“ამაზონის” დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი რომ ყველაზე ღიმილიანი კაცია, ამაზე აკი ადრეც ვწერდი, ამიტომ სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ახალ საიტს ღიმილი.ამაზონ.კომი დაარქვა.
smile.amazon.com, ერთი შეხედვით, საყოველთაოდ ცნობილი ინტერნეტ-მაღაზიის იმ ძველი საიტის კლონია, პაწია განსხვავებით – თუკი “ამაზონის” მაღაზიაში საშოფინგოდ ღიმილის კარით შეხვალთ, დახარჯული თანხის 0.5%-ს კომპანია გადაურიცხავს თქვენ მიერვე შერჩეულ რომელსამე საქველმოქმედო ორგანიზაციას. მათი ჩამონათვალი უკიდეგანოა. მონიშნეთ ზედა ფანჯარაში (1) ან მოძებნეთ სასურველი ქვედა საძიებო ველის დახმარებით (2).
მე, მაგალითად, ჩემს ფავორიტ WWF-ს მივაგენი და ავირჩიე კიდეც.
და ყველაზე მთავარი: მიუხედავად იმისა, რომელი კარით შეაბიჯებთ “ამაზონის” მაღაზიაში – ძველით თუ ახლით, ერთი და იგივე საშოფინგო ფასები დაგხვდებათ – ღიმილი უფასოა “ამაზონზე”. ამიტომ, თუ რამის ყიდვა გსურთ, გადაამოწმეთ, ღიმილიკდება თუ არა და შედით ღიმილის კარით.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___