ძვირფასო მგზავრებო, გთხოვთ სავარძლები მოიყვანოთ ვერტიკალურ მდგომარეობაში და შეიკრათ უსაფრთხოების ღვედები. ეკიპაჟი მოგესალმებათ და გისურვებთ ტკბილ მგზავრობას.
უთუოდ ასე დაიწყებოდა თქვენი მოგზაურობა Starbrook Airlines-ის ავიახომალდით, მას რომ ფრენა შეეძლოს. მაგრამ არ შეუძლია. ეს ხომ ერთადერთი ავიაკომპანიაა მსოფლიოში, რომლის მთელი ავიაპარკი შოკოლადის თვითმფრინავებისგან შედგება… თუმცა, ყოველთვის ასე კი არ იყო – Starbrook Airlines პატიოსნად ცდილობდა ეფრინა და ავიაგადაზიდვები შეესრულებინა სანთა ბარბარაში. ამ მიზნით პირველი მსოფლიო ომით ალმოდებული ევროპიდან აშშ-ში გახიზნულმა ბელგიელმა ემიგრანტმა ჟან-ბაპტისტ ლეროიმ 1914 წელს შეიძინა აწუკვე ლეგენდად ქცეული თვითმფრინავი Curtiss JN-4, მეტსახელად Jenny. მისმა შვილებმა ემილმა და ჯექმა, რომლებიც პროფესიონალი მფრინავები იყვნენ და აშშ საფოსტო სამსახურში მუშაობდნენ, 30-იანებში გადაიბარეს მამის საქმე – Starbrook Airlines-ს სამოქალაქო სამსახურში ჩამოწერილი ბომბდამშენი Airco DH.4 შეჰმატეს და ამანათების ავიაგადაზიდვებს მიჰყეს ხელი. მეორე მსოფლიო ომის დღეებში კომპანიის ფლოტი Douglas C-47-ითა და Douglas DC-3-ით გაძლიერდა. 1950-ში კი Starbrook Airlines-ის თვითმფრინავმა პირველად გადაუფრინა ოკეანეს და მატერიკიდან ჰოულენდის კუნძულზე გადაისროლა ტვირთი.
1951 წელს ძმებმა, ემილ და ჯექ ლეროიმ საკუთარი აეროდრომის გაფართოება გადაწყვიტეს და მშენებლობამა და დიზაინმა ისე გაიტაცა, რომ ავიახომალდის ნაწილებისგან დამზადებული ავეჯის კოლექციაც კი შექმნეს. Starbrook Airlines Furniture Collection, სხვა დანარჩენთან ერთად, თვითმფრინავების მცირე ზომის მაკეტებსაც მოიცავდა. ასე დაიწყეს ძმებმა დიდი ავიახომალდების პაწია ასლების დამზადება. 1998 წელს კი, სისხლის ყივილი მაინც სულ სხვაა და, ჯექ ლეროიმ ბელგიური შოკოლადისგან დამზადებული თვითმფრინავები გურმანთა და ესთეტთა სამსჯავროზე გამოიტანა. მის შოკოლადს იმხელა მოწონება ხვდა წილად, რომ, ფიროსმანისა არ იყოს, რაცრამებადა ყველაფერი გაყიდა და შოკოლადის წარმოებას მიჰყო ხელი.
ლამაზი, ჭეშმარიტად ბელგიური ისტორიაა, მთელი ეს ამბავი გამოგონილი რომ არ იყოს. არც ჟან-ბაპტისტ ლეროი გარიდებია ომის ქარ-ცეცხლს, არც თვითმფრინავი შეუძენია, არც მფრინავი შვილები ჰყოლია და არც – დიზაინერი… მაგრამ გამოგონილი არაა მთავარი – Starbrook Airlines მართლაც არსებობს, მართლაც აწარმოებს უგემრიელეს ბელგიურ შოკოლადს და მისი ყოველი შოკოლადი მართლაც არამხოლოდ კულინარიის, არამედ ხელოვნების ნიმუშია – მათს დიზაინსა და გაფორმებაზე ხომ ბელგიელი მხატვარი იაკ დე კონინკი (Jaak De Koninck) მუშაობს. საზღვაო თემატიკით გატაცებულ მხატვრებს, ვიცი, მარინისტებს უწოდებენ, არსებობენ ანიმალისტები, ბატალისტები… ნამდვილად არ ვიცი, რა ჰქვია მხატვარს, რომელსაც ავიათემატიკა იზიდავს, მაგრამ სწორედ ასეთია კონინკი. თვითმფრინავები და სტიუარდესები მისი სიყვარულია. და, რათქმაუნდა, შოკოლადიც.
იაკ დე კონინკის შთაგონებითა და ბიზნესმენ პატრიკ ჟილის ინვესტიციით დაიბადა Starbrook Airlines – მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ავიაკომპანია, რომელსაც ერთი წამითაც არ უფრენია.
არც სჭირდება. 🙂
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
Starbrook Airlines–ის თვითმფრინავი უჩინარდება პირში და არა ჰაერში. 🙂
Starbrook Airlines-ის კატალოგი სამივე (ავია, საზღვაო და ავტომობილების) შოკო-სერით.
ეს კი GPI-ს ბონუსად. 🙂
უგემრიელესი პოსტია ❤ ❤ ❤
კატალოგებს შინ ჩამოვტვირთავ და დავათვალიერებ.
აქ არ იყიდება, როგორც მივხვდი 😦
LikeLike
არ შემხვედრია.
LikeLike
კილოგრამი დაახლოებით 30 ევრო ღირს ძვირია ცოტა არ იყოს. ერთ მაგდენს დაამტებ და ორაგიულის წითრელ ხიზილალას იყიდი :დ. არ ჯობია რიტენ სპორტ იყიდო? კილო სადღაც 10 დოლარია. შოკოლადი მიყვარს, მაგრამ ძვირის გადახდა არ ღირს მგონი
LikeLike
როგორც მიმინოს ეუბნებიან – ხაროშეე ვსო დოროგო 🙂
LikeLike
არაა მასე ძვირი, მე ბრუსელის დუთი ფრიში ვიყიდე და არ მახსოვს რომ ძაან ძვირი გადამეხადოს. დიზაინმა მომხიბლა მეც პირველ რიგში 🙂 ძაან ორიგინალური და ლამაზია. დიიდი ფილა იყო, უმძიმესი და მსუყე ❤ იფ იფფ..
ერთი ეგაა რომ მარტო რძიანი ვიყიდე, სხვანაირი რატომღაც არა და ახლა ძალიან ვნანობ. მომდევნო წასვლაზე აუცილებლად გამოვასწორებ მაგ შეცდომას.
მართლაც ძაან გემრიელი პოსტი, სადღაცაა ოღონდ, შევყლაპე უკვე..
LikeLike
რიტენ სპორტი ღირდა გერმანიაში (აშშ ბაზაზე) 87 აშშ ცენტი :)) ისე აქ იყიდება ბელგიური შიკოლადი მგონი 250-300 გრამი ღირს 20 ლარამდე (ზღვის ნიჯარების ფორმის კონფიტიური ( :დ )
არაა ცუდი. უბრალოს ჩემთვის ყველა ბელგიური შოკოლადი, რაც მე მიჭამია, ზედმეტად მსუყეა 🙂
LikeLike
🙂 აი ეგ ზღვის ნიჟარები, კარგი ჩაი და რამე კაი ფილმი (დეტექტივი ან კომედია-მელოდრამა) მოსაღამოვებულზე არის ჩემთვის იდეალური კომფორტი ❤
მაშინ მსუბუქი ალპენ გოლდი და კორონა მიირთვი :))
LikeLike
შოკოლადი და ჩაი ხო და ფილმი საიდან მოგიტანოთ? კარგი ფილმები არარ არსებობს
LikeLike
რიტერ სპორტი 5 ლარს ურტყამს თბილისში 🙂
ონლაინ 2.5 დოლარია მიახლოებით.
LikeLike
რა კარგ ადგილას ვყოფილვარ :დ
LikeLike
ჯანდაბა, პირი გავაწკლაპუნე.
საინტერესო ინფოა.
LikeLike
შეჭმა შეგეცოდება. 🙂
LikeLike
ისე წერ, შოკოლადი რომც არ გიყვარდეს, ნერწყვი მოგადგება მაინც კაცს. გემრიელად დაწერილუ პოსტი გემრიელობებზე
LikeLike
300 გრამი 10 ევრო ღორდა დიუთი ფრიში – ვერ გავიმეტე…
LikeLike
თბილისში თუ სტამბოლში?
LikeLike
სტამბოლში. ათათურქის აეროპორტში.
LikeLike
ფბ–ზე რომ ვნახე ამ შოკოლადის თვითმფრინავების ფოტო, ისე მომინდა გაკვნეტა :)) მშვენიერი იდეაა. მე გემებს დავამზადებდი, იალქნიანებს და არა მხოლოდ 🙂
LikeLike