პრინცესა და შავი ცხვარი

Sally Muir & Joanna Osborne ცხოვრობდა ინგლისში ორი ახალგაზრდა ქალი. ერთი ჟურნალისტი იყო, მეორე – გამომცემელი. არც ერთს ეხატებოდა მაინცადამაინც საქმე, რასაც აკეთებდა. ერთი კარგად ქსოვდა, მეორე – კარგად ხატავდა. გადაწყვიტეს ტანსაცმლის დიზაინში ეცადათ ბედი. 1979 წელს დააფუძნეს კომპანია Warm and Wonderful (“თბილი და მშვენიერი”) და დაიწყეს მუშაობა. მათი სახელები, ეგებ, ბევრმა არც იცოდეს, მაგრამ ვინ არ იცის სვიტერი, რომელიც პრინცესა დაიანას ასე უყვარდა?

თეთრი ცხვრები, შავი ცხვარი.

შავი ცხვარი, თეთრი ცხვრები.

დახატა სალი მიურმა (Sally Muir), მოქსოვა ჯოენ ოსბორნმა (Joanna Osborne) და Princess Diana Sheep Cardiganპრინცესა დაიანამ შეიძინა 1980 წელს. ჩაიცვა. შემდეგ, როგორც ზღაპარშია: მიურმა და ოსბორნმა გაიღვიძეს დილით და, თურმე, მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი დიზაინერები გამხდარან. იმ წელს შეკვეთებს ვერ აუდიოდნენ – Saks, Bergdorf Goodman, The Cross, Nieman Marcus… და მრავალი სხვა დიდი თუ მცირე მაღაზია ელოდა “პრინცესა დის სვიტერს”. ეს ბუმი კარგა ხანს გაგრძელდა. მიურმა და ოსბორნმა რამდენიმე საკუთარი ბუტიკიც გახსნეს დიდ ბრიტანეთსა თუ მის გარეთ. 1983 წელს “პრინცესას სვიტერს” Victoria and Albert Museum-ის საგამოფენო ექსპონატად ქცევის პატივიც ხვდა წილად. 2011 წლიდან კი მისი თარგი საქველმოქმედო პროექტ P/hop-ის მფლობელობაშია (P/hop აგროვებს სახსრებს ორგანიზაციისთვის “ექიმები საზღვრებს გარეშე”).

“დაიანას სვიტერსა” და მიურ-ოსბორნის სხვა ნაქსოვ ტანსაცმელს ბევრ ტელეგადაცემასა თუ ფილმში მიუღია “მონაწილეობა”, მათ შორის ფითერ უირის გენიალურ კომედიაში “თრუმენის შოუ”.

ტანსაცმლის გარდა, მიური და ოსბორნი სათამაშოებსაც ამზადებენ, ეს მათი ახალი გატაცებაა და ძალიან დიდი წარმატების მომტანიც. რამდენიმე გამოფენა გამართეს და წიგნებიც გამოსცეს თუ როგორ უნდა მოქსოვო საკუთარი ცხოველთა სამყარო. ოსბორნი ტანსაცმლის ქსოვასაც ასწავლის და არაერთი თემატური წიგნის ავტორია, მიური კი ხატავს და ფერწერის რამდენიმე გამოფენა ჰქონდა. მაგრამ მათი სათამაშოები მაინც საუკეთესოა.

  best-in-show 1best-in-show 2 best-in-show 3 best-in-show 4 best-in-show 5 best-in-showbest-in-show 6

best-in-show 7 best-in-show 8 best-in-show 9 best-in-show 10

best-in-show 12 best-in-show 11 best-in-show 13 best-in-show 14 best-in-show 15 best-in-show 16

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

http://w ww.muirandosborne.co.uk

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

23 thoughts on “პრინცესა და შავი ცხვარი”

  1. რა საყვარელი და ლამაზია დაიანა ამ სურათზე 🙂
    და ძაან მომინდა მეც ეგეთი ცხვრები, ამას ისე უხდება…
    როგორ პატივს ვცემ ასეთ ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს, რომლებთაც ცხოვრების არც თუ ისე ადრეულ ეტაპზე ჰყოფნით ძალა და გამბედაობა, რომ მიხვდნენ – არ აინტერესებთ ის რასაც აკეთებენ და იწყებენ იმის კეთებას, რაც მოწონთ. უდიდეს პატივს ვცემ, აი ამ ორ ქალსაც.
    ეს ისაა რაც მე ძალიან მაკლია – მივიღო სიამოვნება იმ საქმისგან, რასაც ვაკეთებ, უბრალოდ მე არ მყოფნის გამბედაობა შევცვალო. ყოჩაღ სალი და ჯოენ ❤
    არადა ყოველთვის საუკეთესო გამოდის ის, რასაც გულით და სიამოვნებით აკეთებ, აი მაგალითი სახეზეა.

    Like

      1. მეორეს და მესამეს შორის–არანაირი განსხვავება არაა. და აი დადუმებული სანტიაგო–შეუფასებელია :დ

        Like

      2. ჰო მაგით იმშვიდებდა თავს შარშან ზოგიერთი – კლასიკო მოვიგეთო.
        კლასიკოს მოგება კაია… მარა ლა ლიგა თუ არ მოყვა მაგას რა ხეირი?
        მთავარია – ლა ლიგა დავდოთ.

        Like

  2. ვერც რამეს მოიგებთ და ბარსასათან წაგებაც შეგრცათ!

    პ.ს. ბარემ თემაზეც ვიტყვი რამე,არც ნაქსოვი ტანსაცმელი მიყვარს და არც მოქარგულები, მაგრამ სამოტივაციო ისტორიები ასწორებს :დ

    პ.პ.ს. ფბ-ზე უნდა დავბრუნდე და არ გინდა მანამდე 1 ლანჩი შევათანხმოთ?

    Like

    1. ლანჩი შაიძლება, მარა ახლა რაღაც არეული გრაფიკი მაქვს და ვადგენ ზუსტად უახლოესი კვირეების მისვლამოსვლებს. რომ მეტყვიან რა და როგორ, მერე მეცოდინება თავისუფალი დღეები რომლები მაქვს.

      ჰოდა, თუგინდა კიდევ ერთ არასაგეგმო, სეზონის დამთავრების ლანჩზე დავნიძლავდეთ ვინ მოიგებს ლა ლიგას. თუ ბარსამ დადო მე ვკისრულობ და თუ რეალმა – შენზეა

      Like

      1. ატლეტიკოზე გავიყოთ ხარჯები :)) და მე მგონი ეგრეც მოგვიწევს

        Like

  3. აბა კი, არაფერსაც არ დაგპატიჟებთ.
    ორი კაცი ხართ და იქეთ დამპატიჟეთ.
    და საერთოდაც რა ამბავია ამდენი ფეხბურთი ცხვრებიანი სვიტერის პოსტზე :/
    ბექა, დაბრუნდი ხომ ხედავ, საჭიროა ხალხთან კომუნიკაცია, თორემ სულ წაბილწეთ ბლოგი ამდენი უსარგებლო ფეხბურთით ვა

    Like

    1. მე შენ თანამედროვე ემანსიპირებულფემინიზირებული ქალი მგონიხარ 😦

      ისეკი არ აღელდე. კალენდარს რომ გადახედავ, მიხვდები რომ ატლეტიკოს ჩემპიონობა გამორიცხულია. ბარსა და ატლეტიკო ერთმანეთს ხვდებიან და დაკარგავს ატლეტიკო ქულებს 🙂
      კალენდარი არ გინახავს? :)))

      Like

  4. საიტზე ვნახე მიურ-ოსბორნის ტანსაცმელი და საშუალო დონეა. 🙂 მათ შემთხვევაში მთავარი იყო იდეა. განსხვავებული და უცნაური იყო მათი თეთრი ცხვრები და შავი ცხვარი და ამიტომ მოეწონა ალბათ დიანას და მერე დიანას წყალობით გახდა პოპულარული.
    კონკიას ისტორიას ჰგავს 🙂 ერთხელ რომ წავიდა მეჯლისზე და გაუმართლა.

    ძღლები, კატები და დანარჩენი ზოოპარკი მართლა საყვარლები არიან ❤

    Like

    1. 3M აიღო ყვითელი ფერის ფურცლები, დაჭრა და წაუსვა წებო. ასე დაიბადა Post-it on უმარტივესი და უგენიალურესი გამოგონება. 🙂
      მთავარი იდეაა ყოველთვის და სიახლე.
      მალევიჩის შავი კვადრატის ფენომენია. 🙂

      Like

  5. კაცო აგებს ატლეტიკო, ვსო. ნუ განავრცე ახლა.
    რას ქვია არ მინახავს?! მაგ სანუკვარი კალენდრით ვიძინებ და ვიღვიძებ! ! !

    ახლა დავსერჩე მეთქი ვნახო ერთი რა კალენდარზე მელაპარაკება და სულ ტიტლიკანა ფეხბურთელების ფოტოები ამმიგდო გუგლმა :))
    ნეტავ ვინ ათვალიერებს ამ სისულელეებს? სერიოზულად, ვინმეს აინტერესებს რომელიღაც კუნთმაგარი ფეხბურთელი როგორ გადაწვება ნებიერი სახით ტახტზე და როგორ აიფარებს ხელს სასირცხოზე?! :/
    “ვაი უბედურო საქართველოო…”

    Like

  6. თაკო აბა რა დამეწერა . როგორ უხდება დიანას შავი და თეთრი ცხვარი? ცხვარის ყველი ვიცი მე. სვიტერი და მაიმუნობა არა.

    თუ ბარსა ან რეალი გახდა–ჩვენ დაგპატიჟებთ (დათანხმდი კაი ვარიანტია)

    Like

  7. როგორ, ჩემი ატლეტიკო დავთმო?!… :/ ო არა !
    თანახმა ვარ 🙂

    აუ არადა სასწაულები ხომ ხდება და ახლა ატლეტიკო რომ გავიდეს პირველზე რააამდენს დაგცინეეებთ, ვაი ვაი :))) ნამდვილად მიღირს ეგ ამბავი ერთი ლანჩის ფასად 😉

    Like

      1. გადმოხვედი ნათელ მხარეზე? გახდი შავი ცხვარი?

        Like

      2. მოკლედ არ ითქმის 🙂
        რეალისტები მაგაზე ვდაობთ სეზონის დაწყებიდან.
        მე წინააღმდეგი ვიყავი კარლოს მოყვანის და მოუს გაშვების. თუ ჰაინკესს მოიყვანდნენ მხოლოდ მაშინ.
        ასე რომ თუ გაუშვებენ, ჯანდაბას სეზონი 🙂

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: