მკვდარი კატები სტოკჰოლმიდან

შაბათის პოსტი

le-chat-mort2 როდესაც ჩემი აუდიოთეკა ყველა ზღვარს გასცდა, გადავწყვიტე, დამესტოპებინა და ახალ შემსრულებლებს იშვიათად ვიმატებ ხოლმე. თუმცა, ზოგჯერ ისეთ ვინმეს მოჰკრავ ყურს, რომ გვერდს ვერ აუვლი, მუსიკალურ რესურსებს ჩაუჯდები, ეძებ და ქაჩავ… ქაჩავ და ეძებ…

ბოლოდროინდელებიდან ასე დამემართა ირლანდიელ იმელდა მეიზე, რომელმაც სადებიუტო ალბომი 2005 წელს გამოსცა და ძირითადად როკაბილის (როკ ენ როლისა და ქანთრის სინთეზია ერთგვარი) უკრავს და მღერის. შემდეგი, ვისაც გულგრილად ვერ ავუქციე გვერდი ჰოლანდიელი კარო ემერალდი იყო, რომელმაც პირველი ალბომი 2010 წელს ჩაწერა და რომელიც სვინგსა და ჯაზ-პოპს მღერის. დღეს კი სულ მთლად ცინცხალზე დავწერ – მკვდარი კატების ჯგუფზე Le Chat Mort. წარმოშობა – შვედური. სახელი – ფრანგული. სიმღერების ენა – ინგლისური. სტილი – ამერიკული ფოლკ-როკი.

ჯგუფში ოთხი მკვდარი კატაა – სოლისტი და დრამერი კამილა ნეიდემანი, ბრორ დევიდ ნილსონი ბანჯოზე უკრავს, პეტერ სტრომკვისტი – გიტარაზე, მატი ფრიბერგი – კონტრაბასზე.

დიდი სიამოვნებით მოგიყვებოდით მათ ამბავს… მაგრამ არაფერი ვიცი. :/ ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია მწირია. დანარჩენ ინტერნეტში – სულ არაფერი. ყოველ შემთხვევაში, მე რა ენებზეც ვკითხულობ, არაფერია და შვედურად კი იყოს, ეგება.

სულ სამი ალბომი აქვთ (აქედან ერთი – სინგლია), სამაგიეროდ იუთუბზეა კლიპები უხვად. ძირითადად – საკლუბო ლაივ ჩანაწერები. ლაივის ხარისხისა რა გითხრათ და მუსიკა კი ძალიან მომწონს. ენერგიული, მხიარული. ადგილ-ადგილ ქანთრია, ადგილ-ადგილ როკაბილი, ადგილ-ადგილ წაბლუზებს კიდეც.

მომწონს კამილას ოდნავ ხრინწიანი ხმა.

და სიმღერის დროს ადგილზე რომ ცქმუტავს და ფეხს ათამაშებს ეგ მომწონს კიდევ. :)) 

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

8 thoughts on “მკვდარი კატები სტოკჰოლმიდან”

  1. არა მგონია ამერიკელები გააკვირვონ ამით, ისე კია სასიამოვნოდ მოსასმენი მხიარული მუსიკა.

    Like

    1. მე რომ სმენა და ხმა მქონდეს, რამე ასეთს დავუკრავდი მეც 🙂 გასაკვირვებლად არა, გამისწორდებოდა და მიტომ.
      ალაბათ, მაგათაც ასე დაიწყეს. საკუთარი კაიფისთვის.

      ისე, როკაბილი მევასება და ბევრი მაქვს მოსმენილი, ქანთრიც და ნეშვილელ და რამე ეგეთ ტიპებზე ნაკლებები არ არიან. მერერა რომ შვედები არიან. 🙂

      Like

  2. სასიამოვნო სიმღერებია, ოღონდ განწყობის, ყოველთვის ვერ მოუსმენ, მხოლოდ მაშინ როცა კარგ ხასიათზე ხარ 🙂 კიარადა ვარ.
    ისე ფოლკ-როკი?… ჩემთვის რაღაც მთლიანად ქანთრია და შიგადაშიგ წაუსვინგებსავით.
    მართლა კარგი ხმა აქვს მაგ გოგოს, ეგ ხმაა მაგათი მთავარი ვიტამინი.

    Like

  3. ვა რა კარგად უბერავენ. შვედებს ყოველთვის ყავთ ხოლმე გამორჩეულად კარგი ჯგუფები.

    როკენროლი მირჩევნია, მაგრამ ზოგჯერ როკაბილისაც სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე. ალბათ კი იცი, ეგენიც, მაგრამ ვინცობა არ დაგიმატებია კოლექციაში ნახე აბა Brenda Lee და Wanda Jackson. კიდევ Janis Martin ეს უფრო როკენროლია მაგრამ როკაბილიც აქვს.

    Like

    1. ეგენი მაქვს დისკებზეც და ტელეფონშიც 🙂
      RNR თუ გევასება, მაშინ Аnn-Margret. ესეც შვედი მომღერალია, როკენროლშიცა. ელვისთან ერთადაც მღეროდა და თან ძაან ლამაზი ქალია.

      Like

  4. მკვდარი კატების კვალობაზე მშვენივრად მღერიან 🙂 ოღონდ ჩემთვისაც განწყობის მუსიკაა

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: