ოლანდი და ეკლერი

და ხრუშჩოვი & პეპსი-კოლა

Khrushchev, Nixon and vodka1952 წელს დუაით ეიზენჰაუერმა არჩევნებში გაიმარჯვა და აშშ-ს 34-ე პრეზიდენტი გახდა, რიჩარდ ნიქსონმა კი ვიცე-პრეზიდენტის სავარძელი დაიკავა. იმ ხანებში ხელისუფლება შეიცვალა კრემლშიც – შიდაპარტიული შეთქმულების შედეგად ჯერ ბერია დააპატიმრეს, შემდეგ პრემიერი მალენკოვი ჩამოალაბორანტეს და 1953 წელს საბჭოთა კავშირის სათავეში ნიკიტა ხრუშჩოვი მოექცა. 1956 წელს დიდი ცვლილებები განხორციელდა “პეპსიკო”-ში – დონალდ ქენდალი კომპანიის ახალი ვიცე-პრეზიდენტი გახდა მარკეტინგის დარგში.

საიდან სადაო, მაგრამ ეს სამი ამბავი მიჰყვა ერთიმეორეს იმგვარად, რომ ამერიკული კაპიტალიზმის ერთ-ერთმა სიმბოლომ და ფლაგმანმა, მტრული იდეოლოგიის ნაშობმა გაზიანმა გამაგრილებელმა სასმელმა “პეპსი-კოლამ” რკინის ფარდა გაარღვია და საბჭოთა კავშირში შემოაღწია.

ამერიკის ადმინისტრაციის ცვლილება მსოფლიოში ბევრ რამეზე ახდენს გავლენას, მაგრამ გეოპოლიტიკის გარდა არის ყოველდღიური რუტინა, რაც გარეშე თვალისთვის დაფარულია ზოგჯერ, ან უმნიშვნელოდ ჩანს, მაგრამ აბა ბულდოგებს ჰკითხეთ? იმ ბულდოგებს, ხალიჩის ქვეშ რომ ძიძგილაობენ. დონალდ ქენდალი რიჩარდ ნიქსონის ძველი მეგობარი იყო და ეიზენჰაუერ-ნიქსონის ტანდემის გამარჯვება არამხოლოდ რესპუბლიკელების გამარჯვებად იქცა დემოკრატებზე ის ერთი კოლას გამარჯვებადაც იქცა მარად კონკურენტ მეორე კოლაზე, ყოველ შემთხვევაში, თეთრი სახლის საზღვრებში. და არამხოლოდ. თუ საქართველოში ჩამოსულ მაღალ სტუმრებს დღეს “ანტრეს” ეკლერით უმასპინძლდებიან, რიჩარდ ნიქსონთან შეხვედრების დროს მაგიდაზე მუდამ იყო “პეპსი-კოლა”. და როდესაც 1959 წლის 24 ივლისს მოსკოვის სოკოლნიკის პარკში აშშ-ის გამოფენა გაიხსნა, ცხადია იქ წარმოდგენილი იყო კომპანია “პეპსიკო”-ც. ნიკიტა ხრუშჩოვს გიდობას პირადად აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი უწევდა. გამოფენის დათვალიერების შემდეგ ისინი საგანგებოდ მოწყობილ პავილიონში შევიდნენ, შთაბეჭდილებების გასაზიარებლადა და მოსასვენებლად. ხრუშჩოვს დასცხა და მოსწყურდა, არ ვიცი, ან იქნებ, მართლა აინტერესებდა, თუ რას სვამდნენ იდეოლოგიური მტრები, მაგრამ სტაცა ხელი “პეპსი-კოლას” ლოგოთი დამშვენებულ ერთჯერად ჭიქას და გადაყლურწა. პროტოკოლის სამსახურმა კი ეს ყველაფერი ფოტოზე აღბეჭდა. ეს ფოტო “პეპსიკო”-სთვის ნამდვილ ოქროს ბილეთად იქცა.Khrushchev, Nixon and Pepsi

რას იტყვით ნიქსონის გამომეტყველებაზე? გაოცებულია? გაოგნებულია? მგონი, შიშით უყურებს, ემანდ ახლა არ გადმოაფურთხოს და მთელი ეს დიპლომატია “კოკა-კოლა”-ს არ გაატანოსო. 🙂  სხვათა შორის, სწორედ სოკოლნიკის ამ შეხვედრის დროს შესთავაზა პირველად ხრუშჩოვმა ამერიკას კუზკის დედის გაცნობა. და ის მეორე შლაპიანი საბჭოთა ჩინოვნიკი უკან რომ დგას ჭიქით, ელოდება და ფიქრობს, უფროსმა დალიოს ჯერ და თუ მოიწონა, მერე მეც დავლევო.

დონალდ ქენდალმა მშვენივრად იცოდა, როგორ უნდა გამოეყენებინა ეს ამბავი, თან, არამხოლოდ სსრკ-ში. “პეპსი-კოლიანი ხრუშჩოვის” ფოტო ყველა ამერიკულ და არა-ამერიკულ გაზეთში დაიბეჭდა წარწერით “ხრუშჩოვი მეგობრული ხდება” (Khrushchev Gets Sociable) (“იმეგობრე – დალიე პეპსი”/Be Sociable, Have a Pepsi კომპანია ‘’პეპსიკო”-ს ლოზუნგი იყო).

ხრუშჩოვი მალე მოაშორეს (ზუსტად ისე, შიდაპარტიული შეთქმულებით, როგორც თავის დროზე ხელისულფებაში მოვიდა), მაგრამ ქენდალის თავიდან მოშორება არც ისე იოლი იყო. 1972 წელს სსრკ-მ “პეპსიკო”-ს წარმოების ლიცენზია და დანადგარები შეიძინა (უფრო ზუსტად ეს ბარტერული გარიგება იყო – “პეპსიკო”-ს არაყ “სტოლიჩნაიას” გაყიდვის ექსკლუზიური უფლებები გადაეცა). ასე დაიწყო საბჭოთა, იდეოლოგიურად არამავნე კოლას ისტორიაც.

Breznev in Pepsi USSR PlantPepsi plant USSR

“საბჭოთა პეპსი-კოლას“ რამდენიმე ქარხანა ასხამდა, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოშიც იყო – ბაბუშერის (გულრიფშის რაიონი) უალკოჰოლო სასმელების ქარხანაც. მხოლოდ – ბოთლებში. ქილებში “პეპსის” საბჭოთა კავშირში არ აწარმოებდნენ. ტექნოლოგია ჯდებოდა ძვირი. ეგ კიარა, სპეციალური ბოთლები არ ყოფნიდათ და ჩვეულებრივ, ლიმონათის უსახურ ბოთლებშიც ასხამდნენ და 45 კაპიკი ღირდა. ქუჩის “გაზიროვკის” აპარატიდან კი 20 კაპიკად დალევდი თლილი ჭიქით.

Pepsi in USSR

ნიქსონის, ხრუშჩოვისა და ქენდალის მიერ წარმატებით დაწყებული საქმე დღემდე წარმატებით გრძელდება – რუსეთი “პეპსიკო”-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია და ერთი იშვიათთაგანი, სადაც გაყიდვებით “კოკა-კოლა”-ს ჯობნის. საქართველოშიც მშვენიერი სასტარტო პოზიცია ექნებოდა, ასე რომ არ დაეგვიანა შემობრუნება.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ორიოდ წლის წინ ორი კოლეგა-ბლოგერი ღვინის ფესტივალზე “კოკა-კოლი”-ს ბოთლით რომ ვნახე, დავპირდი პოსტს ვწერ და ეს ფოტო იქ უნდა ჩავსვა-მეთქი. Smile ამ პოსტს ვგულისხმობდი. მაგრამ ძალიან დამიგვიანდა და იყოს ასე… ფოტოს გარეშე მენდეთ.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

32 thoughts on “ოლანდი და ეკლერი”

  1. მინდოდა მეკითხა წიგნის ფესტივალზე თუ აპირებ მისვლას და საინტერესო პოსტი დამხვდა ბლოგზე.
    დღეს არ ველოდი ახალ პოსტს. 🙂

    საბჭოთა პეპსი-კოლა მეც მახსოვს, მაგრამ საქართველოში თუ ასხამდნენ, არ ვიცოდი. რუსული წარწერა რომ ჰქონდა ეგ მახსოვს, მაგრამ საბჭოთა კავშირში ასხამდნენ, თუ შემოჰქონდათ არ ვიცოდი. ასე მახსოვს, რომ ფანტა და კოკა-კოლაც შემოვიდა 80-იანების ბოლოს?

    ნიქსონის გამომეტყველება საოცრებაა :))) მე მგონია, მოულოდნელობისგან შოკში ჩავარდა.

    Like

    1. 1985 წელს ფეხბურთში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა სსრკ-ში და თბილისში იყო ჯგუფური ტურნირი. ბრაზილია თამაშობდა ჩვენთან… მაგრამ ეს შენ არ გაინტერესებს, ალბათ :))
      ჰოდა კოკა-კოლა მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორია და ამიტომ ფანტა და კოკა-კოლა იყიდებოდა. დინამოზე ნამდვილად იყიდებოდა და ქალაქში თუ იყო, ეგ არ მახსოვს. 🙂

      80 წელს მოსკოვშიც იყიდებოდა, როგორც წავიკითხე. ოლიმპიადის დღეებში. თბილისამდე ჩამოაღწია თუ არა, არ ვიცი. მგონი, არა.

      მინდოდა მეკითხა წიგნის ფესტივალზე თუ აპირებ მისვლას და საინტერესო პოსტი დამხვდა ბლოგზე.
      დღეს არ ველოდი ახალ პოსტს.

      ფესტივალზე არ ვაპირებ. რომელი მწერალი მე ვარ ან მკითხველი, წიგნის ფესტივალებზე ვიარო 🙂
      ორშაბათს უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფეხბურთმა გადაფარა 🙂

      Liked by 1 person

      1. ქართულ პეპსი-კოლას როგორი გემო ჰქონდა, ნეტავ. 🙂 ვერ ვიხსენებ.
        ალბათ, საბჭოთა ფიატივით დაემართა თავიდან კარგი იქნებოდა და შემდეგ გააფუჭებდნენ თანდათან.
        “გაზიროვკის” აპარატიდან ვერ წარმომიდგენია რას ჩამოასხამდნენ. 🙂

        Liked by 1 person

      2. ეგეთი აპარატები თბილისში არ მახსოვს იყო თუ არა.
        ჩვენთან მოდაში იყო “კახური” 5 კაპიკად 🙂 და 1 კაპიკად იყო უბრალოდ გაზიანი, ფერის გარეშე.

        Like

  2. ლალი მოროშკინამ გაამხილა, რომ ოლანდს მანანა კობახიძის მიერ გამომცხვარი ეკლერით უმასპინძლეს.
    ანტრემ ტყუილად დაიბრალაო 🙂

    Like

  3. “ორიოდ წლის წინ ორი კოლეგა-ბლოგერი ღვინის ფესტივალზე “კოკა-კოლი”-ს ბოთლით რომ ვნახე, დავპირდი პოსტს ვწერ და ეს ფოტო იქ უნდა ჩავსვა-მეთქი. Smile ამ პოსტს ვგულისხმობდი. მაგრამ ძალიან დამიგვიანდა და იყოს ასე… ფოტოს გარეშე მენდეთ.” ვუი ვუი აქ მე და ნინაჩკა ვიგულისხმებით 😀

    Liked by 1 person

      1. ვერიფიკაცია კაი რამეა.
        1. კომენტარები არ ემსგავსება ჩატს.
        2. იფილტრება უცენზურო კომენტარები და (ნაწილობრივ) ფლუდიც.
        3. მარტო ის აკომენტებს, ვისაც მართლა აქვს რამე სათქმელი და არ ეზარება. 🙂

        Like

      2. მე მიყენია ისე, რომ თუ ას პოსტზე ძველია, ვერ აკომენტებს თუ რაღაც მსგავსი 😀

        Like

      3. ეგ ადამიანის უფლების დარღვევაა 🙂
        ყველას აქვს უფლება, დააკომენტოს როცა სურს.
        მე მაქვს უფლება, წავიკითხო კომენტარი ან არა. გამოვაქვეყნო ან არა. 🙂

        Like

      4. აი, ცხელ-ცხელი მაგალითი – ტიპმა სტამბოლის პოსტის ქვეშ ამ წამს თავისი კომპანიის რეკლამა გააკეთა 🙂 და ეს არაა პირველი შემთხვევა. ასეთებს არ ვაქვეყნებ.
        მაგრამ ამჯერად ის კომპანიაა, ვინც პოსტშიც მოვიხსენიე. ამიტომ კომენტარი გავუშვი 🙂 ასე რომ ვერიფიკაცია სასარგებლოა. 🙂

        Like

      5. პეპსი-კოლაზე? 🙂
        კაია. პიპსი-კოლა არის მაგრობა. და ძალიან სასარგებლოა 🙂

        Like

      6. კი პეპსიზე.
        ოღონდ სხვა სტილში.
        ანუ შენი პოსტის კონკურენტი არ იქნება.

        სასარგებლოა??? ვაა რა მაგარია.

        Like

      1. აცდენილი ვართ გემოვნებაში მწარედ 🙂
        ნაითლიც მაგრად არ მევასება

        Like

  4. თაკო, მე რა შუაში ვარ პეპსi უშვებს მირინდას და ფანტა ბევრად სჯობს

    თანდათან ვრწმუნდები, რომ მე ვარ აბსოლუტური სიკეთე, ლორდი კი აბსოლუტური ბოროტება :დ

    Like

    1. რომელი სიკეთე? ლექსი რომ დაწერა?

      რომ არ გავაფლუდო, ფანტა-მირინდას ამბავში შეიძლება დაგეთანხმო, მაგრამ მეინ ლაინი – თავად პეპსი-კოლა ჯობია კოკა-კოლას. ბევრად უფრო გემრიელია. კოკა-კოლა კი მძიმეა. 🙂
      ახლა რომ დამისხა ორივე, შეიძლება ვერ გავარჩიო 🙂 მაგრამ ეგრეა.

      Liked by 1 person

  5. გამოხმაურება: Pepsi | Universe
  6. საბჭოთა პეპსი მეც მახსოვს. იმ საზიზღარი ლიმონათების ფონზე, რაც საბჭოთა კავშირში იყიდებოდა, ძალიან გემრიელი იყო. 🙂 ყოჩაღ ხრუშჩოვს, რაღაცაში მაინც გამოდგა.

    თუ გახსოვს ბახმარო იყო ეგეთი ლიმონათი? გურული ჩაისგან ამზადებდნენ და ცოტათი პეპსი-კოლას გავდა :)))

    ბაბუშერა კიდევ სხვადასხვა ლიმონათს უშვებდა. გაგრაში რომ ვისვენებდი ზაფხულობით იქ იყიდებოდა ხოლმე. თბილისურს ჯობდა თუ ნოსტალგია მაქვს და მგონია, რომ ჯობდა. 😦

    Like

    1. არ მახსოვს ბაბუშერული ლიმონათი. კი დამილევია, ალბათ, მაგრამ არ დამამახსოვრდა.
      “ბახმარო” კი მახსოვს. კოკა-კოლას უფრო იყო მიმგვანებული მგონი – წითელ ფერებში ეტიკეტი და რამე. 🙂

      Like

      1. აგერ მირიანმა, სახლთან ახალი მაღაზია გახსენსო და ტეტრაძი და ლუნა, მაგნას ყოდვა დამავიწყდაო :დდ

        Like

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Lord Vader კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: