავისებური ფეტიშია, ალბათ). ერთ-ერთს მაისური გაუხდია… ნუ ეგეც – რა მერე… მაგრამ ეშმაკი დეტალებშია – თუ დააკვიდებით, მამაკაცების ტუალეტში არიან.
Model: Julia Dunstall
Deutsch გერმანული ჟურნალია. მისი თემატიკაა მოდა და, როგორც თავად უწოდებენ – International lifestyle. ეს კი ამ ჟურნალის სარეკლამო პოსტერია
მისი უპროვოკაციულესობა თომ ფორდი (Tom Ford). თუკი რესპექტაბელური YSL-ისთვის ორი რეკლამიდან ამჯობინებდა იმას, რომელიც უფრო პროვოკაციული იყო (მაგალითისთვის დაგუგლეთ Yves Saint Laurent M7 perfume ad), საკუთარი სახლისთვის რა ღმერთი გაუწყრებოდა?
განუყოფელი ტანდემი დომენიკო დოლჩე და სტეფანე გაბანა (Dolce&Gabbana)… ოქტავიანე და ანტონიუსი დაიშალნენ, ბიტლები დაიშალნენ, ძიძიგურ-დავითაშვილიც კი დაიშალნენ, მაგრამ ამ ორს რა დაშლის, როცა ასეთი ჰარმონიაა მეილდომიდან ფემდომამდე.
დაბოლოს ბონუსად – კადრი Agent Provocateur-ის სარეკლამო კლიპიდან.
Model: Rosie Huntington-Whiteley
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
ოხ ეს გერმანელები ))
LikeLike
მთელი თაობები ვართ გერმანულ პორნოზე აღზრდილი, ეგრე კი არაა საქმე.
LikeLiked by 1 person
მამაკაცები ფიქრობთ, რომ ქალები წყვილ-წყვილად იმიტომ დადიან ტუალეტში რომ კაცებზე იჭორაონ, მაგრამ მწარედ ცდებით 😉
LikeLike
არც ვცდილობ გამოცნობას. ქალში ყოველთვის უნდა დარჩეს რაღაც იდუმალება 😉
LikeLike
ის გერმანული ჟურნალი ვულგარულია. სხვებია სწორებს :დ
LikeLike
მეიბი… მაგრამ მაგას ჩვენ ვერ შევაფასებთ, იმიტომ რომ არც ქალები ვართ და არც ძაღლები
LikeLike