ქალის პორტრეტი ინტერიერში

შაბათის პოსტი

სურათი ერთი.

ქალი შედის ფეხსაცმელების მაღაზიაში. ძალიან დიდხანს დადის, ათვალიერებს, ხან ერთ ფეხსაცმელს აიღებს, ხან მეორეს, ბოლოს აირჩევს, როგორც იქნა და გამყიდველს ეუბნება:
– აი ასეთი ფეხსაცმელი მინდა, მაგრამ ვარდისფერი.
– ვარდისფერი არ გვაქვს. ის ფერები გვაქვს, რაც დახლზეა.
– თქვენ არ გესმით, ეუბნება ქალი, – ჩემი დისთვის ვყიდულობ მას კი ვარდისფერი უყვარს.
– კარგად მესმის, მაგრამ ვარდისფერი არ გვაქვს – აი, ბაცი წითელი გვაქვს.
– ეგ წითელია, ჩემი დის კაბას არ მოუხდება. ვარდისფერი მინდა.
– არ გვაქვს ვარდისფერი, აი ლურჯი გვაქვს, ყვითელი გვაქვს, მწვანე გვაქვს, შავი ფერიც გვაქვს, ვარდისფერი კი გაგვითავდა… იქნებ, სხვა მოდელი მოგეწონოთ – აი, ეს ფეხსაცმელი გვაქვს ვარდისფერი.
– ეგ არ მინდა. ეგ სტილი ჩემს დას არ უხდება, მაგას ვერ მივუტან. რომელიც ავირჩიე, ის მინდა, მაგრამ ვარდისფერი!
– არ გვაქვს ვარდისფერი, ქალბატონო, რა ვქნა, გაიყიდა სულ. იმ კვირას შემოგვიარეთ, ახალ პარტიას ველოდებით.
– იქით კვირას გვიანაა, მე დღეს მინდა!..
მიტრიალდება და გაბრაზებული გადის მაღაზიიდან.
10 წუთში შემოდის ისევ და გამყიდველს ეუბნება:
– ჯანდაბას, მომეცით ის წითელი… ორ დღეში მაინც უნდა დავმარხოთ…

სურათი ორი.

ქალი გამოდის სავაჭრო ცენტრიდან. ხედავს – ერთი საცოდავი, თავდაუბანელი, თმაგაჩეჩილი ქალი ძველმანებში გამოხვეულა, დგას იქვე და საჭმლის ფულს მათხოვრობს.
შეეცოდა. მიუახლოვდა. პაკეტები ნავაჭრით დააწყო ძირს, ძლივს-ძლივობით გაითავისუფლა ხელები, ამოიღო ხელჩანთიდან საფულე და ეკითხება:
– ახლა ფულს რომ მოგცემთ, წახვალთ, ალბათ და სასმელს იყიდით, არა?
– რას ამბობთ, ქალბატონო, რამდენი წელია წვეთიც არ დამილევია!
– თუ სალონში წახვალთ თავის მოსაწესრიგებლად?
– რას ამბობთ, ქალბატონო, საუკუნეა სალონში არ ვყოფილვარ!
– აბა, რამე ტანსაცმლის შესაძენად წახვალთ?
– არა, ქალბატონო, საკვებს ვიყიდი…
– მაშინ ფულს მოგცემთ, მაგრამ იმ პირობით, რომ სახლში გამომყვებით, მინდა, ჩემი ქმარი გაგაცნოთ.
– ქალბატონო, თქვენს ქმარს ჩემი გაცნობა სულ არ ესიამოვნება…
– დარდი ნუ გაქვთ, მინდა, ნახოს, როგორ გამოიყურება ქალი, რომელიც არ ეკარება ალკოჰოლს, არ შოფინგობს და სალონში არ დაიარება.

სურათი სამი.

შეხვდება დიდი ხნის უნახავი ორი დაქალი. ერთმანეთს მოიკითხავენ.
როგორ ხარ, რა ამბებია.
ერთი ეუბნება:
– თითქოს, ყველაფერი რიგზეა, კარგი ქმარი მყავს, ძალიან ვუყვარვარ, თავს მევლება, არც წუწურაქია, არაფერზე მეუბნება უარს.  იდეალური გემოვნება აქვს. რასაც მაჩუქებს, ისე შეარჩევს ხოლმე, მხატავს, როგორ მიხდება. ან ნახო უნდა, თავად როგორ იცვამს,  ყველა მეგობარი, ჩემიც, მისიც მასთან მოდის რჩევის საკითხავად… მაგრამ, ერთი უბედურება სჭირს, ძალიან მალე ათავებს.
მეგობარი ურჩევს:
– რახან ასეა, ასეთი შემთხვევებისთვის საყვარელი უნდა გაიჩინო.
– ეგეთი შემთხვევებისთვის კი მყავს საყვარელი, მაგრამ რად გინდა, მაგას გემოვნება არ აქვს. ისეთი რამეები აცვია, მასთან ერთად ხალხში გამოჩენისა მრცხვენია. ვერაფერი ვუშველე…
– კარგი, – ეუბნება დაქალი, – ახლა ტელეფონის ნომერს მოგცემ, ერთი ტიპია, გემოვნება აქვს – დაცემა და ძალიან ნელა ათავებს. გარანტიას გაძლევ, მოგეწონება და სრულად დაგაკმაყოფილებს.
ასეც მოიქცნენ. გამოართვა ნომერი, გავარდა სახლში, დარეკა, შეუთანხმდა, ვეღარ ითმენს… როგორც იქნა, ზარია კარზე. გაუღებს და შემოდის ელეგანტურად, მოდურად ჩაცმული მამაკაცი, თითქოს ეს-ესაა ბუტიკიდან გამოვიდა. იწყებს გახდას, მიდის ფანჯარასთან, გამოაღებს და შარვალს, პერანგს, პიჯაკს, ფეხსაცმელებს, საათს ყველაფერს გარეთ ყრის.
ქალი გაოცებული მიაჩერდება:
– რას აკეთებთ??? ხომ არ გადაირიეთ???
– აბა რა ვქნა? სანამ გავათავებ, ეს ყველაფერი უკვე მოდიდან იქნება გასული.

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

http://www.myjokemail.com

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

9 thoughts on “ქალის პორტრეტი ინტერიერში”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: