მამაკაცებს ქალების მოდაზე, შეიძლება, ძალიან ზერელე წარმოდგენა გვაქვს, მაგრამ ნამდვილად ვიცით, თუ როგორ უნდა ეცვას ქალს. პოსტიც მქონდა იდეალურად ჩაცმულ ქალზე. ეს პოსტი კი “ცუდად” ჩაცმულ ქალზე იქნება. Huffington Post, Complex.com, emPowerme-ის მამაკაცი მკითხველების აზრით, ბევრი რამ აცვიათ ქალებს ისეთი, მათ რო ჰგონიათ, ხატავს და მამაკაცები კი ფიქრობენ, რომ ამახინჯებს (ამ სამოსიდან ბევრის სახელი ქართულად არ ვიცი, ამიტომ ინგლისურად დავწერ).
ეს პეპლუმსებია თუ რა ჯანდაბაცაა, პირადად მე ხშირად არ მომხვედრია თვალში, ასე რომ ვერ ვიტყვი, ძალიან არ მომწონს, თუ უბრალოდ ცოტა სასაცილო რაღაცა მგონია, სხვა არაფერი.
ლამაზ ქალზე ხშირად ამბობენ – ანათებსო, მაგრამ აბაჟურს მაინც არ უნდა ჰგავდეს.
Maxi-dresses.ეს კაბა, უბრალოდ, ძალიან გრძელია და ფართხუნა. და ქვეცნობიერად ფიქრობ, რომ ქალს თურქული იატაგანივით მოღუნული ფეხები აქვს. ამიტომ აცვია.
თუ ჰიგიენა დაცულია, გვერდებამოჭრილი მაისურების წინააღმდეგი პირადად მე არაფერი მაქვს. ძალიან ლამაზიაო, ვერ ვიტყვი, მაგრამ გამოკითხულ მამაკაცთა უმრავლესობის მსგავსადაც არ მაცოფებს.
ესეც იმ ფაშფაშა კაბის მსგავსია – იგივე ვიზუალური ეფექტით. ზედმეტად თავისუფალი ტანსაცმელი ძალიან უნისექსია და ქალის ფორმები აღარ იკითხება. ასე რომ არც გასაკვირია, ამ ჰეითერულ ჩამონათვალში რომ მოხვედრილა.
ჰარემი არვიცი და ჩვენში ასეთ შარვლებს “ჩაჯმულს” უძახიან. საშინელებაა მართლაც. და რაც მეტადაა “ჩაჯმული”, მით მეტად საშინელებაა.
ეს, ვინც ვერ მიხვდა, ელასტიური ბიკინია ე.წ. ბრეტელების გარეშე და რატომ მოხვდა სიაში, ჩემთვის გამოცანაა. ძალიანაც მომწონს და რავი. ჩემთვის არ უკითხავთ.
ლამაზი ტან-ფეხი თუ აქვს ქალს, შორტზე მეტად რა უნდა უხდებოდეს… თითქოს, უცნაურია, რატომ მოახვედრეს მამაკაცებმა ამ ჩამონათვალში მიკრო-შორტი, მაგრამ ძალიან თვალში მეჩხირება ხოლმე ჯიბეები რომაა ჩამოკონწიალებული ეგ. მგონია, რომ პლასტირი აქვთ ფეხებზე დაკრული. ჰოდა, აქამდე მეგონა, მე რომ ვარ ბებერი, ბუზღუნა და კონსერვატორი, მაგის ბრალი იყო. მაგრამ უმრავლესობაც ჩემსავით ფიქრობს, თურმე.
ბარემ დავამატებ, რომ მეორე უბედურებაა ჯინსის შორტზე სტილეტოების მორგება… არა, ძალიან სექსია ადგილებში, მაგრამ მაინც სასაცილოა, იმჰო. და შეუსაბამო. შორტისთვის ხომ ათასი ჯურის სპორტული და მოსპორტულო ფეხსაცმელი არსებობს: ბოტასები, კეტასები, ესპადრილები და რავი… რაღა ქუსლები?
მაღალწელიანი ჯინსი… ამ შარვლის მინუსი ისაა, რომ ვიზუალურად ზედაწელსაც ამოკლებს და ფეხებსაც. თუმცა, ასე ერთმნიშვნელოვნად არ დავიწუნებდი – მაინც მოხდომაზეა, ალბათ. აი, შუაში რომ გოგოა, მგონი, ვერაფერს უშავებს.
ლეგინგსებს რა უჭირთ ვითომ?
ალბათ, მამაკაცები ფიქრობენ, რომ კოსტიუმი ძალიან მასკულინურია და ქალს არ უხდება… მაგრამ ქალს გააჩნია და ვინ როგორ მოიხდენს. აგერ იმ ქერა გოგოს, მესამე ფოტოზე, ნამდვილად ძალიან უხდება.
ვეთანხმები. არც მე მომწონს. იმიტომ, რომ არიან ქალები, რომლებიც სუპერმარკეტშიც კი ისე დადიან, როგორც პოდიუმზე.
სწორება მათზე – “ტაპკები” არა ჭირი.
Wedge Sneakers.მართლაც რა უბედურებაა ახლა ეს…
ვიზუალურად ფეხს ამოკლებს, ამიტომ არ მოგვწონს. მერე კიდევ უსიამო ნაჭდევებს ტოვებს კანზე და ტეხავს.
IYKWIM.
წვეტასები. რავიცი, რას ერჩიან. აბა ბრტყელტუჩები ჯობია?
სტილეტოებზე კაკუნი, ალბათ, ძალიან დამღლელიცაა და ფეხებსაც ტკენს, მაგრამ პლატფორმები ცუდი ალტერნატივაა – ძალიან ულამაზოა. ვეთანხმები გამოკითხულთ.
დიზაინერების ფანტაზიებს აყოლილი ქალები ცდილობენ გაგვაკვირვონ… მაგრამ მამაკაცები ვფიქრობთ, რომ კლასიკური სტილეტო – ფეხსაცმელი გრძელ და წვრილ ქუსლზე, ყოველგვარი მიხვეულ-მოხვეულების გარეშე არის ის, რაც ყველაზე ძალიან უხდება მათ ფეხს.
ამათ ის “უგები” არ უნახავთ, თბილისელ გოგოებს რომ აცვიათ. იაფი იმიტაცია, უხარისხო, ხელოვნური მასალისგან, სამ ჩაცმაზე რომ მოექცევა ღრანჭი. და ჩვენებური თოვლ-ჭყაპი სამუდამო ლაქებად რომ რჩება ზედ, მაგაზე არაფერს ვამბობ… თორემ უგებს რა უშავრთ ისე? მე მომწონს.
ისე, ე.წ. “ბალეტები” (Ballet shoes) რომ არ მოხვდა საძულველ სიაში, ეგ მიკვირს. მეტადრე ბრჭყვიალ-ბრჭყვიალა რომ აცვია ზოგს, ის.
ალბათ, ინგლისის დედოფალს გვაგონებს და სახეს ფარავს… შეიძლება სხვა მიზეზია რამ. მე ასე არ მაღიზიანებს, მაგრამ ჩვენთან არც ახურავს ბევრს.
ცოტა სასაცილო ქუდია, სხვა არაფერი. მიანცდამაინც ამ სიაში მოსახვედრი არ იყო, იმჰო.
Bright Hair Color.ვერც აქ ვხედავ რამეს დასაწუნს. ბურატინო არ წაუკითხავს ამ ხალხს, ალბათ და არც ვივიენ ვესთვუდი სმენიათ.
Hair Back Style.ვეთანხმები 100%. მამაკაცების აზრით, თავისუფალ ვარდნაში გაშლილი თმებია ყველაზე ლამაზი.
მამაკაცებს არ მოსწონთ აჯინჯლული ჯინჯილები. 🙂 აქ შემეძლო ერთი ვინმე დამეთაგა, მაგრამ არ დავთაგავ. მითუმეტეს, რომ არ ვეთანხმები გამყრელიძის დასკვნას. მთავარია, აჯინჯლული ჯინჯილები არ იყოს უფრო ლამაზი, ვიდრე ქალი, ვისაც აუჯინჯლავს. თორემ, აგერ ამ გოგოს, მაგალითად, ძალიან უხდება. (მამაკაცი მკითხველები, ალბათ, დააინტერესდნენ, ვინაა ფოტოზე – გუგლს ნუ მიაწყდებით, ისე გეტყვით, რომ იმაან ჰამამი ჰქვია).
სახეს ფარავს. ვეთანხმები დანარჩენებს… თუმცა, მესამე ფოტოზე ჯესიქა ალბაა და კი უხდება. ცოტათი.
აი, რა ჭირთ ამ ტუჩებს დასაწუნი? განსაკუთრებით – პირველ ორს. და წითელი საცხიც ძალიან უხდებათ.
დაბოლოს, მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობს მილიონობით მამაკაცი შენს სამოსზე. მთავარია, იმ ერთადერთს მოწონდეს.
ან – იმ ერთადერთ რამდენიმეს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
“კლიაოზნი” მამაკაცების მიერ შედგენილი სია 😀
მაგათ რომ კითხო, სახლშიც არ უნდა ვიხდიდეთ სტილეტოებს 🙂 “ვეჯებს”, “ფლიპ-ფლოპებს” და “ბალეტკებს” თავისი ადგილი აქვს გარდერობში.
ამ სიას კატეგორიულად არ ვეთანხმები რამდენიმე გამონაკლისის გარდა.
LikeLike
ნუ ახლა ეგ უტრირებაა 🙂 სახლზე მაინც არაა ლაპარაკი.
LikeLike
ჩვენც ბევრი რამე არ მოგვწონს, რაც კაცებს აცვია, მაგრამ ხმას არ ვიღებთ. 🙂
LikeLike
აბა კი ხმას არ იღებთ :)))
LikeLike
:))))) ძაან საყვარელი პოსტია. რა კაია რომ ეს წავიკითხე პირველი, ჩემს საშინელ განწყობაზეც კი დადებითად იმოქმედა.
ტაკ, ახლა ჩამოვყრი, რომელ მოსაზრებებს ვეთანხმები – 2,4,5,6 (მართლაც კატასტროფაა), 7 (აგიხსნი ახლა, ლიფი უბრეტელოდ არის გარანტი, რომ ძუძუები მთლად მუცელზე თუ არ დაეფინება ქალს, ისე ესთეტიურად მაინც ვერ მოიყურებოდეს, როგორც ბრეტელით შემაღლებულ-შელამაზებული, ჰოდა გლაზ-ალმაზ, კარად დააკვირდი ხოლმე), 13,14,16,20. მგონი სწორად დავნომრე, ძაანაც ლამაზია შორტზე მაღალი ქუსლები და ერთ-ერთი ყველაზე სექსი ლუქია, ჩემის პრივატულის აზრით. სხვა დანარჩეში არ გეთანხმებით, თუ ძაან დაგაინტერესდება მოგახსენებ, ახლა ამ კომენტს აღარ გადავტვირთავ.
ისა და, ვის თაგავ ჯინჯილებზე?… 🙂
პ.ს. ძაან მომნატრებია შენი იუმორი
LikeLike
ჰო მარა ამ გამოკითხვაში ძუძუებს ხომ არ აფასებენ, ტანსაცმელს.
ეგრე მოკლე კაბაც არ უხდება ყველას.
და მიკრო-შორტიც არ უხდება. მაგრამ ფეხები არაა შეფასების კრიტერიუმი, ტანსაცმელს აფასებენ.
აი ლამაზი ქალია, ფეხებიც ლამაზი აქვს, ტანიც, მკერდიც და რაღაც ტანსაცმელი მაინც არ მოსწონს მამაკაცთა უბრავლესობას.
LikeLike
ოვერსაიზდ ჯემპრებს ხელი გაუშვით!
LikeLike
ჩაიცვი ყველას ჯინაზე და ეგაა 🙂
LikeLike
ასეთი სიები მაცოფებს :)))
ერთს რაც უხდება, მეორეს არ უხდება. ყველა ტანსაცმლის მორგება შეიძლება თუ სტილში ჩაჯდა.
თან ამბობთ ხოლმე რომ ინდივიდუალიზმი გიყვართ და თან დადგებით ხოლმე და ჩამოწერთ სიებს. :)) სიებს რომ გავყვეთ ყველა ქალი ერთნაერი იქნება. 🙂
LikeLike
rA dgEshi gaQVS neRveBi?
LikeLiked by 1 person
ეს პოსტი ჩემნაირ უნაირო ქალებს არ ეხებათ მიუხედავად იმისა რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან არაფერს არ ვიცვამ,ჩემს ქმარს მაინც უგემოვნო არსებად მივაჩნივარ.
ვერ ხართ კაცები:დ
LikeLike
ერთ დღეს ჩასხედით და ჩამოწერეთ რას გადაყრიდით ერთმანეთის გარდერობიდან. 🙂 სახალისო ექსპერიმენტი გამოვა და სასარგებლოც.
LikeLike
მარტო თავის ნაჩუქარ სამოსს დამიტოვებს. თავად გემოვნებით აცვია და მე მის გარდერობს არ ვერჩი.ანუ მე დავზარალდები.
შედეგი წინასწარ რომ არ ვიცოდე სიამოვნებით ჩავატარებდი ამ ექსპერიმენტს.
LikeLike
კაი, მაშინ სხვანაირად შეხედე – ყველაფერი რომ მოწონდეს და დასამატებელი არაფერი იყოს, არც გაჩუქებდა 🙂 ახლა კიდე ბევრ საჩუქრებს იღებ.
LikeLike
დავინახო ყველაფერში პოზიტივი♥
მართალია’
LikeLiked by 1 person
შორტებს რას ერჩიან ვერ ვხდები, ასევე ის სასაცილო ქუდი Beanies მე დამევასა
სხვა მხრივ–დიდებული სიაა
LikeLike
ტყუილად დაგენიძლავე ლა ლიგაზე წელს
გახდა ბარსა ჩემპიონი და ეგაა.
LikeLike
მე აღარ ვუყურებ ფეხბურთს, (სანამ არგენტინა არ გამახარებს) მაგრამ დიმარიას რომ გაყიდი მანდ დამთავრებულია ყველაფერი
პ.ს თემას რომ არ გადავუხვიოთ–ოვერსაიზდ ჯემპრი არ ვარგა, მაგრამ ოვერსაიზდ პერანგი (საროჩკა :დ ) მე მომწონს ზოგიერთ ტიპაჟზე
პ.პ.ს საროჩკა უნდა დავამკვიდოროთ ქართულ ენაში, არც მაგის და არც ნასკის ქართული სრულფასოვანი ვარიანტი არ გვაქვს
LikeLike
უყურებ თუ არა ნიძლავი ნიძლავია 🙂
ატლეტიკო არ მგონია ზედიზედ მეორედ გახდეს ჩემპიონი, ასე რომ წავასხით მეც და რეალმაც
დი მარიაზე მართალი ხარ.
ღვინჯილიამ ენის პალატა შექმნა და ახლა მოიგონებს რამეს.
LikeLike
Open-side shirts, Oversized Sweaters, Bandeau Bikinis, High-Waisted Jeans, Pointy Toes. შორტები, უგები და კოსტიუმი ძალიანაც მომწონს და ცუდად ყოფილ ჩემი საქმე ჩაცმის მხრივ :დდ
LikeLike
1-8, 13, 17-19, 21, 24 ესენი არ მომწონს და არც მქონია, დანარჩენებს გააჩნია სად და როდის და როგორ ატარებ:) ყოველ შემთხვევაში, მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება არ მაქვს
LikeLike
საინტერესოა, ჰმ
LikeLike