და ეს არ არის რიდერი!
ვისაც უყვარს კითხვა და ელექტრონულ წიგნში აფასებს კომფორტს, დიდ არჩევანსა და ხელმისაწვდომობასა და არ დაეძებს “წიგნის მტვერს”, რიდერების უპირატესობა რაა, ჩემი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. მაგრამ მათთვის, ვისაც რიდერი არ აქვს, ან სურს ლიტ.ჯისა და საბა.ჯის ბუკები წაიკითხოს – ერთადერთი ხსნა ტაბლეტია. ტაბლეტის ეკრანი კი, რიდერის “ქაღალდის” ეკრანთან შედარებით, თვალს ღლის. ამ ნაკლისგან, სამწუხაროდ, ისეთი კითხვა კომფორტული ტაბლეტის ეკრანიც არაა დაცლილი, როგორიც ქინდლ ფაიაა).
მაგრამ ეს იყო გუშინ.
ესპანურმა კომპანიამ Reticare დაასრულა 12-წლიანი კვლევა, ლაბორატორიული გამოცდა, აქეთური-იქეთური, რაც საჭიროა და წარმოადგინა Reticare ocular protective sheet – ეკრანის საგანგებო ქავერი, რომელიც ამცირებს ტაბლეტის (და არამხოლოდ ტაბლეტის) ეკრანის ციმციმს და ჩვენი თვალისთვის სხვა გამაღიზიანებლ თანმდევ ეფექტს და კითხვას აქცევს ისევე უსაფრთხო და კომფორტულ სიამოვნებად, როგორც ეს რიდერის ან ქაღალდის წიგნის შემთხვევაშია.
თვალის დამცავი ქავერის ფასი ევროპაში 16 ევრომდეა და აშშ-ში 29 დოლარამდე. მისი შეძენა შეიძლება ონლაინ და ონლაინ, ამავე დროს, კომპანიამ მიაღწია შეთანხმებას რამდენიმე ჰიპერმარკეტთან, რომელთა შორის “კარფურიცაა”, ასე რომ, იმედია, მისი პროდუქცია საქართველოშიც გამოჩნდება.
ამასთან, Reticare გვირჩევს, ქავერის სასურველი ტიპი ოფთალმოლოგთან შეთანხმებით შევარჩიოთ – სასურველია იცოდეთ, რა დაცვის ხარისხი ესაჭიროება თქვენს თვალს. დაცვის ინტენსივობა დამოკიდებულია ასაკზე და იმაზე, თუ რამდენად გადაღლილია თვალი ზოგადად, რამდენად იოლად იღლება დღის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, რა დროს ანიავებთ ეკრანზე კითხვაში.
პროდუქტი ჯერ ახალია, გაყიდვები ეს-ესაა რაც დაიწყო, მაგრამ პირველი შეფასებები უკვე გამოჩნდა. და ეს შეფასებები ერთობ პოზიტიური და დამაიმედებელია.
როგორც აგერ, იმ მიმოხილვაში ამბობენ, ეფექტი განსაკუთრებით შესამჩნევია, თუ ღამე, წამოწოლილი კითხულობთ – და, ერთი მითხარით, ვინ არ კითხულობს ასე? :))
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
, ეს კარგი რამე უნდა იყოს წესით ^_^
LikeLike
რა კარგი სიახლეა 🙂
სამუშაო კომპიუტერსაც სიამოვნებით მოვარგებდი ასეთ დამცავს.
LikeLike
ეგ ზომაც არის. უბრალოდ ტაბლეტი უფრო აქტუალური მგონია.
თან ლეპტოპის ეკრანი შორს დგას და ეს ახლოსაა და უფრო მოქმედებს თვალზე.
LikeLiked by 1 person
კაი რამეა თუ მართლა ეგეთი ეფექტურია. პირადი დატესტვა უნდა სხვებს ვერ ვენდობი 🙂
ვინფონს შეეჩვიე? თუ ნანობ? :))
LikeLike
რიდერი ხომ გაქვს 🙂 დატესტვა კარგი იქნებოდა, მაგრამ ვისაც რიდერი არ აქვს და ძირითადად ტაბლეტით კითხულობს,იმათთვის უფრო საჭირო რამეა. ნუ ჩვენც არ გვაწყენდა, მარა მოითმენს.
არა, რას ვნანობ, ძაან საკაიფო ტელეფონია. ვინდოუსსაც არა უშავრს, მხოლოდ ეგაა, გადაჩვევა მომიწევს ისევ :))
LikeLike
თუ მოგწონს, გადაჩვევა რატო მოგიწევს??
ეს რა უცნაური კურსია 16 ევრო და 29 დოლარი. ევრო რომ ეცემა და დოლარი იწევს არ გაუგიათ მაგათ ჯერ? 🙂
LikeLike
შენც ადექი და ევროში იყიდე :))
კი მომწონს, მაგრამ ეს ვიყიდე იმიტომ რომ ჯერისევ ნოკიას ბრენდითაა. 🙂 გამოცვლის დრო რომ მოვა ოდესღაც – თუ ნოკიას ბრენდი დაბრუნდა, ვინდოუსზე ხომ არ იქნება. ჰოდა, მომიწევს გადაჩვევა.
თუმცა, ვნახოთ ჯერ რა იქნება.
LikeLike
მგონი მაიკროსოფტ-ნოკიას შეთანხმება 2017-მდე უკრძალავს მოკიას სმართფონების გამოშვებას, ასე რომ ჯერ დრო გაქვს 🙂
ისე მაგათი ტაბლეტი მომეწონა ვიზუალურად და მონაცემებიც კარგი აქვს და კარგად იყიდება.
LikeLike
კი ძალიან კარგი ტაბლეტია კარგ ფასად.
LikeLike
sainteresoa 12 weli ras ikvlevdnen roca pirveli tableti 2010shi gamovida tu ar vcdebi)) stil nice though
LikeLike
კომპიუტერი ხომ იყო მერე 🙂
ტაბლეტისთვის უფრო აქტუალურია იმჰო, თორემ ყველა დივაისისთვის აქვთ.
LikeLike
თუ სწორედ მივხვდი, ეს ლენტი ეკრანზე ეკვრება და შუქს აბნელებს, რომელიც ეკრანიდან ანათებს. ალბათ ციმციმზეც მოქმედებს, მაგრამ ყველა ვარიანტში ვერ იქნება კინდლის ეფექტის დონისა – ის მართლა ქაღალდივითაა და LCD ეკრანი როგორც არ უნდა დააბნელო, მაინც მოგანათებს თვალებში. ან სულ თუ დააბნელა ვერ დაინახავ ვერაფერს :)))
LikeLike
ელსიდის ქაღალდად ვერ აქცევს, მაგრამ 12 წლიან კვლევას რაღაცა შედეგი ექნება 🙂
მოკლედ კაი რამეა, ასე მგონია და საერთოდ ესაა მომავალი. ადამიანების დიდი ნაწილი მაინც ტაბლეტზე კითხულობს – რიდერიც იყიდო, ტაბლეტიც იყიდო კაია, მაგრამ თუ 1 დივაისის ყიდვაზეა საქმე, არჩევანს უმრავლესობა ტაბლეტის სასარგებლოდ აკეთებს. ჰოდა ეს დამცავიც გაუმჯობესდება კიდევ და ბოლოს ეკრანში ჩაამონტაჟებენ, ალბათ და ეგ იქნება.
LikeLike
ნეტა მართლა შემოიტანონ კარფურში ვნახავდი რამდენად ეფექტიანია. Lit.ge-საც უნდა აწყობდეს მაგის შემოტანა 🙂
LikeLike