კატალონიელი ქვეშაჯვიები

შაბათის პოსტი

ვინც არა ჰგავს ქვეშაჯვიას, მე ვერ ვიტყვი ქვეშაჯვიად.
კატალონიური ანდაზა

როგორი დღესასწაული არ გამიგია. შობა გამიგია. ახალი წელი გამიგია. ოქტომბრის რევოლუციის წლისთავიც კი გამიგია, მაგრამ ეს მოჯმის დღესასწაული რაა, არ გამეგონა.

არადა, ასეთიც არის.

კატალონიაში. და სწორედ შობის მოახლოებას ამცნობს იქაურებს.

Caganer-Magnumპირველი ქვეშაჯვიები კატალონიაში მე-16 საუკუნეში გამოჩნდნენ. თავდაპირველად გლეხები იყვნენ და მიწას ანოყიერებდნენ. მაგრამ შემდეგ ქვეშაჯვიამ ფრთები გაშალა და დღეს უკვე დღესასწაული არ დღესასწაულობს მის გარეშე. მეტადრე ხომ – შობა.

შობის ხის, გირლიანდების, ელფებისა და თოვლის კაცების კატალონიელებს არ სწამთ, ან თუ სწამთ, მხოლოდ ქვეშაჯვია კაცის შემდეგ. ქვეშაჯვია თუ არ მოვიდა, ისეთი დღესასწაულის თავზეც გავიარეთო, ასე ამბობენ.

ისიც მოდის. კართან ჩაცუცქდება, მოისაქმებს და… ვის ზღურბლთანაც მოისაქმებს, იმათთან ფული იქნება, ბარაქა, უმაღლესში მოწყობა, გათხოვდება და ათასი რამ სიკეთე. აგერ, ლიონელ მესის კართან ისაქმებდა რამდენი წელია (თუმცა, ბოროტი ენები ამბობენ, ეგ ქვეშაჯვია კიარა ბლატერი ისაქმებს ქვეშაჯვიად გადაცმულიო, მაგრამ რაც არ მინახავს, ბრალს როგორ დავდებ).

რა გასაკვირია, რომ ეს კატალონიელი ქვეშაჯვია სანტა კლაუსს ეუბნება, შენ იქეთ გაიწი, აქ მე უნდა მოვითავოო. წითელი ჩაჩიც დაუხურავს და წითელი შარვალიც ამოუცვამს. გუდა კი არ აქვს. ან რად უნდა გუდა? საჩუქარს ხომ ტრაკით დაატარებს.

CaganersCaganer Santa

დღეს ქვეშაჯვიას ფიგურები ყველა კატალონიელის ოჯახშია. ხის, თიხის, ოქროსი თუ შოკოლადის. დეკემბერი რომ მოახლოვდება, გამოალაგებენ და შობის ხეს შემოუწყობენ ხოლმე ირგვლივ. შოკოლადის ქვეშაჯვიებს კი საშობაო ვახშმის დროს მიირთმევენ, ასე ტკბილად დამიბერდიო, ამბობენ. ალბათ.

ქვეშაჯვიობა კატალონიაში დიდი პატივია. როგორც ყოველი ფრანგი ლამაზმანი ოცნებობს, მარიანას სახე გახდეს, ასე სტაცე ხელი ნებისმიერ კატალონიელს და თუ გადაფხეკ, ქვეშაჯვია შეგრჩება ხელთ.

ცხადია, გლობალიზაციამ თავისი მოიტანა – დღეს ქვეშაჯვიებს მხოლოდ კატალონიელებისგან არ აქანდაკებენ.

Caganer Obama Caganer Picasso Caganer Queen Elizabeth IICaganer Vader Caganer Pope Francis Caganer Yoda

თუმცა, ძირძველი კატალონიელების აზრით, ეს მაინც მოდერნისტული ერესია. ქვეშაჯვია კატალონიელი უნდა იყოს. თუ წარმოშობით არა – რწმენითა და მსოფლმხედველობით მაინც.

Caganer Messi

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
NB!
ამ პოსტში გამოგონილი არის ძალიან ცოტა. 🙂 ასეთი ტრადიცია მართლა არსებობს კატალონიაში და ეს ფიგურებიც ძალიან პოპულარულია. და ის პირველი ფოტოც არ არის ფოტოშოფი. Мaremagnum დიდი მოლია ბარსელონაში და სანტა კლაუსის მაგიერ ეგ პატივცემული ფიგურა დადგეს საშობაოდ. 🙂

უცნაური ტრადიციები და დღესასწაულები კი, ზოგადად, ყველგანაა.
ასე რომ, რილექს. შეხედეთ ჰუმორით. 🙂 როგორც თავად კატალონიელები უყურებენ ამ ტრადიციას. თუ მე არ მივარგა იუმორი, საკუთარი იუმორით წაიკითხეთ.

შეიძინე შენი ქვეშაჯვია

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

16 thoughts on “კატალონიელი ქვეშაჯვიები”

  1. ეს ფიგურები ნანახი მაქვს, მაგრამ მაშინ ვერ მივხვდი რა იყო. რომელი მეყიდა, კარგა ხანს ვარჩევდი და დალის ფიგურა ჩამოვიტანე ბოლოს. 🙂 თაბაშირისაა და უბრალოა, მაგრამ 15 ევრო კი ღირდა. სხვებიც იყო შუშის ისინი ძალიან ლამაზებია, მაგრამ ორმაგ ფასში და უფრო ძვირებიც და დამენანა ამდენის მიცემა.

    თავიანთი სამეფო ოჯახიც ყავთ ამ პოზაში 🙂 მარტო ელიზავეტა კი არა.

    Like

  2. დავით ისაკაძეს რა ვუთხარი. აქამდე რომ არ დაწვა ამ ბლოგოს ავტორი კოცონზე.

    ესე იგი ბლატერი ხო? ჯერ კიდევ როდის ვიძახდი, ყველა მადრიდისტა დასახვრეტია, ჯანდაბას თუ ჩემი ორიოდე ძმაკაციც მიყვება-თქო

    Like

      1. არ შემიძლია. შენს ბლოგზე ვიქნები უშტატო თანამშრომლად. რა ტყუილად გეუბნებოდი –წერე პოსტები თქო. ამის დაწერას სულარ დაგეწერა , არ ჯობდა?!

        Like

      2. ე.ი. მოგეწონა 🙂
        კაია. მეც მგონია, რომ კაი პოსტი გამომივიდა. სახალისო და ზომიერიად წიწაკიანი.

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: