ურბანული ლეგენდა ამბობს, კარლოს დიდის კანონთა კრებული მეფეთა გვარის ადამიანის ჩამოხრჩობას მხოლოდ და მხოლოდ ველვეტის ფაფუკ თოკზე განაჩინებდა კისერი რომ არ დაზიანებოდაო – აქედან მოდის სწორედ ამ ქსოვილის სახელწოდებაც Corduroy – corde du Roi, რაც ფრანგულად “მეფის ბაწარს” ნიშნავს.
ეს მხოლოდ ლეგენდაა, მაგრამ ველვეტს მართლაც რომ მეფური ისტორია აქვს. უმაღლესი ხარისხის ბამბის ნართისგან ველვეტის მსგავსი ქსოვილის წარმოება ჯერ კიდევ მე-2 საუკუნეში დაიწყეს ეგვიპტის ქალაქ ფუსტატში. ევროპელთა გულის მოგებისთვის ველვეტს მთელი ათი საუკუნე დასჭირდა, ჩვენს კონტინენტზე ის გენუელმა ვაჭრებმა შემოიტანეს და სახელად, წარმოების ადგილის მიხედვით, ფუსტიანი შეურჩიეს. ქართული ყურისთვის მთლად კეთილხმოვნად ვერა ჟღერს, მაგრამ თავად ქსოვილი იმდენად მაღალი ხარისხისა იყო, რომ სწრაფად დაიპყრო გენუის რესპუბლიკაცა და მეზობელი ქვეყნებიც. არ ვიცი, ვინ იყო ის გამჭრიახი ფაბრიკანტი, რომელმაც ეგვიპტიდან მომავალი გემების ლოდინით გადაღლილმა და კლიენტთაგან გულშეწუხებულმა, პირველმა შემოიკრა შუბლზე ხელი, თხა თხაზე ნაკლებიო და ფუსტიანის წარმოება იქვე, პორტის მახლობლად გამართა – ნილოსის ძალა მასა და მის მონაგარს. მე-14-მე-16 საუკუნეები ევროპული და ეგვიპტური ფუსტიანის ჭიდილის ხანაა, რაც, საბოლოოდ, ევროპელთა გამარჯვებით დასრულდა. ამ დროისთვის მას უკვე აწარმოებენ ყველგან, თუმცა, განსაკუთრებით მაინც იტალიური ქსოვილი ფასობს. სწორედ ნეაპოლური ფუსტიანისგან შეკერილ მოსასხამში იწონებს თავს მეფე ჰენრი VIII ჰანს ჰოლბეინ უმცროსის ტილოზე.
ამ ქსოვილის სახელწოდებად Corduroy მე-18 საუკუნეში ჩნდება. ბედის ირონიით პირველი ადამიანი, ვინც საგანგებოდ მისი სიკვდილით დასჯის დღისთვის სატუსაღოში თერძი იხმო და ველვეტის კამზოლი შეაკერინა, ცნობილი ინგლისელი ყაჩაღი და ცხენების ქურდი დიქ თარფინი იყო… ეგეც თქვენ corde du Roi. 🙂 თუმცა, მიახლოებით იმავე დროს, ოკეანგადაღმა, ველვეტის სამოსში გამოწყობილი ბენჯამინ ფრანქლინი ხელს აწერდა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციას.
გამოხდა ხანი და მონარქთა ღირსი ეგვიპტური ფუსტიანი ჩამოლაბორანტდა და მუშათა კლასის სამოსად იქცა. სწორედ ველვეტი მიიჩნეოდა ყველაზე იაფ, გამძლე და იოლად მოსახმარ სამოსად იქამდე, სანამ ლოებ შტრაუსი ლივაისის პირველ ჯინსის შარვალს შეკერავდა.
მე-20 საუკუნეში კი ველვეტმა მიახლოებით იგივე გზა განვლო, რაც ჯინსის ქსოვილმა – მაღაროებიდან, დოკებიდან, ფაბრიკებიდან და ფერმებიდან მან პოდიუმზე ააბიჯა და დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქსოვილად ყოველდღიური, მეგობრული, ნახევრადფორმალური თუ ნაკლებოფიციალური საოფისე დღეებისთვის, უიქ-ენდებზე კი ის, თითქმის, შეუცვლელია. ველვეტის იმ დამფასებელთა შორის, რომელთა კარგი გემოვნება ეჭვშეუპარველია, არიან უოლთ უითმენი, პაბლო პიკასო, ანრი მატისი, ვუდი ალენი და ამ ბლოგის ავტორი.
დაბოლოს, ველვეტს კიდევ ერთი დამფასებელი ჰყავს – დათუნია სახელად ველვეტი, რომელიც სავაჭრო ცენტრის დახლზე ცხოვრობს და ათასგვარ თავგადასავალში ეხვევა. დათუნია ველვეტის პირველი ისტორია 1962 წელს მოიგონა ამერიკელმა მხატვარმა და წიგნების ილუსტრატორმა დონ ფრიმენმა. თანდათანობით ამბები შეავსო და ცალკე წიგნადაც შეკრა. მოგვიანებით ამ ისტორიების გაგრძელებაც გამოსცა.
დათუნია ველვეტის თავგადასავლები აშშ-ს საზღვრებს გარეთ ნაკლებადაა ცნობილი, მაგრამ მის სამშობლოში “ეროვნული განათლების ასოციაციამ” საბავშვო წიგნების ტოპ-100-ეულში შეიყვანა, ორიოდ წლის წინ კი “სასკოლო ბიბლიოთეკათა ჟურნალის” მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ყველა დროის 100 საუკეთესო ნახატებიან წიგნთა სიაშიც დაიდო ბინა… ამერიკელი ბავშვების გულებში კი დათუნია ველვეტს კარგა ხანია აქვს ბინა დადებული. ისევე როგორც თავად ველვეტს, რომელიც ასე უყვარს ყველას, ეგვიპტის ფარაონებიდან დაწყებული, ვიდრე დათუნია ველვეტამდე და – შემდგომ.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
P.S.
რაკი ბევრი დრაფტი დამიგროვდა, ერთი პირობა კი ვიფიქრე, ტრადიციული საშობაო შვებულება წელს არ გამომეწერა ბლოგისთვის, მაგრამ ნუ დააგდებ ძველსა გზასაო, უთქვამთ, ამიტომ, როგორც წესი და რიგია, ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ და გაისად, იმედი მაქვს, კვლავ შევხვდებით.
ტრადიციულად, ძალიან კარგი ისტორიაა და ძალიან საინტერესოდ იცი მოყოლა 🙂
შენც ბედნიერ შობა ახალ-წელს გისურვებ.
LikeLiked by 1 person
როგორც ყოველთვის, ერთ ამოსუნთქვაში წასაკითხი, ძალიან საინტერესო და ინფორმაციული პოსტი იყო 🙂
შენ კი ბედნიერი შობა-ახალი წელი, ლევან!
LikeLiked by 1 person
უინტერესო თემებზე საინტერესოდ წერის ოსტატი ხარ ჩემს თვალში 🙂
LikeLike
რატომაა უინტერესო 🙂
LikeLike
პოსტი არ მიგულისხმია 🙂
LikeLike
მაგას კი მივხვდი 🙂 თემაც საინტერესო-თქო მაგას ვამბობ.
თუ ჯინსზე 750 პოსტია, ჩვენს ბლოგოსფეროშიც მათ შორის, ველვეტი რატომ უნდა იჩაგრებოდეს? 🙂
LikeLiked by 1 person
Corduroy-ს ველვეტს რატომ ვუძახით და velvet-ს ხავერდს? 🙂 ყოველთვის მაინტერესებდა.
LikeLike
ეგეთი ლინგვისტური ანომალიები არ გვაკლია 🙂
მანანა კობახიძეს ეცოდინება მიზეზი.
LikeLiked by 1 person
ველვეტი და ხავერდი ერთი ქსოვილია – მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ ხავერდის ზედაპირი მთლიანია და ველვეტის ზედაპირი ზოლებადაა აჭრილი.
LikeLiked by 1 person
მართალია, მაგრამ თუ მაინც გვაქვს ნასესხები სიტყვა ველვეტი, ბარემ velvet-ს დავუძახოთო. 🙂
LikeLike
კარგ დასვენებას გისურვებ! 🙂
LikeLiked by 1 person
ისე ადრე საშობაო თემებს წერდი სანტაზე, ნაძვის ხეზე და წელს რატომ გვაყირავე? ველვეტი რად გვინდა ამ ახალ წელს? გააძრე საახალწლო პოსტი
LikeLike
ამოვწურე ეგ თემა, მგონი.
თუმცა, მეოთხე წელი რომ მოვა კიდევ დავამატებ რამეს.
LikeLike
ვაიბერი ჩართე შენ. თორემ ისევ გვისმენენ 🙂
LikeLike
გვისმენენდ ა გვისმეინონ რა
LikeLike
აჰა შენ, როგორც რაგბის დამფასებელს 🙂
http://planetkorriban.tumblr.com/post/103268929354/brittany-waters-magali-harvey-and-kayla-mack
LikeLike
მე სხვა მოლოდინები მქონდა: )
LikeLike
რას უწუნებ?
აი ის ქერა გოგო როა, მაგალითად. ტკბილად დაამიწებს ვისაც დაამიწებს. 🙂
LikeLike
ფეისბუქზე დაბრუნდე ის გირჩევნია შენ!
LikeLike
შეუძლებელია დაბრუნდე იქ, საიდანაც არსად წასულხარ :))))
LikeLike