მოღალატე ბიჭები და მაგარი გოგოები

Gone Girl posterრა მაგარი გოგოა! – ასე გამოხატავენ ხოლმე მამაკაცები აღფრთოვანებას. რას ნიშნავს იყო მაგარი გოგო? იყო ვნებიანი, კაშკაშა, მხიარული, გიყვარდეს მათი ფეხბურთი, პოკერი, ბინძური ხუმრობები, იაფფასიანი ლუდი, ბოყინის ხმა და კომპიუტერული თამაშები. გინდოდეს ანალური სექსი და კიდევ ერთი გოგო საწოლში… ჭამო ჯემი, ჰოთ-დოგი და ჰამბურგერი და დარჩე თხელი – მაგარი გოგონები ხომ არასდროს სუქდებიან. და არც არასდროს იბუტებიან, არ ბრაზდებიან, მუდამ იღიმიან და ნებას რთავენ კაცებს, აკეთონ, რაც სურთ… და რაკი ასეა, თქვენი დედაც, მე არ მსურს ვიყო მაგარი გოგო… – ამბობდა ემი. შემდეგ კი შეხვდა ნიქს… როცა ის დავინახე, მივხვდი, რომ მაგარ გოგოს დაეძებდა და, თუ დამიჯერებთ, მისი გულისთვის მართლაც ბევრი რამისთვის ვიყავი მზად – ვიპარსავდი ბოქვენს, ვსვამდი ლუდს ქილიდან და მასთან ერთად ვუყურებდი ადამ სენდლერის ფილმებს, ცივ პიცასაც ვჭამდი და არ ვიმატებდი წონაში, რეგულარულად ვუკეთებდი მინეტს და კიდევ რაზე არ ვიყავ თანახმა, ოღონდ ჩემი ოცნების მამაკაცი გამომეძერწა… მაგრამ ერთ დღესაც ოცნება დასრულდა და ოცნების მამაკაცმა იპოვა უფრო ახალგაზრდა უფრო დიდმკერდიანი და უფრო მაგარი გოგო. აქედან დაწყებული ემი ელიოთ-დანის გონებას მხოლოდ ერთი დაეპატრონა – როგორ იძიოს შური ქმარზე.

უპასუხოს ღალატით? – ჰმ, ბანალურია და მოძველებული…

გაეყაროს? და მისცეს თავისუფლად ნავარდის ნება? – თქვენ რა – გაგიჟდით?

მოკვდეს ისე, რომ მკვლელობაში მისი ქმარი დაადანაშაულონ? თან მისურიში ხომ სიკვდილით დასჯა არ გაუუქმებიათ… ნიქს სიკვდილით დასჯიან, ემი კი მკვდრეთით აღდგება და შორიდან მიადევნებს თვალს. ან, იქნებ – არცთუ შორიდან. – გენიალურია!

ესაა ამერიკელი მწერლის გილიან ფლინის (Gillian Flynn) რომანის “გაუჩინარებული ქალი” (Gone Girl) პირველი ნაწილი. მაგრამ მთავარი ამბები ამის შემდეგ იწყება. რა თქმა უნდა, არ დაგასფოილერებთ – თავად უნდა წაიკითხოთ, ან, ეგებ უკეთესიც იყოს – ნახოთ, რაკი წიგნი უკვე ეკრანიზებულია და მისი რეჟისორი დეივიდ ფინჩერია (David Fincher). ფინჩერი რომელია კი იცით – ცუდი ფილმის გადაღება რომ არ იცის – ის. ფინჩერის ყველა ფილმი ერთიმეორეზე უკეთესია. Gone Girlასეთია “გაუჩინარებული ქალიც”…

მართალია მოღალატე ქმარს ბენ აფლექი თამაშობს, ამ მსახიობს კი ყველა ფილმში: კომედიაა, დრამაა, თრილერია თუ ფანტასტიკაა – ერთი სიფათი აქვს. ქალები მეტყვიან, რა ვუყოთ მერე, სამაგიეროდ ეგ სიფათი ძალიანაც სიმპათიურიაო… მაგრამ კაი რომ ყოფილიყო, ჯეი ლო კი არ მიატოვებდა. Smile

დეივიდ ფინჩერი ძალიან ფრთხილად და ტექსტთან ახლოს მიჰყვება წიგნს (გილიან ფლინმა დაწერა სცენარიც). რიტმიც კი შენარჩუნებული აქვს. ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ არის ოდნავი განსხვავებებიც, მაგრამ ფლინის რომანია ისეთი, სხვადასხვა მკითხველი სხვადასხვაგვარად წაიკითხავს – ამიტომ “განსხვავებები” სინამდვილეში ისაა, რისკენაც გილიან ფლინი უბიძგებს მკითხველს. აქ მწერალს ნამდვილად გაუმართლა, რაკი ასეთი კარგი მკითხველი და დიდი რეჟისორი შეხვდა.

სხვა რა დავწერო?

Gone Girl cast

ფილმში ემილი რათაიქოვსქიც თამაშობს (ფოტოზე – წითელ კაბაში) და, ასევე, სილა უორდი (მარცხნიდან – პირველი). ეს მსახიობი ჩვენში ბევრს არ ეცოდინება, მაგრამ თავის დროზე ჰოლივუდის ლამაზი ქალების 100-ულში ხვდებოდა ხშირად და ახლა 58 წლისაა და თავად ნახავთ ეკრანზე თუ როგორ გამოიყურება.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

“გაუჩინარებული ქალი” ოქროს გლობუსის 4 ნომინაციაშია წარდგენილი. როცა ამ პოსტს წაიკითხავთ, შედეგები უკვე გეცოდინებათ, მაგრამ მე ჯერ არ ვიცი. გულით ვუსურვებ წარმატებას და პროგნოზის სახით დავწერ, რომ გილიან ფლინი (სცენარისთვის) და როზამუნდ ფაიქი (ქალის მთავარი როლისთვის) გაიმარჯვებენ.

ფლინის სხვა რომანი “ბნელი კუთხე-კუნჭული” (Dark Places) ასევე გადაიტანეს ეკრანზე და ახლა მონტაჟს ამთავრებენ. ეგ წიგნი, იმჰო, უფრო სუსტია, მაგრამ ფილმის ნახვა თუნდაც მხოლოდ შარლიზ თერონის ხათრით ეღირება. Smile

რომან Gone Girl-ზე კი, აგერ, სხვა ორი პოსტია ქართულ ბლოგოსფეროში:

გაუჩინარებული ქალი by მოლი ბლუმი

ქალი, რომელიც გაუჩინარდა by Kejeradze

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

27 thoughts on “მოღალატე ბიჭები და მაგარი გოგოები”

  1. ვერ გამართლდა თქვენი პროგნოზი, ფილმი მეც მომეწონა, მაგრამ შედევრი არაა და მებრძოლთა კლუბის შემდეგ ფინჩერისგან უკეთესს ელიან. რაღაც განსაკუთრებული უნდა გადაიღოს რომ ჯილდოები მისცენ.
    რეპუტაციის მსხვერპლი გახდა 🙂

    Liked by 1 person

  2. სანამ ვინმე დამასწრებდეს მე დავწერ – ვერ გაიმარჯვა როზამუნდ პაიკმა საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში! 🙂
    იმ დღესაც გითხარი, როზამუნდ პაიკი ძალიან შეუფერებელია ამ როლისთვის. ემი დანი არის Cool Girl და როზამუნდი არაა Cool. თავიდან ემილი ბლანტს უნდა ეთამაშა და ის იქნებოდა იდეალური ვარიანტი. რატომ დაიწუნეს ბლანტი და პაიკი აიყვანეს ვერ ვხვდები.
    აფლეკზეც გეთანხმები და ამ ფილმში ფინჩერს რაღაც დაემართა მსახიობების არჩევისას. :/ ამიტომ დარჩა გლობუსების გარეშე.

    Like

    1. ემილი რომელია, ვერა ქობალიას რომ გავს? :)))

      ემილი მეც მაგრად მევასება, მაგრამ როზამუნ ფაიქი მაგრად თამაშობს. საქმეც ეგაა, რომ არაა ქულ და ქმრის ხათრით ხდება ქულ. ტრანსფორმაციაა მანდ მთავარი და ის კიდე არ უფასებს და ღალატობს. აქედანაა ტრაგედიაც.
      ასე რომ ფინჩერს ვეთანხმები არცევანში (ჩემი დათანხმება რად უნდა, მარა გლობუსი არ დაეთანხმა და მე მაინც დავეთანხმო) :))
      აბა ახლა სიტყვაზე ემი დანი რომ ეთამაშა სიტყვაზე შარლიზ თერონს – ვინ გიჟი უღალატებდა? 🙂 და რომ ეღალატა ღირსი იქნებოდა ყველაფრის 🙂
      ამიტომ ვიღაც ძაან ლამაზი და მაგარი ქალი ამ როლზე არ გამოვიდოდა.
      მოკლედ, როზამუნდა კაი კანდიდატურაა და ჰარმონიულად ჩაჯდა სიუჟეტში.

      დაბარჩენი – აგერ @Kapiton Muldy კომენტარს ვეთანხმები – ფინჩერმა ისე აწია თამასა, რომ სულ რაღაც განსაკუთრებულ შედევრს ელოდებიან მისგან.

      Like

      1. კაი გოგოა ემილი.
        მაგრამ ორ ემილის შორის მე ის უფრო მომწონს, რომელიც უფრო ბლანტია 🙂

        Like

      2. ფინჩერი ამბობს ერთი ფილმიც არ მქონდა ნანახი როზამუნდისაო 🙂 საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო და რა იყოო:))

        Like

  3. ფილმი არის წიგნის ძალიან კარგი ეკრანიზაცია, სიმართლე გითხრა უფრო მეტადაც კი მომეწონა ფლინის გადაწერილი სცენარი 🙂
    ფინჩერი არის გენიოსი, თანამედროვე რეჟისორებში ერთ-ერთი საუკეთესოა, უნაკლო ვიზუალის ფილმების გადაღება იცის 🙂
    რაც შეეხება მსახიობებს კარგად ჰყავს შერჩეული, ნიკის როლზე ზუსტადაც რომ აფლეკის ნაერი უემოციო სახის კაცი იყო საჭირო, ფაქტიურად არც კი თამაშობს სულ ეგ სახე აქვს ისედაც 🙂 როზამუნდა კი ძალიან კარგია, ჯერ მარტო მისი ამოხედვა რად ღირს, არასოდეს დამავიწყდება ეგ კადრი 🙂
    გლობუსს კიდევ ყველას ვერ მისცემენ …

    Liked by 3 people

    1. ქეიჯია კიდევ ეგეთი სულ ერთი გამომეტყველება რომ აქვს ყველა ფილმში 🙂
      მარა ბენი უარესი შემთხვევაა, იმჰო.

      Like

  4. გილიან ფლინის “ბასრი საგნები” მაქვს წაკითხული და ამ ავტორის სხვა ნაწარმოებების წაკითხვის სურვილი დამეკარგა. 🙂 არ მიყვარს ბავშვებზე ძალადობის თემით როდესაც სპეკულირებენ თრილერის ატმოსფეროს შესაქმნელად.

    ეს ფილმი კი ვნახე და თავიდან არ ვიცოდი თუ გილიან ფლინის მიხედვით იყო. 🙂 წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ ფილმი მომეწონა. ახლა ვფიქრობ წიგნიც ხომ არ წამეკითხა 🙂

    Like

  5. არც წიგნი მაქვს წაკითხული, არც ფილმი ნანახი. აფლეკის კრიტიკას მივუერთდები უბრალოდ :დ მაგის ძმაკაც მეთ დეიმონსაც აკრიტიკებენ–ყველა ფილმში ჯეისონ ბორნიაო, მაგრამ რა შედარებაა. ისე ყველგან ერთნაირი სახე კრისტოფერ უოკენსაც აქვს, მაგრამ ის კაცი მიყვარს :დ

    Like

  6. არც წიგნი წამიკითხავს და არც ფილმი მინახავს, მაგრამ ახლა ფილმს ვნახავ ალბათ, დამაინტერესე. თუმცა, ჯერ წიგნის წაკითხვა მიყვარს ხოლმე:)

    Liked by 1 person

    1. იმიტომ რომ ფინჩერი > ფლინი.
      თუმცა ეს საუკეთესო წიგნია ფლინს რაც დაუწერია. ბევრი არ აქვს აქამდე – სულ 2 მაგრამ მაინც. 🙂

      Like

  7. ვაახ, დამაინტრიგე
    ფილმს ვნახავ, წიგნების წაკითხვის დრო ჩემს ტოქსიკოზთან ერთად წავიდა 😦
    ისევ მუდმივად მოუცლელთა ბანაკში გადავინაცვლე 😦

    Like

    1. გაიხარე! ძლივს არ გავიგე, რომ ვინმემ დაუჯერა ჩემს რეკომენდაციას და არ დარჩა გაწბილებული. 🙂
      ძირითადად ან არ ჯერათ ან თუ დამიჯერეს, მერე რას გვერჩოდი, ეს რა სისულელე წაგვაკითხე ან რა შტერულ ფილმს გვაყურებინეო – მეუბნებიან :/

      Like

      1. რეკომენდაცია ეხლა წავიკითხე სიმართლე რომ ვთქვა.ფილმი გამოსვლისთანავე ვნახე. პინჩერმა ტატუიანი გოგონათი დამიპყრო. მე ძალიან მომეწონა ნამუშევარი თუმცა ეგრევე კი მივხვდი რაში იყო საქმე.წიგნი არ წამიკითხავს.

        Like

      2. წიგნშიც ეგრეა.
        დეტექტური ინტრიგა იმაშია, რით დამთავრდება და გამოუვა ჩაფიქრებული თუ არა. რა ხდება ეგ კი ხდება ნათელი სულ მალე.

        Liked by 1 person

  8. ძალიან ზუსტადაა არჩეული მსახიობები და როზამუნდს რით სჯობს მელანი ბლანტი ვერაფრით ვხვდები.. პირიქით, მახსოვს რომ ფილმის დასაწყისში ეგ გრძნობა წამოვიდა – რა ძალიან მაგრად თამაშობენ მეთქი, პრინციპში ბოლომდე მაგ აზრის დავრჩი. იდეა, მსახიობები, სცენარი, რეჟისურა – ყველაფერი სუპერ.

    პ.ს. თუ ვინმეა იდიოტი ჰოლივუდელ კაცებში ესაა მეთ დეიმონი და ტომ კრუზი, ყველგან ერთანირი სიფათებით. აფლეკი შინაგანად მაინც გადმოსცემს მსახიობურ ნიჭს, ძუნწად, ერთფეროვნად, მაგრამ მაინც მოდის მაყურებლამდე და ერგება როლს და ისინი ნუ რა ვიცი…

    Like

    1. ზოგადად ემილი უფრო ლამაზია. თუმცა, გემოვნების ამბავია.
      თორემ როლში გადასარევად ჩაჯდა როზამუნდა მეც მაგ აზრის ვარ.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: