ჰოლდენ ქოლფილდს აქვს ყველაფერი, რაზეც ადამიანმა შეიძლება იოცნებოს – პრესტიჟული სკოლა, გვარიშვილობა და წარმატებული და (თვით)კმაყოფილი ბიურგერის მომავალი… მაგრამ ეს არის გზა, რომელიც სხვებმა დაუსახეს. ახლობლებმა. საზოგადოებამ. ეკლესიამ. ეს არის კანონმორჩილი, გონიერი, ამერიკელი მოქალაქის გზა, ჰოლდენს კი საკუთარი გზით სიარული სურს. ეს ყველაფერი მისი არაა. ახლა – არა. ოდესმე შეიძლება მისი გახდეს და ასეც იქნება, ალბათ, მაგრამ ახლა, როდესაც ის 17 წლისაა, “კეთილგონიერი” ადამიანის გზით სიარული მისთვის უცხოა. მას სურს, მიატოვოს სკოლა, დაადოს თავი და წავიდეს სადაც სურს, იბოდიალოს უთავბოლოდ… თავად გამოსცადოს ახალი შეგრძნებები და თავად გადაწყვიტოს, რა არის კარგი და რა არის ცუდი. მას არ სურს წაიკითხოს სხვის მიერ მოწონებული წიგნები. მიიღოს სხვის მიერ აღიარებული ფასეულობები.
ეს ინტელექტუალები, არც გაგესაუბრებიან, თუ მთელი საუბარი მათ არ მიყავთ. მათ სურთ, რომ მოკეტო, როცაკი თავად სდუმან და წახვიდე და ოთახში დაეგდო, როდესაც თავად წავლენ და შეიკეტებიან ოთახებში… მირჩევნია, ყრუ-მუნჯად მოვაჩვენო თავი, ასე არ ვიქნები ვალდებული უაზრო საუბრები ვაწარმოო ვინმესთან.
ჯერომ სელინჯერი. თამაში ჭვავის ყანაში.
“ცხოვრება თამაშია. თამაში, სადაც ერთი მეორის წესებით თამაშობს.” ჰოლდენს კი არ სურს სხვისი წესებით თამაში. ის უკომპრომისოა, ბუნტარია, მეამბოხე. ეგებ, ისიც იფიქროთ, რომ დაუნდობელია. ქოლფილდს გულისრევას ჰგვრის ყველაფერი, რაც “წმინდაა”. მისი დაცინვის და სიძულვილის საგანია ყველაფერი, რაც გარშემომყოფთა აღფრთოვანებას იწვევს. იმიტომ რომ საზოგადოებრივი მორალი, კეთილშობილება და კეთილგონიერება სინამდვილეში შირმაა სიცრუის, ეგოიზმის, თვითკმაყოფილების შესანიღბად. ყველა კარგი იდეა ფასეულია, სანამ ის გაიწერება და რომელსამე ინსტიტუტის მფარველობის ქვეშ მოექცევა. სწორედ ამიტომ უყვარს მას იესო, მაგრამ არ მოსწონს მოციქულები და სძაგს ეკლესია.
ნიძლავსა ვარ, იესოს იუდა ჯოჯოხეთში არ გაუშვია. აი, მოციქულები სწორედ ასე მოიქცეოდნენ, მაგრამ იესო – არასდროს.
ჯერომ სელინჯერი. თამაში ჭვავის ყანაში.
ჰოლდენს მოსწონს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები, მაგრამ სძულს ბრბო, რომელიც გმირთა მონაპოვარს მოიხმარს. ბისმარკის თქმისა არ იყოს, რევოლუციას რომანტიკოსები ამზადებენ, შედეგებით კი ნაძირლები სარგებლობენ. ქოლფილდი თავადაა რომანტიკოსი და იდეალისტი რევოლუციონერი. და არვის რევოლუციის შედეგების მოხმარება არ სურს. საკუთარ რევოლუციას გეგმავს.
იდეალურია, თუ მის ასაკში მისნაირი ხარ. ეს ძალიან ასაკის წიგნია: თუ 17 წლისა კითხულობ, ხვდები, რომ მარტო არ ხარ და ათას სხვა 17 წლის ახალგაზრდას, თურმე, იგივე დარდები აწუხებს. თუ 27 წლისა ხარ, ეგებ, გული მოგივიდეს – მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს კარგად ამჩნევ, ვერაფერს ცვლი. თუ 37 წლის ხარ, იტყვი, ვინ მყავს ეს ჰოლდენი, ამდენს რომ ბედავს? განა თავად რა გაუკეთებია, სხვებს რომ განიკითხავს? თუ 47 წლის ხარ, მოგაგონდება, რომ შენი იდეალები სადღაც წლების წინ გაფანტე და სწორედ იმგვარი თვითკმაყოფილი ბიურგერი ხარ, 17 წლისას რომ გზარავდა. თუ 57 წლის ხარ, სჯობს ეს წიგნი საერთოდ არ წაიკითხო. 🙂
დიახ, ამ წიგნს მისი ასაკი აქვს. და უნარი – შეცვალოს შენი ცხოვრება. თუ დროზე წაიკითხავ. დაგვიანებულზეც შეიძლება, მაგრამ რა მოხდება მაშინ, ვერავინ იტყვის – ბოლოს და ბოლოს, ამ წიგნს კითხულობდა მარქ ჩეფმენი, მას შემდეგ, რაც ჯონ ლენონს ესროლა. არ ვიცი, როგორი იყო სელინჯერის რეაქცია, ეს რომ გაიგო, ჰოლდენ ქოლფილდისთვის კი ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ იქნებოდა.
იცი, როგორი წიგნები მომწონს? აი, წაიკითხავ ბოლომდე და ფიქრობ, კარგი იქნებოდა, ეს მწერალი ჩემი ახლო მეგობარი იყოს. რომ შეგეძლოს, აიღო ყურმილი და დაურეკო და დაელაპარაკო, როცაკი მოისურვებ…
ჯერომ სელინჯერი. თამაში ჭვავის ყანაში.
რამდენი ასეთი წიგნი იცი?
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ადრე ერთ ეგვიპტელ ფარაონზე დავწერე პოსტი. იქ ეპიგრაფად ლინ ძის ნათქვამი მოვიტანე. აქ აღარ გამიმეორებია, კი მოუხდებოდა ქოლფილდსაც.
“თამაში ჭვავის ყანაში” (ქართულად)
მე ჩვიდმეტიდან ოცდაშვიდამდე წავიკითხე და ძალიან ვინანე, რომ დავაგვიანე.
უიშვიათესი წიგნია.
LikeLiked by 1 person
ჰოლდენის ასაკის ვიყავი დაახლოებით, რომ წავიკითხე, არა, ცოტა უფრო პატარა, ალბათ 15ის. ეგ ხომ ზოგადად ძაან მეამბოხე ასაკია, ახალი სურვილების, დამოუკიდებლობის და თავნებობების, ბევრი რამის გაანალიზების. სულ წინააღმდეგობაში და მოუსვენრობაში ვიყავი დედაჩემთან, ასე გამოვხატავდი ხოლმე პროტესტს მთელი სამყაროს მიმართ, თუმცა მაინც ვერაფერს ვხდებოდი რა თქმა უნდა, კარჩაკეტილი ქართული საზოგადოების ჩვეულებრივი რიგითი მხდალი მოზარდი ვიყავი. ჰოდა, ნათლიაჩემმა მომიტანა ეს წიგნი და მახსოვს, ისეთი რეკლამა გაუკეთა, რომ კი არ წავიკითხე შევისრუტე 🙂
მერე დანარჩენი აქაც კი გიწერია. კარგია, როცა ხვდები რომ მარტო არ ხარ ამ გაუგებარ სამყაროში და ვიღაცა უფროსს (ავტორს) შენი ესმის.
სიმართლე გითხრა ახლა ძალიან ბუნდოვნად მახსოვს წიგნის შინაარსი, მახსოვს შთაბეჭდილება.
LikeLiked by 1 person
მე ორჯერ მაქვს წაკითხული. პირველად რომ წავიკითხე 14-15 წლის ვიყავი და მეორედ ახლახანს გადავიკითხე 30 წლის ასაკში და ახლა უფრო მომეწონა. პირველად ვერ გავიგე რაღაცეები, თან მაშინ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით და სხვა გარემო გვქონდა.
მეამბოხეებზე საინტერესო პოსტები გამოგდის 🙂
LikeLiked by 1 person
ჰო ამასაც ამბოხის თეორია უნდა ეწეროს. დამავიწყდა
კიდევ უნდა დამეწერა რამეები, მაგრამ ვერ ვიცლი და როგორცაა ავტვირთე ისე.
თორემ ამ კვირის პოსტიც ჩავარდნილი გამოვიდოდა. პოსტი თუ უპოსტობა 🙂
LikeLike
ლინ ძი ზედმეტად რადიკალია 🙂 კოლფილდი კი მომწონს. წიგნში ყოველთვის ასე არ ჩანს, მაგრამ გეთანხმები, რომ სულის სიღრმეში რომანტიკოსი და იდეალისტია.
ამერიკელ ფსიქოპათზე რომ გქონდა პოსტი, როგორი განსხვავებულია ის მეამბოხეები და ჰოლდენი.
LikeLiked by 1 person
არ მაქვს წაკითხული :დ გვიან ვნახე და რომ დავიწყე “ჰოი ბიჭო’ ეწერა ხშირად (სავარაუდოდ jizz მაგივრდა) არ აგმისწორდა და ვიფიქრე ინგლისურად წავიკითხავ მეთქი და ასე დავიკიდე ნელნელა. ისე დარწმუნებული ვარ, არ დამევასებოდა :დ
LikeLiked by 1 person
13 წლისამ წავიკითხე მე. ზაფხულში ჩემი ბიძაშვილი კითხულობდა და წამხედურობის პონტში წავიკითხე მეც.
მერე კიდევ დავუბრუნდი მოგვიანებით ერთიორჯერ და ბოლოს აგერ ამ პოსტის დაწერისას გადავათვალიერესავით კიდევ. 🙂
LikeLike
მერე? ეხლა არ აზრის ხარ? წავიდეთ ჰოფბრაუში ლანჩზე? :))
LikeLiked by 1 person
წავიდეთ აუცილებლად… ვერ განვტვირთე კალენდარი რა. იმდენი დამიგროვდა უკვე სალანჩაო თუ ვახშმაო თუ სანახავი თუ რამე. ყველა ჩანიშნული მაქვს და ველოდები როდის დალაგდება კალენდარი 🙂
LikeLike
Davinteresdi da vnahe, chepmeni 25 clis kopila 1980-si
Kargi postia. Momecona!
LikeLiked by 1 person
მანამდეც ექნებოდა წაკითხული 🙂
LikeLike
კოლფილდი 17 წლისაა, ზემოთ შეცდომით გიწერია. მე ამ ზამთარს მაჩუქეს ეს წიგნი და დროზე წავიკითხე, ზუსტად ჰოლდენ ქოლფილდის ასაკში. :))
მე მგონი ჩვენთვის უფრო აქტუალურია დღეს ვიდრე ამერიკელებისთვის.
ლაშა ბუღაძის “ბოლო ზარი” თუ გაქვს წაკითხული?
LikeLiked by 1 person
17-საა მაგრამ 1 წლის წინანდელ ამბებს ყვება… ორივე ვარიანტი ლეგიტიმურია 🙂
მაგრამ კაი. გადავაკეთებ თუ თვალს ჭრის 🙂
“თამაში” დღემდე ძალიან პოპარულია და დიდი რაოდენობით იყიდება ამერიკაშიც, ასე რომ, ალბათ, აქტუალურია ისევ. აქტუალური როცა არ იქნება, დაერხევა კაცობრიობას 🙂
“ბოლო ზარი” არა და “მეამბოხე ადამიანი” კი წამიკითხავს 😉
LikeLike
“მეამბოხე ადამიანი” არ წამიკითხავს, მაგრამ “ქოლდფლეი” მიყვარს 🙂
LikeLiked by 1 person
ჰაჰა 🙂
ჩვენი დიალოგი მგონი სელინჯერეისეული დისკურსიდან იონესკუსეულ დისკურსში გადადის :)))
“მეამბოხე ადამიანი” კამიუს ესსეა ამბოხსა და მეამბოხეებზე. 🙂
LikeLike
ახლა რომ წავიკითხო დაგვიანებული ხომ არ იქნება? დდდ:
LikeLiked by 1 person
finest post so far)
LikeLiked by 1 person
Thanks.
LikeLike
ფილმს უყურე?
LikeLiked by 1 person
არა. არც ვიცოდი, ეკრანიზაციაც თუ არის. და რა კარგია ვითომ?
მეეჭვებასავით 🙂
LikeLike
ამაზე კი არ გეუბნები. ნამდვილ დეტეტივებზე რომ გითხარი. შენი შეფასება მაინტერესებს.
LikeLiked by 1 person
არა. 8 სერია ერთი ქეისის გამოძიებაა 😦 ეგეთები არ მევასება.
აი ერთი სერია – ერთი ამბავი. ნუ ორი სერია. ჯანდაბას სამი.
12 საათი ერთი ამბის გამოძიებას ვერ ვუყურებ. მაგის გაძლება არ მაქვს 🙂
LikeLike
40 წუთიანი სერიებია.
არ გინდა და ეგდე ეგრე 🙂
LikeLiked by 1 person
გთხოვთ, ჩემს ბლოგზე თავაზიანი გამოთქმები მოიმარჯვოთ!
LikeLike
შენი გამონათქვამები მაქვს მომარჯვებული 😉 არ გევასა? :)))
LikeLiked by 1 person
ეგ უკვე პლაგიატია :)))
კაი, მორჩი ახლა. ^_^
LikeLike
მე პატარა ვიყავი ძალიან, ჩემი ძმა კითხულობდა და მაშინ მივეპარე:) 27-ის ზემოთ წავიკითხე გააზრებულად.
აი, მწერლები, ვისაც მინდა ველაპარაკებოდე ტელეფონზე, ვიანი და უელბეკია (უცებ ესენი გამახსენდა).
LikeLike
უელბეკი არ ვიცი რა კაცია და ვიანთან ურთიერთობა არ მგონია ძაან სასიამოვნო ყოფილიყო 🙂
LikeLike
საჩემო წიგნი ყოფილა 🙂
LikeLike
ზუსტად დროა
LikeLike
მე რომ წავიკითხე, 20-ზე მეტის ვიყავი და საშინლად არ მომეწონა. ჰო, ასაკი მაქვს. ჩემმა მეგობარმაც ეგ მითხრა. არადა, მას ძალიან უყვარს.
LikeLike