ვიქტორია ჯანაშვილი რუსეთში დაბადებული და ამერიკაში მოღვაწე ფოტოგრაფია. წარმოშობით კი ხვდებით, რომ ქართველია და, როგორც ყველა ქართველს, ყავს ალბათ ბებო, რომელიც რომ დაინახავს შვილიშვილს შეიცხადებს ხოლმე: “ნენაა… როგორ ჩამომხმარხარ, არ ჭამ არაფერს???” და ხაჭაპურების ცხობას იწყებს… ასეთი, ბებიებსაყოლილი გოგონები ლამაზები არიან, მაგრამ მოდურ 90x60x90-ს – აცდენილნი. თუმცა, ვინ თქვა, რომ მხოლოდ ერთია ჭეშმარიტება? სამყარო მრავალფეროვანია. და სილამაზე – მრავალმრგლოვანი. ასეთია ის ვიქტორია ჯანაშვილის ობიექტივშიც.
რა თქმა უნდა, ჯანაშვილი სხვა მოდელებსაც იღებს, აუცილებელი არაა ქალი “ფუმფულა” იყოს, ვიქტორიას ობიექტივში რომ მოხვდეს, მაგრამ ე.წ. Plus Size მისი სპეციალიზაცია და საფირმო ნიშანია. წელს ფოტოალბომის გამოცემასაც გეგმავს, რომელსაც ასე ჰქვია – Curves (ფორმები)…
თუმცა, ვფიქრობ, არ არის საჭირო მიანცდამაინც Plus Size იყო, რომ ლამაზი Curves-ები გქონდეს.
ვიქტორია ჯანაშვილის ფოტონამუშევრები მის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.
ეს კი თავად ფოტოგრაფია.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
რა თქმა უნდა, როცა Victoria Secret ქენდალ ჯენერს ეუბნება: სანამ ერთ-ორ-სამ-ოთხ კილოგრამს არ ჩამოყრი, პოდიუმზე გამოსაჩენი არ ხარო… რაღაც ვერაა წესრიგში მოდის (გემოვნების) სამყაროში. თუმცა, არც მეორე უკიდურესობაში გადავარდნა ვარგა.
ვარგა კიარადა – უარესია.
ამ თემაზე ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ – არ ღირს. და მეზარება. ამიტომ აქ პოსტსაც დავასრულებ და კომენტარებსაც დავხურავ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ თუ მიანცდამაინც Plus Size მოდელებზე მიდგება საქმე, მათში ყველაზე ლამაზი რობინ ლოულია, ის ცოტა უფრო მეტს ჭამს, ვიდრე თაირა ბენქსი და ბევრად ნაკლებს ვარჯიშობს, ვიდრე ჯეი ლო.
შედეგად გაცილებით გამხდარია დინიზ ბიდოზე, მაგრამ გაცილებით უფრო ფუმფულა, ვიდრე ადრიანა ლიმა.