მიშელი, მილენი, ბებე…

მათ მთელ თაობებს შეაყვარეს ფრანგული კინო. სწორედ მათ და – არავინ სხვამ. 60-იანების სამმა დივამ, რომელთა გავლენა, ცხადია, სინემატოგრაფის საზღვრებს კარგა შორსაც გასცდა.

Michele Mercier 4მიშელ მერსიეს ფილმოთეკაში 50-ზე მეტი როლია. იქამდე  ბალერინა იყო და ნიცის ოპერის თეატრის სცენაზე ცეკვავდა. ერთი-ორ გახმაურებულ საბალეტო დადგმაში მიუღია მონაწილეობა და რამდენიმე ძალიან ცნობილ რეჟისორსაც გადაუღია ფილმში, მაგრამ ეს ყველა ფერმკრთალდება ანჟელიკას როლთან შედარებით, რომელმაც მიშელ მერსიე 60-იანების ერთ-ერთ სექს-სიმბოლოდ აქცია. ანჟელიკა (არ წამიკითხავს, მაგრამ ვვარაუდობ, რომ) დიდივერაფერი წიგნების დიდივერაფერი ეკრანიზაციაა. სულ სამი – “ანჟელიკა – ანგელოსთა მარკიზა”, “შესანიშნავი ანჟელიკა” და “ანჟელიკა და მეფე”. მაგრამ ამ ფილმებმა ისეთი ფურორი მოახდინა, რომ ბარე ბევრს შეშურდება. ამ ყველაფერში დამნაშავე მიშელ მერსიეს გარეგნობაა.

Michele MercierMichele Mercier 3Michele Mercier 2

Michele Mercier 5Michele-MercierMichele Mercier 6

ურბანული ლეგენდა ამბობს, რომ სწორედ მერსიე იქცა ლენონ-მაქართნის მუზად და მას ეძღვნება ყველასთვის კარგად ცნობილი სიმღერა… თუმცა, ეს მხოლოდ ლეგენდაა. მაგრამ სინამდვილეს რომ ჰგავს, ისეთი ლეგენდა. სინამდვილეზე უკეთესი რომაა – ისეთიც.Smile

Mylene-Demongeotმილენ დემონჟო “სამი მუშკეტერით” გახდა ცნობილი და მისი სილამაზის დასტურად ისიც გამოდგება რომ, არაერთ პრეტენდენტს შორის, სწორედ მას ერგო მილედის როლი (სხვათა შორის, “სამ მუშკეტერსა” და “ანჟელიკას” ერთი რეჟისორი ყავს), მაგრამ მსახიობის ფილმოთეკიდან ყველაზე პოპულარული მაინც  “ფანტომასის” შესახებ გადაღებული ფილმებია. ესეც სამია – “ფანტომასი”, “ფანტომასი აბობოქრდა”, “ფანტომასი სკოტლენდ-იარდის წინააღმდეგ”. ინტელექტუალური იუმორის მოყვარულებთან ბოდიში და ერთ-ერთი საუკეთესო კომედიებია, რაც მინახავს. რეჟისორ ანდრე იუნებელის უდავოდ საუკეთესო ნამუშევარი, ლუი დე ფიუნესის, ეგებ, საუკეთესო როლიც, პლუს – ჟან მარე. მაგრამ ამ ორი მეგა-ვარსკვლავის გვერდით მილენი ვერ შენიშნო, ბრმა უნდა იყო ადამიანი.

Mylene Demongeot 2Mylene Demongeot 3Mylene Demongeot 4

Mylene Demongeot 5Mylene Demongeot

მილენ დემონჟომ ორჯერ შეაცდინა ჟან მარე – ერთხელ როგორც ჟურნალისტი ფანდორი და მეორედ – როგორც ფანტომასი. ჟან მარე კი, მოგეხსენებათ, გეი იყო და ქალები სულაც არ მოსწონდა. Smile

Brigitte Bardotბრიჟიტ ბარდოზე არ მგონია ბევრი საუბარი ღირდეს… უფრო ზუსტად, კი ღირს, მაგრამ მე აქ ბლოგი არ მეყოფა. Smile მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმთავრესი სექს-სიმბოლო, “ევროპული პასუხი ჰოლივუდს”, გასული საუკუნის ერთ-ერთი ულამაზესი ქალი, თამამი, გამომწვევი, სკანდალისტი და ეპატაჟის დედოფალი. მიშელ მერსიეს დარად ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა და სავსებით შესაძლებელია ეკრანისთვის გვერდით ჩაექროლა და მოცეკვავე გამხდარიყო, მაგრამ ქორეოგრაფიისთვის მეტისმეტად ლამაზი იყო. ვერ ეტეოდა ამ ჩარჩოებში (იმას კი არ ვამბობ, რომ მოცეკვავეს კარგი გარეგნობა არ სჭირდება). სინემატოგრაფამდე ჯერ მოდის ინდუსტრიამ შეამჩნია – 1950 წელს ELLE-ს გარეკანზეც მოხვდა. რა თქმა უნდა, სილამაზე არც იზომება და არც იწონება, მაგრამ რაკი მაინც ვზომავთ და ვწონით, დავწერ, რომ ბრიჟიტს ჰქონდა გულირომგაგიჩერდებაკაცს, ისეთი პროპორციები – 90x48x89 – ულამაზესი ფორმები და წვრილი წელი. რა გასაკვირია, რომ როჟე ვადიმს ფილმის სათაურზე ბევრი არ უფიქრია – “და ღმერთმა შექმნა ქალი”. დებიუტმა ბებე სუპერვარსკვლავად აქცია.

Brigitte Bardot 5Brigitte Bardot 2Brigitte Bardot 3

Brigitte-BardotBrigitte Bardot 6Brigitte Bardot 10

მიუხედავად იმისა, რომ თავისი არცთუ ხანგრძლივი კინოკარიერის მანძილზე რამდენიმე უდიდესი რეჟისორის ფილმში უთამაშია, მისი კინოროლები დღეს, ალბათ, ბევრს არც ახსოვს. ბრიჟიტ ბარდო მეტია, ვიდრე ყველა მისი როლი ერთად. ის შემთხვევაა, როცა ბებემ, როგორც სიმბოლომ, დაჩრდილა ყველაფერი სხვა, რაც შეუქმნია. არადა, გულხელდაკრეფილი არ ყოფილა – სინემატოგრაფის გარდა მღეროდა სერჟ განსბურთან ერთად, მონაწილეობდა მოდურ ფოტო-სესიებში ონდრე კურეჟის ჩექმებში. მან შემოიტანა მოდაში ბიკინი. მას სიმღერებს უძღვნიდნენ ბობ დილანი და ნინა ჰაგენი…ბრიჟიტ ბარდო, ისევე როგორც მერილინ მონრო, დარჩა ერთგვარ ეტალონად. ეპოქის სახედ. ფოტო-სესიებში ა-ლა ბორდო არაერთ სუპერმოდელს, მსახიობსა და ლამაზ ქალს მიუღია მონაწილეობა – თუნდაც ლინდა ევანჯელისთას, კლაუდია შიფერის, ქეით მოსის დასახელებაც კმარა. ჯორჯია მეი ჯაგერი კი, მიბაძვაც არ სჭირდება, ბებეს ნამდვილი ორეულია. Smile

Brigitte Bardot 9Brigitte Bardot 7Brigitte Bardot 8

1971 წელს კრისტიან-ჟაკმა გადაიღო “მენავთობე ქალები”. ვითომ ვესტერნია, მაგრამ დიდი ვერაფერი… სიუჟეტი – დიდი ვერაფერი, მაგრამ ამ ფილმში თამაშობენ ბრიჟიტ ბარდო და კლაუდია კარდინალე. ეს იგივეა, რაც “უკან არ მოიხედო”, სადაც მონიკა ბელუჩი და სოფი მარსო თამაშობენ. Smile მაგრამ მარსო 43-საა ამ ფილმში, ბელუჩი კი – 45-ის. ბარდო კი 71-ში 37 წლის იყო და იყო არანორმალურად ლამაზი, კარდინალე კი – 33-ის (ისიც ლამაზი იყო, მაგრამ ამაზე – სხვა დროს). Smile  2 წლის შემდეგ ბებემ სინემატოგრაფი სულაც მიატოვა. Sad smile

Brigitte Bardot Les PetroleusesBrigitte Bardot 4Brigitte Bardot top hat

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

11 thoughts on “მიშელი, მილენი, ბებე…”

  1. სამივე რა ლამაზია.
    ისე, მერსიე როგორც მსახიობი დიდი ვერაფერი. ფაქტიურად თვალს ახარებდა მხოლოდ, მაგრამ სამაგიეროდ როგორ ახარებდა?!
    ბარდო სულ სხვა თემაა… ამ ქალს მოაქვს თუ მოაქვს … რაღაცნაირი თავხედი სექსუალურობა აქვს. ძალიან გამოკვეთილი და ინდივიდუალური ქარიზმა, + ეს იდეალური პროპორციები.
    იცი რა, აი ასეთი ეტალონი ტიპები, კაცობრიობას ფორმულებს რომ უქმნიან სილამაზის და სექსუალურობის, ამათი დაბერება მართლა საშინელებაა.. კარგი ქნა მერილინმა ადრე რომ წავიდა ამქვეყნიური სცენიდან.
    თუმცა რა ვიცი..

    Liked by 1 person

    1. ამქვეყნიური სცენიდან წასვლას ვერ ვუსურვებ, მაგრამ კინოდან რომ წავიდა, საკუთარ გარეგნობასაც აღარ აქცევს ყურადღებას და უცებ დაბერდა საშინლად. თუ მონროსაც ასე დაემართებოდა, მართლა სიკვდილი ჯობდა მაგას.
      მეშინია ხოლმე ასეთ რამეს რომ ვხედავ. :/

      Like

      1. 80 წლისაა ქალი. მერე ამ პოსტისთვის ძალიან ბევრი ფოტო ვნახე და არის სან-ტროპეზის სერია 90-იანებში – მაშინ ძალიან ნორმალურად გამოიყურებოდა ასაკის ამბავში. უბრალოდ წონა ჰქონდა აკრეფილი და გაექცა ეგ პროცესი და ეგ პირველი ბრიდავს სილამაზეს.
        სოფი ლორენი ან ჯეინ ფონდა იმიტომ არიან ბევრად უკეთესები ასაკის პირობაზე, რომ წონა არ აუკრეფიათ.
        ახლა 50-სმიან წელს ვერ შეინარჩუნებდა, მაგრამ ძაან ზედმეტი მოუვიდა. ფრანგია რა და გურმანია ალბათ. 🙂 მაგის ბიძაშვილი თუ გარებიძაშვილი შეფია და რესტორანი აქვს. იყო ყოველ შემთხვევაში. 🙂 გავიცანი ბზვ :)))
        მერე კიდევ სიმაღლეც პატარა აქვს ბარდოს და ეგ კიდევ უარესია. მაღალი რომ იყოს ასე არ გამოჩნდებოდა წონა.

        მონროც ვითომ პუტკუნა ჩანს, სინამდვილეში სულაც არ იყო ეგეთი – უბრალოდ დაბალი იყო და ეგრე ჩანს.

        Like

  2. მილედის როლზე სხვა პრეტენდენტები ვინ იყვნენ არ ვიცი, მაგრამ მილენ დემონჟო მართლა ულამაზესი მილედი იყო.
    სამივე ძალიან ლამაზი ქალია. მერსიეც, დემონჟოც და ბარდოზე რა ვთქვა, მართლა ეპოქის სიმბოლო იყო. რომ გაგერძელებინა ფილმებში თამაში, ეგეთ სიმბოლოდ ვერ დარჩებოდა, ამიტომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

    Liked by 1 person

  3. ჩვეთან ბარდო ბაბეტათი გახდა ცნობილი. ილუზიონში ვნახე მე პირველად ეგ ფილმი. 🙂
    მენავთობე ქალები კი კინო “გაზაფხული” რომ იყო საბურთალოს ბაზართან მანდ გადიოდა. დანარჩენ ფილმებს ვერ ვიხსენებ.

    Liked by 1 person

    1. ეს ვინაა არ ვიცი, მაგრამ მართლა ძალიან გავს 🙂 ბრიჟიტას მოდერნ ვარიანტია. მაგრამ ჯაგერიც ძალიან გავს, განსაკუთრებით a-la Bardot ფოტოსესიებში.

      Liked by 1 person

  4. მილენ დე მონჟო დედაჩემისგან ვიცი 🙂 ამ თაობის ლამაზმანები მაინც იდეალურები არიან. მაშინ თავს მარტივად უვლიდნენ და მაინც როგორ ანათებდნენ.

    Like

      1. 😀 კი და აუდიო ფაილიც მაქვს თუ გინდა ფანტომასის სიცილის :)))) კორპორაციული საღამოსთვის დაგვჭირდა :)))))))))) სტუმარი რომ მოგივა შეაშინე :))) და მეორედ აღარ მოვა.

        Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: