საქართველოს 50 ელფერი

თუ ფერების გეშინია, პალიტრობას ნუ დაიჩემებო.
ახალი ქართული ანდაზა.

ეს არის პოსტი წიგნზე, რომელიც არ წამიკითხავს. თუმცა მხოლოდ წიგნზეც არაა პოსტი. მხოლოდ კიარა, კაცმა რომ თქვას, სულაც არ არის წიგნზე. ამბავზეა.

იმ ძალიან ქართულ ამბავზე, ერთმა დიდმა გამომცემლობამ დიდის ამბით რომ გამოაცხადა ფეისბუქზე, ი. ელ. ჯეიმზის წიგნის “გრეის 50 ელფერის” გამოცემას ვაპირებთო და მოგვიანებით, მკითხველებმა რომ მოიკითხეს, როგორ მიდის აბა საქმეებიო  – გადათქვა, ეგეთს არაფერს შეგპირებივართ, უბრალოდ გამოკითხვას ვატარებდით, რამდენად გარყვნილი და უფლისგზასაცდენილია ქართველი ერიო აინტერესებს მკითხველს ეს ნაწარმოებიო… კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს, გამომცემლობის სახელს არ გავთქვამ, თუმცა “პალიტრა L” იყო.

წიგნი მაინც გამოსცეს. იმათ არა – სხვამ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ”. და ეს ძალიან კარგი ამბავია. კარგია იმიტომ, რომ ცენზურა ქართველ მკითხველს არ გვჭირდება. არც პოლიტიკური ცენზურა გვჭირდება. არც მორალისტური. არც რელიგიური. არც მამა-პაპურ-ტრადიციული. ერთ ადრეულ პოსტში დავწერე, მკითხველები არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული კითხვისთვის დაწესებულ დღეებზე, ნაკურთხ წიგნებზე და კვერცხებზე-მეთქი. არც გემოვნების მეტრები გვჭირდება. თორემ ნამეტნავად ჭკვიანმა "კონსულტანტებმა" ვეფხისტყაოსნის დაწვაც მოინდომეს საუკუნეების წინო, – გამიგონია.

ი ელ ჯეიმზი (E L James) ინგლისელი მწერალია. “გრეის 50 ელფერი” (Fifty Shades of Grey) კი – მისი სადებიუტო რომანი. წიგნი ბესთსელერთა სიის სათავეში მოექცა თითქმის ყველგან, სადაც კი გამოსცეს (50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი), ყველაზე სწრაფად გაყიდვადი წიგნია მსოფლიოში და “ამაზონის” ელექტრონულ ფორმატში ტირაჟით გადაასწრო წინა წლების რეკორდსმენ-ავტორებს, მათ შორის – სტიგ ლარსონს. წიგნი ეროტიკულია და უხვადაა გაჯერებული არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების სცენებით (იმ არატრადიციულს არ ვგულისხმობ, რაც იფიქრეთ – BDSM სექსზეა საუბარი). ამბობენ, რომ წიგნის გამოცემას სკანდალები სდევდა თან, მაგრამ ეს უფრო მარკეტინგული ხრიკი და ხელოვნურად აგორებული აჟიოტაჟი მგონია. დასაწყისშივე ვთქვი, წიგნი არ წამიკითხავს-მეთქი, მაგრამ განა ჯოვანი ბოკაჩოსა და დე სადის შემდეგ რა უნდა დაწერო ეროტიკის ჟანრისა ისეთი, რომ სკანდალი გამოიწვიო, გინდ არატრადიციული, გინდ კონტრ-ტრადიციული თუ  როგორიცგინდარა საკმაზით შეკაზმო? შეუძლებელია.

პოტენციურად ყველაზე დიდი სკანდალის გამოწვევა ი. ელ. ჯეიმზს საქართველოში შეეძლო. სკანდალის. წყევლა-კრულვის. პიკეტებისა და ჰაერში ჯვრების ტრიალის… მაგრამ ვერ გამოიწვევს. ვფიქრობ, უჩუმრად ჩაივლის. არ გაიზიარებს სხვა ინგლისელი მწერლის, ჯოან როულინგსის ბედს საქართვლოში და ესეც ძალიან კარგია. ხომ ხედავთ, უკვე რამდენი კარგი ამბავი დაგროვდა. Smile

“გრეის 50 ელფერი” ტრილოგიის პირველი წიგნია. ალბათ, დანარჩენ ორსაც გამოსცემენ. და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ლიტერატურული ღირსებებით შემკულია ეს ნაწარმოებები. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქართველ მკითხველს აქვს უფლება და ახლა უკვე საშუალებაც აქვს მშობლიურ ენაზე დააგემოვნოს წიგნი, რომელსაც მთელი მსოფლიო კითხულობს და თავად განსაჯოს, ღირდა თუ არა.

დაბოლოს, ნუ მიწყენენ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ E L ავტორის ნამდვილ ინიციალებს ემთხვევა (Erika Leonard) ეს ფსევდონიმის ნაწილია და არა ინიციალები. ამიტომ იწერება ინგლისურად წერტილების გარეშე. შესაბამისად ი ელ-ად უნდა გადმოქართულდეს და არა ე. ლ.-დ.

როგორც ვაჟა-ფშაველა ვერ იქნება ვ. ფშაველა. Smile

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ასევე:

ახალგაზრდა მეამბოხე მწერალი გოგო, რომელსაც თავისი ვაგინა ძლიერ უყვარდა

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

5 thoughts on “საქართველოს 50 ელფერი”

  1. მე წავიკითხე და დიდი ლიტერატურული ღირსებით შემკული არ მომეჩვენა. 🙂 მაგრამ მოსაწყენი არაა და მეორე წიგნს ვკითხულობ ახლა :)))

    Like

  2. გრეის 50 ელფერი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა, მაგრამ პალიტრა L-ის მაღაზიებში იყიდება ბიბლუსის ქსელში 😉

    Like

  3. 😀 დამიჯერე ასეთი ეროტიული წიგნი არ წამიკითხავს და არც წავიკითხავ ჯერ, ბიბლუსში ვიყავი ამას წინათ და ორი ხაზი გადავიკითხე და ყველაფერი გასაგებიიყო მაგრამ მიანც ვაპირებ წაკითხვას :დ

    Like

  4. რატომ ფიქრობთ, რომ მთარგმნელსა და გამომცემელზე უკეთ იცით, რა ქვია ავტორს? 🙂 თარგმანზე უფლებების შესაძენად გაიმართა მოლაპარაკებები, უამრავი საკითხი დაზუსტდა და სახელსაც როგორმე დაადგენდნენ.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: