21-ე საუკუნეს მსოფლიო შეეგება ორჯერ. ჯერ 2000 წელს (მიუხედავად კალენდროლოგთა მტკიცებისა – ჯერ ადრეაო), მეორედ – 2001 წელს. ჩვენ ქართველებმა ეს 4-ჯერ მოვახერხეთ. ტრადიციულად.
ამ საუკუნემ (ჯერ-ჯერობით) მოგვიტანა ინტერვენცია, ომი, ბომბები და მავთულხლართები. ამიტომ, ამ პოსტში პოლიტიკა იქეთ იყოს. ფილმებს გავიხსენებ.
2000
200 წელი და, რა თქმა უნდა, “X-ადამიანები” (X-Men). იმიტომ რომ მიყვარს ფანტასტიკა და იმიტომ რომ იან მაქქელანი გენიალური მსახიობია. და კიდევ იმიტომ რომ ამ ფილმში სამი ლამაზი ქალია – რებექა რომეინი, ფამკე იანსენი და ჰელი ბერრი.
ამ წელს ბენისიო დელ ტორომ ორ მაგარ ფილმში მოასწრო მონაწილეობის მიღება – ამ ორიდან პირველი ჩემს სიაში მაინც სთივენ სოდეერბერგის კრიმინალური დრამაა – “ტრაფიკი” (Traffic), აქ დელ ტორო მაიქლ დაგლასთან და ქეთრინ ზითა-ჯონსთან ერთად თამაშობს. ნარკომაფია და ნარკოპოლიტიკა. რამდენად ეფექტურია ომი, რომელსაც აშშ აწარმოებს კოლუმბიელ ნარკობარონებთან? ფილმი ჩვენთვისაც აქტუალურია. ბენისიო დელ ტორომ ასევე მონაწილეობა მიიღო გაი რიჩის აბსურდულ-კრიმინალურ კომედიაში “დიდი კუში” (Snatch), სადაც კოლორიტული პერსონაჟებისა და შესანიშნავი მსახიობების მთელი დასია.
2001
როდესაც “ბეჭდების მბრძანებელს” კითხულობ, ვერ წარმოიდგენ, თუ ამ ეპიკური ამბის ეკრანზე გადატანა შეიძლება ისე, რომ არაფერი გააფუჭო. ფითერ ჯექსონმა ეს მოახერხა. თოლქიენს რომ ენახა “ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო” (The Lord of the Rings: The Fellowship of the Ring), ალბათ, მოეწონებოდა. ეს ფილმი იმდენად კარგია, რომ ახლა იმასაც არ დავწერ, რომ ქეით ბლანშეთი მაინცადამაინც არ მომწონს გალადრიელად. 🙂
TLOTR რომ არა, წლის კინომოვლენა ჩემთვის იქნებოდა პიტოფის მისტიკური დეტექტივი “ვიდოკი” (Vidocq). პიტოფი ვიზუალური ეფექტების მეტრია და ამ თვალსაზრისით ფილმი იდეალურადაა გადაღებული. არაჩვეულებრივად სტილიზებული, ფერთა თამაში, ოპერატორის ნამუშევარი და გენიალური ჟერარ დეპარდიე მთავარ როლში. სცენარის ავტორი კი თვით ჟან-კრისტოფ გრანჟეა. მესამე ფილმის არჩევა გამიჭირდა. ბოლოს მაინც ამაზე შევჩერდი – “ტრასა ნომერი 60” (Interstate 60). კომედია, რომლის ნახვა თუნდაც მხოლოდ ქრისთოფერ ლოიდისა და გერი ოლდმანის გამო ღირს, ფეთა უილსონზე რომ აღარაფერი ვთქვა. 🙂
2002
რა თქმა უნდა, სთივენ სფილბერგის “დამიჭირე, თუ შეგიძლია” (Catch Me If You Can) და ლიონარდო დი ქაფრიო, რომლის ტიტანიკები და სხვა რომანწიკული მაიმუნობები წარსულში დარჩა.
ვუდი ალენმა გადაიღო “ჰოლივუდური ფინალი” (Hollywood Ending) კომედია, სადაც ვუდი, როგორც ეს სჩვევია, ვუდიურად დასცინის ყველას – ჰოლივუდს, ევროპელ კრიტიკოსებს, მაყურებლებს და საკუთარ თავს. სთივენ სფილბერგმა კი, გაგიკვირდებათ და, შემაჩერე, თუ შეგიძლიაო და მეორე კარგი ფილმიც გადაიღო იმ წელს – “განსაკუთრებული აზრი” (Minority Report). სხვა თუ არაფერი, ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ფანტასტის ფილიფ დიქის მოთხრობის ეკრანიზაციაა და თომ ქრუზთან ერთად მაქს ფონ სიუდოვიც თამაშობს.
2003
რა თქმა უნდა, ამ წელს გამოვიდა “მეკობრეები” ჯონი დეფით, მაგრამ მახსენდება უმა თურმანი და წლის კინომოვლენის ბედიც, იმჰო, გადაწყვეტილია – ესაა ქვენთინ თარანთინოს “მოკალი ბილი” (Kill Bill), თან, მეორე ნაწილში ყველაზე მაგარი ქეთფაით სცენაც რომ გველის? უმა თურმანი vs. დეირალ ჰანნა.
ქეთფაითი ქეთფაითად და გორ ვერბინსქის სათავგადასავლო კომედიურ ფილმს“კარიბის ზღვის მეკობრენი” (Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearl) გვერდს ვერ ავუქცევ. კაპიტანი ჯექი-ბეღურა და კაპიტანი ბარბოსა – ჯონი დეფი და ჯეფრი რაში. ისევე როგორც გვერდს ვერ ავუქცევ ლარა ქროფთ-ანჯელინა ჯოლის და, ვინაიდან პირველი ფილმი 2001-ის სამეულში ვერ ჩავაკვეხე, მეორესთვის შემოვუნახე ადგილი. “ლარა ქროფთი სამარხების მძარცველი: სიცოცხლის აკვანი” (Lara Croft Tomb Raider: The Cradle of Life). ფილმის რეჟისორია იან დე ბონტი და დაივიწყეთ, თუ რას წერენ კრიტიკოსები. ანჯელინა ჯოლის ლარა უბრალოდ შეუდარებელია.
2004
ძმებ ქოენებს ბევრი ფილმი აქვთ. ძალიან განსხვავებული ფილმებია და ერთიმეორეზე უკეთესი. 2004-ში მათ გადაიღეს არაჩვეულებრივი აბსურდული შავი კომედია “ქალბატონის მკვლელები” (The Ladykillers). თომ ჰენქსის და ირმა ჰოლის ძალიანს სახალისო კონოდუეტი.
წლის კიდევ ერთი სახალისო აბსურდულ-კრიმინალური კომედიაა ჰაუარდ დოიჩის “სრული ათი იარდი” (The Whole Ten Yards): ბრუის უილისი, მეთიუ ფერი, ნათაშა ჰენსთრიჯი და ამანდა ფითი. სთივენ სომერსის “ვან ჰელსინგი” (Van Helsing) კი, ეგებ, დიდი არც არაფერი, მაგრამ კარგადაა სტილიზებული და ქეით ბექინსეილიც ძალიან ლამაზია. ვან ჰელსინგს ჰიუ ჯექმანი ასახიერებს, რიჩარდ როქსბარი კი ერთ-ერთი საუკეთესო დრაკულაა, რაც მინახავს.
2005
ამ წელს ლიუკ ბესონმა გადაიღო “ანგელ-ა” (Angel-A), სადაც ჟამელ დებიუჟი შესანიშნავად თამაშობს და რი რასმუსენი კი მართლაც ანგელოზივით ლამაზია.
2005 წელს “ბეთმენი იწყება” (Batman Begins). ძალიან მაგრად იწყება თან. ქრისთოფერ ნოლანი რასაც აკეთებს, ლაზათიანად აკეთებს. ამ რეჟისორს, პრაქტიკულად, არ აქვს ჩავარდნა. ლაიამ ნისონი ძალიან კარგია ანრი დიუკარის როლში. ფილმში ნახავთ გერი ოლდმანს, მორგან ფრიმენს, მაიქლ ქეინს და ქრისთიან ბეილს ადამიანი-ღამურას როლში. და, აქვე შევთანხმდეთ – შემდეგ “ბეთმენებს” სიაში არ შევიტან, მაგრამ იგულისხმეთ, რომ არის. 🙂 ფოლ მაქგიგანმა კი გადაიღო “სლევინის ბედნიერი რიცხვი” (Lucky Number Slevin), სადაც ბენ ქინგსლისა და მორგან ფრიმენის დუეტი, ერთ რამედა ღირს. პლუს ბრიუს უილისი.
2006
ქევინ მაქდონალდის ფილმში “შოტლანდიის უკანასკნელი მეფე” (The Last King of Scotland) ფორესთ უაითექერმა ითამაშა ისე, რომ მის ფონზე ყველა სხვა მსახიობის ნამუშევარი ფერმკრთალია. თუ გინდა ნახო, რა არის გენიალურობის ზღვარს იქეთ თამაში – ესაა ფორესთ უაითექერი იდი ამინის როლში.
ქრისთოფერ ნოლანმა გადაიღო დეტექტური თრილერი “პრესტიჟი” (The Prestige) ორი ილუზიონისტი – ჰიუ ჯექმანი და ქრისთიან ბეილი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაშია ჩაბმული პუბლიკის ოვაციებისა და სქარლეთ იოჰანსონის გულისთვის. ფილმში ნახავთ მაიქლ ქეინსა და დეივიდ ბოუისაც. ამ წელს ბევრი სხვა კარგი ფილმი იყო, მაგრამ მაინც “ბორატი” (Borat) უნდა დავასახელო. საშა ბარონ ქოენის ფოიერვერკული თამაში და მწარე სატირა… არა ყაზახებზე (როგორც ყაზახებს ეგონათ და დაიბოღმნენ), არამედ – ამერიკელებზე.
2007
ზოდიაქო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელია. უფრო სწორად – ერთ-ერთი ყველაზე უცნობი. ვინ იმალებოდა ამ სახელის უკან დანამდვილებით არ არის ცნობილი. დეივიდ ფინჩერმა სცადა საიდუმლოს ამოხსნა ფილმში “ზოდიაქო” (Zodiac) რობერთ დაუნი უმცროსის, ჯეიქ ჯილენჰაულისა და მარქ რაფალოს დახმარებით.
შესანიშნავ მსახიობურ ანსამბლს მოუყარეს თავი ძმება ქოენებმაც მოვესტერნო თრილერში “მოხუცებისთვის ადგილი არაა” (No Country for Old Men) – თომი ლი ჯონსი, ხავიერ ბარდემი, ჯოშ ბროლინი და ვუდი ჰარელსონი. ხოლო დეივიდ ქრონენბერგის თრილერში “აღმოსავლური დაპირებები” (Eastern Promises) დანიელი ვიგო მორთენსენი, ფრანგი ვენსან კასელი, გერმანელი არმინ მიულერ-შტალი და ინგლისელი ნაომი უოთსი რუს მაფიოზებსა და პოლიციელებს ასახიერებენ.
2008
დამაინც “მილქი” (Milk), გას ვან სენტის დრამა შონ ფენით მთავარ როლში, რომელიც ძალიან აქტუალურია ჩვენთვის(აც). თუმცა, მეტიარააჩემიმტერი ტაბურეტკიანებმა ეგ ფილმი ნახონ და, თუ ნახავენ, რამეს მიხვდნენ… ეგებ თქვა, მილქს ტაბურეტკა კიარა ტყვია ესროლესო, მაგრამ ჯერ ეგ 30 წლის წინ მოხდა, მეორეც, ტყვიის მსროლელი დააპატიმრეს და, მესამე – ციხიდან რომ გამოვიდა იმდენად ყველამ მოიძულა მის საკუთარ ქალაქში, რომ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
ამისგან აბსოლუტურად განსხვავებული, ძალიან ლაითი, ავანტიურისტული კომედია აფერისტებსა და პოლიციელებზე – ერიკ ბესნარის “ნაღდი ფული” (Ca$h). ჟან რენო და ჟან დიუჟარდენი. და მორიგი ბონდიანა – მარქ ფორსთერის “მოწყალების კვანტუმი” (Quantum of Solace). ქრეიგი ბონდად არ მომწონს. ჩემთვის ბონდი ქონერია – ირონიული, მხიარული. და ის ძველი ბონდიანა მირჩევნია – უფრო კომედია, ვინემ ექშენი… მაგრამ კვანტუმის გამოტოვება არ იქნება. ერთი რომ ოლგა კურილენკო. და მეორე რომ მატიო ამალრიკი თამაშობს გადასარევად.
2009
“ავატარი” (Avatar). მეტის დაწერა საჭირო არაა. 🙂 მითუფრო რომ დაწერილი მაქვს ადრე ვრცლად.
ამ წლის კინოაღმოჩენაა კრისტოფ ვალცი. ის რომ არა, თარანთინოს “უსახელო ნაბიჭვრები” (Inglourious Basterds), ალბათ, ვერ მოხვდებოდა ჩემს სიაში. ამავე წელს ეკრანებზე გამოვიდა დეივიდ თოუჰის ფსიქოლოგიური თრილერი “იდეალური გაქცევა” (A Perfect Getaway). ოთხი ტურისტი და სერიული მკვლელი სადღაც ახლო-მახლო, ფეხდაფეხ მიდევნებული თუ წინ მომლოდინე. ან არის კი მკვლელი საერთოდ? სთივ ზანი კომედიანტია, მაგრამ, თურმე, სხვა ჟანრის ფილმებშიც ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში. მილა იოვოვიჩი კი ნიჭიერია და ლამაზი. როგორც ყოველთვის.
2010
2010 იყო ძალიან კარგი წელი დი ქაფრიოსთვის – მის სათვალავში ორი მაგარი ფილმია. ორიდან უფრო მაგარია ქრისთოფერ ნოლანის “დასაწყისი” (Inception). ეს არის სასწაული ფილმი. არ ვიცი, ამაზე მაგარი ნოლანმა რა უნდა გადაიღოს. კინოფანტასტიკაა, თან – დეტექტივი. უყურებ და რომ გაიფიქრებ – აი, თურმე რა ხდებაო და გგონია, ამოხსენი საიდუმლო, ნოლანი, ჰოპლა და, ყველაფერს თავდაყირა აყენებს. მოკლედ, თუ “დასაწყისი” ნანახი არ გაქვთ, ესე იგი არ იცით, თუ რა არის ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარი კინო.
დი ქაფრიოს მეორე კარგი ფილმი ამ წელს იყო მართინ სქორსეზეს “შეშლილთა კუნძული” (Shutter Island). შესანიშნავი ფსიქოლოგიური დეტექტივი, სადაც ბოლომდე არ იცი, რა ხდება და დი ქაფრიო ბენ ქინგსლისა და მაქს ფონ სიუდოვის გვერდითაც კი კაშკაშებს. საერთოდ, ძალიან იშვიათია, რომ მსახიობზე ასე შემცვლოდეს წარმოდგენა. 🙂 იყო დრო, დი ქაფრიო რომ იყო ტიტრებში, ფილმის ყურების ხალისი მეკარგებოდა – ვიცოდი რომ იქნებოდა რაღაც “რომანწიკული” მაიმუნობა. დღეს კი ეს მსახიობი ხარისხის ნიშანივითაა. მადლობა ბატონ ბიძინასრაიყოდა მართინ სქორსეზეს. ამ წელს სლაიმ მოკიდა ხელი ბებრებს და მაგრებს და გადაიღო “გასაღებულნი” (The Expendables). ამ ფილმზეც ცალკე პოსტი მაქვს დაწერილი. ფილმი რაღა – უკვე წარმატებული კინო-პროექტია. წელს მესამე ნაწილი გამოვა.
ამ საუკუნეში ბევრი სრულმეტრაჟიანი ანიმაცია გადაიღეს. თუ მათზე არაფერი დავწერე, იმიტომ არა, რომ “შრექი”, “სათამაშოების ისტორია” თუ “რატატუი” არ მომეწონა. პირიქით – მართლა აღფრთოვანებული ვარ იმით, რასაც Walt Disney Pictures+Pixar აკეთებს. მაგრამ ეს ცალკე სამყაროა.
“ვარსკვლავური ომების” ახალი ეპიზოდები კი არ ვახსენე, ვინაიდან, ისედაც იგულისხმება, რომ Must See კატეგორიიდანაა. 🙂
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ქრონოლოგია:
დი კაპრიო ისევ ოსკარის გარეშე დატოვეს 😦
LikeLike
ახალი ამბავი :)))
ვიქტიმიზაცია ხდება მაგისი.
სამაგიეროდ ბრანჯელინას მიუღია ოსკარი 🙂
LikeLike
“ქალბატონის მკვლელები” და “შოტლანდიის უკანასკნელი მეფე” არ მინახავს და ჩავინიშნე.
ნოლანზე და დი კაპრიოზე გეთანხმები და დი კაპრიოს ფილმებიდან “სისხლიან ალმასსაც” დავამატებდი.
LikeLike
ასეთი ჩამონათვალი ყოველთვის სუბიექტურია, ამიტომ ეს ფილმი რატომ არის და სხვა ფილმი რატომ არ არის არ დაგიწერ, მიუხედავად იმისა, როომ ძლივს ვითმენ :)))
ახლა სხვა წლებსაც გადავხედავ 🙂
LikeLike
ბრედ პიტს როგორც მსახიობს არ აუღია ეგ ოსკარი, პრიდუსერი იყო მონობის 12 წლის. 🙂
LikeLike
Inception უმაგრესი ფილმია. ნოლანის შეფასებაში ც გეანხმები 100%
LikeLike
2001 წელში ჩავრჩენილვარ და ეგაა.
LikeLike
Reblogged this on ♥ ♥ ♥ In Pink ♥ ♥ ♥.
LikeLike
ძალიან ცოტა ფილმი მაქვს აქედან ნანახი, მაგრამ მაინც დავწერ კრიტიკულ კომენტარს
1) მთელი 10 იარდი ძალიან ცუდი ფილმია. არაფერი ახალი და თითიდან გამოწოვილი სცენები
2) კრუზის განსაკუთრებულია აზრი საშუალო ფილმია. არანაირი დინამიკა არ აქვს ფილმს. არადა თიტქოს ძალიან კარგი სიუჟეტია.
3) მოკალი ბილი ძააალიან მიყვარს. მაგრამ კარიბის ძრვის მეკობრეები თვიოსობრივად სხვა მოვლენაა და ლიდერობა მას უნდა ჰქონოდა :დ ამ ფილმის დაქვეითება რანგში ჩემს ყმუილს იწვევს
4) დიკაპრიო უოველთვის სერიოზული მსახიობი იყო. კალათბურთელის დღიურები რად ღირს. ის გილბერტ გრეიპი არ მინდახავს, მაგრამ ეგეც სხვა ოპერიდანაა და ტიტანიკსაც რას ერჩი ვერ გამიგია. ყალბათ ტკბილი რომანწიკა არაა
5) სლევინის ბედნიერი რიცხვი ნიდაძელანი ფილმია.
6) თუ ბეთმენის მოხსენიება გინდოდა–ბრწყინვალე პირქუში რაინდი (მგონი სწორი თარგმანია)უნდა გამოგეცალკევებინა და არა საშუალო პირველი ნაწილი :დ
7) მოხუცებისთვის ადგილი არაა უფრო ვრცლად დაგეწერა –გენიალურია: ))
8)მაინც გადავწყვიტე და ვკიტხიულობ (ვამთავრებ ) ბეჭდების მბრძანებელს და ტამამად ვიტყვი–კინო ბევრად ჯობია
9) როცა ‘დასაწყისის’ ნაცვლად მეფის სიტყვას (თუ მეტყველებას) მისცეს ოსკარი და ნოლანის ამ შედევრისთვის მხოლოდ საუნდი გაიმეტეს, რაც კინოაკადემიას დედა ვაგინე—ერთი არ აცდეთ
პ.ს რამდენი დავწერე :დ
LikeLike
ნუ, პირველ რიგში ბექა იზ ბექ და ეს კარგია.
ახლა პოსტს რაც შეეხება:
…მმმმმმ მეც ძალიან ბევრი უნდა ვწერო
Minority Report და ენჯელა ჩემი აზრით სისულელეა. პირველი იმიტომ რომ რაღაცა მომავლის თემა უნდოდათ და ვერ გამოუვიდათ და თან ტომ კრუზი ცუდი მსახიობია.
ეს ანჯელა კიდევ ქალი კია ძალიან ლამაზი, მაგრამ ბოლოში რომ გავედი მახსოვს გავიფიქრე, რაზე დავკარგე ძვირფასი დრო-მეთქი.
ქეით ბეკინსეილის სილამაზე არ გაიშვას..
კიდევ, “პრესტიჟი” მართლა კარგი ფილმია, ქალიან-კაციან-იდეიან-შესრულებისტექნიკიანა და საერთოდაც, ბეილი მინდა რომ ვიხილო ბონდიანას შემდეგ სეზონში მთავარ როლში 😉 რა ვქნა, ვის მივაწვდინო ხმა ხომ არ იცი?..
უსახელო ნაბიჭვრები -სუპერ, იდეალური გაქცევა – სუპერ, მეკობრეები – სუპერ.
მიუხედავად იმისა, რომ ბონდიანა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფილმმებია, კვანტუმით დიდად ვერ მოვიხიბლე. ჯერ ერთი რომ კრეიგს ვერ შევეგუე მეც, შენი არ იყოს, თუმცა მოგვიანებით სქაიფოლმა ავტომატურად შემაგუა 😉 და კიდევ ბონდის ქალების თემა- რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მანდ გაუფასურდა. კურილენკო არ მიყვარს, რაღაცნაირი გამოცარიელებული ქალია, არა სექსუალურობა, არა ეშხი, თევზივით თვალები და ცივი სტანდარტული სილამაზე, ბოდიში ოლგა.
ახლა დიკაპრიოს ფილმები.
Inception ვნახე კინოში და დავიღალე, არ მომეწონა. და იმის მერე იმდენი “მხედველობაში მისაღები” ადამიანი გიჟდება მაგ ფილმზე, აგერ შენი ჩათვლით, რომ უკვე ვფიქრობ რომ ხელმეორედ ვუყურო.
“შეშლილთა კუნძული” არის ყველაზე მაგარი დეტექტივი-თრილერი, რაც კი ოდესმე მინახავს. გენიალური ფილმია, იმიტომ რომ სკორსეზეა, დიკაპრიოა, რუფალო და ბენ კინგსლია, ამ მიშელ უილიამსს კი ვეღარ ვიტან მაგ ფილმის მერე :)) არადა რა დამიშავა…
მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი იდეალური ფილმი კინემატოგრაფიის ისტორიაში.
და კიდევ, დიკაპრიო არის ძალიან მაგარი მსახიობი. ამ კაცს უთამაშია, რომანტიული, დრამატული, მსუბუქი მელოდრამული, მძიმე ფსიქოლოგიური როლები და ყველა, აბსოლუტურად ყველა ერთნაირად ვირტუოზულად.
ჰოდა, ლეო აიღებს ოსკარს თუ ოსკარი აიღებს ლეოს, უკვე სულ ერთია ჩემთვის. ჯანდაბამდე გზა ჰქონია მაგ გილდიას.
მე ამ სიას დავამატებდი გრან ტორინოს, RED-ს, მონსტრს (შარლიზი შეუდარებლად თამაშობს), ჩიკაგოს, და კიდევ იქნება რაღაცეები, მაგრამ ახლა ესენი გამახსენდა 🙂
LikeLike
“კურილენკო არ მიყვარს, რაღაცნაირი გამოცარიელებული ქალია, არა სექსუალურობა, არა ეშხი, თევზივით თვალები და ცივი სტანდარტული სილამაზე, ბოდიში ოლგა”
ვაი ვაი. რატო შუა საუკუნეები არაა. მკრეხელობისთვის დაგწვავდით
‘ RED”
ამის გადამღები და მსახიობთა მთელი დასი უნდა დავხვრიტოთ (მერე რა რომ მალკოვიჩიც მოხვდება)
LikeLike
2010-ში რედის ჩაკვეხება არ გამოდის. იმიტომ რომ სამივე ფილმი არასეკვესტრირებადია მანდ.
LikeLike
ბექა, რას ერჩი რედს, სახალისო და საყვარელია ძაან 🙂
დამწვა არა ის, ერთი იატაკის ჯოხისთვის იმეტებ ჩვენს მრავალწლიან ამხანაგობას? შეგირცხვეს ეგ თეთრი წვერი.
წამოხვალ ჯგუფელების შეხვედრაზე?
ლორდ, ახლაღა დავაკვირდი რომ ყველა წელიწადში 3-3 ფილმია 🙂
სირცხვილი მე, ეგეთი რამეები არ მეპარება ხოლმე.
ნამდვილად სამივე ჯობია რედს.
LikeLike
წამოვალ აბა რა. კურილენკოა იატაკსი ჯოხი? :დ
და ამგის გამო კი არ გწვავ , არამედ ჭეშმარიტების ხელყოფისთვის
აი რედი ძალიან ცუდია, არც ირონიაა ჟნარზე და ჯანრშიც ვერაფრით ჯდება. გაწელილი ძერსკობები
აი თუ ჯანრზე დაცივნა გინდა , ‘მილერის გზაჯვარედინი’ უნდა ანხო. ძველია და მაგარი
რაც შეეხება ბლოგის ავტორს ( :დ) 10მა იარდმა და კარიბების დამცრობამ გამაწიწმატა :დ
კსტაწე ლორდ dark როგორ იტარგმნება ქართულად? ბნელი არ ვარგა–სასაცილოა , შავი და მუქი მითუმეტეს. ეხლა კდევ პირქუშიც არ მომწონს
LikeLike
თალხი, კუნაპეტი, მრუმე, მოქუფრული, უკუნი :)))
ასე რომ ისევ შავი ჯობია მაგას. ან ბნელი იმ პონტში, რომ გადმოდი ბნელ/ნათელ მხარესო.
LikeLike