ბევრია პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემს ტაბლეტი გადააქციო ბლოკნოტად – თითით ან სტილუსით ტაბლეტის ეკრანზე გააკეთო ჩანაწერები ან ჩანახატები (მაგალითად მათგან ერთ-ერთი საუკეთესო Bamboo Paper), მაგრამ ეს არის პოსტი ხელნაწერის ნაბეჭდ ტექსტში გადამყვან პროგრამებზე ე.წ. Handwriting Recignition ტექნოლოგიაზე. Handwriting Recognition ძალიან სასარგებლო გამოგონებაა – ერთია, როცა უბრალოდ ხელნაწერ ჩანაწერს გააკეთებ, მაგრამ რამდენად მოსახერხებელია, თუკი ამ ხელნაწერ ტექსტს პროგრამა ბეჭდურ ფორმატში გადაიყვანს – გინდა დოკ ფორმატად, გინდა ი-მეილად… ასეთი პროგრამები არის. და ტექნოლოგია იმდენად დაიხვეწა, რომ ნებისმიერი ბატიფეხურის გარჩევის უნარი აქვს.
ორ პროგრამაზე დავწერ, რომელსაც თავად ვიყენებ.
ჯერ – 7notes: Smart Writing Tool. ეს არის არაჩვეულებრივად გონიერი პროგრამა, რომელსაც ინგლისურენოვანი დოკუმენტების შესაქმენლად ვიყენებ. ორიოდ აბზაცის დასაწერად ტაბლეტის ვირტუალური კლავიატურაც გამოდგება, მაგრამ თუ ვრცელი ტექსტის დაწერა მჭირდება, 7notes გაცილებით მოსახერხებელია, იმჰო, ვიდრე ეკრანზე თითების კაკუნი. სტილუსით ვწერ და ჩემი ხელნაწერი პროგრამას ძალიან მაღალი სიზუსტით გადაჰყავს ბეჭდურში. კონვერტირებული ტექსტის დაკოპირება და ი-მეილში ჩასმა, DOC, TXT ან PDF-ად ქცევა ორი წამის საქმეა.
მაგრამ 7notes ქართულის ამოცნობა არ შეუძლია, ამიტომ მეორე პროგრამა რომელსაც ვიყენებ არის MyScript Stylus. ეს კლავიატურაა. ე.წ. Input Method-ად ინსტალირდება ტაბლეტში და ნებისმიერ სხვა აპლიკაციასთანაა თავსებადი – შენ ხელით წერ, ნაბეჭდი ტექსტი კი პირდაპირ იმ პროგრამაში ჯდება, რომელიცაა ეკრანზე გამოტანილი – ბრაუზერის ადრეს-ბარი, ფეისბუქის ფანჯარა, თვითერი, ვორდპრესი, მეილ კლიენტი, ოფისი და ა.შ.
და, რაც მთავარია, MyScript Stylus უამრავ ენას ცნობს, მათ შორის ქართულსაც, თან ამას ძალიან კარგად აკეთებს. ამოცნობის ტექნოლოგია ბოლო ვერსიებში უკვე ძალიან დახვეწილია (არადა ჯერისევ ბეტა ვერსიაა).
იმისთვის, რომ MyScript Stylus კლავიატურა Kindle Fire HDX-ზე გააქტიურო, არ გჭირდება რუთი და წვალება.
1. აინსტალირებ პროგრამას.
2. გადიხარ Settings – Language & Keyboard – Keyboard language და მონიშნავ Stylus Beta-ს (სულ ბოლოა ჩამონათვალში). ამის შემდეგ ტაბლეტის კლავიატურას Select Keyboard Language-ში დაემატება კიდევ ერთი ოფცია – Stylus Beta.
(ცხადია, სტანდარტული კლავიატურაც არსად დაიკარგება. გინდა იმით აკრეფ ტექსტს, გინდა – MyScript Stylus-ით).
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
IMPORTANT UPDATE:
ჩამომივიდა ახალი სტილუსი, აი ეს The Friendly Swede Micro-Knit Hybrid Fiber Tip Stylus. და სიტყვები არ მყოფნის – ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინსაც კი აჯობა. დავტესტე ტაბლეტზეც და სმართფონზეც და ეკრანი ისე რეაგირებს ამ სტილუსზე, როგორც ქაღალდი – ფანქრის წვერზე. არანაირი წყვეტა.
Friendly Swede სტილუსის თავიც რეზინისაა, მაგრამ ზემოდან რეზინზე გადაკრული აქვს მიკროფიბრის ბადე. როგორც თავად დავრწმუნდი, ასეთ კომბინაციაზე ეკრანი რეაგირებს ბევრად უკეთესად, ვიდრე ტრადიციულ რეზინის თავაკზე.
ძალიან მჩატეა – ალუმინისაა. წონით ფანქარს უფრო ჰგავს, ვიდრე – კალმისტარს (თუმცა, ზოგს, შეიძლება, ეს სიმჩატე არც მოეწონოს).
სიმპათიურია. კომპანიის ლოგო მომეწონა ძალიან. ხარირემი.
სტილუსის ფერებისა და ზომების არჩევანია უთვალავი.
მოყვება სპეციალური ნაჭერი ტაბლეტის/სმარფონის ეკრანის გასაწმენდად.
კომპანია შვედურია. მიყვარს სკანდინავია. ❤
მობილურზეც იმუშავებს?
LikeLike
კი იმუშავებს, მაგრამ პატარა ეკრანზე არაა მთლად მოსახერხებელი.
მე არ მაქვს ანდროიდი, მაგრამ მსგავსი პროგრამა მაქს – ინგლისურს ცნობს, ჰოდა პრაქტიკულად არ ვიყენებ. 🙂 თუმცა, ჩემს სმართს ფიზიკური კლავიატურაც აქვს, ასე რომ არ მჭირდება მაინცადამაინც.
LikeLike
Fire არ მაქვს, მაგრამ შენ რომ დაბრუნდი გამეხარდა. ძველი ნაცნობივით გელოდებოდი. 🙂
LikeLiked by 1 person
თავიდან ძალიან ნედლი იყო, მაგრამ აუმჯობესებენ. ვნახოთ, საბოლოო ვერსია რა იქნება და უფასო დარჩება თუ არა.
აი ამათი სტილუსებია კარგი რეზინის სტილუსებს მირჩევნია.
http://www.lynktec.com/TruGlide-microfiber-tip-stylus-s/1819.htm
LikeLike
ჩემი არ ჩამოსულა ჯერ 🙂 მაგრამ სხვა ფირმის ვიყიდე.
თუმცა, რეზინის სტილუსიც კარგია.
LikeLike