ჯერ ყველაზე (ჩვენთვის) მთავარი – როგორც იქნა, “ამაზონმა” გვაღიარა. მისი ახალი ტაბლეტი არამხოლოდ კითხულობს ქართულად (წიგნები იქნება, სხვა ტექსტები თუ ინტერნეტ-გვერდები), არამედ სრულფასოვანი ქართული კლავიატურა აქვს ქართული მართლწერის შემოწმების ოფციითურთ.
ახლა სხვა დანარჩენი.
კორპუსი.
186 x 128 x 9მმ და 303 გრამიანი Kindle Fire HDX 7’ Wi-Fi ძალიან კომპაქტური და მჩატე ტაბლეტია. იოლად თავსდება ქურთუკის შიდა ჯიბეში. იოლად შეძლებთ ცალ ხელში დაიკავოთ და არც ხელი დაგეღლებათ – ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუკი ტაბლეტს წასაკითხად გამოიყენებთ (შედარებისთვის, “ამაზონის” რიდერი Kindle Keyboard 241 გრამს იწონის).
ძალიან მოხერხებულადაა განლაგებული ჩართვა/გამორთვისა და ხმის ასაწევ/დასაწევი ღილაკები – კორპუსის უკანა მხარეს, ისე რომ, როცა ტაბლეტი ხელში გიკავიათ და რამე ფილმს უყურებთ, თქვენი თითები ზუსტად ხმის ღილაკებთანაა. იოლია სამართავად. Well done!
ეკრანი.
1920 × 1200 (323 ppi) 7-ინჩიანი ეკრანი უბრალოდ არაჩვეულებრივია. ერთ-ერთი საუკეთესო, რაცკი დღეს არსებობს ბაზარზე. ნათელი, ხასხასა ფერებით. სიკაშკაშესა და კონტრასტს ავტომატურად არეგულირებს – თუ გარეთ ხართ, მზის გულზე, კონტრასტი და სიკაშკაშე მატულობს და თუკი ღამეა, თვალები რომ არ დაგეღალოთ – იკლებს. ამ ეკრანზე ფილმების ყურება ერთი სიამოვნებაა და საკმაოდ კომფორტულია კითხვაც. რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის ქინდლ რიდერის e-Ink ეკრანს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ტაბლეტზე კითხვა გიწევთ, HDX ეკრანი არის მაქსიმალურად კომფორტული.
მაგრამ თუ შავი ფონისა და თეთრი შრიფტის მოყვარული ხართ (სხვაზე რა ვთქვა, ჩემი 3 ბლოგიდან ერთი სწორედ ასეთია, 🙂 თუმცა, ამას თავისი, იოლად გასაგები მიზეზი აქვს) – დაივიწყეთ. KF HDX ეკრანი სარკისებურია და შავი ფონის არჩევის შემთხვევაში, ტექსტზე უმალ საკუთარ სახეს დაინახავთ შიგ.
პროცესორი
Qualcomm-ის ოთხბირთვიანი 2.2 GHz Snapdragon 800 პროცესორი, ეკრანისა არ იყოს, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა დღეს არსებულთაგან (სჯობნის Nexus-2-ის პროცესორს, მაგრამ, სავარაუდოდ, ჩემორჩება ახალ iPad Mini-2-ს). პლუს Qualcomm-ისავე Adreno 330 @450 MHz გრაფიკული ამაჩქარებელი და 2GB ოპერატიული მეხსიერება საშუალებას გაძლევთ რაცგინდარა “მძიმე” თამაში სულ იოლად გაუშვათ KF HDX-ზე. არანაირი გაჭედვა, არანაირი შეფერხება. გნებავთ ონლაინ ტელევიზია? ონლაინ ფილმები? ფეხბურთი ან სხვა გადაცემები სოფქასთით? ტაბლეტი ამ ყველაფერს უპრობლემოდ “ქაჩავს”. მათ შორის HD ხარისხში. ინტერნეტი გქონდეთ სწრაფი და…
ვაი-ფაი/ბლუთუსი/კამერა
ბლუთუსი აქვს და მუშაობს მშვენივრად. აღჭურვილია ფრონტალური კამერით სკაიპისთვის. ორი ანტენა იოლად პოულობს ვაი-ფაი სიგნალს და სტაბილურად უკავია.
აუდიო.
დოლბი აუდიო სტერეო სისტემა მკაფიო და საკმარისად მაღალ ხმას გამოსცემს, იმისთვის რომ დამატებით ბლუთუს დინამიკების მიერთება არ დაგჭირდეთ. თუ ძალიან ხმაურიან გარემოში მოხვდით – ყურსასმენებს მოირგებთ და ეგაა. KF HDX-ის დინამიკები ისეა განლაგებული ოდნავ ცერად მოჭრილ ზედაპირზე, რომ არც მაშინ, როდესაც ტაბლეტი ხელში გიკავიათ, არც მაშინ, როდესაც მაგიდაზე მოათავსებთ ეკრანით აღმა, მათ არაფერი ფარავს და ხმა არ დაიხშობა.
ელემენტი.
4500 mAh ელემენტი დაახლოებით 10 საათიანი მუშაობის გარანტიას გაძლევთ, მაგრამ როდესაც წიგნს კითხულობთ, ტაბლეტი ავტომატურად გადადის ენერგოდამზოგავ რეჟიმში და, როგორც “ამაზონი” ამბობს, კითხვისთვის ელემენტი მთელი 17 საათი უნდა გეყოთ. 0-დან 100%-მდე იტენება 5 საათში. დამტენი მოყვება.
ე.წ. Special Offers
ეს არის სარეკლამო ვოლფეიფერი, რომელიც ჩანს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეკრანი ჩაკეტილია. როგორც კი სისტემაში შეხვალთ – ის ქრება, ამდენად არაფერში გიშლით ხელს. ამიტომ, ჩემი რჩევაა, დაზოგოთ თანხა და შეიძინოთ ტაბლეტი with Special Offers.
“ამაზონის” ეკოსისტემა
ამაზე ადრეც არაერთხელ დამიწერია. ქინდლი (რიდერი იქნება თუ ტაბლეტი) ინტეგრირებულია “ამაზონთან”. ყველა წიგნი, დოკუმენტი, აპლიკაცია, მუსიკა, ვიდეო-ფაილი რაც ჩამოტვირთული გაქვთ “ამაზონიდან” ან ატვირთული გაქვთ თქვენს პირად 5 GB-იან საცავში “ამაზონის” სერვერზე, მუდამ ხელთ გაქვთ. აქვეა ადრეს-ბუქი, კალენდარი და სხვა. ყველაფერი “ამაზონისგან”. პირადად ჩემთვის ეს მეტად მოსახერხებელია და გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე ის ამბავი, რომ KF HDX-ში, ტრადიციულად, არ არის Google Play და Google+ (თუმცა, GMail, Google Books, Google Calendar-ის დაინსტალირება შეიძლება და მუშაობს).
KF HDX-ის მფლობელთათვის “ამაზონმა” საგანგებო ცხელი ხაზი დააწესა, 24 საათი, კვირაში 7 დღე კომპანიის ტექპერსონალი მორიგეობს და მზადაა გასცეს პასუხი ტაბლეტის მუშაობასთან დაკავშირებულ თქვენს შეკითხვებს და აღმოგიჩინოთ ონალინ დახმარება. ესაა MayDay სერვისი, რომელიც აი, ასე მუშაობს:
აქვე დავწერ, რომ KF HDX არ არის ჩაკეტილი – ასე რომ, შეგიძლიათ დაამატოთ რომელიმე სხვა ანდროიდ-მაღაზია (გუგლფლეის გარდა), ან სხვადასხვა საიტებიდან ჩამოქაჩოთ საჭირო პროგრამები პირდაპირ ტაბლეტში ან კომპიუტერში და შემდეგ დააინსტალიროთ. საკუთრივ Amazon Appstore-შიც ბევრი კარგი უფასო პროგრამაა და თან KF HDX-ს 500 მონეტა მოყვება “ამაზონისგან” ფასიანი პროგრამების შესაძენად (5 დოლარის ეკვივალენტია).
სხვადასხვა
KF HDX სრულად თავსებადია Samsung Smart TV-სთან ყოველგვარი დამატებითი გადამყვანების, ქრომქასთების და ადაპტერების გარეშე. საჭიროა მხოლოდ Wi-Fi და ყველაფერს, რაც ტაბლეტის ეკრანზე ხდება, ნახავთ ტელეეკრანზე. მათ შორის სოფქასთის ფეხბურთის არხსაც. ❤
KF HDX-სთვის “ამაზონზე” იყიდება მშვენიერი Poetic Slimline Case, რომელიც სეილზე 5 დოლარი ღირს და ძალიან მოსახერხებელი და გამოსადეგი რამაა.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
მშვიდობაში და ბევრი ახალი პოსტის დაწერაში. 🙂
LikeLike
კარგი რაღაცაა. ეგ უნდა განბაჟდეს ხომ? მთლიანობაში რა ჯდება ჩამოტანილი? 500 ლარამდე გამოდის ხომ?
LikeLike
ამაზონის ფასი. ტრანსპორტირება აშშ-ში უფასოა. ტრანსპორტირება თბილისამდე – 4 ლარი. 🙂 მჩატეა ძალიან.
უნდა განბაჟდეს+მომსახურება (თუ საფოსტო კომპანია განგიბაჟებს და სახლში მოგიტანს).
500 ლარზე ნაკლები გამოგივა.
LikeLike
აუ არ შეიძლება რომ ეს ქინდლი სკოლებშიც დანერგონ?.. გამწყვიტა წელში ჩემი ბავშვის 15 კილოიანმა ჩანტამ, აღარ შემიძლია…:(
LikeLike
შეიძლება. მაგრამ ჩვენი ახალი მინისტრი ქინდლის დაზიანებაზე შემოიღებს 5-მაგ ჯარიმას და გინდა ეგა?
LikeLike
ნუ იკბინები 😉 ჩვენ შევიძენთ მშობლები და რაღა ჯარიმა? მაინც ამდენ ფულს ვიხდით წიგნებში და მაგასავ შევიძენდით, ან სახელმწიფოს თანამონაწილეობით რაღაც %-ის დონეზე. მოკლედ, მე ყველანაირი პირობებით ხელგაშლილი შევეგებებოდი მაგ იდეას.
LikeLike
აბა! გიერთდებით! ლორდი ფეიჯზე რომ აზიარებს ხოლმე სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ სკოლის სურათებს, სადაც ქინდლს იყენებენ თეთრი შურით მშურს ხოლმე. 😦
LikeLike
გილოცავ ახალ შენაძენს! 🙂
ნეტა ქინდლის ყველა მოდელი გააქართულეს?
LikeLike
ახლები ყველა უნდა იყოს, იმიტომ რომ ერთი საოპერაციო აქვს. ლოგიკურად ასეა.
LikeLike
მშვენიერია, ისე გუგლ ფლეის არარსებობა მთლად დიდი დანაკლისი ვერაა, იქნება მალე დააგვდოს პატივი გუგლმა და სრულად მოგვეცეს გუგლ ფლეის მთელი უპირატესობებით სარგებლობა, მაგრამ მანამდე მეც ალტერნატიულ ფლეი სთორს ვიყენებ.
LikeLike
დიდება ამაზონს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი არასოდეს მიყიდია მაგათგან -დღეს რომ შევედი და მათი შეთავაზება ვნახე –გული გამითბა
LikeLike
რაც გამოუშვეს მას მერე ვკითხულობ შეფასებებს და მომწონს. მაგრამ ამერიკული საიტები ტესტავენ ჯერ და ქართული რომ ქონია მაგას შენგან თუ გავიგებდი. 😉
მაგრამ მაინც ველოდები როდის დარუთავენ. მე მჭირდება გუგლმარკეტი. ბევრი აპი მაქვს მაქედან დაყენებული და ახალ ქინდლზე თუ ვერ გადავიტანე გინდ მქონია გინდ არა.
ამაზონის სერვისებიც მჭირდება, მთელი ბიბლიოთეკა მანდ მაქვს ატვირთული, მაგრამ ვერც გუგლზე ვიტყვი უარს. 🙂
LikeLike
ლორდ
ყველა ანდროიდ აპლიკაცია მიდის? 1 პატიოსან ადამიანს უნდა ყიდვა და ავუხსენი რომ შენ ხარ ქინდლის აგენტი საქართველოში.. ხოდა ეს კითხვა დამაბარა
LikeLike
პრინციპში კი, მაგრამ რაც პოსტში მიწერია – გუგლფლეი, გუგლპლუსი არ მიდის. ასე, რომ მაინც ნექსუსის ყიდვას ვურჩევ.
კითხვიდან გამომდინარე, ალბათ ის ტაბლეტი უფრო გამოადგება, რომელზეც იქნება გუგლმარქეთი და ამაზე კიდევ არაა. 🙂
აი, ზემოთ რაზეც ნიკა ამბობს მაგის გათვალისწინებით, თუნდაც.
LikeLike
და თუ თვითონ დაწერა ანდროიდ აპლიკაცია. დააყენებს? ასევე დარუთვის შემდეგ რა ხდება? რამე კარგი ფორუმი თუა სადაც წაიკითხავს ამაზე კაცი?
LikeLike
თითქმის ყველა პროგრამა, რომელიც თავსებადია ჯელი ბინთან დგება. ნუ არის პროგრამები, რომელსაც სპეციალურად ანალოგი აქვს ქინდლისთვის და ის უნდა დააინსტალირო.
რუთი ადმინისტრატორია რა – სისტემურ ფაილებს ცვლი და ამატებ.
ეს ალბათ http://www.xda-developers.com/
LikeLike
ორი კითხვა მაქვს და მიპასუხე თუ არ შეწუხდები.
1. ამ ქინდლის დარუთვა არ არის საჭირო?
2. საიტზე უწერიათ რომ Fire OS-ზე მუშაობს და ეგეც ხომ ჩვეულებრივად ანდროიდია?
LikeLike
1. გააჩნია რა შემთხვევაში 🙂 თუ გუგლფლეის დაყენება გინდა, დარუთვის გარეშე არ გამოვა. მაგრამ იმისთვის რომ ნორმალურად იმუშაოს და ქართული ენის მხარდაჭერა ჰქონდეს, რუთი არ სჭირდება.
ისე, რუთი ჯერ არც არსებობს.
2. Fire OS ამაზონის მიერ ახალი ფაეიბისთვის ანდროიდის ბაზაზე შექმნილი საოპერაციოა. ჯელი ბინია პრინციპში. 🙂 მაგრამ ინტერფეისი შეცვლილია და არის კიდევ რარაც ცვლილებები. ვიდეოებზე ჩანს, როგორ გამოიყურება და როგორ მუშაობს.
აპების მხრივ თუ გაინტერესებს – ჯელი ბინის პორგრამები მიდის ჩვეულებრივ, თიითქმის ყველა.
LikeLike
ინტერნეტში ნავიგაცია როგორია? ტაბლეტს ვარჩევ და რამდენი ხანია ამას ვუტრიალებ..
LikeLike
არაჩვეულებრივია 🙂
მაგრამ ბექასთან კომენტარების გაცვლა-გამოცვლაც ნახე. გუგლი მნიშვნელოვანი ფაქტორია მაინც.
LikeLike
New Fire HD – ამ მოდელსაც აქვს ქართული ენა? ხომ არ იცით? http://www.amazon.com/gp/product/B00CU0NSCU/ref=fs_jw
LikeLike
100%-იან გარანტიას ვერ მოგცემ, მაგრამ დიდი ალბათობით – კი. რაკი HDX და HD ერთი საოპერაციო აქვთ Fire OS.
ისე, თუ ყიდვას ფიქრობ, ამაზონზე გადი და იქ შესაბამის ფორუმზე დასვი კითხვა – ენების ჩამონათვალი როგორია თუ კითხავ, აუცილებლად გიპასუხებს ვისაც აქვს უკვე ნაყიდი.
LikeLike
მიმოხილვებში წვიკითხე, რომ ეკრანზე აქვს ლურჯი ნათება ღია ფონზე და ხელს არ უშლის კითხვაში? ზოგი წერს რომ ხელს უშლისო და ზოგან ვნახე რომ არ არის შესამჩნევიო და ვერ გავიგე რა ვქნა.
ან თუ იცი, ეგ ლურჯი ნათება Kindle Fire HDX აქვს მარტო თუ HD-საც?
მადლობა წინასწარ.
LikeLike
ასე ასახსნელად ძნელია – ღია ლურჯი ფერის თხელი ჩარჩოსავით ჩანს. ეს რა არის და რატომაა ამას თავად ამაზონი განმარტავს და დაგილინკავ, ისეკი მე პირადად ხელს არ მიშლის არც კითხვაში არც არაფერში. ოდნავ შესამჩნევია.
You may notice a very narrow, faint blue tint around the edge of the device when looking at items with a white background, such as books or web pages. All displays have some level of light emission around the edges, and the light on the Kindle Fire HDX 7″ is blue due to the technology used to render perfect color accuracy. Most LCD displays use white LEDs, and then apply filters to extract the desired color. The result is oftentimes a compromise to tone and color accuracy, or—if attempting to address these compromises—an increase in battery consumption and, thus, device weight.
http://www.amazon.com/gp/product/B00BWYQ9YE/ref=r_kdia_h_i_gl – აი აქ We want you to know… ნახე.
LikeLike