ვინ არის ნამდვილი ქალაქელი? ეს კითხვა, თურმე, მარტო ქართველებს არ გვაწუხებს. NYC Viceroy Hotel-ის მარკეტინგის მენეჯერი და შეთავსებით ქალაქში ცნობილი “სტილიაგა” და “ჭინჭის კაცი” მაიქლ ბრიჯესი გვირჩევს, პასუხისთვის ადამიანის გარდერობში შევიჭვრიტოთ.
თუკი ნამდვილი ნიუ იორქელი ხარ, – ამბობს ბრიჯესი, – მაშინ გარდერობში აუცილებლად გექნება:
თეთრი Oxford Button-down პერანგი.
ეს კლასიკაა. მნიშვნელობა არ აქვს რა ფასი მიეცი და სად იყიდე – მთავარია, თოვლივით თეთრი იყოს და კარგად შეკერილი. ეს პერანგი გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეს.
ერთი ფერის, წელში გამოყვანილი კოსტიუმი.
მუქი ლურჯი, ნაცრისფერი… კარგად შეკერილი, ისეთი, სხვადასხვა შემთხვევის დროს რომ გამოგადგება.
კლასიკური. ყავისფერი ან შავი, რომელსაც კარგად მოუვლი და სანამ სახლიდან გახვალ, კარგად გააპრიალებ.
ცხვირსახოცი პიჯაკის გულის ჯიბისთვის.
მის ფერსა და მოხატულობას ბევრი რამის თქმა შეუძლია მამაკაცზე.
წვრილი ჰალსტუხი.
ფართე ჰალსტუხი და დიდი მუცელი ისტორიას ჩაბარდა.
(ფართე ჰალსტუხის სიგანე 11 სანტიმეტრს უახლოვდება. საშუალო ზომად 8.25-9.25 სმ მიიჩნევენ. წვრილი ჰალსტუხის სიგანე კი 5.70 სმ არ უნდა აცდეს)
Т-Shirt.
თეთრი ან შავი American Apparel-ისგან. კლასიკა.
სიახლე გარდერობში: კლასიკის ინტერპრეტაცია.
Henley shirt – თუ ნიუ იორქელი ხარ, ის შენს გარდერობშიცაა.
(პოლოსა და T-Shirt-ს შორის გარდამავალი პერანგია. საყელოს გარეშე, მაგრამ – ღილებით. ინგლისის ქალაქის სახელს ატარებს, სადაც ნიჩბოსნებს ეცვათ, მაგრამ მსოფლიო პოპულარობა რალფ ლორენის წყალობით მოიპოვა).
მარადიული კლასიკა, რომელმაც დროსა და მოდის ცვლილებას გაუძლო. ყველაფერს უხდება. და მომხიბლველი ნიანგის ლოგო აქვს. თეთრი, შავი, ლურჯი… მნიშვნელობა არ აქვს, რა ფერისაა, მაგრამ ერთი ფერის უნდა იყოს, არა აჭრელებული.
თხელი, გამოყვანილი შორტი.
ფართხუნა შორტები უამრავი ჯიბით – ძველი ამბავია. კარგად უნდა იყოს ტანზე მორგებული.
ჯინსის შარვალი.
კარგად მორგებული, რომელსაც ყველგან ჩაიცვამ, ისეთი არა +2 ზომა რომ აცვიათ ხოლმე.
შავი ფერის ტყავის ქურთუკი.
ისევ და ისევ – წელში გამოყვანილი. და არასდროს უფრო გრძელი, ვინემ წელამდე.
ტყავის წაღა. ამ ქალაქში ისინი აცვიათ ყველაფერთან და არც კოსტიუმია გამონაკლისი. ტყავის ერთფერი წაღა თასმებით – სწორი ნაბიჯია ნიუ იორქული გარდერობისკენ.
ბოტასები.
Nike Airmax მშვენიერი არჩევანია. ფორმა, ყელის ზომა, ფერები – მხოლოდ ფანტაზია თუ შეგზღუდავს.
შეუცვლელი რამაა. კლასიკური. წინ ღილებზე. შავი, ლურჯი, ნაცრისფერი, ღია ყავისფერი
წელში გამოყვანილი, სწორი ტოტებით, ნაკეცებისა და ე.წ. აბშლაგების (cuffs) გარეშე.
ქუდი.
აქ დიდი არჩევანია, მაგრამ ბეისბოლისტის კეპი ამერიკული კლასიკაა. ოღონდ – ნაჭრისგან შეკერილი, ბადის გარეშე.
საათი.
კლასიკური საათი. ზომას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ისეთი უნდა იყოს, მაჯაზე რომ მოიხდენ.
მზის სათვალე.
არც აქ ვუჩივით არჩევანს. პირველი რაც გახსენდება – რეი-ბანია, თუმცა არც სხვა დაიწუნება, მთავარია, სახის ფორმას უხდებოდეს და ზომა შეარჩიო კარგად.
ე.წ. ოვერნაითი. ფორმა და ფერი შენს გემოვნებაზე რომ მეტყველებს, ისეთი.
სამაჯური.
აქ, მთავარია, არ გადაამლაშო.
როდესაც ნიუ იორქელი სახლიდან გასვლის წინ სარკეში იხედება, მას უმზერს ადამიანი, რომელიც იცავს ზომიერებას. არ აცვია და აუჯინჯლავს ერთდროულად ყველაფერი, რაც რამ გარდერობში აბადია. აქვს გემოვნება, ამიტომ სულაც არ ფიქრობს რომ, რაც მეტი ფული დახარჯა შოფინგისას, მით უფრო მაგარი რამეები შეიძინა. თავს გრძნობს კომფორტულად და წელში გამართული გადის ქალაქში – შეიძლება მასაც ედგეს ცუდი დღეები, მაგრამ მის სტილზე ეს არასდროს აისახება.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
Esquire. 22 აგვისტო, 2014.
მოსავლიანი კვირა გქონდა? ერთბაშად სამი პოსტი დაგიწერია :)))
LikeLike
პოსტები არაა, სტატუსებია 🙂 უბრალოდ თვითერზე ამდენს ვერ დაწერ და ფბ-ზე არ ვწერ და ბლოგს ვიყენებ. დროებით :)))
LikeLiked by 1 person
რეკლამა კი მგონი ყოველთვის გაზვიადებულია ხოლმე. 🙂
LikeLike
რა ვქნა და ძალიან მომწონს სტილიაგა კაცის ფენომენი. მეტისმეტად 21-ე საუკუნურია, ამაში რა თქმა უნდა მაინცდამაინც ბრიოლინით აქოჩრილ თმას, რუდუნებით დამანიკურებულ თითებს და მაკიაჟს არ ვგულისხმობ. უბრალოდ სტილი და ლამაზი ჩაცმა, მამაკაცს ისევე უხდება, როგორც ქალს, ეს “2 ზომით დიდი ჯინსი” და შავი კედები ამოვიდა ყელში, ცოტა გამოიხედონ თვალებში ქართველმა კაცებმაც, ურიგო არ იქნებოდა.
LikeLiked by 1 person
ლაკოსტა შენ ჩაამატე თუ მართლა ბრიჯესს ეწერა? :))
რალფ ლორენის პოლო რომ ჩაიცვას ნიუიორკელმა მოვიტონია?
LikeLike
მოვეტონი არაა, მაგრამ ლაკოსტი უწერია კაცს და. ეგ უფრო ბონტონიაო 🙂
LikeLike
50 წლის ელ მაკფერსონი რომ განახა, სულ გადაირეოდი :))
LikeLike