ვისაც ამაზონის ტაბლეტი გაქვთ, შეგინიშნავთ, რომ ის დიდი ზომის ხატულებს (“იკონკებს”) იყენებს, რის გამოც აპლიკაციები, რაც ამაზონიდან არ გაქვთ დაინსტალირებული, ტაბლეტის კარუსელში არც ისე ლამაზად ჩანს. დიდი არაფერი პრობლემაა, თუმცა ესთეტურ მხარეს კი აზარალებს.
ადრე დავწერე, თუ როგორ უნდა შეცვალოთ ხატულების ზომა KF კარუსელში (How-To: როგორ გამოვცვალოთ გადღაბნილი იკონკები Кindle Fire-ში?), მაგრამ ცხოვრება წინ მიდის და ახლა სხვა მეთოდს გასწავლით, რომელიც იოლია და გამოცდილი ამაზონის უახლეს Kindle Fire HDX-ზე.
ჯერ კომპიუტერში უნდა გადმოქაჩო აი ეს პროგრამა APK Icon Editor.
შემდეგ – ანდროიდ-აპლიკაცია (APK ფაილი), რომლის ხატულის ზომის შეცვლაც გსურს. ვთქვათ, Chrome Browser.
ინტერნეტში მოძებნი შესაბამის ხატულას ზომით 562×562.
გახსნი APK ფაილს APK Icon Editor-ში, მენიუდან აირჩევ Kindle Fire HDX Carousel, ჩააგდებ შესაფერისი ზომის ხატულას პროგრამაში და დააჭერ Pack APK-ს და პროგრამა მოდიფიცირებულ აპლიკაციას შეინახავს.
Kindle Fire HDX-იდან წაშლი დაინსტალირებულ “ქრომს”, კომპიუტერიდან გადაიტან მოდიფიცირებულ APK-ს და დააინსტალირებ. პროგრამის ხატულა უკვე დიდი ზომისა იქნება, ამაზონისეული აპლიკაციების მსგავსი.
NB! სანამ ძველ პროგრამას ტაბლეტიდან წაშლი, დააბექაფე – არის პატარა შანსი, რომ მოდიფიცირებულმა ვარიანტმა არ იმუშაოს და ორიგინალი ვერსიის აღდგენა მოგიწიოს. ასეთი შემთხვევები იშვიათია. რამდენიმე აპლიკაციაა მხოლოდ, რომელიც მოდიფიცირების შემდეგ არ იტვირთება. მაგალითად Dolphin Browser.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
How to Use Custom App Icons on Your Kindle Fire (or Any Android Device)
Icon Changer ყველა ანდროიდ-პლანშეტზე წავა, ნექსუსზეც და გალაქსიზეც.
მაგარი პროგრამაა.
კიდევ APK Manager არსებობს. შეიძლება მაგით რომ გამოცვალო, იმუშაოს დოლფინმა? არ გიცდია?
http://stackoverflow.com/questions/6172445/change-android-app-icons-in-apk
LikeLiked by 1 person
იგივე შედეგია 😦
ბეტა დოლფინი მუშაობს ისე.
რეპაკის დროს ხელმოწერას ცვლის და მაგის გამოა რომ არ იტვირთება.
Icon Changer იოლი პროგრამაა. მენეჯერი მრავალფუნქციურია უფრო და არ მჭირდება. უფრო ადვანს იუზერებისთვისაა. რაც მე მჭირდება – ხატულების გამოცვლა ჩეინჯერი კარგია ზუსტად.
LikeLike
Signature error ხომ არ გიგდებს? რეპაკის დროს ორიგინალ ხელმოწერას ცვლის ალბათ და მაგის გამოა რომ არ იტვირთება.
ვნახავ ჩემთან რას იზამს და მოგწერ მერე.
LikeLike
დობრე 🙂
მენეჯერით სცადე მაშინ. უფრო ერკვევი შენ და გზას იპოვნი.
LikeLike
მაქვს Кindle Fire HD, რომელიც კარგავს ხმას ნაუშნიკებში და არ ვიცი რა ვუშველო. დინამიკებიდან ხმა ჩვეულებრივად მოდის, მაგრამ ნაუშნიკებს რომ ვაერთებ, ხან აქვს ხმა, ხან არ აქვს. რომ გამოვაძრობ, დინამიკიდან ისმის. უნდა გადავტვირთო, რომ ნაუშნიკებიდანაც მესმოდეს, მაგრამ თუ გამოვრთე ნაუშნიკი, მერე ისევ რომ შევაერთებ, ისევ არ ისმის ხმა. თავიდან მიწევს გადატვირთვა /// ადრე ნირმალურად იყო ბოლო 10 დღეა რაც ასე დაიწყო და დავიტანჯე პირდაპირ. ვერაფერს ვშველი და იქნება მირჩიო რამე? შენთან არ ყოფილა ეს პრობლემა? რისი ბრალი იქნება?
თვითონ ნაუშნიკი წესრიგშია, რამდენიმეზე ვცადე. გადავტვირთავ თუ არა, ჩვეულებრივად ისმის ხმა, მაგრამ თუ გამოვრთე ნაუშნიკი და მერე ისევ შევაერთე მანდ ენძრევა :///
LikeLike
მე არ მაქვს HD, მაგრამ ლოგიკურად, რაღაც კონფლიქტია ხმის დრაივერებთან. ან რავი ანდროიდში რა ქვია. 🙂
ნახე აბა რა პროგრამები გაქვს დაინსტალირებული ბოლო პერიოდში (რაც პრობლემა გაჩნდა) – რომელიღაცა პროგრამა იწვევს მაგ ბაგს აშკარად. გათიშე თითო-თითოდ (Kill App) და თუ გაგიმართლა, რომელიღაცის გათიშვის შემდეგ მოვა ხმა ნაუშნიკში და ეგ ყოფილა დამნაშავე.
მეორე გზაა, რახან გადატვირთვის მერე სწორდება – ნახე რა აპები და სერვისებია ჩატვირთული გადატვირთვის შემდეგ და მერე როცა გაითიშება ხმა ნაუშნიკში – ნახე ჩატვირთული პროგრამები და ამ ორ სიას შორის განსხვავებას ნახავ. ჰოდა დამნაშავე აპიც ან სერვისიც გამოჩნდება.
ახლა რამე ტექსტური რედაქტორი არ იქნება. რაღაც ისეთი აპი იწვევს კონფლიქტს, რომელსაც ხმის მართვა აქვს. ეკვალაიზერი, შეიძლება. ან ხმით ტაბლეტის მართვის პროგრამები როა ან რამე ეგეთი.
Good luck!
LikeLike