How-to: Kindle Fire ტაბლეტზე საოპერაციოს გამოცვლა

“ამაზონმა” Kindle Fire-ის საოპერაციო სისტემა (ROM) განაახლა v. 6.3.3-მდე. შესაბამისად, ვისაც დარუთული ჰქონდა ტაბლეტი – რუთი დაკარგა. რუთთან ერთად დაკარგა ქართული კლავიატურაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტაბლეტი უკვე მოძველდა, ბევრი, ალბათ, HD და HDX-ზე გადაბარგდა, პირველი თაობის KF-ის დარუთვა/გაქართულების თემა მაინც აქტუალურია, ამიტომ ბლოგს დროებით შვებულებიდან დავაბრუნებ და ამ ინსტრუქციას შემოგთავაზებთ.

თავიდანვე დავწერ – ROM 6.3.3 ჯერ-ჯერობით არ ირუთება, მაგრამ KF-ის გაქართულება მაინც შესაძლებელია – ამისთვის დაგჭირდებათ სხვა ROM-ის ჩატვირთვა. ეს შესაძლებელია, თუმცა, ცოტა მეტ წვალებას მოითხოვს. ვისთვისაც ქართული კლავიატურის ქონა მნიშვნელოვანია – ვფიქრობ, შეძლებს. Smile მე არ ვარ პროგრამისტი და თუ მე შევძელი, თქვენც მოახერხებთ.

და კიდევ ერთი – თუ კითხვები გაგიჩნდათ, ჯობს, ამ პოსტის ქვეშ კომენტარების დატოვებას ფეისბუქის პმ-ში მკითხოთ.

რა დაგჭირდება:

1. ე.წ. Factory cable

2. Kindle Fire Utility (KFU)

3. ტაბლეტში ჩასატვირთი ანდროიდ ROM-ის zip-ფაილი და გუგლ-მარქეთის ფაილები

ყურადღება:

ყველა ფაილი, რაც ტაბლეტშია წაიშლება, ამიტომ, ანამ ახალ საოპერაციოს დააინსტალირებ, დააბექაფე Titanium Backup-ის მეშვეობით, რომ აღადგინო.

რას ვაკეთებთ?

1. პირველ რიგში აუცილებელია KF გადაყვანა Fastboot-ში. მნიშვნელობა არ აქვს ახლა, თუ რა არის ეს Fastboot – ამის გარეშე არადარუთულ ტაბლეტში ვერ ჩატვირთავ სხვა ROM-ს.

Fastboot –ში KF-ის გადასაყვანად:

a) კომპიუტერში უნდა ჩამოქაჩო და დააინსტალირო KFU (Kindle Fire Utility v0.9.9)

b) ტაბლეტი კომპიუტერს მიუერთო Factory cable-ის მეშვეობით (შეიძინე USB Factory Cable for Fastboot mode ან დაამზადე თავად)

c) გაუშვი KFU და როდესაც KFU დაუკავშირდება KF-ს (ADB Status: Online Boot Status: Unknown)

d) აირჩიე პუნქტი 1 (Bootmode Menu) –  2 (Fastboot 4002). ტაბლეტი გადაიტვირთება.

e) შემდეგ KFU-ში ირჩევ პუნქტს 3 (Install Latest TWRP Recovery) – ტაბლეტში დაინსტალირდება TWRP (მნიშვნელობა არ აქვს ახლა თუ რა არის ეს. საჭიროა) და გადაიტვირთება.

f) შემდეგ KFU-ში ირჩევ პუნქტს 5 (Install Latest FireFireFire) – ჩაიტვირთება ესეც და გადაიტვირთება ტაბლეტი.

თუ ყველაფერი სწორედ გააკეთე – ტაბლეტის ჩატვირთვისას ამას იოლად მიხვდები – გამოჩნდება არა ნარინჯისფერი, არამედ თეთრი/ლურჯი ფერის ლოგო Кinlde Fire.

2. ახლა საჭიროა საოპერაციოს გამოცვლა, ამისთვის:

a) კომპიუტერში ჩამოქაჩე ანდროიდის საოპერაციოს რომელიმე ვერსია (KF-ზე მორგებული და დარუთული). პირადად მე ვიყენებ HellFire Jelly Amazon Kindle Fire 2.4 4.3 და შესაბამის gApps 20130813

შეგიძლია დააინსტალირო Cyanogen Mod – CM ტაბლეტებისა და სმარტფონებისთვის ROM-ის დეველოპერია ანდროიდის ბაზაზე.

b) გადაიტანე Zip ფაილები KF-ში (შექმენი რამე ცალკე ფოლდერი, იოლად მოსაძებნი)

c) გამოაძრე USB კაბელი

d) გადატვირთე ტაბლეტი

e) როგორც კი გამოჩნდება თეთრი/ლურჯი ლოგო Kindle Fire  და წარწერა Press Power Button for Boot Menu მიაჭირე ხელი ჩართვის ღილაკს და მენიუდან აირჩიე Recovery. დააცადე და TWRP ჩაიტვირთება.

(TWRP მენიუ და ინსტრუქცია)

f) Wipe

g) Install – ჯერ აირჩიე და დააინსტალირე HellFire Jelly, შემდეგ gApps და გადატვირთე.

თუ ყველაფერი სწორედ გააკეთე ტაბლეტში უკვე ახალი საოპერაციოა – მოდიფიცირებული ანდროიდ ჯელი ბინი. დარუთულია და ქართული ენა/კლავიატურაც აქვს.

გუდლაქ!

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

 

How-To: როგორ გავაცოცხლოთ “დაბრედილი” Kindle Fire?

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

2 thoughts on “How-to: Kindle Fire ტაბლეტზე საოპერაციოს გამოცვლა”

  1. მაგარი საწვალებელია ეს რა არი 😦
    თან მეშინია სულ არ დავბრიდო.

    იმის შანსი არაა, დაირუთოს რამენაირად?

    Like

    1. შანსი არის, ალბათ 🙂 მაგრამ როდის იზამენ ეგ ვინ იცის.

      თუ factory cable გაქვს, არაა ძნელი. შეიძლება აქაც იყიდებოდეს სადმე. ან ჩვეულებრივი უსბ-კაბელის გადაკეთებაც შეგიძლია.

      რავი, აქ ეგეთი პონტია რა – დარუთვის გარეშეც მშვენიერია ზოგადად, მაგრამ ქართულად ვერ წერ.
      ახლა, თუ ქართული კლავიატურა უფრო მნიშვნელოვანია – სცადე და თუ არა – დაელოდე. 😉

      ისეკი დაგუგლე ხოლმე პერიოდულად 6.3.3 ვერსიაა ახლა რაც დგას და მაგის რუთი თუ გამოჩნდა.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: