მე იმ ქვეყნისა რა ვთქვი, სადაც ყველაზე მაგარი ნაშა კაციაო – იხუმრა ვინმემ. კესარიას გულისხმობდა და საქართველოს.
მაგრამ “ჟივანშის” სახლის აზრით, გაგიკვირდებათ და ასეთი ქვეყანა ბრაზილიაა. მოდის ინდუსტრიის ამ გიგანტის კრეატიული დირექტორი, რიკარდო ტიში მოხიბლულია ბრაზილიელი მოდელების სილამაზით, მაგრამ მისი მუზა, აგერ უკვე რამდენი წელია, არის არც ადრიანა ლიმა, არც ალესანდრა ამბროზიო, არც ჟიზელი, არც ემანუელა დე პაულა და არც ლაის რიბეირო. მისი შთაგონების წყარო არის ლეა ტი (Lea T), რომლის ნამდვილი სახელიც ლეანდრო მედეიროშ სერეზოა, ცნობილი ფეხბურთელის, ტონინიო სერეზოს შვილი. ლეანდრო მამაკაცის სახელია და ლეა ტიც ერთ დროს მამრი იყო. შემდეგ – ტრანსგენდერი. 2011 წელს სქესის გამოცვლის ოპერაცია ჩაიტარა და ამჟამად უკვე ქალია. რიკარდო ტიშის გემოვნებით, ყველაზე ლამაზი ქალი ბრაზილიაში. და – არამხოლოდ ბრაზილიაში. სხვათა შორის, თავად იუბერ დე ჟივანშის მუზა, შეგახსენებთ, ოდრი ჰეფბერნი იყო.
ბოლო ფოტოზე ლეა ტისთან ერთად ანდრეია პეჟიკია (Andreja Pejić), ბოსნიელი მოდელი, რომელიც ბოლო დრომდე ანდროგინად მოიხსენიებდა თავს, მაგრამ ახლახანს ლეას მსგავსი ოპერაცია ჩაიტარა და თავისი იდენტობა მანაც განსაზღვრა, როგორც ქალმა.
ლეას რაც ეხება, მიუხედავად წარმატებული კარიერისა, იოლი ცხოვრება არ ჰქონია. სახელგანთქმული მამის შვილი მუდამ საზოგადოების ყურადღების ქვეშ იყო და ეს ყურადღება ხშირად ყოფილა, რბილად რომ ვთქვა, შემაწუხებელი.
ალბათ შეუძლებელია გაიგო, რას ნიშნავს საკუთარ სხეულთან კონფლიქტი, როცა არ გამოგიცდია. უფრო იოლია მიხვდე, რას ნიშნავს, როდესაც გარეშეთა სიძულვილის საგნად ქცეულხარ და ახლობლებშიც ვერ ჰპოვებ მხარდაჭერას… მაგრამ დღეს, ოპერაციის შემდეგ, როგორც თავად ამბობს, მისი ანატომია და ფსიქეა სრულ ჰარმონიაშია. რაც, რა თქმა უნდა, მისალოცი ამბავია.
ვერ მგონია, რომ უფრო ლამაზია, ვიდრე ის ბრაზილიელი მოდელები, ზემოთ ვინც ჩამოვთვალე, მაგრამ უამრავი სხვა მოდელი ვიცი პოდიუმზე, რომელსაც ნამდვილად სჯობს. 🙂 და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
ახლახანს L’Oréal-მა მისი ამერიკული კოსმეტიკური ბრენდის, Redken-ის ელჩად ლეა ტი აირჩია.
P.P.S.
ამ ინტერვიუში ოფრა ეკითხება ლეას – ფოტოებს რომ იღებდი (2011 წლის დასაწყისის ინტერვიუა, ოპერაციამდე, როცა მოდელი ჯერკიდევ ტრანსგენდერი იყო), პენისს სად მალავდიო. ჰოდა პასუხობს ისიც იუმორით, გულყრისა და ისტერიკის გარეშე.
იუმორი ზოგადად ყველა სარისკო თემის ირგვლივ საუბრისას მოსული ამბავია, თუ ადამიანი აცრილი არაა.
არც ჩემი პოსტის მიზანი ყოფილა ვინმეს იდენტობის დაკნინება, განქიქება ან შეურაცხყოფა.
ინტერვიუს მოვუსმინე და ხმა კაცის აქვს.
არც ჩემი კომენტარის მიზანია ვინმეს იდენტობის დაკნინება. 🙂
LikeLike
ტიშიმ ლეა ზუსტად იმ ნიშნით გამოარჩია, რომ ტრანსგენდერი იყო 🙂 ქალი რომ ყოფილიყო ჩვეულებრივად სხვას შეარჩევდა. ეგ მომენტი იყო ზუსტად განმსაზღვრელი. მეტი მედია-ყურადღება მიიზიდა მაგით და ეგეც ჰქონდა მიზნად.
LikeLike
ტიში რას ფიქრობდა მე არ ვიცი, მაგრამ ტრანს-გენდერი მოდელები სხვაც ბევრია და სუპერ-მოდელი შეიძლება ერთადერთი იყო – ლეა ტი. ჰოდა, ეგრე მარტივად არაა საქმე. 🙂
გარდა მაგისა, წმინდა მარკეტინგის თვალსაზრისით, როცა კლიენტი გადაწყვეტილებას იღებს რომ რაღაც შეიძინოს, თვითიდენტიფიცირება უნდა მოახდინოს მათ შორის მოდელთან. ელემენტარული მომიხდება-არ მომიხდებას დონიდან და ა.შ. ნუ სხვა თემაა… მოკლედ, ტრანსგენდერი კლიენტურის სეგმენტი მცირეა სტატისტიკურად ამიტომაც ტრანსგენდერი მოდელებიც არიან თავიანთ სეგმენტში და არ არიან ფართოდ წარმოდგენილები.
გამოდის, რომ ლეა იშვიათი გამონაკლისია. იყო.
🙂
LikeLike
ეს იმ ტონინიო სერეზოს შვილია ნაკრებშიც რომ თამაშობდა?
უყურე შენ!
LikeLike
კი ეგ სერეზოა.
LikeLike
არადა, არ მომწონს
LikeLike
ადრიანა ლიმას თუ ადარებ კი. 🙂 ან დე პაულას. ❤
LikeLike
იმდენ ბოდიშებს იხდი, რომ ეხლა ვფიქრობდი, როგორ დავწერო რასაც ვფიქრობ და თან კორექტულ ფორმებს არ გავცდე 🙂
მაგრამ რატომ უნდა წარმოადგინოს ქალის ტანსაცმლის კოლექცია ტრანსგენდერმა მოდელმა? მოტივი არის გაუგებარი, თუ ის მოტივი გამოირიცხება, რაც ზემოთ დაწერა ანამ კომენტარში. ახალ ჩვენებებზე არ მაქვს ლაპარაკი, სანამ სქესს შეიცვლიდა მანამდელზე ვამბობ.
ჟივენში ხარ ბიჭოლა ხომ არა :))
LikeLike
რატომ გამოირიცხება? არ გამოირიცხება.
მე სხვა რამე დავწერე – ტრანსგენდერი ბევრი იყო, მაგრამ ეს გამორჩეულია თავისი კარიერით.
რა მიზეაია – ბევრი შეიძლება იყოს. ტიშიმ უკეთ იცის 🙂
მე სულ არ ვიცი მოდელებს რა კრიტერიუმებით ირჩევენ. მარტო გარეგნობით რომ არ არჩევენ – აშკარაა. ზოგი ისე არჩევს, გეგონება სპეციალურად ეძებს ვინც ნაკლებად ლამაზია ისეთებს. 🙂
LikeLike