ქალაქელი იყავ განა…

Michael Bridgesვინ არის ნამდვილი ქალაქელი? ეს კითხვა, თურმე, მარტო ქართველებს არ გვაწუხებს. NYC Viceroy Hotel-ის მარკეტინგის მენეჯერი და შეთავსებით ქალაქში ცნობილი “სტილიაგა” და “ჭინჭის კაცი” მაიქლ ბრიჯესი გვირჩევს, პასუხისთვის ადამიანის გარდერობში შევიჭვრიტოთ.

თუკი ნამდვილი ნიუ იორქელი ხარ, – ამბობს ბრიჯესი, – მაშინ გარდერობში აუცილებლად გექნება:

bd collar oxford whiteთეთრი Oxford Button-down პერანგი.

ეს კლასიკაა. მნიშვნელობა არ აქვს რა ფასი მიეცი და სად იყიდე – მთავარია, თოვლივით თეთრი იყოს და კარგად შეკერილი. ეს პერანგი გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეს.

ერთი ფერის, წელში გამოყვანილი კოსტიუმი.

მუქი ლურჯი, ნაცრისფერი… კარგად შეკერილი, ისეთი, სხვადასხვა შემთხვევის დროს რომ გამოგადგება.

Denver cap-toe shoeერთი ფერის ტყავის ფეხსაცმელი.

კლასიკური. ყავისფერი ან შავი, რომელსაც კარგად მოუვლი და სანამ სახლიდან გახვალ, კარგად გააპრიალებ.

ცხვირსახოცი პიჯაკის გულის ჯიბისთვის.

მის ფერსა და მოხატულობას ბევრი რამის თქმა შეუძლია მამაკაცზე.

წვრილი ჰალსტუხი.

ფართე ჰალსტუხი და დიდი მუცელი ისტორიას ჩაბარდა.

(ფართე ჰალსტუხის სიგანე 11 სანტიმეტრს უახლოვდება. საშუალო ზომად 8.25-9.25 სმ მიიჩნევენ. წვრილი ჰალსტუხის სიგანე კი 5.70 სმ არ უნდა აცდეს)

Т-Shirt.

თეთრი ან შავი American Apparel-ისგან. კლასიკა.Three-button henley

სიახლე გარდერობში: კლასიკის ინტერპრეტაცია.

Henley shirt – თუ ნიუ იორქელი ხარ, ის შენს გარდერობშიცაა.

(პოლოსა და T-Shirt-ს შორის გარდამავალი პერანგია. საყელოს გარეშე, მაგრამ – ღილებით. ინგლისის ქალაქის სახელს ატარებს, სადაც ნიჩბოსნებს ეცვათ, მაგრამ მსოფლიო პოპულარობა რალფ ლორენის წყალობით მოიპოვა).

ლაკოსტის პოლო.

მარადიული კლასიკა, რომელმაც დროსა და მოდის ცვლილებას გაუძლო. ყველაფერს უხდება. და მომხიბლველი ნიანგის ლოგო აქვს. თეთრი, შავი, ლურჯი… მნიშვნელობა არ აქვს, რა ფერისაა, მაგრამ ერთი ფერის უნდა იყოს, არა აჭრელებული.Tailored shorts

თხელი, გამოყვანილი შორტი.

ფართხუნა შორტები უამრავი ჯიბით – ძველი ამბავია. კარგად უნდა იყოს ტანზე მორგებული.

ჯინსის შარვალი.

კარგად მორგებული, რომელსაც ყველგან ჩაიცვამ, ისეთი არა +2 ზომა რომ აცვიათ ხოლმე.

შავი ფერის ტყავის ქურთუკი.

ისევ და ისევ – წელში გამოყვანილი. და არასდროს უფრო გრძელი, ვინემ წელამდე.

წაღები.boots and suits

ტყავის წაღა. ამ ქალაქში ისინი აცვიათ ყველაფერთან და არც კოსტიუმია გამონაკლისი. ტყავის ერთფერი წაღა თასმებით – სწორი ნაბიჯია ნიუ იორქული გარდერობისკენ.

ბოტასები.

Nike Airmax მშვენიერი არჩევანია. ფორმა, ყელის ზომა, ფერები – მხოლოდ ფანტაზია თუ შეგზღუდავს.

კარდიგანი.

შეუცვლელი რამაა. კლასიკური. წინ ღილებზე. შავი, ლურჯი, ნაცრისფერი, ღია ყავისფერი

Flat Front Chinos.Slim flat-front chinos

წელში გამოყვანილი, სწორი ტოტებით, ნაკეცებისა და ე.წ. აბშლაგების (cuffs) გარეშე.

ქუდი.

აქ დიდი არჩევანია, მაგრამ ბეისბოლისტის კეპი ამერიკული კლასიკაა. ოღონდ – ნაჭრისგან შეკერილი, ბადის გარეშე.

საათი.

კლასიკური საათი. ზომას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ისეთი უნდა იყოს, მაჯაზე რომ მოიხდენ.

მზის სათვალე.

არც აქ ვუჩივით არჩევანს. პირველი რაც გახსენდება – რეი-ბანია, თუმცა არც სხვა დაიწუნება, მთავარია, სახის ფორმას უხდებოდეს და ზომა შეარჩიო კარგად.

ჩანთა.Overnights

ე.წ. ოვერნაითი. ფორმა და ფერი შენს გემოვნებაზე რომ მეტყველებს, ისეთი.

სამაჯური.

აქ, მთავარია, არ გადაამლაშო.

როდესაც ნიუ იორქელი სახლიდან გასვლის წინ სარკეში იხედება, მას უმზერს ადამიანი, რომელიც იცავს ზომიერებას. არ აცვია და აუჯინჯლავს ერთდროულად ყველაფერი, რაც რამ გარდერობში აბადია. აქვს გემოვნება, ამიტომ სულაც არ ფიქრობს რომ, რაც მეტი ფული დახარჯა შოფინგისას, მით უფრო მაგარი რამეები შეიძინა. თავს გრძნობს კომფორტულად და წელში გამართული გადის ქალაქში – შეიძლება მასაც ედგეს ცუდი დღეები, მაგრამ მის სტილზე ეს არასდროს აისახება. 

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Esquire. 22 აგვისტო, 2014.

Advertisements

7 thoughts on “ქალაქელი იყავ განა…

  1. რა ვქნა და ძალიან მომწონს სტილიაგა კაცის ფენომენი. მეტისმეტად 21-ე საუკუნურია, ამაში რა თქმა უნდა მაინცდამაინც ბრიოლინით აქოჩრილ თმას, რუდუნებით დამანიკურებულ თითებს და მაკიაჟს არ ვგულისხმობ. უბრალოდ სტილი და ლამაზი ჩაცმა, მამაკაცს ისევე უხდება, როგორც ქალს, ეს “2 ზომით დიდი ჯინსი” და შავი კედები ამოვიდა ყელში, ცოტა გამოიხედონ თვალებში ქართველმა კაცებმაც, ურიგო არ იქნებოდა.

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s