ნიღაბი, როგორც ასეთი

ჰოკეის შაიბა, იგივე პაკი (ფაქი – როგორც ინგლისურენოვან სამყაროში უძახიან), იგივე პალეტი (როგორც თანამედროვე ჰოკეის სამშობლოში – მონრეალში უწოდებენ) ძლიერი ჰოკეისტის მიერ ნატყორცნი საშუალოდ 120 კმ/საათი სიჩქარით მიფრინავს, NHL-ის ოფიციალური რეკორდი კი 175 კმ/სთ-ია. იოლი წარმოსადგენია, რა დაემართება ადამიანს, თუკი შაიბა მოხვდა, ამიტომაა, რომ ჰოკეის მოედნის მოთამაშის ეკიპირების წონა 15 კგ-ს აღემატება, მეკარისა კი 30კგ-ს აღწევს. არცაა გასაკვირი – 30-40 ზუსტი ტყორცნა კარის მიმართულებით ჩვეულებრივი ამბავია ერთ თამაშში. 30 ტყვიასავით წამოსული შაიბა, რომელსაც კიპერი საკუთარი სხეულით უნდა გადაეღობოს.

საკვირველი სხვა რამაა – დიდი ხნის განმავლობაში მეკარეები არათუ ნიღბის, არამედ ჩაფხუტის გარეშეც ასპარეზობდნენ – ნაქსოვი თბილი ქუდები ეხურათ მხოლოდ და ეგ იყო სულ… მამაკაცების ჰოკეიზე ვამბობ, თორემ კაცობრიობის მშვენიერი ნახევრის წარმომადგენელი, ონთარიოს ქუინზ უნივერსითის სტუდენტური გუნდის მეკარე, ლიზ გრეჰემი ჯერკიდევ 1927 წელს გამოდიოდა ყინულზე დამცავი ნიღბით… (ახლა თუ მეტყვით, კაცობრიობის მშვენიერი ნახევრის წარმომადგენელს ჰოკეის კარში რა უნდოდაო, ალბათ, შანონ საბადოში არ გინახავთ – კანადის ნაკრების ამაჟამინდელი კიპერი). მაგრამ მამაკაცები ნიღაბს უკადრისობდნენ – ჰოკეი ვაჟკაცების სპორტია, იარები კი მამაკაცს მხოლოდ აკეთილშობილებსო, ამბობდნენ… იშვიათ ნიღბოსნებს კი, მაგალითად იაპონელ ტეიჯი ჰონმას ან კანადელ ქლინთ ბენედიქთს ალმაცერად უყურებდნენ.

Jacques Plante მაგრამ 1959 წლის 1 ნოემბერს, “ნიუ იორქ რეინჯერსსა” და “მონრეალ კანადიენსს” შორის თამაში რიგიანად გახურებულიც არ იყო, რომ მონრეალის მეკარეს, ჟაკ პლანტს ნიუ იორქელი ენდი ბათგეითის ნატყორცნი შაიბა სახეში მოხვდა და პლანტი მოედნიდან გაიტანეს. ჟაკ პლანტი (Jacques Plante) მსოფლიო ჰოკეის ლეგენდაა, ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეკარედ მიიჩნევა ისტორიაში და უმისობა გუნდს, უთუოდ, წაგებად დაუჯდებოდა, მაგრამ ჰოკეი ვაჟკაცების თამაშია და, ექიმების მიერ სახეგაკერილი პლანტი ყინულზე დაბრუნდა. ნიღბით. მონრეალმა 3-1 გაიმარჯვა, პლანტს კი მას შემდეგ მოედანზე ნიღაბი არ მოუშორებია. მისი ავტორიტეტი განუზომელი კი იყო, მაგრამ ნიღბები Terry Sawchukიოლად არ დამკვიდრებულა, მაგალითად კიდევ ერთი ლეგენდა, “დეთროით რედ უინგზის” უკრაინული წარმოშობის კანადელი მეკარე ტერი სავჩუკი ამბობდა: “პლანტს ასეც უქნია, შაიბა თავში უხლია, 10 წელია ნიღბის გარეშე ვთამაშობ და ეგრეც ვაპირებ გაგრძელებასო”… სავჩუკს უნიღბო 10 წელი,  პირდაპირი მნიშვნელობით სახეზე ეკერა. 🙂 და მაინც, სწორედ ის გახდა მეორე, ვინც, ბოლოს და ბოლოს, პლანტს მიჰბაძა. ნელ-ნელა სხვებიც ამ გზას დაადგნენ. ერთადერთი, ვინც ბოლომდე არ გატყდა და 1977 წელს ნიღბის გარეშე დაასრულა კარიერა, კანადელი ენდი ბაუერი იყო.

იარებიანები და ნიღბოსნები კი, შეიძლება ითქვას, “ბოსთონ ბრიუინზის” ამერიკელმა კიპერმა, ჯერი ჩივერზმა (Gerry Cheevers) მოარიგა – 1966 წლის სეზონში, იმ ადგილებში, სადაცკი მის ნიღაბს შაიბა ხვდებოდა, ჩივერზმა იარების დატანა დაიწყო, სულ მალე ჩივერზის ნიღაბი სავჩუკის სახეს დაემსგავსა. 🙂  Gerry Cheevers

1970 წლის ჰელოუინის ღამეს ”ფილადელფია ფლაიერზის” კანადელ მეკარეს, დაგ ფაველს (Doug Favell) მეგობრებმა თეთრი ნიღაბი გაუგოგრისფრეს. დახედა ფაველმა გაფერადებულ ნიღაბს და ნახა, რომ კარგი იყო. და მომდევნო თამაშში სწორედ ასე გავიდა ყინულზე. მისმა თანამემამულემ და მეტოქემ, “ნიუ იორქ აილენდერზის” კიპერმა ჩიქოუ რეშმა (Glenn “Chico” Resch) ფაველის შემხედვარემ თავადაც მოხატა მისი ნიღაბი, ოღონდ – გუნდის ფერებში. ფაველის ნიღაბი პირველი ფერადი და რეშის ნიღაბი პირველი ნახატებიანი ნიღაბია ჰოკეის ისტორიაში.

Doug Favell Chico Resch

ფაველი და რეში მოდის კანონმდებლები გახდნენ – აქედან მოყოლებული ჰოკეის მეკარეებმა თავ-თავიანთი ნიღბების მოხატვა დაიწყეს. ამ საქმეში ბევრ ცნობილ მხატვარსა და დიზაინერს შეუტანია წვლილი. მათი შრომისა და ფანტაზიის შედეგია, რომ NHL-ის ჰოკეის ისტორიის მუზეუმში ნამდვილი შედევრები ინახება. მაგალითად:

Ken Dryden Murray Bannerman Dan Bouchard Gary SimmonsDoug Favell-2 Gilles Meloche Gilles Gratton Wayne Stephenson Gary Bromley

ფოტოზე: Ken Dryden/Montreal Canadiens; Murray Bannerman/Chicago Blackhawks; Dan Bouchard/Atlanta Flames; Gary “Cobra” Simmons/California Seals; Doug Favell/Toronto Maple Leafs; Gilles Meloche/Cleveland Barons; Gilles Gratton/New York Rangers; Wayne Stephenson/Philadelphia Flyers; Gary Bromley/Vancouver Canucks

1972 წელს ვლადისლავ ტრეტიაკი პირველად გამოჩნდა ბადით. გამოხდა ხანი და ნიღბები საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს. ამით ჰოკეის პაწა პეწიც მოაკლდა, მე რომ მკითხო, მაგრამ სპორტსმენის კომფორტი და უსაფრთხოება უპირველესია. ეს ის შემთხვევა არაა, როდესაც სილამაზე მსხვერპლის ფასად ღირს.

თუმცა, დიზაინერები საქმის გარეშე არ დარჩენილან – დღეს კიპერები იყენებენ კომბინირებულ ჩაფხუტებს, რომლებიც იმდენად მოცულობითია, რომ მოსახატავად საკმაოზე დიდი ფართობი აქვს…

Andrew Raycroft Brian Boucher Curtis Joseph Curtis Sanford Ed Belfour Dan Ellis  John Vanbiesbrouck Johan HedbergHannu Toivonen  Pascal Leclaire Mike SmithJohn Grahame  Peter Budaj Johan Hedberg-2 Ty Conklin Wade Dubielewicz Vesa Toskala Ryan Miller Pekka Rinne Roman Turek Gerry Cheevers - 2

ფოტოზე: Andrew Raycroft/Toronto Maple Leafs; Brian Boucher/Philadelphia Flyers; Curtis Joseph/Toronto Maple Leafs; Curtis “Sandman” Sanford/Vancouver Canucks; Ed Belfour/Toronto Maple Leafs; Dan Ellis/Dallas Stars; John “Beezer” Vanbiesbrouck/Florida Panthers; Johan Hedberg/New Jersey Devils; Hannu Toivonen/Boston Bruins; Pascal Leclaire/Columbus Blue Jackets; Mike Smith/Dallas Stars; John Grahame/Carolina Hurricanes; Peter Budaj/Colorado Avalanche; Johan Hedberg/Winnipeg Jets; Ty Conklin/St. Louis Blues; Wade Dubielewicz/New York Islanders; Vesa Toskala/Toronto Maple Leafs; Ryan Miller/Buffalo Sabres; Pekka Rinne/Nashville Predators; Roman Turek/St. Louis Blues; Gerry Cheevers/Boston Bruins

თუმცა ნიღაბი, იმჰო, მაინც სხვა დრაივი იყო.

დღეს ჰოკეის მეკარის ნიღბებს მხოლოდ ჰოლივუდის ფილმებში ვხედავთ – მათგან ყველაზე ცნობილი, უდაოდ “პარასკევი, 13 რიცხვი”-ა. ფილმში “ქალაქი” კი, წესით, ჯერი ჩივერზის ლეგენდარული ნიღაბი უნდა გამოჩენილიყო (ასეა პირველწყაროში – ჩაქ ჰოგანის წიგნში), თუმცა ბენ აფლექმა, რატომღაც, სხვაგვარად გადაწყვიტა.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

26 thoughts on “ნიღაბი, როგორც ასეთი”

  1. უპს, ახლა უნდა მენახა ეს პოსტი იდეაში ორშაბათისთვის დაშედულებული და თურმე დაპოსტილა კვირას დაუკითხავად 🙂

    Like

  2. 🙂 კარგი ბლოგერი იმ თემასაც დიდი სიამოვნებით წაგაკითხებს, რომელიც საერთოდ არ გაინტერესებს.
    ოღონდ ვერაფრით ვიხსენებ ქალაქში სად უკეთია აფლეკს ნიღაბი? ვიღაც ტიპის საცემრად რომ მიდის ბეიზბოლის ჯოხით?

    Like

    1. ნიღბებით არ ძარცვავენ?
      წიგნში ჰოკეის ნიღბები აქვთ, ჩივერზის. ფილმში არა.
      ეგ ნიღაბი ნანახი კი მქონდა, მაგრამ საერთოდაც მაგ წიგნიდან გავიგე რომ ეგ ნიღაბი ჩივერზის იყო. 🙂

      ჰოგანი – ავტორი ვინცაა, ჰოკეის ფანია. და ეს აფლექი ვისაც თამაშობს ეგეც ჰოკეისტი არაა?
      მაგრამ ფილმი გაცილებით ცუდია წიგნზე. ბევრი რაღაცაა დაკარგული.

      Like

  3. ფოტოებზე მინახავს მარო ნიღბით რომ თამაშობდნენ მეკარეები და ჩანაწერებში. ჰოკეის ყურება რომ დავიწყე უკვე ბადეებით იყვნენ.
    მაგრამ მეკარე როცა ნიღაბშია, მართლაც, სულ სხვა ხიბლი აქვს. 🙂

    Like

    1. როგორი პონტია იცი, ვერ ვიხსენებ, მინახავს თუ არა ნიღბიანი მეკარის თამაში ლაივში 🙂
      ალბათ – არა.

      Like

      1. თუ 70-იანებიდან უკვე ბადე შემოვიდა აბა როგორ გექნება ნანახი?

        მე საბავშვო ეკიპირებაც მქონდა – შაიბა, “კლიუშკა” და ჩაფხუტი და ბადე ქონდა იმას. პლასტმასის 🙂

        Like

      2. სუსურუკუში ეგრევე გადავიდნენ ბადეზე და სათამაშოც ეგეთი იქნებოდა.
        შეიძლება მსოფლიოზე იჩითებოდნენ სხვა გუნდებიდან ნიღბიანები. მაგრამ ჰო. ლოგიკურად და ქრონოლოგიას რომ გავყვე, ვერ ვნახავდი ლაივში :/

        მოკლედ, როგორცაა რა. 🙂

        ისე, გუშინ 40+ შემოსვლა იყო ამ პოსტზე უკრაინიდან. შენი დაშეარებული იქნება. 🙂
        ამ დავიდარაბაში თუ ჩემი პოსტების კითხვისთვის გცალიათ, აბა არ ყოფილა საქმე მთლად უიმედოდ.

        Like

  4. ჰოკეისთვის მგონი ბავშვობის მერე არ მიცქერია და თუ ასე გაამრავალფეროვნეს ნიღბები, არ ვიცოდი:) ჰოდა მომეწონა, ავატარივით არის:)
    არც ის მეგონა, თუ ოდესმე მოთამაშეები ასე სწირავდნენ თავებს უნიღბოდ
    მოკლედ, თაკოს ვეთანხმები, საინტერესო პოსტი იყო ჩემთვისაც

    Like

  5. ასეა 🙂 ოსტატურად შემოგვაპარე ჰოკეი.
    ისე ეს ნიღბები საშიში არაა? :)) მე ხომ ყველაფრის მეშინია ზოგადად და ამ ნიღბებმა რაღა დამიშავეს.. მე რომ მოთამაშე ვიყო გამისკდებოდა გული.
    მე მომწონს ეგ ფილმი რაღაცნაირად..

    Like

    1. წიგნში ბევრი პლასტია. კრიმინალური დრამა, თრილერი, დეტექტივი, ირლანდიური მომენტები და რომანტიკული ისტორია.
      აფლექმა რაღაც ნამეტანი რომანწიკა გადაიღო.

      Like

  6. ისე, იარა იარად ყოს და თვალი არავის დაუკარგავს 50 წლის განმავლობაში?

    პ.ს. ჰოკეი არის ბოროტება!. დაიკიდე და წერე ნაშებზე, რაგბიზე და ტრადიციებზე (ისტორიულ-გეოგრაფიულ ჭრილში :დ )

    Like

    1. კი. ბადის გამარჯვება მაგ მიზეზით შედგა – ერთ-ერთ მეკარეს ყვინჯი მოარტყეს და თვალი დაუზიანეს – ნიღაბი ახლოა სახესთან და ვერ იცავდა ეგეთებისგან – ბადეს დისტანციაა აქვს და უფრო უსაფრთხოა.

      ამას რომ ვამბობ, მაგრად მიტრაკებენ ხოლმე, მაგრამ ჰოკეი მირჩევნია რაგბის. ფეხბურთის მერე ყველაზე სპორტია ჩემთვის გუნდურებიდან.
      რაგბიში რომ წარმატება გვაქვს ეგ სხვაა, ეგრე წყალბურტშაც ვუყურებ ჩვენების ხათრით ხოლმე და კალათბურთსაც, რომელიც სულ არ მევასება საყურებლად. 🙂 ძაან ბევრი ბურთი ვარდება და რაღაც ვერ ვკაიფობ. 🙂

      Like

      1. კალათბურთზე მეც ვერ ვკაიფობ მაინცდამაინც. მაგრამ ჰოკეიში ვერაფერს ვხედავ

        რაგბი კი ქართველებსი გამო არა. ისეა მკვლელი ტამაში. შენ ნაღდი ტოლმა არ გიჭამია როგორც ჩანს :დ ნახე 2013 წლის აფრიკა ზელანდია თუნდაც 🙂 გარდა ამისა, რაგბი სტადიონზე ყველაზე მაგარია. მე საერთოდ გადავწყვიტე, ფეხბურთის ყურებას საბოლოოდ შევეშვა 2014 წლის ბრაზილიური ტრიუმფის მერე და რაგბის ფესვებში ცავიდე :დ

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: