გრძნობათა მწევარი

Henri Cartier-Bresson ძველად საქართველოში თავადები შვილებს რომელიმე კაი ყმა გლეხის ოჯახში “გააშვილებდნენ” ხოლმე. დროებით. გაგონილი გექნებათ. წაკითხული. აკაკიც იგონებს. არამხოლოდ ჩვენთან, ასეთი წესი ბევრგან ყოფილა. მაგალითად – საფრანგეთში. და ეს წესი იქ კაი ხანს შემორჩენილა: მონარქიის დროც გამოიარა, იმპერიისაც და რესპუბლიკამდეც მოაღწია. თავადები აღარ იყვნენ, მაგრამ ბურჟუაზია გაჩნდა. ასე აღმოჩნდა მე-19 საუკუნის ბოლოს მდიდარი ფაბრიკანტი ბრესონის ქალიშვილი გლეხი კარტიეს ოჯახში “განათხოვრებული”. შეუყვარდა მისი აღმზრდელის ვაჟი და რომ წამოიზარდა გაჰყვა კიდეც ცოლად. არ ვიცი, ბრესონებს ეს ამბავი მოეწონათ თუ არა, მაგრამ ქორწილი კი გადაიხადეს. ასე დამოყვრდა ეს ორი გვარი და დაიბადა ახალი – კარტიე-ბრესონი. წლების განმავლობაში კარტიე-ბრესონები ევროპაში საუკეთესო ბამბის ძაფის მწარმოებლებად იყვნენ ცნობილნი. მაგრამ ანრი კარტიე-ბრესონს (Henri Cartier-Bresson) ბამბის ნართი ნაკლებად იზიდავდა. ტილო, ქაღალდი, ფანქარი, ფუნჯი და საღებავი ეხატებოდა გულს. მაგრამ წარმატება იგვიანებდა. კარტიე-ბრესონი კი მოთმინებით არასდროს გამოირჩეოდა. სულმუდამ მიეჩქარებოდა. ამის გამო თუ სხვა რამ მიზეზი იყო, მაგრამ 24 წლის ასაკში მოლბერტი გვერდზე გადადო და ფოტოკამერა აიღო ხელში. ამ გადაწყვეტილებამ შემოაბრუნა არამხოლოდ თავად კარტიე-ბრესონის, არამედ ფოტოჟურნალისტიკის ისტორიაც. კარტიე-ბრესონი რომ არა, ფოტორეპორტაჟი ვერასდროს იქნებოდა ისეთი, როგორიც არის. თუკი მენ რეიმ ფოტოგრაფია აქცია ხელოვნებად, ანრი კარტიე-ბრესონმა ხელოვნებად აქცია ფოტორეპორტაჟი.

1929 Paris. La Villette1926 Normandy1932 Spain

1932 Brussels1933 Asilah1931 Ivory Coast

Three-boys თავად იგონებს, რომ ფოტოს ძალა და ხიბლი პირველად უნგრელი ფოტოგრაფის, მარტინ მუნკაჩის ნამუშევრისგან შეიგრძნო 30-იანებში – “სამი ბიჭი ტანგანიიკას ტბაზე”. იქამდე ვერც წარმოედგინა, თუკი ობიექტივსა და ფოტოფირს ამდენი შეეძლო. მანამდეც იღებდა ფოტოებს, მაგრამ – უფრო გართობის მიზნით. მაინცადამაინც გულდასმით არ ეკიდებოდა ამ საქმეს. ნუ განვსჯით მკაცრად, მხატვრებში ფართოდ გავრცელებული სენია. 🙂 მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფიით არაერთი უდიდესი ფერმწერი ყოფილა გატაცებული (თუნდაც მარტო დეგა რად ღირს), უმრავლესობა ტილოსა და საღებავის უპირატესობაშია დარწმუნებული და ფოტოს არშემდგარ მხატვართა გულის მოოხებად მიიჩნევს. მუნკაჩის ფოტოს ნახვის შემდეგ კარტიე-ბრესონი მიხვდა, რომ ეს ხელოვნების ორი, სრულიად განსხვავებული ჟანრია და თავისი არჩევანიც გააკეთა. რა საჭიროა იყო მეორეხარისხოვანი დეგა, თუ პირველხარისხოვანი კარტიე-ბრესონი ხარ.

1929 France1931 Prauscher's Panoptikum at the Prater, Vienna1932 Gare Saint Lazare 1933 Andre Pieyre de Mandiargues1935 Joe and May1933 Transport amoureux1947 Texas. Uvalde. Lunch wagon1962 US1969 Alpes-Maritimes 1959 The Jardin des Plantes gardens1962 Lancashire1969 Pirosmani in Decorative Arts Museum

ანრი კარტიე-ბრესონი პერფექციონისტად მიიჩნევა. ის ერთგულებდა გარკვეულ წესებს, ჟანრს, სტილს და ცდილობდა იდეალისთვის მიეღწია. უპირატესობას ანიჭებდა 35მმ “ლეიკას”. 30-იანებში ეს კამერა სიახლე იყო ბაზარზე და ბევრი გამოცდილი ფოტოგრაფი მას სკეპტიკური თავლით მისჩერებოდა. კარტიე-ბრესონმა დააფასა კომპაქტურობა, მცირე წონა და სისწრაფე, რომ აღებეჭდა წამი, რომელიც ხდება ახლა და აღარასოდეს განმეორდება. სტუდიური ფოტო და დადგმული კომპოზიციები მას არ უყვარდა. უყვარდა ადამიანური ემოციების გადაღება. სანამ სხვა ფოირვერკს უმიზნებდა ობიექტივს, ცდილობდა არ გამოპარვოდა გოლი ფეხბურთის მატჩისას ან წამი, როცა მატადორი დაშნას ჩასცემდა ხარს, კარტიე-ბრესონი ეძებდა ამ სანახაობით აღფრთოვანებულ თუ დამწუხრებულ თვალებს.

ძალიან უყვარს ერთ ფოტოში განსხვავებული ემოციების დაჭერა. როდესაც ერთი იცინის, მეორე კი ჩაფიქრებულია. როდესაც საპირისპირო მხარეს იყურებიან. როდესაც ერთს ერთი რამ აინტერესებს და მეორის ყურადღება კი სხვაგანაა.  მაგრამ არამხოლოდ თვალები, მისი კამერის ობიექტივში უსულო ნივთებიც კი გრძნობებითაა სავსე.

1947. Fireworks1961 listening to Charles De Gaulle1951Berlin. Auction sale of clothes 1952 Pamplona1956 Dusseldorf1937 Coronation of George VI 1957 Washington DC1938 Versailles. George VI's royal visit1955 London 1945-Dessau Germany1947 William Faulkner1947 Saint Patrick's day. 1964 Anatolia. Manisa1951 British Museum1964 NYC. Museum of Modern Art 1965 Tokyo 1947 NYC1968 Paris. Champs-Elysees 1969 Saint Germain des Pres1973 Paris1971 Palermo 1934 Chez Gegene1934 Paris Montmartre1953-Paris 1960 Naples1959 Vaucluse. Avignon1962 Sardinia beach 1947 Elisabeth Arden1932 Hyeres1955 Jeronimos Monastery 1968 Burgundy1968 Avenue de Champs-Elysees1968 Galeries Lafayette 1987 Cat1978 Newcastle1975 Louvre 1969 Paris1959 Arles1959 Saint Tropez 1968 Centre. Eure-et-Loir1994 L'Abbe Pierre1953 Dog show1932 Spiral1933 Valencia1947 NY Downtown

ბევრს მოგზაურობდა. ორჯერ – 54 და 72 წელს საქართველოსაც ეწვია. (პოსტში გურამ თიკანაძის შესახებ ისიც დავწერე, რომ ფრანგი ფოტოგრაფის ნამუშევრების კვალი ჩანს მასთან). მის ობიექტივში მოხვდა ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანი იყო მსოფლიოსთვის და შემოსანახად ღირდა. პორტრეტის ჟანრის არაერთი ცნობილი ფოტოც აქვს. უღებდა გენიოსებს: ფრედერიკ ჟოლიო-კიურის, ალბერ კამიუს, ჟან-პოლ სარტრს, პოლ ვალერის, უილიამ ფოლქნერს, კოკო შანელს, კრისტიან დიორს, ელიზაბეთ არდენს, მაჰათმა განდის, პაბლო პიკასოს და სხვას მრავალს, მათ, ვინც შეცვალეს სამყარო ისე, როგორც – თავად კარტიე-ბრესონმა. ვინც კარტიე-ბრესონის ფოტოკამერამ “გამოიჭირა”, ხშირად წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ უღებდნენ. ქუჩის ფოტოს ერთ-ერთ უბადლო ოსტატად მიიჩნევა. უყვარდა გულწრფელი ემოციები და არ უყვარდა, როდესაც მისი კამერის ობიექტივს ეპრანჭებოდნენ. ამიტომ არიან მის ფოტოებზე ცხოველები ასე ხშირად – ისინი ხომ კამერას არ ეპრანჭებიან (არადა, როგორ არ ეპრანჭებიან… ძალიანაც ეპრანჭებიან, მხოლოდ ამას ისე ოსტატურად და ბუნებრივად აკეთებენ, რომ ფოტოგრაფი ვერა ხვდება :)). თუგინდ კარტიე-ბრესონი იყოს.

1954 Tbilisi1972 Telavi1972 Tbilisi 1973 Tallinn1948 Rangoon 1948 Beijing1953 Copenhagen1952 In front of the Grand Palais 1952-1953 Hamburg1946 NYC. Brooklyn. Coney Island1947 DC1947 New Jersey1947 Orphans adopted by a workers' family1964 Budapest1944 Paul Eluard1945 Jeanne-Marie Lanvin1946 Sartre   1947 Dior1945 Paul Valery1947 Edward Weston 1948 Gandi1951 Matisse1964 Coco Chanel  1960 Monroe1944 Camus1992 Otar Ioseliani  1993 Dalai Lama1959 George Balanchine1954 Picasso  1961 Alberto Giacometti1961 Svetlana Beriosova1953 Paris cafe 1952 Cat. Paris1961 Cats of Fini1969 Boulevard Diderot1967 Martines' legs1968 Paris Galeries Lafayette1955 London 1965 Mostar1969 Avignon1961 Piraeus Harbour1975 In Train1976 Pas de Calais1976-Pas de Calais 1975 Model Prison1960 San Francisco1987 Cat

30-იანების ბოლოს ჟან რენუარის ასისტენტად მუშაობდა და ორ ფილმში ეპიზოდურ როლში მონაწილეობაც კი მიიღო. როგორც რენუარი აღნიშნავდა, ეს დაეხმარა კარტიე-ბრესონს უკეთ ეგრძნო, თუ როგორია კამერის მეორე მხარეს ყოფნა.

ანრი კარტიე-ბრესონი ჯიუტი, შეუპოვარი და უშიშარი ადამიანი იყო. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, სამხედრო ფოტოგრაფი. ნაცისტებს ტყვედ ჩაუვარდა, მაგრამ გაქცევა მოახერხა. ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობას დაუკავშირდა. იბრძოდა და ყველაფერს აღბეჭდავდა ფირზე. ბევრ საქმეში იყო პირველი. ერთ-ერთი ინიციატორი და დამფუძნებელია მსოფლიოში პირველი ფოტო-სააგენტოსი, სახელგანთქმული “მაგნუმ-ფოტოსი” (Magnum Photos). ანრი-კარტიე ბრესონი იყო პირველი, ვის ფოტოგამოფენასაც ლუვრმა უმასპინძლა 1954 წელს. თანამშრომლობდა გამოცემებთან: Vogue, Life, Harpers Bazaar.

1945 Dessau1944 German prisoners1945-Dessau1945 Dessau Germany1945-Dessau-Germany1962 The Berlin wall

80-იანებში მიიჩნია, რომ ფოტოგრაფიაში ყველაფერს მიაღწია და დაუბრუნდა პირვანდელ გატაცებას – გრაფიკას. ხატავდა ბევრს და სულ უფრო იშვიათად იღებდა ფოტოს. ანრი კარტიე-ბრესონი რამდენიმე თემატური წიგნის ავტორი, რედაქტორი და თანაავტორია. გამოცემული აქვს მრავალი ალბომი. როგორც რეჟისორმა ორი დოკუმენტური ფილმიც გადაიღო.

კარტიე-ბრესონი მენ რეის ანტიპოდია. მე კი ორივეს ნამუშევრები ძალიან მომწონს. ასეთი რამეც ხდება ხოლმე. როგორც მიყვარს აჯიკა და მიყვარს შოკოლადი. 🙂 ოღონდ არ მკითხოთ ახლა, რომელია აჯიკა და რომელი შოკოლადი.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ანრი კარტიე-ბრესონის ნამუშევრები

გადამწყვეტი წამი” ანრი კარტიე-ბრესონი (რუსული თარგმანი)

http://www.henricartierbresson.org

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

22 thoughts on “გრძნობათა მწევარი”

  1. მშვენიერი პოსტია, მაგრამ პოსტს ფოტოხელოვანზე, როგორც მინიმუმ სჭირდება ცოტა უფრო დიდი და მოცულობითი ფოტომასალა, დავიტანჯე ფაქტიურად, რა სიჯიუტეა არ მესმის…
    ისე მენ რეი სულ სხვა განზომილებაა, უფრო დრამატული და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უფრო ბუნებრივია ჩემთვის. ბესონი კი იყო ჩადარაჯებული ბუნებრივ ემოციებზე, მაგრამ ზოგი ფოტო უბრალოდ უინტერესოა. ამიტომ არ ვთვლი, რომ ხელოვნურ, გათამაშებულ პოზებზე უარის თქმა ძალიან მომგებიანია ფოტოგრაფისთვის, იმიტომ რომ როგორც წესი, მანდ უფრო ჩანს მისი პროფესიონალიზმი, ვიდრე დაჭერილ კადრებში. სად მზა-მზარეულზე რომ წააწყდები ბუნებრივად მაგარ მომენტებს და სად რომ უნდა შექმნა, დადგა, დაამუშავო და მაინც მაგარი გამოგივიდეს. ასე რომ მე უფრო მენ რეისკენ ვარ, თუმცა ესეც მაგარი რომ არის, მაგაზე არ ვდავობ 🙂

    Like

    1. ჰო რავი. ყველა ფოტოში არის რაღაც.
      ზოგი ფოტოსთვის მნიშვნელოვანია სიტუაცია, სადაც და როდესაც გადაიღო. და საინტერესო ხდება მაგის ფათვალისწინებით. ამ შემთხვევაში ის, რაც კადრშია და რაც კადრს მიღმაა ერთიანობაში ხდება საინტერესო.

      ფოტოები კიდევ არის ზუსტად იმ ზომის, რა ზომისაც დევს სააგენტოს გვერდზე. არ შემომცირებია 🙂

      Like

  2. კარტიე-ბრესონი რობერტ კაპასაც დაეხმარა, 30-იანებში შეხვდნენ პარიზში და ერთდროულად დაიწყეს მუშაობა. მაქედან მოდის მათი მეგობრობა. “მაგნუმ-ფოტოც” ერთად შექმნეს. ძალიან მიყვარს ორივე.

    შაბათს ვერ დავტოვე კომენტარი. ძალიან ვისიამოვნე. 🙂

    Like

    1. კარტიე-ბრესონი ავირჩიე იმიტომ, რომ თიკანაძესთან აქვს პარალელები. და საქართველოშია ნამყოფი. და ფიროსმანის გამფენის კარგი ფოტო აქვს, რომელიც ძალიან მომწონს. და კიდევ იმიტომ, რომ ბალანჩინის ფოტოზე უწერია ქართული წარმოშობის ამერიკელი ბალეტმაისტერიო. 🙂
      თორემ კი შემეძლო, კაპაზეც დამეწერა 🙂

      Like

  3. მე ასეთი ფოტოგრაფია მიყვარს – აი, ზუსტად როგორი სათაურიც მოარგე – გრძნობათა მწევარობა. დადგმული ფოტოებიც მომწონს, მაგრამ მეტად არა.

    Like

  4. მომეწონა ფოტოები. ბევრი ფოტო ნანახიც მქონდა, მაგრამ ავტორი არ ვიცოდი.

    ლიტერატურული პოსტები არ გქონია კარგა ხანია და არაფერი წაგიკითხავს საინტერესო?:)

    Like

  5. საინტერესო კაცი ყოფილა . ფოტოგრაფიას ვერ ვიტან, თუმცა მხატვრობას ისევ ეგ ჯობია

    Like

  6. პოსტი მომეწონა, მაგრამ ძალიან პატარა ფოტოებია. 😦 მაგნუმ-ფოტოს საიტზე თუ პატარა ზომის ფოტოები დევს, სხვა ფოტო-საიტებიდან შეგეძლოთ დამატება.
    საწყენად არ მიიღოთ, პოსტი მართლა ძალიან მომეწონა და ფოტოებიც რომ ნორმალური ზომის ყოფილიყო იდეალური იქნებოდა.
    მეც პერფექციონისტი ვარ 🙂

    Like

    1. ზემოთ რაც დავწერე ისევ ის უნდა გავიმეორო – ფოტოების ზომა არ შემიმცირებია, იმ ზომის გადმოვიტანე, რა ფორმითაც მათი გამოყენების უფლებას გაძლევს მაგნუმ-ფოტო.
      ცხადია, სხვა საიტებიც არის და იქ შემეძლო მომეძებნა, მაგრამ მაგნუმ-ფოტოს კოლექცია ყველაზე სრულია. ფოტოგრაფიაში ჩემზე განსწავლულმა ხალხმაც კი აღმოაჩინა აქ ისეთი ფოტოები, რომლებიც არ იცოდნენ აქამდე.

      ბარემ წინდაწინ ამასაც დავწერ – მაგნუმზე ფოტოს მოძებნა და შემდეგ მისი უფრო ვრცელი ვარიანტს ნახვა სადმე შემეძლო. მაგრამ ამაში იმდენი დრო წავიდოდა რომ არ მიღირდა.
      მე აქ ვპოსტავ საკუთარი (პირველ რიგში) სიამოვნებისთვის და მერე მკითხველების 😉
      საწყენად არ მიიღო(თ) – ყველა მკითხველს ვაფასებ მაგრამ მირჩევნია თქვენ გაწვალდეთ, ვიდრე მე :)))

      ნუ როცა ამის იოლი საშუალება იქნება, შევეცდები, ნორმალური ზომის ფოტოები დავურთო ხოლმე.

      Like

  7. აქ პოსტვის შენი პირადი სიამოვნება მკითხევლის სიამოვნებაზე არ გადის მერე პატივცემულო?.. 😉
    აბა ისე შენთვის ისედაც იცოდი ეს ამბავი და ფოტოებსაც უჩვენოდაც კარგად ნახავდი, დიდსაც და პატარასაც. ბლოგერი წერს მკითხველისთვის და სიამოვნებასაც იმის პირდაპირ-პროპორციულად იღებს რამდენად მოეწონება პოსტი მკითხველს და არ შემედავო ამ მარტივ ჭეშმარიტებაში, უმორჩილესად გთხოვ 🙂
    ასე რომ თავს ნუ იმართლებ და პატივი გვეცი, ფლიზ, ჩვენც და ჩვენს მოკრძალებულ სურვილებსაც, ბოლოს და ბოლოს შენი ბლოგის გარეშე ინტერნეტი ვეღარ გადაგვიფურცლავს, ნარკოტიკივით ვარ(თ) ზედ შემსხდარი, ვა..

    პ.ს. ამ ბიჭს კიდევ ფეხბურთის და კირა ნაითლის გარდა ნეტავ რამე თუ აინტერესებს გამაგებინა :/
    ბექა, მწვადი გიყვარს?..

    Like

      1. ტოჟე მნე გრაფომანი–კვირაში 2 გვერდს წერს. გრაფომანის ტემპს მინიმუმ 10-ჯერ ჩამორჩები პატივცემულო :)))

        ტურფას რაც შეეხება, მალე შემოგვიერთდებით თქვენც

        Like

      2. ზარმაცი გრაფომანი ვარ 🙂

        ბაზარი არაა. კარლოს ხელში და რონის ტრავმით გამოვვარდებით ჩვენც.

        Like

    1. ” ბიჭს კიდევ ფეხბურთის და კირა ნაითლის გარდა ნეტავ რამე თუ აინტერესებს გამაგებინა”

      რაგბი და ემა სტოუნი :დ.

      მამენტ მწვადიც მიყვარს

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: