ფრანსუა ოზონს ასეთი ფილმი აქვს “რვა ქალი”. აი, ის – კეტრინ დენიოვი და ფანი არდანი რომ ზასაობენ… არა, იმ ფილმში სხვაც ბევრი საინტერესო რამ ხდება და საერთოდაც არაა ცუდი ფილმი, მაგრამ ყველას მაინც ეს ეპიზოდი დაამახსოვრდა. 🙂
მაგრამ ჩემი პოსტი სხვა ქალზეა. ქალზე, რომელიც ფრანსუა ოზონის კიარა, სთენლი ქრემერის ფილმს უფრო დაამშვენებდა. “შეშლილი, შეშლილი, შეშლილი სამყარო” ხომ გინახავთ? ამ ქალმა გადარია სწორედ ეგ სამყაროც და მე-20 საუკუნეც. მისი სახელია ვივიენ ვესთვუდი (Vivienne Westwood). დედოფალი ვივიენი.
ის ერთი გიჟმაჟი ბებიაა, მაგრამ ვინ თქვა, ბებია თავსაფრიანი, ჩია და ტკბილი უნდა იყოსო? საქსოვით კალთაში და ფინჯანი ჩაით ხელში რომ თვლემს ბუხართან და განჯინაში კი საყვარელი შვილიშვილებისთვის ჯემები და მურაბები ჩაუმწკრივებია? ვერ მოგართვით! ვივიენ ვესთვუდი ბულგაკოვისეულ მარგარიტას ჰგავს. ახალგაზრდობა წლებს გაატანა, მაგრამ ისევ ის ახტაჯანაა – შემოაჯდება ცოცხს და სატანასთან მეჯლისზე მიფრინავს.
თუმცა, ყოველთვის ასეთი როდი იყო. კეთილგონიერი ინგლისელი ქალბატონი, დედა და მეუღლე, სკოლის მასწავლებელი. მოცალეობის ჟამს ხატავდა ცოტას, ცოტას დიზაინერობდა. თავისთვისა და დაქალებისთვის კაბებს კერავდა და სამკაულებს ამზადებდა. შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, მუსიკოსსა და პროდიუსერს მალქოლმ მაქლარენს გადაეყარა. იმას ჯგუფისთვის (“სექს ფისთოლზს” პროდიუსერობდა) სასცენო კოსტიუმები სჭირდებოდა, ფული კი ბევრი არა ჰქონდა, ჰოდა, სთხოვა ნაცნობობით. მაქლარენს თარგ-ქსოვილი მიჰქონდა, ვივიენი კი ამ მზა თარგის მიხედვით ჭრიდა და კერავდა. მაგრამ მალევე მობეზრდა. ასე უთხრა – შენ ჩემო მალქოლმ, მოდისა არა გაგეგება რა, წადი მუსიკას მიხედეო და თავად, საკუთარი გემოვნებით დაიწყო ჭრაცა და კერვაც. ნამდვილად მაქლარენზე უკეთ იცოდა, რა უნდა ცმოდათ პანკებს. “სანამ სიტყვა პანკი გაჩნდებოდა, მე უკვე ვიყავი პანკიო”, – ამბობს ვივიენი. იმ დღიდან მოყოლებული პანკ-მოძრაობა მღეროდა “სექს ფისთოლზს” და იცვამდა ვივიენ ვესთვუდს. ამ დროს ვივიენი 30 წლისა იყო. და ცხოვრება თავიდან დაიწყო – გაშორდა პირველ ქმარს და მალქოლმ მაქლარენთან გადავიდა საცხოვრებლად. გადაიპარსა თავი და გახსნა მაღაზია “Let It Rock”. შემდგომ წლებში მაღაზიას არაერთხელ შეუცვალა სახელი, Too Young to Die (სიკვდილისთვის მეტისმეტად ახალგაზრდა)… Sex… Worlds End (სამყაროს დასასრული) – ყოველი ახალი აბრა ვესთვუდის ცხოვრების ახალ ეტაპს ეხმაურებოდა.
პანკის ეპოქაში ძალიან აგრესიულად ვიყავი განწყობილი – ან ჩემთან ხარ, ან ჩემს წინააღმდეგ, ასეთი ფილოსოფია მქონდა.
ვივიენ ვესთვუდი, საუბარი თიმ ბლანქსთან, Interview Magazine, July 2012
ვესთვუდის ქალები ერთდროულად გიზიდავენ და გაფრთხობენ. ტყავი და მეტალი, ეკლები და ჭიკარტები, პლატფორმები, ბოტფორდები, ფერთა აფეთქება თავზე, წარბებზე, ტუჩებზე… ვივიენ ვესთვუდი ახამებს სტილს, რომელიც შეუხამებელია, ფერებს, რომლებიც გვერდიგვერდ ვერ ძლებს… ვერ ძლებს, თუკი ვივიენ ვესთვუდი არ ხარ. როდესაც ვივიენ ვესთვუდი ხარ, ცეცხლსა და ყინულსაც დაამეგობრებ.
თავადაც ისეთივე არაპროგნოზირებადია, როგორც მისი მოდა. შეუძლია ერთ დღეს ყველანი შოკში ჩააგდოს, მაგრამ მეორე დღეს მასზე რესპექტაბელური ქალბატონი მთელს გაერთიანებულ სამეფოში არ მოიძებნებოდეს… თუმცა, ჩაბუდებულ ეშმაკუნებს რას უზამს, თვალებში რომ უციმციმებენ… დედოფალ ელიზაბეთთან წვეულებაზე, როდესაც ბოლო ჩვენებისა თუ მისი ჩაცმულობის გამო ქათინაურებს ისმენდა, უცებ, ვითომც აქ არაფერია “იცით, თეთრეული არ მაცვია… ვერა ვგუობ საცვლის ტარებასო,”- ვითომ თავისთვის, მაგრამ ყველას გასაგონად ჩაიბურტყუნა ვივიენ ვესთვუდმა, რომელმაც 70 წელს გადააბიჯა, 40 წლის მეუღლე ჰყავს და მისი უდიდებულესობის მანდილოსნის ტიტულსა (რაინდობის ანალოგი ქალბატონებისთვის) და ბრიტანეთის ორდენის კავალრობასაც დაატარებს.
თავისი ფასი კარგად იცის, მამაკაცების ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, მაგრამ ისიც უთქვამს, როდესაც ფამელა ანდერსონთან ერთად ვარ ოთახში, ღმერთო ჩემო, სულაც არ ვაპირებ თავის მოკვლას, თუკი მამაკაცები მას ეხვევიან თავს და არა მეო. ვივიენს რომ უცქერ, ფიქრობ, რომ ასაკს ებრძვის, მაგრამ, სინამდვილეში, მისი ჩაცმის სტილი მისი შინაგანი ბუნების გამოხატულებაა, სხვა არაფერი. და არ მგონია, რომ ხელოვნურია. 30 წლის ვესთვუდი, როგორც თავად ამბობს, ნამდვილად გადარეული იყო. 70 წლის ვესთვუდი დაბრძენდა, მაგრამ ისევ ისეთი გადარეულია. ეპატაჟი ხომ მისი ცხოვრების სპექტაკლი არაა, ეს მისი ბუნებაა. და რაც სხვისთვის ეპატაჟია, ვივიენისთვის არის ყოველდღიურობა. როგორც თავად ამბობს, მოდას არ მიჰყვება. და არც არასდროს დაინტერესებულა მოდით. ალბათ, ასეცაა – ის ხომ თავად ქმნის მოდას.
ჯანყი თავისუფლებაა… მაგრამ ეს არა კმარა. უფრო შორს უნდა წავიდეთ – იდეებია, რაც ჭეშმარიტად ფასობს. მე არ მაინტერესებს ვიღაცის წინააღმდეგ ბრძოლა, მე მსურს, დაგანახოთ, რა არის ფასეული.
ვივიენ ვესთვუდი, საუბარი თიმ ბლანქსთან, Interview Magazine, July 2012
მისი უმცროსი ვაჟი დედის კვალს ადგას და მოდის ინდუსტრიაშია – თეთრეულის ახალგაზრდა, მაგრამ უკვე სახელმოხვეჭილი ბრენდის, Agent Provocateur-ის დამფუძნებელია. Agent Provocateur-ის თეთრეული ისეთია, ვივიენიც რომ ვერ აუბზუებს ცხვირს. 🙂 უფროსი ვაჟი კი ფოტოგრაფია. მისი სპეციალიზაციაა ნიუ და ეროტიკული ფოტო.
ვივიენ ვესთვუდი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის დაუღალავი მებრძოლია, მათ შორის უფლებისა, არ ატაროს საცვალი. პირად სივრცეში არვის ადგილია – არც დედოფლის, არც მთავრობის, არც პარლამენტის და არც ქენთრბერის ეპისკოპოსის. მიმიღე როგორიც ვარ, თუარადა შენი დედაც… ვივიენ ვესთვუდი. დედოფალი ვივიენი. © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
P.S.
ვივიენ ვესთვუდზე კარგა ხანია მსურს დამეწერა, მაგრამ ამასობაში ლიტერატორმა დაწერა და, რაკი კარგი პოსტი იყო, მე ჩემი გვერდზე გადავდე.
ჰოდა ამასობაში, სანამ ამ პოსტს გამოსაქვეყნებლად ჭკუაზე მოვიყვანდი, ვივიენმა განაცხადა, ჩემს ცხოვრებასა და მოდაზე წიგნსა ვწერ და შემოდგომისთვის მზად მექნებაო.
მაგარი ქალი ^_^
LikeLike
ძალიან საყვარელი ბებიაა, მიუხედავად იმისა, რომ მურაბები არ აქვს განჯინაში. 🙂
LikeLike
მართლა როგორი გიჟქალა დედოფალი ყავს ბრიტანულ მოდას 🙂
მეც გამიელვა ერთი-ორჯერ ვივიენზე პოსტის დაწერის სურვილმა, მაგრამ ახლა 2 ისეთი გემრიელი წავიკითხე, რომ მეყო ))
რაღაცნაირი რევოლუციონერი ტიპია ვესტვუდი. არანაირ ჩარჩოში და სტანდარტში არ ჯდება ეს ქალი, და მართალი თქვი – ეპატაჟი არის ამისი ბუნებრივი ხასიათი და არა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციულობა.
არავის გავს, საერთოდ. ამიტომ, ყოველთვის ადვილად ამოიცნობა. ვივიენის საფირმო კუბოკრულს, ჭრელა-ჭრულებს, ზოლებს ყველა სხვა დანარჩენში გამოარჩევ. გიჟია ეს ქალი. და გიჟი კიდევ თავისუფალია..
..აბსოლუტურად თავისუფალი ყველანირი სოციალური სტერეოტიპებისგან, სხვების შეხედულებებზე დამოკიდებულებისგან, მყვირალა თრენდებისგან, ყველაფერი იმისგან რაც მყარად დამკვიდრებულია. ისე დააქროლებს თავის საინტერესო ცხოვრებას, როგორც თვითონ მოსწონს, სხვა დანარჩენი ფეხებზე ჰკიდია.
და რა სასიამოვნოა როცა უყურებ ამდენი დაკონსერვებული იდეებისგან თავისუფალ ადამიანს, ამ გენიალური გიჟის მიერ შექმნილს (და არა შეკერილს), მარტო ქსოვლებს, ტანსაცმელს კი არ აკეთებს, განწყობას ქმნის. ყველაფერს თან ურთავს რაღაცა უნიკალურ ხასიათებს, რომელიც ყველა ადამიანამდე მიაქვს.
მეც ბევრჯერ მიფიქრია რომ ვესტვუდი ბებერი პეპია 🙂 თან რა ძალიან მაგრად გავს…
პ.ს. ლორდ, ერთადერთი ცუდი მოგონება რაც ვივიენს მაკავშირებს არის ის სათვალე, “კენარში” რომ ვიყიდე ჩემი ნერვების, გულის და ერთკვირიანი განწყობის მოსაწამლად. ვივიენის იყო :))
LikeLike
რა გინდა ახლა? დავწერო რომ ეგ კენარის ბრალია დაარა ვივიენის?
ვერ მოგართვით!
LikeLike
გიჟმაჟი ბებია :))) ❤
LikeLike
ზუსტად მაგის მოსმენა მინდოდა შენგან 😉 დიახ, კენარის ბრალია და არა ვივიენის.
დებილი კომპანიაა არაპროფესიონალი, აგრესიული სთაფისგან დაკომპლექტებული და ვერ ვიტან რომ იცავ ხოლმე ;))
LikeLike
მოდით როგორ არ დაინტერესებულა? გვატყუებს! 🙂
კოლექციის ნაწილი ძალიანაც მეინსტრიმული აქვს ხოლმე. მოდის ტენდენციებითაც ინტერესდება და ცდილობს კიდეც, გაითვალისწინოს ბაზრის გემოვნება.
რა თქმა უნდა, ისეთი ტანსაცმელიც აქვს, რაც ძალიან მისია მაგრამ ისეთიც ბევრი აქვს, რაც ძალიან მეინსტრიმია.
ხელოვნება და შემოქმედება კარგია, მაგრამ ბიზნსის კეთებაც იცის.
Agent Provocateur ძალინ მომწონს, მაგრამ არ ვიცოდი ვივიენის შვილის თუ იყო. კარგი ბიჭი გაუზრდია. 🙂
LikeLike
რა უნდა მეკითხა – პამერლას ძუძუზე რა ჭირს ხომ არ იცით?…
გათხაპნილი აქვს თუ ეგეთი აქვს? 😦 ძაან შევწუხდი ..
და შენ კიდევ ხარ უჯიუტესი ადამიანი.
აი ერთხელ ხომ შემოგბედე და პატარა ფოტოებს რატომ დებ-მეთქი და კიო, დამეთანხმე, მართლაც პატარებია და დიდი ჯობიაო. და ახლა ჯინაზე კიდევ უფრო პატარებს დებ.
ჰოდა. მეტისმეტად უზარმაზარია ახლა ეს სურათები, რა წესია?!! ცოტა დააპატარავე რა, მეტკინა თვალები 😦
LikeLike
LikeLike
მობილურით კითხულობ და მიტომ 🙂
საშუალო ზომის სურათებია :)))
LikeLike
ძალიან მომეწონა პოსტი. და ვივიენი ჰო, მეც არ მგონია ასაკს ებრძოდეს ან რაიმე ასეთი. ერთხელაც იქნებოდა და მოსწყინდებოდა. აშკარად ბუნების “ბრალია” 🙂
LikeLike
ქალი როცა თავისზე ბევრად ახალგაზრდა კაცს მიყვება მაინც ასეა, რომ ასაკს ებრძვის. 🙂
კაცზეც იგივეა.
სტანდარტებს მე არ დავადგენ, მაგრამ 70 და 40 წელი ძალიან დიდი სხვაობაა.
LikeLike
ვისთვის ბევრია და ვისთვის ცოტა :))
დემი მურსა და მის ყოფილ ქმარს შორისაც რაღაც ამდენი იყო, მგონი.
LikeLike
მობილურით კი არა კომპიუტერით ვარ. როდის იყო მობილიდან ქართული შრიფტით ვპოსტავდი..
ხალხო, დამეხმარეთ, ქეთი, თაა, აეხლა ამ ბლოგის ფოტოებს საშუალო ზომის ქვიაა?! ვაა, თვალებში ნაცარს მაყრიან !
აღიარე მაინც რომ დიახ პატარაა, მე მისწორდება და აეგრე მინდა, სულ არ მაინტერესებს ჩემი ერთგული და თვალებში შემომციცინე მკითხველების აზრიო 😦
LikeLike
კაი. 🙂
სურათებს ვუმატებ იმიტომ ხოლმე რომ ცოტა ვიზუალურად გახალისდეს პოსტი და მარტო ტექსტი არ იყოს, მაგრამ არ მეგონა მისი ზომა ასე მნიშვნელოვანი თუ იყო. 🙂
100 მნახველიდან ფოტოს საშუალოდ აკლიკებს 2. ამიტომ არ მეგონა.
LikeLike
რა სისულელეებს ამბობ :)))
დემი მურსა და ეშტონ კეტჩერს შორის 16 წელი იყო სხვაობა, რაც ცოტა არ არის, მაგრამ არც იმდენად ბევრია. როცა დაქორწინდნენ დემი იყო შენხელა 🙂 და გამოიყურებოდა ძალიან კარგად. ახლაც კი საკმაოდ კარგად გამოიყურება და არ ეტყობა ასაკი.
ვივიენს ნამდვილად ვერ შევადრი. 🙂
LikeLike
ჰო, როცა დაქორწინდნენ, იყო ჩემხელა და როცა გაშორდნენ იყო შენხელა. 🙂
LikeLike
ნუ ხარ დებილი!
LikeLike
კაი ჰო რა გჭირს :)))
❤
LikeLike