ჰაინე და ძაღლები

თურქულმა კომპანიამ Pugedon შექმნა დანადგარი, რომელიც ყველაზე კეთილი გამოგონების ჯილდოს იმსახურებს, თუკი ასეთი ჯილდო არსებობს და თუ არ არსებობს, მე ვანიჭებ ბლოგის ავტორის უფლებით.

Pugedon-vending machineეს დანადგარი გასცემს მშრალ საკვებს ქუჩაში მოხეტიალე უპატრონო ძაღლებისთვის და კატებისთვის ცარიელი პლასტმასის ბოთლების ფასად.

მიგაქვს ცარიელი პეპსის, კოლის, ცივი ჩაის, წყლის თუ რავიციკიდევრის პლასტმასის ბოთლი, ნაგვის ურნის ნაცვლად (ან იმის მაგივრად რომ უბრალოდ ქუჩაში მოისროლო – სამწუხაროდ კარგად ნაცნობი იოლი გამოსავალი თბილისელთათვის) აგდებ ამ ავტომატში და ის დანადგარის ქვედა, საგანგებოდ მოწყობილ ჭურჭელში ყრის მშრალ საკვებს ძაღლებისა და კატებისთვის. ქუჩაში მოხეტიალე, დამშეული, უპატრონო ცხოველებისთვის. ასევე გასცემს წყალსაც, რაც ახლა, ზაფხულის ცხელ დღეებში, განსაკუთრებით აქტუალურია.


მაწანწალა ცხოველები ყველგან პრობლემაა და ყველგან პრობლემაა ცარიელი პლასტმასის ბოთლები – Pugedon-ის მანქანა ერთბაშად აგვარებს ორთავეს  – ქუჩები უფრო სუფთაა და ცხოველებიც მადლიერი.

Pugedon-მა უკვე განათავსა მისი გამოგონების საპილოტე ნიმუშები სტამბოლის ქუჩებში, და ქუჩის ძაღლებმა და კატებმაც სწრაფადვე მიაგნეს… მგონი მალე ბოთლების მოგროვებასა და დანადგარში ჩაყრასაც მოახერხებენ ადამიანის დაუხმარებლად. Smile თუმცა, როგორც ამბობენ, სტამბოლის მცხოვრებლებმაც უცებ აუღეს ალღო ამ წამოწყებას და ავტომატი არ უჩივის ბოთლების სიმცირეს და არც ცხოველები უჩივიან საკვების ნაკლულობას.Pugedon vending-machine

Pugedon vending machinePugedon - vending machine

ჩვენთანაც დავდგათ-მეთქი ვიტყოდი, მაგრამ… ეჭვი მაქვს უპატრონო ძაღლებს არვინ დაუტოვებს მაგ საკვებს, ისევ პატრონიანებს დარჩებათ.

მალე მექნება შანსი მოვხვდე სტამბოლში და ერთ-ორ ბოთლს მეც შევაწევ. თქვენც ამას გირჩევთ. ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ ჰაინეს აზრი ადამიანებზე. Smile

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

 

თუ იდეა მოგწონს, შეგიძლია მხარი დაუჭირო და ხმა მისცე The Better Awards-ის FB გვერდზე.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

12 thoughts on “ჰაინე და ძაღლები”

  1. მომწონს და მხარი დავუჭირე.
    ბლოგის ავტორის ოპერატიულობაც მომწონს, რა სისწრაფითაც გვამცნო ამ საინტერესო სიახლის შესახებ 🙂

    Liked by 1 person

    1. ისეთი ნიუსი იყო, რომ ბლოგი შვებულებიდანაც კი მოვაბრუნე. 🙂
      თან ბევრი წავა ალბათ თურქეთში დასასვენებლად და მინდა, რომ იცოდნენ.

      Like

    1. ცელოფანის პარკების ჰაერში ფრიალი ჩვენი ნოუ-ჰაუა მგონი. 🙂 იქაც რომ იყოს ეგ პრობლემა, დაამატებდნენ მაგ ოფციასაც.
      მაგრამ აქაც თუ დავდგით ეგეთი დანადგარები, გეთანხმები, უნდა გავითვალისწინოთ.

      Like

  2. საქართველოშიც არის პლასტმასის ბოთლების გადამამუშავებელი ქარხანა, ნეტავ არ დააინტერესებთ ეს იდეა?

    ცელოფნის პარკები მართლა საშინელებაა. 😦

    Like

    1. არც ვიცოდი თუ არის ეგეთი ქარხანა ჩვენთან. ე.ი. ხალხი რომ დადის, ნაგვის ურნებიდან აგროვებს პლასტმასის ბოთლებს, მაგათთან მიაქვთ? მე მეგონა წყნეთელი მერძევეები და სანაპიროელი მელუდეები იყიდებდნენ.
      კარგია თუ არის ქარხანა. ცოტა გული მომეცა. :)) მართლა. IYKWIM

      Like

      1. ქარხანა არის თან თბილისშია, ნახალოვკაში. 2 წლის წინ ამუშავდა.
        დიდი ქარხანა არ არის, მაგრამ თბილისის ბოთლებს ეყოფა. ასე რომ მშვიდად დალიე ლუდი 😉

        Like

  3. პლასტმასის ბოთლები ეკოლოგიური პრობლემაა ყველგან, მაგრამ მისი მეორადი გადამუშავება შეიძლება. საბერძნეთში ცალკე ურნებია პლასტმასის ბოთლებისთვის მეორადი გადამუშავებისთვის აგროვებენ. კოკა-კოლას აქვს საბერძნეთში ბოთლების დიდი ქარხანა, სადაც ძველი ბოთლების გადამუშავება ხდება.
    თურქები აქ არ უყვართ, მაგრამ იდეა მეც მომეწონა. ორ კარგ საქმეს აკეთებენ ერთდროულად და შექების მეტი არაფერს იმსახურებენ.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: