ეს პოსტი იმ საჭირო და სასარგებლო აპებზეა (პროგრამებზე), რომლებიც ჩემს Kinlde Fire-ში მაქვს, თუმცა სხვა ანდროიდ-ტაბლეტებზეც და ანდროიდ-სმართფონებზეც წავა. თუ ყველა არა – ბევრი. შევეცდები, თემატურად დავაჯგუფო.
Multimedia
იყო დრო რადიოს გარდაცვალებას წინასწარმეტყველებდნენ მავანნი, მაგრამ ონლაინ-რადიოსადგურების გამოჩენამ ინდუსტრია გამოაცოცხლა. TuneIn Radio ონლაინ-რადიოსადგურების მოსასმენად საუკეთესოა. უამრავი რადიოსადგური აქვს ჩამონათვალში, დაჯგუფებული ქვეყნების, მუსიკალური სტილის და სხვ. მიხედვით.
იუთუბზე განთავსებული ვიდეოების საყურებლად Viral Pro-ს ვიყენებ. იუთუბის ოფიციალური აპისგან განსხვავებით, გაცილებით მეტი ოფცია აქვს, მათ შორის “ფანჯარა-ფანჯარაში”: შეგიძლია ვიდეოს უყურო ფანჯარაში, რომელსაც ტაბლეტის ეკრანის ნებისმიერ ადგილას განათავსებ. მუშაობს ბექგრაუნდშიც – ეს გამოგადგება, როცა იუთუბიდან მუსიკას უსმენ. შექმნი ფლეილისთს, გაუშვებ Viral Pro-ს ბექგრაუნდ-რეჟიმში და ეკრანიდან გაქრება, მუშაობას კი განაგრძობს. უსმინე, რამდენიც გინდა, თან სხვა საქმეც აკეთე ტაბლეტში (მთავარია – რამდენიმე აპის პარალელურად მუშაობა ტაბლეტის ჰარდმა გაქაჩოს). ან – სულაც გამორთე ეკრანი. ამის მსგავსია SuperTube-იც. ესეც კარგი პროგრამაა, მაგრამ Viral Pro დამატებითი შესაძლებლობებით სჯობს… თუმცა, ძირითადი ოფციები ორივეს თანაბარი აქვს.
VK Tube “ვკონტაქტე”-ში განთავსებული ონლაინ-ფილმებისა და მუსიკალური კლიპების საყურებლად გამოდგება. პროგრამის მთავარი პლიუსი ისაა, რომ არ ითხოვს ამ ქსელში დარეგისტრირებას. “ვკონტაქტე”-ში საფეხბურთო მატჩების ჩანაწერებიც დევს, თუკი რომელიმე თამაში გამოგრჩა.
VideoMix და LazyMedia ამ ორ აპს აქვს ინტერნეტში განთავსებულ ფილმებზე წვდომა. ერთდროულად უამრავ სერვერზე. თუ ფილმი სადმე არის ატვირთული, აქ ვერ მოძებნო – შეუძლებელია. მოძებნე და უყურე ონლაინ. ან – გადმოქაჩე და უყურე ოფლაინ.
ფილმების საყურებლად (როგორც ოფლაინ ისე ონლაინ) უამრავი პროგრამაა, მაგრამ მე რაც ვნახე საუკეთესო არის VPlayer Video Player. პოპულარულ Mobo-საც სჯობს და MX Player-საც. ყველა ფორმატს იღებს, არ ჭედავს, აქვს მხარდაჭერა ფუნქციისა “ფანჯარა-ფანჯარაში” და სიჩქარის მართვაც.
Communication
აქ ბევრი არაფერია დასაწერი, ყველა სოციალური ქსელის აპი იოლი მოსაძებნია და უჩემოდაც გექნება, მაგრამ მაინც შეგახსენებ, რომ ფეისბუქმა გამოუშვა დამოუკიდებელი (ე.წ. სთენდელონ აპი) FB Messenger. არ დავწერდი, მაგრამ ვხედავ, რომ ბევრს არ აქვს დაინსტალირებული და მიკვირს – რატომ. მითუფრო რომ მულტიპლატფორმულია და მხოლოდ ანდროიდისთვის არ არის – ყველა სისტემისთვის… ჰოდა, ძალიან მოსახერხებელია და დააინსტალირე. თუ ფბ ძირითად გვერდზე და ნიუსფიდზე შეხედვა არ გსურს (როგორც მე, მაგალითად) FB Messenger მისწრებაა.
Maps & Travel
გუგლ-მეფის ოფიციალური აპი ამაზონს არ უყვარს. და რომც უყვარდეს, All-In-One Offline Maps გუგლისგან განსხვავებით ოფლაინ მუშაობს და ეს, ხშირად, დიდი პლიუსია. თან ერთდროულად რამდენიმე მეფ-სერვისთან შეუძლია მუშაობა – OSM, Bing Maps, Google Maps. მომავალში სხვა რუკების დამატებასაც გვპირდებიან. მაგალითად – Here Maps.
კიდევ ერთი სასარგებლო აპი, როდესაც მოგზაურობთ არის Moovit. ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემებს გიჩვენებს და ნავიგატორიც აქვს.
როგორი ამინდი იქნება ხვალ… ზეგ… ერთი კვირის შემდეგ? როცა მოგზაურობ ეს კითხვა ძალიან აქტუალურია. Yr.no ერთ-ერთი ყველაზე სანდო მეტეოროლოგიური სერვისია და AmberHome Weather, რომელიც ამ სერვერთან მუშაობს, ნამდვილად გამოგადგება.
დაბოლოს, ვალუტებში, ხარჯებში და შოფინგში რომ არ გაიბლანდო და არ დაკარგო თავი Toshl Finance Budget & Expense შესაძლებლობას მოგცემს აკონტროლო შენი ჯიბე. მსგავსი პროგრამები ბევრია, მაგრამ Toshl თავის დროზე შევარჩიე იმიტომ, რომ ის ყველაზე მულტიპლატფორმულია.
TV Online
თუ ტელევიზორთან არ ხარ ან იმ საფეხბურთო მატჩის ნახვა გსურს, რომელსაც ქართული ტელეარხები/საკაბელოები არ აჩვენებენ Torrent Stream Controller + Ace Stream Engine საშუალებას მოგცემს უყურო უამრავ ტელეარხს, ნტვ ფუტბოლის, სქაი სპორტისა და სხვ. ჩათვლით. (სოფქასთის აპი კარგა ხანია, რაც ანდროიდისთვის არის, ეგ უჩემოდაც გეცოდინება).
თუ ვერ/არ უყურებ, მაგრამ რომელიმე სპორტული სახეობის ამბები გაინტერესებს TheScore ნამდვილად ძალიან კარგი პროგრამაა.
Documents
სხვადასხვა Handwriting პროგრამებზე ადრე დავწერე და აღარ გავიმეორებ. აქ დავამატებ მხოლოდ MyScript Calculator-ს.
თუ რომელიმე დოკუმენტის ტაბლეტიდან ამობეჭდვა გსურს, PrinterShare Mobile Print და PrintHand Mobile Print ორი აპია, რომელიც პრაქტიკულად ნებისმიერი მოდელის ონლაინ-პრინტერს ცნობს და ტაბლეტთან აკავშირებს (WiFi და Bluetooth პრინტერებზეა საუბარი).
Utilities
Password Safe and Repository – დასახელებიდანაც გასაგებია, რაც არის. ეს პროგრამა იმითაა კარგი, რომ სრულიად (ანუ ყველა ოფცია, რაც აქვს) უფასოა და თან – მულტიპლატფორმულია. იოლად შეგიძლია სმართფონისა და ტაბლეტის სეიფების სინქრონიზაცია.
Sidebar Lite – თუ გსურს რომელიმე პროგრამა მუდამ ხელთ გქონდეს და უცბად გამოიძახო, ძალიან მოსახერხებელია (Fire-ს თავისი Sidebar-იც აქვს, მაგრამ იქ ბოლოს გახსნილი პროგრამები ლაგდება რიგითობით და ამ Sidebar-ის აპს შენს გემოზე მოირგებ).
ონლაინ საცავებთან სამუშაოდ საუკეთესოა ES File Explorer. ცალ-ცალკე აპების ქაჩვას, ეს ერთი საკმარისია – პრაქტიკულად ყველა სერვერთან მუშაობს. პლუს LAN მხარდაჭერაც აქვს – შეუძლია კომპიუტერს დაუკავშირდეს, როცა/თუკი ტაბლეტის კომპიუტერთან USB-თი მიერთება გეზარება.
ერთ არჩვეულებრივ, ძალიან სასარგებლო სერვისზე Zero PC ადრე დავწერე. მას ანდროიდ-აპიც აქვს.
ფაილების გადასაგზავნად Send Anywhere (File Transfer) გამოდგება. როცა ადამიანის არც მეილი იცი, არც – ფეისბუქი, არც ვაიბერი აქვს, არც ვოთსაფი და ფოსტას კი უგვიანდება, ეს სერვისი მისწრებაა. აგერ – მათი საიტიც.
Web-browsers
აქ აპების ურიცხვი რაოდენობაა ყველანაირი გემოვნებისთვის. Puffin Web Browser გამორჩეულია იმით, რომ სწრაფია და მოყვება ფლეშის სრულფასოვანი მხარდაჭერა ინბილდ, ყველანაირი ედონებისა და ფლაგინების ძებნა-ჩამოქაჩვის გარეშე. მე-4 ანდროიდზეც მშვენივრად უყურებ ფლეშ-ვიდეოს.
ბონუსად
Kingston Digital MobileLite Wireless Flash Reader – მშვენიერი დივაისი, რომელიც საშუალებას მოგცემს ტაბლეტი დააკავშირო ფლეშ-ბარათებთან. მეტად აქტუალურია Kindle Fire-სთვის, რაკი ამაზონის ტაბლეტს ფლეშ-ბარათის სლოტი არ აქვს. 36 დოლარი ღირს და რაღა ბონუსიაო. მაგრამ ნამდვილად არ ინანებ. სხვათა შორის, არამხოლოდ ანდროიდ-ტაბლეტთან მუშაობს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
თუ ახალი თაობის ფაია გაქვთ (Fire OS Sangria-ზე რომ მუშაობს, ისეთი) და ყურადღება არ მიგიქცევიათ – ამაზონის სერვერზე ავტომატური ბექაფის ფუნქცია დაემატა.
Backup & Restore: You can automatically backup device settings, configurations, bookmarks, and so on to Amazon’s cloud for free. Go to Settings – Device Options – Backup & Restore.
კარგი სიაა, მაგრამ გუგლმარქეთის ლინკები დაგედო 🙂 ზოგი ალთაა ზოგი ბალთა.
LikeLike
მე ფაია მაქვს და მაგას გუგლფლეი არ ევასება 🙂 თან პროგრამის დასახელებები არი და დაგუგლეთ ფლეიში, ვისაც ეგრე გირცევნიათ და გაგეხარდებათ.
კი მართლა საკაიფო ოფისია ეგ. ფაიას მოყვება. 🙂
თუმცა მე Office Suite-ს ვიყენებ.
LikeLike
უფასო ოფისს დავამატებ – https://play.google.com/store/apps/details?id=cn.wps.moffice_eng&hl=en საუკეთესოა უფასოებში.
LikeLiked by 1 person
LazyMedia მაგარი რამეა. 🙂
ფლერებიდან Dice Player მომწონს მე. http://diceplayer.inisoft.co.kr ბლომად აქვს ამასაც სხვადასხვა ოფციები.
LikeLiked by 1 person
დაისიც მაქვს, მაგრამ VPlayer მირჩევნია მაინც. თუ ერთ ფლეერს ავირჩევდი – მაშინ VPlayer, იმჰო.
ფლეშებს უკეთესად უკრავს.
LikeLike
ანდროიდი მაგითაა კარგი – არჩევანია დიდი.
ვინდოუსმობილს როგორ შეეჩვიე? 🙂
LikeLike
ვინდოუსს კიარა, სიკვდილს ეჩვევა ადამიანი :))
მე ერთგული ტიპი ვარ. სხვა ალტერნატივა არც განმიხილავს. სანამ არის ნოკია – ჩემი ტელეფონი იქნება ნოკია. გინდ ვინდოუსზე იყოს და გინდ რაზეც უნდათ. 🙂
2 წელიწადში ბრუნდებიან უკვე ანდროიდითო, როგორც ამბობენ. როცა მაიქროსოფთთან ვადა გაუვა კონტრაქტს და ბრენდს დაიბრუნებენ. 🙂
LikeLike
Nokiam uarko rom mobilurebis gamoshvebas apirebs. Ragac sxva gegma gvaqvso prezentacia akvt dges danishnuli. Sheizleba Apple TV msgavs ragacazea laparaki.
https://hi-tech.mail.ru/news/18-november-nokia.html
LikeLike
Never say never 🙂
LikeLike
ოპა… ტაბლეტი დადეს. ძაან ელეგანტურია. აიფადს ჰგავს მარა არა უშავრს :))
LikeLike
naxevari apps axai kindlestvis ar ari, too bad…
LikeLike
Fire OS 4.5.1 Sangria tested.
LikeLike