სინემანიაკს ეს ფილმი არ მოეწონა. მე ვუთხარი, ეგ იმიტომ, რომ ძალიან კაცური ფილმია კაცების მიერაა გადაღებული კაცებისთვის. სინამდვილეში ძალიან კარგი ფილმია და პოსტსაც დავწერ-მეთქი, ჰოდა, აი – პოსტიც.
ამ ფილმის გადაღების იდეა ასე დაიბადა… შვიდი ძმაკაცი ხვდებოდა ხოლმე ერთმანეთს პარასკეობით ლანჩზე ლუდის დასალევად… თუმცა, რახან ფრანგები არიან, ალბათ, ღვინოს სვამდნენ. საუბრობდნენ ყველაფერზე – პოლიტიკაზე, ფეხბურთზე და, რა თქმა უნდა, ქალებზე. აქ, როგორც წესია, ტყუილ-მართალს ერთმანეთში აზავებდნენ. ამ ტყუილ-მართალზეა ეს ფილმიც. მამაკაცურ ტყუილ-მართალზე. იმ ტყუილ-მართალზე, რომელსაც მამაკაცები მხოლოდ მამაკაცებს უყვებიან. ქალებს მაინც ვერ დააჯერებ და იმიტომ.
თუმცა, კაცმა რომ თქვას, არც მამაკაცებს სჯერათ მიანცდამაინც. მაგრამ – ეგარაფერი. ვინც ყვება. იმანაც იცის, რომ მისი არ სჯერათ და ვისაც უყვებიან, იმანაც იცის, რომ ვინც ყვება, იმან იცის, რომ ამას იმისი არ სჯერა… ჰო, ცოტა ჩახუჭუჭებულად გამომივიდა, მაგრამ ეს ფილმიც ასეთია – 1 პროლოგი და 9 კინონოველა მამაკაცებზე, რომელთა პირადი ცხოვრება ისეა ჩახუჭუჭებული, როგორც პირველ ნოველაში (შეგახსენებთ, პირველი ისაა, პროლოგს რომ მოსდევს
).
– ქალებს სიყვარულის გარეშე სექსი არ გიზიდავთ. ასეთი ბუნება გაქვთ.
– ამისი მართლა გჯერა?
“Les Infideles” .
ხალასი იუმორი, სტანდარტული და არასტანდარტული სიტუაციები, ჟან დიუჟარდენსა და ჟილ ლელუშის არაჩვეულებრივი თამაში, მეტი რა არის საჭირო კარგი ფილმისთვის? Infidele ფრანგულად მოღალატეს ნიშნავს. ნოველიდან ნოველამდე მის ორ მთავარ გმირს ერთი აზრი აწუხებს, როგორ დაუსხლტნენ ცოლებს და გაძვრნენ სადმე ნაშებში. იმიტომ კიარა, რომ ცოლები არ უყვართ, უბრალოდ – ასე მოიტანა ცხოვრებამ… ერთ დღეს ოჯახი მენატრება, მინდა მთელი საღამო ცოლთან და შვილებთან გავატარო, მეორე დღეს კი მინდა გავვარდე კარში და მთელი პარიზი გადავ^^ნაო, – ამბობს ლელუში…
შეიძლება, ორი წამით შეგიყო?… კიარადა, შემოვიდე?
“Les Infideles” .
მაგრამ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მამაკაცებს წარმოუდგენიათ. ისე არა, რომ პარასკევს ძმაკაცებთან სატრაბახოდ ღირდეს. ამ ფილმში ყველა მამაკაცური სტერეოტიპია ერთად თავმოყრილი და ავტორებს ჰყოფნით თვითირონია, იხალისონ და დასცინონ საკუთარ სტერეოტიპებს… სხვათა შორის, თავიდან რომ შვიდი ძმაკაცი ვახსენე, ფილმის რეჟისორები, მათ ერთი ქალიც დაემატა – ემანუელ ბერკო. მაგრამ რომელი კინონოველის რეჟისორია არ დავწერ. აბა, თუ გამოარჩევთ. არ არის ძნელი მისახვედრი. რაც ემანუელ ბერკოსთვის მხოლოდ პლიუსია.
– გინდა ჩემი მუ^ელი?
– მადლობა მადამ, მაგრამ უარი უნდა გითხრათ თქვენს შემოთავაზებაზე – ცოლთან ჰარმონიული ურთიერთობები მაქვს.
“Les Infideles” .
ეს ძალიან კაცური კინოა. აი, ისეთი – მეგობრებთან და ლუდთან ერთად რომ ჩაუჯდები, ბევრს იცინებ სხვებზე, ბევრს დასცინებ საკუთარ თავს (ოღონდ – ჩუმად ) და მერე გამოხვალ ოთახიდან ისევ იმ ძველი, ამაყი იერით, ვითომც აქ არაფერი მომხდარაო.
– ყველას მაინც ვერ გავჟიმავთ.
– შევეცადოთ, მაინც.
“Les Infideles”.
მიუხედავად იმისა, რომ Les Infideles ორი წლის წინ გამოვიდა ეკრანებზე და, ალბათ, ბევრს გაქვთ ნანახი, მაინც არ მინდა დავასფოილერო… ამიტომ, ანეკდოტს მოგიყვებით.
ეს ის არაა, რაც იფიქრე… გეფიცები, ამ ქალს პირველად ვხედავ. ვინაა, საერთოდ?
წავიდა ორი დაქალი დოღზე.
– შენ რა ზომა გაქვს მკერდი? ეკითხება ერთი.
– 2.
– მე კიდევ 3, მოდი 5 ნომერ ცხენზე დავდოთ.
დადეს ფული მე-5 ცხენზე. მოიგეს წავიდნენ სახლში გახარებულები.
მეორე დღეს ორი ძმაკაცი წავიდა დოღზე.
– შენ რამდენჯერ შეგიძლია ერთ ღამეში გქონდეს სექსი?
– 3-ჯერ.
– მე კიდევ 5-ჯერ. მოდი, მე-8 ცხენზე დავდოთ.
დადეს ფული მე-8 ცხენზე. გაიმარჯვა მე-3 ნომერმა.
ასეთია სპორტული ცხოვრება, ან, როგორც ფრანგები ამბობენ – სე ლა ვი.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
ფილმის ის ვარიანტი, რომელიც ქართულ სერვერებზეა ატვირთული არის შეკვეცილი, საიდანაც ერთი კინონოველა ამოჭრილია. ეპიზოდს ჰქვია Ultimate Fucking – მამაკაცზე, 20 წელი ცოლის ერთგული რომ იყო და ამისთვის მკაცრად დაისაჯა. ორგინალი DVD-რილიზი (ინგლისური სუბტიტრებით) დევს ტორენტებზე… თუმცა, იმ ეპიზოდის გარეშე ფილმი მართლა უკეთესია. ძალიან ამოვარდნილი ნოველაა ესთეტიკით. და ლაღის ნაცვლად – შავი იუმორით.
ეს იცი, როგორაა, როგორც Sex and the city არის ქალური ფილმი, და ვერც ერთი მამაკაცი ვერ იგებს რატომ მოსწონთ ასე ძალიან ქალებს 🙂 ანუ აი ზუსტად ასეთი ნიუანსებია იქაც, რაც მხოლოდ ქალებისთვისაა გასაგები.
LikeLiked by 1 person
ფილმი არ მახსოვს ისე დაწვრილებით, რომ ყველა ეპიზოდი გავიხსენო. ბოლო მახსოვს და ძაღლს რომ ფანჯრიდან გადააგდებს 🙂 და პოსტში რა კადრიც გაქვს ეგ ეპიზოდიც მახსოვს. დასახელების მიხედვით Ultimate Fucking მაგას უხდება. :).
ისე დამაინტრიგე, საღამოს სახლში უნდა ვნახო თავიდან. 🙂
LikeLiked by 1 person
ახლა ტიტრები ვნახე და Ultimate Fucking მითითებულია.
LikeLiked by 1 person
ცუდი ფილმი არაა, მაგრამ ყველაზე სასაცილოა სკეჩები – მოკლე ეპიზოდები რომ არის. დიდი ეპიზოდებიდან ზოგი გაწელილია, ზოგიერთი კარგია. მაგალითად, მივლინებაში როა დუჟარდენი ეგ ეპიზოდი სასაცილოა. ცოლ-ქმარი რომ იგონებენ ვინ რამდენჯერ უღალატა, მანდ თავიდანვე ხვდები რითი დამთავრდება და ძალიან გაწელილი მეჩვენება ამიტომ.
მთლიანობაში ცოტა არათანაბარი ფილმია, ამიტომ მე შევაჯამებდი 3,5 ქულით ხუთიდან.
მაგრამ “არტისტს” გაცილებით ჯობია. 🙂
LikeLiked by 1 person
@Teo
მგონი კიდევ ერთი მიზეზია -ჟანრების აღრევა მაყურებლის მოლოდინებშ და ეკრანზე. 🙂 როცა არ იცი რა ჯანრს უყურებ და სულ სხვა მოლოდინი გაქვს.
მაგალითად ბევრს არ მოწონს Death Proof, იმიტომ რომ კლასიკურ თრილერს ელოდნენ და ვერ დაჯდნენ ფილმის ტალღაზე.
ან ირონიული დეტექტივი რომ აიღო, ვარდისფერი პანტერა მაგალითად და უყურო როგორც კლასიკურ დეტექტივს. ან, ძველი ფილმია ეგეთი კლასიკა Murder By Death მაგას.
აქაც ეგაა რა.
@ანი
ტიტრებში არის – ფილმში არ არის. 🙂
ორიგინალ ვარიანტში 10 ეპიზოდია პროლოგის ჩათვლით და “რუსულში” – 9. დანტისტის ეპოზოდამდეა Ultimate Fucking ამოჭრილი. თუ გაინტერესებს, ტორენტებზე მოძებნე არარუსული, ინგლისურ-სუბტიტრებიანი ვარიანტი. თუმცა, რავი. არ მევასა ეგ ეპიზოდი მე პირადად. 🙂 ზედმეტია.
@ნიკა
“პიანი ბაზარია” რა – აი ზოგი სისულელეებს ყვება. ზოგი აზრს ვეღარ გადმოცემს, ზოგი პირიქით, ისეთ ამბავს იტყვის, რასაც სიფხიზლეში არ მოყვებოდა.ზოგი კიდე შიგადაშიგ ანეკდოტს ჩაუფენს. ეგ პონტია.
მთავარია რომ ავტორებს ეყოთ თვითირონია, ზოგჯერ სარკაზმშიც რომ გადადის და ეს ძალიან მაგარი თვისებაა.
სინამდვილეში, ჩემი დაკვირვებით, საკუთარი თავი გააშარჟო – ეს ძაან იშვიათი უნარია და ცოტას ყოფნის გამბედაობა და გულწრფელობაც. მარლონ ბრანდოს ჰქონდა ეგ უნარი, მაგალითად. ვუდი ალენს აქვს. ამ ფილმშიც არის და კარგია. და ემანუელ ბერკოც ავლენს თვითირონიას. ამიტომ, თან ვითომ არათანაბარია ეპიზოდები და თან ძალიან ჰარმონიულია.
LikeLike
დიუჟარდენი 99 ფრანკის მერე მომწონს და ეს ფილმიც მაგის გამო ვნახე.
კაცური კინოა თუ ქალური კინოა, მაგაზე არ დავიწყებ კამათს, მაგრამ ის ნოველა, სადაც ცოლთან ერთად თამაშობს ყველაზე მართალია. მტკივნეულ თემაზეა, რაც ყველა წყვილს გამოუვლია ურთიერთობებში.
LikeLiked by 1 person
ერთი ვერ ვნახე ეს ფილმი რა, არადა ძალიან მაინტერესებს, აი ძალიან. ამ პოსტის შემდეგ ხომ საერთოდ..
LikeLiked by 1 person
წინა პოსტი რატომ დააიგნორე? :))))))
LikeLike