გარეთ რომ ხარ, მობილური ჯდება და შეტფსელი კი არსადაა, ეგეთი რამ განგიცდია? მტერს არ ვუსურვებ. ამიტომ, მარტივ და არცთუ ძვირ გზას გირჩევ, როგორ დაიხსნა თავი სტრესისგან და ისაუბრო უშიშრად.
ეს არის UB Power – ავტონომიური ულტრა-კომპაქტური და ულრა-მჩატე დამტენი სმართფონისთვის (თუმცა, გაჭირვებაში ტაბლეტის დასატენადაც გამოდგება).
ჩემს სმართფონს საათსა და 50 წუთში ტენის 100%-მდე და თავად დამტენი ამ დროს მიახლოებით 70%-ით იცლება – კიდევ 30% ენერგია რჩება და შეუძლია მიაწოდოს. მარტივად რომ ვთქვა, 2-2.5 დღეს ამუშავებს. ძალიან მჩატეა, თავისუფლად ეტევა ჯიბეში. დატენვის პროცესი სმართფონს მუშაობაში ხელს არ უშლის.
თავად UB-ის 100% დატენვისთვის 4.5 საათი სჭირდება. მიძინების (Stand-by) რეჟიმში ენერგიას ინახავს დიდხანს, თვეში სადღაც 1-2% კარგავს. დატენე და შეინახე. როცაკი დაგჭირდება – მზად იქნება, გემსახუროს. თავად ვიყენებ და ძალიანაც კარგად გამომდგომია.
მაგრამ რა უნდა ქნა, თუ სადმე ისეთ ადგილას და დიდი ხნით გიწევს წასვლა (ტყეში, ღრეში, მთაში, ცაში და ოკეანეში) სადაც დენის წყარო არსადაა და არც იძებნება? ასეთი შემთხვევებისთვის არის Energizer Instant Charger, კომპაქტური დამტენი, რომელიც ჩვეულებრივი AA ელემენტებით მუშაობს – ყიდულობ სამ დუჟინ ელემენტს და მიდიხარ, სადაც გაგიხარდება. ეს დამტენი მე არ მაქვს და არ გამომიცდია, მაგრამ Energizer-ს ვენდობი. ტექნიკური მონაცემები საიტზე წერია. მთავარია, ხარისხიანი ელემენტები იყიდო…
ცხადია, სხვა რამეებიც არსებობს – მზის დამტენები. კომპაქტური და ნაკლებკომპაქტური. რაც უფრო ნაკლებკომპაქტურია, მით მეტი ამპერაჟი აქვს, მაგრამ მეტად ძვირიცაა, გაცილებით დიდი ზომისაა და გაცილებით მძიმეც. სამაგიეროდ, უწყვეტი დენის წყარო გექნება და დატენი სმარტფონსაც და ტაბლეტსაც. ნოუთბუქსაც ამუშავებ.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
გაჭირვების ტალკვესი ხარ 🙂
LikeLike
Premium Solar Charger რა იაფი ღირს. უფრო ძვირები მეგონა მზის დამტენები.
თან დენიდანაც იტენება და მზის ენერგიითაც კარგი რამე ჩანს.
LikeLike
ზომა არ მევასა. სმართფონის ხელაა ეგეც.
ამიტომ საბოლოოდ პირველი ვარიანტი ვარჩიე.
LikeLike
მონაცემები შევადარე და მზის დამტენს output ნაკლები ქონია და მოცულობაც. 😦 მეტი მოცულობა რომლებსაც აქვთ, ფასიც მეტია და ზომებშიც.
მეორე ვარიანტი მომწონს ყველაზე ძაან, იმიტომ რომ ნახე, არ ხარ დამოკიდებული არც მზეზე, არც დენზე – ელემენტებს წაიღებ თან და სულ ეგ არის, რაც გჭირდება.
სამი ელემენტის წონა კიდე არაფერია – ჩაიგდებ ჯიბეში მაგ დამტენს ან ქამარზეც შეიძლება დაიმაგრო და იქვე მიუერთებ მობილურს.
კომპაქტური დამტენი საჭირო ვეშჩია ნამდვილად, კი უნდა გეგდოს სახლში ყოველი შემთხვევისთვის.
მადლობა კარგი რჩევებისთვის. კარგად ვნახავ კიდევ და ჭკუაში დამიჯდა უნდა ვიყიდო რომელიმე. 🙂
LikeLike
ეგ რეალის ემბლემა სკრინსეივერია? 🙂
LikeLike
ეგაა Real Madrid Edition სმართფონი 🙂
LikeLike
სათაურებს იგონებ, არ ვიცი, პირდაპირ რა ვთქვა 🙂
მეც ენერჯაიზერის ვარიანტი ჩამივარდა გულში ❤
LikeLike
არ თქვა – სათაურის დანახვისას პოლიტიკურ პოსტს ველოდი 😀
LikeLike
შენ და ტექნიკა ძალიან მეგობრულად ხართ 😉
LikeLike
იმედი მაქვს, მკითხველებსა და ტექნიკასაც დაგამეგობრებთ 🙂
LikeLike
იმედია 🙂
LikeLike
დამტენი რად გინდა, მობილური თუ გამორთული გაქვს? 🙂
LikeLike
შენ რად გინდა ჩემი მობილური თუ მაინცადამაინც მაშინ მირეკავ, როცა გამორთული მაქვს 🙂
LikeLike
Iphonzec midis pirveli damteni? Tavi gansxvavebuli aqvs mgoni?
LikeLike
MicroUSB მოყვა მაგრამ აიფონის შტეკერს თუ შეუერთებ დატენის იმასაც. 🙂
LikeLike
ერთადერთი პროდუქტი ამაზონზე, რომელიც კალათში ჩავაგდე რევიუების გადაუხედავად 🙂 ამ პოსტზე მეტი რა უნდა ეწეროს! მადლობა რჩევისათვის 🙂
LikeLike
შეფასებები ამაზონზეც მშვენიერი აქვს 🙂
LikeLike